უკანასკნელი აკორდი
0 ხმა
ანასტასია ომნაიძე
პატარა გოგონა პატარა ქალაქიდან, ამ სიტყვებით მინდა დავიწყო ჩემი ბიოგრაფია, რადგანაც ამას მოსდევს შემდგომ ყველაფერი ის, რასაც ჩემი შემოქმედება ჰქვია. დავიბადე რუსეთში (მოსკოვში) 2002 წლის 31 მაისს, მაგრამ 7 წლის ასაკსი საცხოვრებლად გადმოვედი საქართველოში, კერძოდ კი წყალტუბოში. ყოველთვის. ვცდილობ პატარ-პატარა წარმატებებით მივიდე დიდ წარმატებებამდე. ამჯამად ვსწავლობ პირველ კურსზე საქართველოს უნივერსიტეტში, სტრატეგიული კომუნიკაციების (საზოგადოების მართვა-პიარი) ფაკულტეტზე
ეს ნაწარმოები მოგითხრობთ ერთი, ჩვეულებრივი გოგონას ისტორიას, რომელსაც ,,არაფერი გააჩნდა განსაკუთრებული.’’ მაგრამ იგი ვერ ხვდებოდა, რომ განსაკუთრებულობა არა იმაში მდგომარეობს თუ როგორ გამოიყურები, რა შესაძლებლობებს ფლობ და როგორი მატერიალური მდგომარეობა გაქვს, არამედ რაოდენ იღბლიანი ხარ, როდესაც გვერდით ნამდვილი, ადამიანური ადამიანები გყავს. მოვლენები ვითარდება ისე, რომ ყველაზე ძვირფასი ადამიანის დაკარგვის შემდგომ მთავარი გმირი სიცოცხლის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს. აქ არის ბრძოლა ყველა იმ შინაგან დემონთან, რომელთა არსებობაც სულიერმა სიცარიელემ და გადატანილმა ტკივილმა გამოიწვია. ეს არის ადამიანის სევდისფერი მეტამორფოზის გზა. მაშინ, როდესაც გადასარჩენად საჭიროა რაიმე ნათელს ჩაეჭიდო, გოგონამ აირჩია მიმართულება, რომელსაც სერიული მკვლელობების გამოძიებამდე მიჰყავდა...
,,უკანასკნელი აკორდი’’ იმ რეალიზმის გამოხატულებაა, რომელსაც ადამიანები თანამედროვე ცხოვრებაში ვეჯახებით. მაშინ, როდესაც ფიქრობ, რომ ყველაფერი ზედმეტად მარტივადაა ან იმდენად რთულად, რომ არავის შეუძლია შენი გაგება და ფიქრობ, ამას მხოლოდ შენ განიცდი, საოცრად გაოცებული დარჩები ჭეშმარიტების შეცნობით. ამავდროულად კი ესაა ისტორიაა, რომელიც ,,სამყაროს მოსმენას’’ გასწავლის.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური