გვიანი შემოდგომა
0 ხმა
მართა მიქავა
დავიბადე 2000 წლის 3 ივნისს. გავიზარდე დასავლეთ საქართველოში, ქალაქ მარტვილში. სკოლის წლებიც დასავლეთში გავატარე, პირველად რაიმეს დაწერის სურვილი ცამეტი წლის ასაკში გამიჩნდა და მოვიგონე ისტორია მეგობრებზე, რომლებიც დასასვენებლად ერთად გადაწყვეტენ წასვლას, იქ კი უამრავ ხათაბალას გადააწყდებიან. სამწუხაროდ, ჩანაწერები დამეკარგა, დიდი მონდომების მიუხედავად ვერსად ვერ ვიპოვე. მას შემდეგ სულ ვცდილობ, რომ ყოველდღე ვწერო, თუმცა არასდროს მიფიქრია მის გამოქვეყნებაზე. ახლა კი ამის დიდი სურვილი მაქვს. ადრე ჩემი ყველა ნაწერი, ახლო მეგობრებისთვის საკითხავ ამბად მიმაჩნდა, ახლა კი მინდა, რომ ის წიგნადაც ვიხილო. ალბათ, ოდესმე ასეც მოხდება. ამჟამად ვსწავლობ უნივერსიტეტში, მიმართულებით- ქართული ფილოლოგიაზე, თუმცა ჯერ კიდევ ვფიქრობ, რა მსურს მომავალში, შემიძლია თუ არა ჩემი ცოდნა სხვებსაც გავუზიარო. რაშიც დარწმუნებული ვარ ისაა, რომ წერას არ შევწყვეტ. ყოველთვის მქონდა იმის სურვილი და შეგრძნება , რომ მომავალში სწორედ ეს უნდა მეკეთებინა, გადმომეცა ის ისტორიები, რომლებიც სათავეს არა მხოლოდ ჩემი წარმოსახვიდან, არამედ თითოეული ადამიანისგან იღებენ. მიზიდავს შემოქმედებითი წერა და განსაკუთრებით, ამბის ორიგინალურად გადმოცემა: მათი განხილვა და სხვადასხვა პერპექტივიდან გააზრება. ეს პროექტი არის სწორედ ის შესაძლებლობა, რასაც დიდი ხანია ველი. თუ „გვიანი შემოდგომა“დღის სინათლეს იხილავს, ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნება.
“ხანდახან სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ იმდენად კარგია,რომ არარეალურს უფრო ემსგავსება და საბოლოოდ ისე ქრება, თითქოს სულაც არ უარსებია. ის კი, რაც გვრჩება მხოლოდ ნამსხვრევებია.“
ასე იწყება რომანი, რომელშიც აღწერილია, ახალგაზრდა გოგოს უცნაური სიყვარულისა და ბედისწერის ისტორის.
წარმოსახვისა და რეალობის გზაგასაყარზე მდგარი ხშირად იღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ სამყაროს გაშორებს. ამბავი უხცო ყმაწვილთნ მარტოდ მარტო მთაში გატარებული ხუთი თვით, გაურკვევლობითა და უამრავი კითხვით იწყება, რომელიც თავს არ ანებებს არც ამ ხუთი თვის განმავლობაში და არც ამ ხუთი თვის შემდეგ, ქალაქში დაბრუნებული გოგო ახალ განსაცდელში ვარდება, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს გამოღვიძების შეგრძნებას, იმ გამოღვიძების, რომელიც გაფიქრებინებს, რომ რაც განიცადე, ნახე და მოისმინე ყველაფერი ერთი დიდი სიზმარი იყო და ამ სიზმარში ვეღარასოდეს დაბრუნდები, მთიდან გამოქცეული კვლავ მთაში დაბრუნების სურვილით შეპყრობილი, სიგიჟის პირას მისული, ეძებს ძალასა და ადგილს დასაბრუნებლად. ყოველ ჯერზე კი ისმის ერთი კითხვა თუ სად უნდა დაბრუნდეს? ან სად არის ახლა? ვინ იყო ის ვინც ასე შეიყვრა, ის ვისაც ვეღარასოდეს ნახავს?!
მიმდინარე ტური არ არის აქტიური