უკანასკნელი აკორდი
უკანასკნელი აკორდი
უკანასკნელი აკორდი
თავი ,, -∞ ‘’
და...
ადამიანი
ადამიანის
გამნადგურებლად
იქცა.
თავი 1
ოდესმე თუ დაფიქრებულხართ რამდენი სევდისფერი გრძნობის ავტორს შეხვდით თქვენი ცხოვრების განმავლობაში? გაგიკვირდებათ და ისინი ყველგან არიან. მათ ხშირად ვუვლით გვერდს, ერთად ვმგზავრობთ და შესაძლოა ერთად ვიცინოდეთ კიდეც... მიუხედავად ამისა რეალურად არასოდეს ვიცით მათი არსებობის შესახებ. ვერასოდეს ვამჩნევთ მათ და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ვერ ვხვდებით, რომ ყველა ადამიანი სევდისფერი გრძნობის მატარებელია.
ახალგაზრდა გოგონა აღტაცებით შესცქეროდა ბაბუასა და შვილისშვილს, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაცხარებით კამათობდნენ თუ რატომ არ უნდა ჩაუშალო მასწავლებელს გაკვეთილი . პატარა ბიჭუნა პაპას დარიგებას არ უსმენდა და გემრიელად შეექცეოდა თავის ფერად ჟელიბონს, ხოლო მას შემდგომ, რაც უკანასკნელიც გემრიელად მიირთვა ყველა თითი გაილოკა და ხელები მუცელზე დაიტყაპუნა ,,უუფ, რა კარგი იყო’’-თი. ბაბუმ თავი იმედგაცრუებულმა და ნაწყენმა გააქნია, ხელი უიმედოდ ჩაიქნია და ფანჯრისკენ მიმართა მზერა. შვილიშვილმა იგრძნო პაპას წყენა, ხელი ხელზე დაადო და უპასუხა:
- ის სალომეს ეჩხუბებოდა მხოლოდ იმის გამო, რომ გაკვეთილზე 5 წუთით დაიგვიანა.- ბიჭუნა სკამზე აწრიალდა , ლოყები მარწყვისფრად შეეფერა და მზერაც მორცხვი გაუხდა.- მხოლოდ 5 წუთით ,ბაბუ...გესმის?! ლარისა მასწავლებელმა კი ისე დატუქსა, რომ სალომეს ცრემლები წამოუვიდა. მან მას ძალიან აწყენინა, მე კიდევ არ მიყვარს ,როდესაც სალომე სევდიანია.- თითქოს ბიჭმა უცებ გაანალიზა ,რაც წარმოთქვა და გამოსწორების მიზნით უცებ დაამატა - გოგოს არასდროს უნდა აწყენინო!
ჭაღარა მამაკაცის თვალებში სითბომ დაისადგურა, ბედნიერების ღიმილიც კი გამოესახა და ის წყენა თუ სიბრაზე წამებში წარსულს მიეცა. უყურებდა შვილიშვილს და ხედავდა, რომ ის კარგი ბიჭია. მან, ხომ სიყვარულს საკუთარი გულის კარი გაუღო და გოგონას დაცვა გადაწყვიტა. ის ზრუნავდა სხვებზე და იცოდა, რომ არასოდეს უნდა აწყენინო სხვას.
- მასწავლებელს გაკვეთილი ამის გამო ჩაუშალე?- ბაბუამ თითქოს მკაცრი , მაგრამ თბილი ხმით ჰკითხა. საპასუხოდ კი ბიჭუნასგან თავის დაქნევა მიიღო.
- არ ვამართლებ შენს საქციელს, გაკვეთილის ჩაშლა ცუდი საქციელია, მაგრამ გოგონას დაცვა კარგი...მითუმეტეს თუ ის გიყვარს.- პაპას ხმაში სითბო
შეეპარა. შვილიშვილი კი ვაშლივით წითელი გახდა, ხმის ამოღება გამართულად ვერ შეძლო. საბოლოოდ კი მორცხვად მიეყრდნო ბაბუს და სახის დამალვა სცადა.
გოგონას თვალებში, რომელიც მათ შესცქეროდა დაინახავდით იმ ბედნიერების სხივებს, რომელებიც ელამუნებოდნენ ამ საოცარ ურთიერთობას. ის აფასებდა იმას თუ რაოდენ კარგი იყო ბიჭუნა და რამდენად მნიშვნელოვანი იყო წრფელი კავშირი პაპასა და შვილიშვილს შორის შორის.
- ,,რა იციან მეგობრებმა თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული...’’ - ფიქრებში ჩაფლული გოგონა იმ ქალბატონის სიტყვებმა დააბრუნეს რეალობაში, რომელიც მთელი ემოციით ეუბნებოდა მეგობარს და თან ავტობუსში ამოდიოდა. ამის მოსმენისას კი იგი სევდას მიეცა, გულის არეში ტკივილი იგრძნო და იცოდა, თუ უცბად არ ჩავიდოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან უჰაერობაც შეაწუხებდა, ეს კი მისი პანიკური შეტევით დასრულდებოდა. იგი იმდენად სწრაფად წამოხტა და ავტობუსიდან ჩახტა, რომ წამიერად თუ მოასწრებდი სილუეტისთვის თვალი შეგევლო.
- რა თავხედი თაობა მოდის, სულ არ უკვირდებიან არაფერს! ლამის გამიტანა, შეხედე?- უკმაყოფილოდ წარმოთქვა ქალბატონმა, რომელიც რამდენიმე წამის წინ გალაკტიოს ციტირებდა და გაბრაზებული სკამზე მოკალათდა.
- იქნებ ადამიანს ეჩქარებოდა? ან რაიმე უჭირდა?- უპასუხა პაპამ, რომელიც ბიჭუნას არიგებდა.- და საერთოდაც გადასარევი თაობა მოდის!- ომახიანად და იმედიანად განაცხადა კაცმა. შემდეგ კი შვილიშვილი ძლიერად ჩაიკრა გულში. ქალმა საპასუხოდ მხოლოდ თავი გააქნია და იქვე მყოფ მეგობარს ახალი მეზობლის რძლის უარყოფითების ჩამოთვლა დაუწყო...
გოგონა ცრემლმორეული სიმშვიდის შენარჩუნებას სცდილობდა. რატომაა, რომ რაც უფრო მეტად მიისწრაფვი იყო ბედნიერი, მით უფრო შორდები მას, ყოველი მცდელობა კი იმდენად მტკივნეულია, რომ სევდისფერ ჭაობში ჩაფლულ, უიმედო მცენარეს ემსგავსები. ადამიანი ბედნიერების მოლოდინში ვერ იცხოვრებს. მას ეს კარგად ესმოდა, მაგრამ უკვე იმ მდგომარეობაში იყო , რომ ,,ყველაფერი კარგად იქნება’’ უბრალოდ გაცვეთილ ფრაზას წარმოადგენდა. როდესაც იგრძნობდა, რომ ერთი ნაბიჯით წინ მიიწევდა, ისევ უკან რჩებოდა. ისევ განიცდიდა უიღბლობას, უსამართლობას... ბურთი ყელში ებჯინებოდა და არ აძლევდა თავისუფლად ამოსუნთქვის უფლებას.
- სად იყავი ტაისია აქამდე?- ჰკითხა მოფუსფუსე დედამ, რომელსაც ზამთრის მარაგის შევსების სეზონი გახსნილად გამოეცხადებინა და ახლაც ღოღნაშოს კომპოტს უტრიალებდა.
- საცობში მოვყევი...- მისუსტებული ხმით ამოილუღლუღა გოგონამ, დედის დაბარებული სუსართი მაგიდაზე მოათავსა, სასწრაფოდ მოწესრიგდა და საკუთარ ოთახში ისეთი სისწრაფით შევიდა, რომ დედამ ვეღარ მოახერხა რაიმე ,,მისიის’’ დაკისრება.
ტაისიამ ოთახში შესვლისთანავე ღრმად ამოისუნთქა. კარს მიეყრდნო და იქვე ჩაიკეცა. მუხლებს ხელები მჭიდროდ შემოჰხვია და შუბლიც მიადო. რამდენიმე წამი თვალდახუჭული, გაუნძრევლ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემდეგ ნერვულად სხეულის წინ და უკან მოძრაობა დაიწყო... გოგონა მალევე გაჩერდა, წაშლილი სახით წამოდგა, მოთავსდა საყვარელ საწოლზე, გაიკეთა ამ სამყაროსგან დასახსნელი საუკეთესო გზა-ყურსასმენები, ჩართო მუსიკა და ემბრიონის პოზაში მოთავსდა. რამოდენიმე წამი და ის გადაეშვა იმ სამყაროში, რომელშიც თავს ყველაზე კარგად და კომფორტულად გრძნობდა. მელოდია, რომელიც მას ჩაესმოდა კომფორტის ზონას უქმნიდა. სამწუხაროა, რომ ფიქრებმა თავისი გაიტანეს... გოგონას ჭრილობებმა ისევ გახსნა დაიწყეს და სასოწარკვეთილმა ბოლო ხმაზე დაიკივლა, ყურსასმენები კედელს მიანარცხა და ღრმა სუნთქვით, თვალებგაფაციცებული მის წინ არსებულ კედელს შეჰყურებდა. ერთ დროს მოიასამნისფერო ლამაზი კედილი, რომელზეც ფერებგარდამავალი ღრუბლები იყო გამოსახული, ამავდროულად კი პატარა ვარსკვლავებიც ამშვენებდა, ახლა ნაცრისფერ ქაღალდებს დაეფარა. წითელი ძაფები დანაშაულის ადგილზე გადაღებულ ფოტო მასალას ეხვია, მწვანე კი იმ დეტალებს, რომელშიც გოგონა თვლიდა , რომ თავსატეხი ამოხსნილი ჰქონდა. იქვე შეამჩნევდით ლურჯ ძაფებს. ისინი სამხილებზე გადიოდა და უმარავი კითხვის ნიშანი, გადამარკული რუკა თუ ფერადი სტიკერები ფარავდა ამ ,,დანაშაულის დაფას’’. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც დეტექტიურ ფილმებში ხდება ხოლმე. თუმცა აქ ერთი განსხვავება იყო, ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებას ასახავდა და არც გოგონა იყო დეტექტივი.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ტაისია 19 წლის გახდა. ის იყო გოგონა, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა წარმატების მისაღწევად და არც არასოდეს იხევდა უკან. მაგრამ ცხოვრება ხომ არასოდეს ვითარდება ისე, როგორც ვგეგმავთ . ერთ დღესაც მან დაკარგა ყველაზე ძვირფასი...ადამიანი,ვინც მის საყრდენს წარმოადგენდა. ადამიანი, ვინც მზის სხივივით იჭრებოდა და სიბნელეს არ აძლევდა გოგონას შთანთქმის უფლებას. ის იყო ფარი, რომელიც ტაისიას იცავდა ყოველი ბოროტი ძალისგან და არასოდეს აძლევდა დანებების უფლებას. ,,მა, მე შენი მჯერა’’. ,,მა , შენ ყველაფერი შეგიძლია.’’ ,,მა, როგორც შენ აირჩევ’’ ,,მა, მე ყოველთვის შენთან ვიქნები’’ ,,მა, რაც შემეძლება შენთვის ყველაფერს გავაკეთებ’’ ,,მა...’’. დიახ, ჩემო ძვირფასო მკითხველნო, მან დაკარგა მამა- მამაკაცი, რომელიც ყველა გოგონასთვის პირველი ჭეშმარიტი სიყვარული და მარადიული გმირია. ყველას მოგვხსენება, რომ აქსიომაა ის თუ რაოდენ ძვირფასი საგანძურია შვილებისთვის მშობლები . როგორც არ უნდა ვუარყოთ სამყარო მათ გარეშე სამუდამოდ გაბზარული რჩება. დანაკლისი კი ,რასაც შვილები განიცდიან მათი უარყოფის, განშორებისა თუ დაკარგვის დროს, მოუშუშებელ იარებად იქცევა ხოლმე და საბოლოოდ გვრჩება სევდისფერი და ბურუსისფერი ადამიანები... როდესაც პატარები ვართ გამუდმებით ვჩქარობთ გავიზარდოთ, გავხდეთ დამოუკიდებლები და გვქონდეს თავისუფლება. გამუდმებით მივისწრაფვით დავიმკვიდროთ თავი და ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვსურს. გავდივართ ბრძოლას ბედნიერებისთვის. ამ დროს კი გვავიწყდება, რაოდენ იღბლიანები ვართ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არიან მშობლები, რომლებიც გამუდმებით ზრუნავენ ჩვენზე. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ჩვენი სწამთ.
ცხოვრობდე საქართველოში ნამდვილად არ არის მარტივი, ქართული მენტალობა ჩარჩოშია მოქცეული და ბევრი დედა თუ მამა იმ სტერეოტიპების ქვეშაა, რომელიც 21-ე საუკუნეში განვითარებულ (ქვეყნებში) საზოგადოებაში აღარ არსებობს. თითქოსდა აქ ავიწყდებათ, რომ შვილი ნივთი არაა, ის არც დედას და არც მამას ეკუთვნის. მას უანგარო სიყვარული, თანადგომა და რწმენა სჭირდება. სამწუხაროა, რომ სწორედ ეს ჩარჩოში მოქცეული აზროვნება იწირავს შვილებსა და მშობლებს შორის ყველაზე წმინდა კავშირს. ტაისიას მშობლები შვილების კეთილდღეობისთვის შეწირული ადამიანები იყვნენ. სალომე-დედამისი დიასახლისი იყო, რომლის მოვალეობაც შვილებზე, სახლზე ზრუნვას წარმოადგენდა. მას საოცრად უყვარდა ტაისიაც და თაიაც, თუმცა ვერასოდეს გამოხატავდა ამას, ის ყოველთვის ზედმეტად მომთხოვნი და მკაცრი იყო. გამუდმებით აკონტროლებდა უფროს ქალიშვილს, ყოველთვის უკმაყოფილო იყო მისით ,რადგან თვლიდა, რომ ამით გოგონას მეტი მოტივაცია ექნებოდა. იყო განა ეს შედეგიანი? გოგონა აფასებდა დედას, მაგრამ მის მიმართ ცივი ხდებოდა, ვერ ხედევადა დედის სიყვარულს, საკუთარ თავში ეჭვები უჩნდებოდა, თავს არარაობად თვლიდა, მისი ეშინოდა კიდეც. თქვენ, რომ გოგონასთვის გეკითხათ სალომეს როგორ დაახასიათებდიო, პასუხს აუცილებლად მიიღებდით ,,და...ხალხი რას იტყვის’’-ს . გრძნობდა, რომ ნელ-ნელა მშობლისადმი ცივი ხდებოდა და მალევე მათ შორის ნაცრისფერი ხიდიც აღმოჩნდა. ტაისია დედას ჩამოშორდა, ვერ ესაუბრებოდა საკუთარ გრძნობებზე. ემოციებს არასოდეს უზიარებდა, არც სურვილებსა და ოცნებებს უმხელდა, საბოლოოდ კი ,,დედისგან მიტოვებულ’’ ბავშვად იქცა. პირველი ვერ გაგების, პირველი კამათისა და პირველი ხმის აწევის შემდეგ გოგონამ დედის რწმენა დაკარგა, რომელიც ასე ძლიერ სჭირდებოდა. ფეხქვეშ ის მიწა გამოეცალა, რომელზეც სიარული ძლიერად და მყარად უნდა ესწავლა. შედეგად კი დაკომპლექსებულ, უიმედო და სასოწარკვეთილ ბავშად იქცა. ყოველ დანაკლისს ტყუილებით რომ ივსებდა. მალევე იმდენად აირია, უჭირდა არარეალური სამყაროს რეალურისგან გარჩევა.
ამ სევდიან ისტორიაში ნათელი წერტილი ლევანია- მამა, რომელიც გოგონას მოტივაციას, რწმენასა და იმედს წარმოადგენდა. როდესაც ტაისია თავს ცუდად გრძნობდა , მამისი იყო ის ვინც სახეზე ღიმილს უბრუნდებდა. ლევანის ერთ თბილ სიტყვას შეეძლო გოგონას თვალები მზეზე მეტად მოკაშკაშე გაეხედა. მათი ოჯახი არასოდეს ყოფილა მდიდარი, თუმცა ლევანის თავდაუდებელი შრომის გამო არასოდეს აკლდათ არც ერთი მოთხოვნილება. ყველაზე მძიმე იყო ის, რომ იგი ემიგრაციაში იმყოფებოდა. საყვარელი ოჯახისგან კილომეტრები გამუდმებით აშორებდა. ლევანი იყო ის მამა თუ ქმარი, ვინც ძვირფასი ადამიანების კეთილდღეობის გამო სხვა ქვეყანაში თავდაუზოგავად შრომობდა, რათა მათ არაფერი მოჰკლებოდათ. ტაისია მამას წელიწადში ერთი თუ ორი თვით ხედავდა, ამაზე დიდი სტრესი და დანაკლისი მისთვის არაფერი იყო. მიუხედავად ამისა, ამ სიშორეს იმ რწმენით იტანდა, რომ ერთ დღესაც იგი დაბრუნდებოდა და აღარასოდეს წავიდოდა. რწმენა საოცარი რამაა, შეუძლებელსაც კი შეგაძლებინებს. მაგრამ... ერთხელაც, როდესაც გოგონას მოუწია თბილისში წასვლა, რათა პირველი კურსის შუალედური გამოცდები ჩაებარებინა, შინ დაბრუნებულს დედამისს ლევანის გარდაცვალების ახსნა იმ სიტყვებით მოუწია, რომ ,,ალბათ, ეს ღმერთის განგების გამო მოხდა...’’. იმ დღის შემდეგ გოგონამ არა მარტო უფლის, არამედ სამყაროს რწმენაც დაკარგა. განა, იმსახურებდა კი ლევანი ასეთ დასასრულს? სადღაც შორს, სხვა ქვენაში ოჯახის გადასარჩენად გამუდმებულ შრომაში, ერთ დღესაც შინ ვერ დაბრუნებულიყო? განა იმსახურებდა მამა შვილებისგან შორს, მათ უნახავს დაელია სული? განა იმსახურებდა ვერ დამშვიდებოდა ცოლს და უკანსაკნელად ვერ ეამბორა მისთვის? განა იმსახურებდა ჯერ საავადმყოფოში 21 დღე სიცოცხლისთვის ებრძლოლა, დაემარცხებინა ვერაგი ვირუსი და საბოლოოს საკუთარ ქვეყანაშიც კი არ გარდაცვლილიყო? განა...? იმ დღის შემდეგ გოგონას აღარ გაუღიმია. იმ დღის შემგომ ტაისია შეიცვალა. ცხოვრების აზრიც დაკარგა და სძულდა სამყარო, რომელშიც ასეთი უსამართლობა ხდებოდა. ამ ისტორიის კიდევ ერთი სამწუხარო ნაწილი ისაა, რომ მამაც კი ვერ იგლოვა, გესმით? როდესაც ლევანი გარდაიცვალა, გოგონას უმალავდნენ. ისე გავიდა მამის გარდაცვალების ხუთი დღე, რომ მან დაბრუნების შემდეგ გაიგო ყველაფერი. მეორე დღეს კი უკვე ლევანის სხეულიც ჩამოასვენეს. გოგონამ გაანალიზებაც ვერ მოასწრო...მამას ვერ გამოემშვიდობა... მასთან ვერ იყო... ყველაზე ბოლოს მას უთხრეს და იმ წამს საკუთარი თავი შეიძულა, ის ხუთი დღე?! იცინოდა, მეგობრებთან ერთობოდა, სოც.ქსელებში უბედნიერესი სთორავდა, ცხოვრებით ტკბებოდა...ამ დროს კი მამა არ ჰყავდა! ამ დანაშაულის გრძნობითა და სიცარიელით განაგრძო ცხოვრება. არაფერია იმაზე მწარე, როდესაც ვერ ემშვიდობები საყვარელ ადამიანს. ლევანი ბავშვობის სახლში მიასვენეს და იმდენი ხალხი იყო, იმდენი უცნობი თუ ნაცნობი, იმდენი ნათესავის გოდება , რომ... ტაისია ვერ დაემშვიდობა! არ აცადეს! არ აცადეს შვილს მამასთან მარტო ყოფნა. ესეც შენი ქართული ტრადიცია. მოდიოდნენ ადამიანები , თითქოს უთანაგრძნობდნენ მას , მაგრამ არავინ იცოდა თუ რა ქარცეცხლში იმყოფებოდა ის.არც არავინ სცადა მისი დახმარება და იმ დღის შემდეგ ადამიანებიც შესძულდა! ყველა ის ,,მეგობარიც’’ შეიძულა, ვინც სჭირდებოდა და არავინ მივიდა. არ შეიძლება ასეთ დროს ტოვებდე ადამიანს უმწეო მდგომარეობაში! არ შეიძლება! ასე მიხვდა ტაისია და გააცნობიერა, რომ ცხოვრობდა უადამიანო ადამიანებს შორის...
როგორი საინტერესო ფრაზაა ,,დრო გავა და შეეჩვევი’’ არა? თითქოსდა დრო მართლა მკურნალი იყოს და მას ძალუძს , რომ ნაღველი გააქარწყლოს. ტაისიას სიგიჟემდე უყვარდა დოსტოევსკი და მისი ფრაზა ,,რა ბოროტია ადამიანი...ყველაფერს ეჩვევაო’’. მაგრამ მას ,,შეჩვევაში’’ ის კი არ უყვარდა, რომ ადამიანი ადრე თუ გვიან ყველაფერს ეგუება. არა! გოგონას უყვარდა ის, რომ ადამიანი ნიღბების ტარებას მიეჩვია და სულში გამეფებული ქარიშხლების დამალვა ისწავლა. საბოლოოდ კი სხვები ხედავენ იმას, რისი დანახვაც ურჩევნიათ და მარტივი გამოსავალია. რეალურად, ხომ არავის სიამოვნებს ჭირში სამუდამოდ ერთად ყოფნა?! მას შემდგომ, რაც გოგონა საკუთარ ოთახს დატოვებდა ვერასდროს წარმოიდგენდი თუ მან ამდენი გადაიტანა, ვერასოდეს წარმოიდგენდით მის დანაკლის. იგი ებძოდა სულში გამეფებულ დემონებს, მაგრამ ამ ბრძოლის დანახვა ვერავინ შეძლო.
ერთხელაც გოგონას ცხოვრებაში გამოიდარა. სიზმრად მამა ესიზმრა. იგი ისევ წარმატებისკენ უბიძგებდა. იმ დღეს სევდისფრად ბედნიერმა გაიღვიძა და მზად იყო ახალი დასაწყისისთვის, თუმცა ჰოი ცხოვრება. როგორ ძალუძს ხოლმე არ გაახაროს ადამიანი. ტელევიზორში ყური მოჰკრა შემზარავ დანაშაულს, რეპორტაჟი ეხებოდა სერიული მკვლელობების დაწყებას. ,,ნუთუ ეს შესაძლებელია?’’ გაოცებული უსმენდა გოგონა. პირველად, საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში გამოჩნდა სერიული მკვლელი, რომელიც ცივსისხლიანად კლავდა ქალებს. ყველაზე შემზარავი კი აქ მკვლელობის ..განხორციელება’’იყო. ტაისია უსმენდა ყოველ სიტყვას და ტანში სცრიდა, მუჭები ძლიერად მოემუშტა და კბილებს იმდენად აბჯენდა ერთმანეთს, რომ სადაც იყო ყბას დაიზიანებდა. სერიული მკვლელი მსხვერპლის სახლში იჭრებოდა, მათთან დროს სასიამოვნოდ ატარებდა ,თითქოსდა სანატრელი სტუმარი ყოფილიყო. ბოლოს კი იარაღს შუბლზე მიაბჯენდა და აიძულებდა ფორტეპიანოზე დაეკრათ. მას შემდგომ, რაც მსხვერპლი წინ დადებულ ნაწარმოებს შეასრულებდა ჯერ მარჯვენა ხელის მტევანზე ესროდა, შემდეგ მარცხენაზე და ბოლოს გულს უმიზნებდა. არასოდეს . მილიმეტრითაც აცდენილა ნასროლი ტყვია სამიზნეს. მანამ , სანამ დანაშულს ადგილს გაეცლებოდა გამომძიებლებს წერილს უტოვებდა, რომელშიც ამოსახსნელი თავსატეხი ‘’ნაუკანი10სკ46ლეალ86უდიპრე-ზე’’ ეწერა. 14 სექტემბერი იყო დღე, როდესაც მკვლელობების სერია დაიწყო და 25 ნოემბერს უკვე მეოთხე სიცოცხლეც შეიწირა... მას შემდგომ , რაც ტაისიამ ეს საშინელი სიახლე მოისმინა ერთიანად ,,მოსწყდა’’. ჩამოშორდა ოჯახის წევრებს, შემორჩენილ მეგობრებს, აქტიურ სამყაროს: უნივერსიტეტს, საზოგადოებრივ აქტივობებს. კარიერაზე და განვითარებაზე საერთოდ აღარ ფიქრობდა. გოგონას სიცოცხლის აზრად მხოლოდ ეს საქმე იქცა. ალბათ გაგიკვირდებათ და გიჩნდებათ კითხვა რატომ? რა შუაშია?.. ის ხომ არც გამომძიებელი იყო, არც იურისტი და საერთოდ სამართალთან შეხება არ ჰქონდა. მისი შემოქმედებითობა მხოლოდ ციფრული მარკეტინგი და გრაფიკული დიზაინი იყო. რატომ შეეხო მას ეს ასე მწვავედ? საქმე იმაშია, რომ როდესაც ტაისია პატარა იყო, მამა ასწავლიდა მას პიანინოზე დაკვრას. ერთად ასრულებდნენ ხოლმე დაუვიწყარ მელოდიებს. კავშირი, რასაც მამასთან გრძნობდა საოცარი იყო და მუსიკა ამას უფრო ღრმას, შთამბეჭდავს ხდიდა. გოგონა, როდესაც ბედნიერი იყო უკრავდა...ბრაზდებოდა? კვლავ უკრავდა...სევდიანი იყო? უკრავდა... ენატრებოდა? რა თქმა უნდა, უკრავდა... ეს ერთგვარი თერაპიაც კი იყო მისთვის. ლევანის გარდაცვალების შემდეგ იგი კლავიშებს არც გაჰკარებია, მაგრამ როდესაც მოისმინა თუ როგორ ჰკლავდა მკვლელი მსხვერპლს, მთელი სხეული სიბრაზემ მოიცვა. თითქოსდა ის ერთადერთი წმინდა წაართვეს , რაც ამ სამყაროში დარჩენოდა... ის ცივსისხლიანი არარაობა სხვას ართმევდა სიცოცხლეს! როგორ შეეძლო? როგორ შეეძლო მიესაკუთრებინა მას ის, რაც არ ეკუთვნოდა? სადღაც გოგონას თვალწინ სიკვდილი დაძრწოდა, ითვისებდა სიცოცხლეებს და მათი სულით იკვებებოდა. ესეც არ იკმარა და სისხლისფრად აქცია კლავიშები, რომლებიც ტკივილის, სასოწარკვეთისა და შიშის მელოდიას გადმოსცემდნენ. ტაისიასთვის ეს ზედმეტად ახლო და პირადული იყო. თითქოს შანსი მიეცა მამის ,,მკვლელი’’ დაესაჯა, რომელმაც ხელშეუხებელი სიწმინდეც კი წაართვა. იმ დღის შემდგომ გოგონა ამ საქმით ათენებდა და აღამებდა. ვერ იძინებდა, ვერ ჭამდა. გამუდმებით ფიქრობდა, რომ დაიჭირდა იმ ნაბიჭვარს და საკუთარი ხელით გამოასალმებდა სიცოცხლეს. ერთი წლის წინ ვინმეს, რომ ეთქვა გოგონა მკვლელობას გაიფიქრებდა მაინც, არც არავინ დაიჯერებდა და არემარეს ხარხარი მოიცავდა . მას კოღოც კი არასოდეს მოუკლავს იმდენად სათნო და კეთილი იყო. ტაისია გამოირჩეოდა სიბრძნით, გულკეთილობით, სითბოთი და სიყვარულის გამოხატვით. შეყვარებული იყო ყველაფერზე, განსაკუთრებით კი ბავშვურობით გამოირჩეოდა. ლევანი გიჟდებოდა ქალიშვილზე, ხანდახან ვერ იჯერებდა კიდეც თუ როგორ შეიძლებოდა ასეთი განსაკუთრებული და მზესავით მოკაშკაშე, ნათელი, თბილი გოგონა ჰყოლოდა. სამწუხაროა, რომ ტაისია მისი გარდაცვალების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. სამწუხაროა, რომ ადამიანებს უარესობისკენ შეცვლა შეუძლიათ. წუთისოფელი არ უნდა იმეტებდეს კარგს იმისთვის, რომ უარესად იქცეს...
მალევე გოგონას ,,საუკეთესო მეგობრად’’ დათა კუსიანი იქცა. იგი მამისის ახლო მეგობარი და გამომძიებელი იყო, ამავდროულად კი იმ საქმეს კურირებდა, რომლითაც გოგონა შეპყრობილი იყო. რომ არა დათა, ტაისიას ვერასოდეს ექნებოდა გამოძიებასთან შეხება, ვერც დანაშაულის ადგილას მოხვდებოდა და რა თქმა უნდა, ვერც მტკიცებულებებთან ექნებოდა წვდომა. დათასთვის გოგონა ქალიშვილის ტოლფასი იყო. მასზე ზრუნვა ლევანის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ თავზე აიღო და შესაბამისაც ზრუნავდა სალომეზე და თაიზეც.იგი მათ, როგორც საკუთარ ოჯახს ისე უფრთხილდებოდა. კაცმა იცოდა, რომ ტასი ძლიერ სტრესში იმყოფებპდა, იცოდა რას ნიშნავდა საყვარელი ადამიანის დაკარგვა, მან ხომ არც ისე დიდი ხნის წინ საყვარელი ქალი ავიაკატასტროფაში დაკარგა... ისინი იყვნენ გატეხილი სულები, რომლებსაც ერთმანეთის ტკივილის უსიტყვოდ ესმოდა, მაგრამ ტასის არასოდეს სურდა ამაზე საუბარი. რა არ სცადა დათამ, მაგრამ არა. არაფერი გამოსდიოდა. თაია ჯერ კიდევ პატარა იყო და ვერ ხვდებოდა რეალობას, დაიკოს შეცვლას კი არა მამა რატომ აღარ მოდიოდა ამასაც კი ვერ ხვდებოდა. სალომე ძლიერი ქალი იყო, თუმცა რეალურად შინაგანად იწვებოდა. შვილს ვეღარ აკონტროლებდა. აქამდე ოდნავ მაინც უგებდა, თუმცა ახლა უკვე საერთოდ ვეღარ გრძნობდა მას. საერთო ენის გამონახვა ხომ შეუძლებელი იყო და დათა გახდა მისთვის ის ადამიანი, ვინც უფროს ქალიშვილს არ აძლევდა ხრამში გადაშვების უფლებას. ეს იყო მიზეზი თუ რატომ არ ერეოდა ტაისიას ცხოვრებაში. გული ეყინებოდა, როდესაც მის ოთახში იმ საშინლად შემზარავ კედელს უყურებდა, თუმცა არაფერს ამბობდა. მიიჩნევდა, რომ ქალიშვილს ყურადღების გადატანა ამ საქმეზე სჭირდებოდა, რათა ცხოვრება გაეგრძელებინა. როდესაც გოგონა თინეიჯერი იყო სამართალზე ოცნებობდა. უნდოდა კარგი იურისტი გამხდარიყო. ლევანის ეცინებოდა ხოლმე ამაზე და იტყოდა,,საქართველოში ქვა , რომ ააგდო იურისტს დაეცემაო’’ და ეს იყო ალბათ ის თუ რატომაც გოგონამ უკან დაიხია. თუმცა ,როდესაც ჩააბარა სხვა მიმართულებით მაშინ ინანა... მამამ , რომ უთხრა ,,იურისტობას ხომ აპირებდიო’’. ქალი თვლიდა,ყოველივე ამას მამასთვის აკეთებდა და შესაძლოა ამ აზრში სიმართლის მარცვალიც კი ერია. და ასე, ტაისიამ ,,დეტექტივის’’ როლი მოირგო და ცხოვრება ამ ამპლუაში განაგრძო.
თავი 2
შემოდგომა, რომ ადამიანი ყოფილიყო წლის ყველაზე დრამატული ისტორიის ავტორად დასახელდებოდა. ის იქნებოდა მთხრობელი, ვინც გვიამბობდა თუ რა საოცარია ფუსფუსი და შრომა. როგორი შთამბეჭდავია ათასი სახეობის სურსათით მარაგის შევსება. მათი მომკისთვის სხვა დანარჩენი სეზონების განმავლობაში , რომ იბრძოდი, თითქოსდა იგია შენი ჯაფის შედეგი და ჯილდო. შემდეგ ტკბები ბუნების საოცარი ფერთა გამით. რომელი ფერი გინდა? ამოირჩიე! ოქროსფერი, ქარვისფერი, ნარინჯისფერი, ჭადრისფერი... შენი სიცოცხლე ათასფრად ივსება და ხვდები, თუ როგორ სილამაზეში ცხოვრობ. მითუმეტეს, ამ ყოველივეს თან სდევს ჩიტების კეკლუცი გალობა და ჟრიამული. ამ დროს გრძნობ, რომ სამყარო ქაოსურად შთამბეჭდავი და განსხვავებულად მიმზიდველი ხდება. ამინდიც კი მრავალფეროვანი და სულში ჩამწვდომია. მზის სხივები რბილად გელამუნება, სიოც საოცრად ნაზად დაჰქრის და წამიერად, აბობოქრებული ღრუბლების უკან შეუჩერებელ წვიმასა და ამაღელვებელ ქარსაც იხილავ. შემდეგ ნელ-ნელა ემშვიდობები სინათლეს და სიცოცხლის დაკარგვის მომსწრე ხდები. ყოველი ჩამოვარდნილი ფოთოლი დაკარგული ისტორიაა. ყოველი გაშიშვლებული ხე მარტოსული გმირია. დაცარიელებული, ნაცრისფრად შეღებილი ქუჩები კი სამწერტილია, წამიერი დუმილი, რომლის გაგრძელებაც ცივი და მკაცრი ზამთარია. სინამდვილეში, შემოდგომა იმ ადამიანების ცხოვრების საუნდრეკია სევდისფრად რომ იქცნენ. ესაა დრო, რომელიც მათ სულში გამეფებულ ტკივილსა და ნაღველს ასახავს. განა, რომელ დროს ძალუძს შემოდგომაზე მეტად აჩვენოს ადამიანის სილამაზე, ნაყოფიერება და დაცემა ერთად?!
ტაისია ოთახის კუთხეში, მამის კუთვნილ ფუმფულა სავაძელში მოკალათებულიყო და მრავლისმტყველი მზერით ფანჯარას გაჰყურებდა. შესცქეროდა უსასრულო ჰორიზონტს და ფიქრობდა ყველაფერზე: ცხოვრებაზე, ადამიანებზე, სიცხოხლეზე, უსამართლობაზე...
- ტაისია რევაზიშვილი! ახლავე კარი გააღე!- მარიამის გაბრაზებულმა ხმამ გოგონა რეალობას დააბრუნა.
- ოჰ...ოღონდაც ეს არა...- ტაისიამ ამოიხვნეშა და კარის გასაღებად წავიდა.
- რა ჯანდაბაა?- მარიამმა ლამის გოგონას ის ჩემოდანი ესროლა, რომელიც ხელში ეჭირა.- გირეკავ და არ მპასუხობ! გწერ და არ მპასუხობ! სულ გააფრინე?!- გოგონა ისევ განაგრძობდა საუკეთესო მეგობრისთვის ყველა იმ ემოციის ,,შეფრქვევას’’ ,რომლებიც მისი დაიგნორების პროცესში შეაგროვა- ერთხელ მაინც არ გიფიქრია თუ რას ვიგრძნობ...
ტაისიამ მარიამს საუბარი არ დაასრულებინა და ძლიერად ჩაეხუტა. მან ყოველთვის იცოდა თუ როგორ შეიძლებოდა გაბრაზებული, ნაწყენი ან გაბუტული დაქალის შემორიგება. იყო მომენტები, როდესაც მარიამის სიჯიუტე იმ ზენიტს აღწევდა , რომელსაც ვერ უმკლავდებოდა. მაგრამ ძირითად შემთხვევაში ,მაინც ახერხებდა მოენადირებინა მეგობრის გული. არც ახლა იყო ეს შემთხვევა გამონაკლისი. ტაისია კარგად ხვდებოდა , რომ მას უსამართლოდ ექცეოდა, არც სათანადო ყურადღებას აქცევდა და იმ ბავშვობის მეგობარს ჰკრავდა ხელს, ვინც ყოველთვის მის გვერდით იყო. პირველად მასთან განშორება მაშინ ინანა, როდესაც ქარაფშუტული ბავშვობის გამო ერთმანეთს ორი წელი არ ესაუბრებოდნენ. მათ შორის თითქოსდა ხიდი ჩატყდა. მაგრამ მას შემდგომ , რაც ლევანი გარდაიცვალა, სწორედ მარიამი იყო, ვინც გოგონა მარტო არ დატოვა და მაშინაც კი არ მიატოვა, როდესაც სასოწარკვეთილი ოთახიდან აგდებდა და კარს ცხვირწინ უჯახუნებდა. სიმართლე, რომ გითხრათ ტაისიას მარიამის გარდა აღარც კი დარჩენოდა მეგობრები. ამ სამყაროში მასზე მარტოსული ადამიანი ალბათ არც არავინ იქნებოდა, რომ არა მარიამი. შეუძლებელია სულმა დედამიწაზე მეგობრის გარეშე იხეტიალოს. როგორც უფანჯრო სახლში ვერ იცხოვრებ, ვერც მეგობრის გარეშე შეძლებ არსებობას. რომ არა ფანჯარა, ადამიანებისთვის ყველაზე მყუდრო ადგილი იმ ჯურღმულად გადაიქცეოდა, რომელშიც ვერ აღწევს მზის სხივები, მათი სითბო და სინათლე. ვერც საამური სიო დაჰქრის, ბუნების გამოძახილი კი-ხმები, რომლებიც ჩიტების ჭიკჭიკის დროს თუ ფოთლების შრიალისას ჟღერს სახლის კიდესთან მიყუჩდება ხოლმე. საბოლოოდ კი სულჩახუთულ, გალიაში გამოკეტილ ბეღურად გადაიქცეოდა. იგი ვერასოდეს შეავლებდა საამურად თვალს ცაზე გაფანტულ ,ულამაზეს მარგალიტებს და ვერც მათ დედოფალ-მთვარეს. ღამით, ღია ფანჯარიდან აღწევს მოლივლივე ნიავი, აფარფატებს თხელ ფარდებს, თითქოს ხეების შრიალის ფონზე ტანგოს ცეკვავენო... მთვარისა და ვარსკვლავების ხედი კი მათ გარემოს რომანტიულსა და ბრწყინვალეს ხდის...თითქოს ისინი იმ ორკესტრის ნაწილნი არიან უხმო სიმფონიას რომ ასრულებენ და მომაჯადოვებელი მელოდიით ატკბობენ არემარეს. უფანჯრო სახლში ადამიანის ადგილი ისევე არ არის, როგორც უმეგობროდ დარჩენილ სამყაროში.
- გამიშვი!- მარიამმა გატეხილი, მაგრამ თბილი ხმით უთხრა მონატრებულ მეგობარს. ტაისიამ თავი დამნაშავედ იგრძნო, ნეტა შესძლებოდა მისთვის კარგი მეგობრობის გაწევა, მაგრამ არ სურდა იმ ჭაობში ჩაეთრია, რომელშიც თავად იძირებოდა. მას ხომ მასზე უნდა ეზრუნა.
- ჩშშშშშ!- უფრო ძლიერად შემოხვია მარიამს ხელები. თურმე როგორ მონატრებია მისი სურნელი, სითბო და ზრუნვა. მეგობრის გაუთავებელი ბუზღუნიც კი მოენატრა და წამით ისევ ინატრა დროის მანქანა ჰქონოდა, გადასულიყო წარსულში, რომელსაც თურმე სათანადოდ არასოდეს აფასებდა. სურდა დაებრუნებინა მეგობართან ის დრო, უამრავი თავგადასავალი, სამარცხვინო, სულელური თუ სახალისო ისტორია, რომ ჰქონდა. მამაც ცოცხალი ეყოლებოდა. მას , რომ შესძლებოდა აუცილებლად სამუდამოდ გააჩერებდა იმ დროს და არც არასდროს მობეზრდებოდა მათთან ერთად ბედნიერს, მილიარდჯერ გადაეტანა ერთი და იგივე. ნეტავ, მართლაც შესძლებოდა...
- თუ ჩემს გაგუდვას აპირებ პირდაპირ მითხარი! - მარიამს , როგორც სჩვევია ხოლმე გულიანად გადაიკისკისა და ტაისიაც აიყოლია. იმ წამს გოგონამ პირველად, გულწრფელად გაიცინა.
- არა, მართლა როგორ არ გრცხვენი პადრუგ