ჩრდილი კედელზე გაირბენს და ქრება
0 ხმა

ალექსანდრე ძიმისტარიშვილი
სახელი - ალექსანდრე
გვარი - ძიმისტარიშვილი
საცხოვრებელი ადგილი - ქ. რუსთავი
დავიბადე ქუთაისში და ამ ქალას ჩემს ცხოვრებაში დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. იქვე დავიწყე წერა. თავდაპირველად ლექსების, რასაც დღემდე აქტიურად ვაგრძელებ. თუმცა სალექსო ფორმები თავისი შინაარსით მაინც გარკვეულწილად შეზღუდულია. ეს არის ჩემი პირველი სერიოზული მცდელობა, რომ შევეჭიდო პროზას, ვისაუბრო კონკრეტულ საკითხებზე და მოვყვე ის ამბები, რომელთა გადმოსაცემადაც პოეზია არ არის ყველაზე ოპტიმალური ხერხი.
“ჩრდილი კედელზე გაირბენს და ქრება” ყოველი ჩვენგანის ამბავია. უპირველესად კი, ეს არის ამბავი ამბებზე. აქ, როგორც ცხოვრებაში, არაერთ პერსონაჟს შეხვდებით - უბრალო ადამიანებს, რომელთაც ბევრი არაფერი გამოარჩევთ, მაგრამ ყველას თავისი წილი სამყარო დააქვს. სიუჟეტი სავსეა რეფლექსიებით მათი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე, რომლებიც, ჩვეულებრივ, ჩვენთვის დაფარულია. მაგრამ არა აქ, რადგან დიდ ამბავში მიმოფანტულ პატარ-პატარა ამბებს იდუმალი მთავარი პერსონაჟი კრავს. ყველაფერი, რასაც ვიგებთ, მისი ყურით გვესმის და რასაც ვხედავთ, მისი თვალით ვხედავთ, თუმცა მას არც ყურები აქვს, არც თვალები და მხოლოდ იმ ამბების თხრობა შეუძლია, რასაც თავად შესწრებია. სწორედ მისი მეშვეობით ვახერხებთ ჩვენ, რომ შევაღწიოთ ჩვეულებრივი ადამიანების თავებსა თუ გულებში და აღმოვაჩინოთ ის არაჩვეულებრივი სამყარო, რომელიც ყველაზე უფრო ინტიმური და დაფარულია.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური