ნუთუ დაიკარგა “უცხო მოყმე"
0 ხმა
მაია მირუაშვილი
დავიბადე 1983 წლის 15 მაისს ქ.გორში, სოფელ ქვახვრელში. ბავშვობიდან ვწერ ლექსებს, მოგვიანებით დავიწყე ესეებისა და მინიატურების წერა. ექვსი წლის განმავლობაში ვმუშაობდი პედაგოგად ქვახვრელის საჯარო სკოლაში. არასოდეს გამომიქვეყნებია ჩემი ნამუშევრები.
ჩემი ნაწარმოები "ნუთუ დაიკარგა "უცხო მოყმე" აღწერს გამოყენებითი ხელოვნებით დაინტერესებულ დედა-შვილის ცხოვრებას, რომელთაც გადაუწყვეტიათ, ქართული რეწვის ოსტატობით გაიტანონ თავი. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ნენე წუხს იმაზე, რომ გამოყენებით ხელოვნებას არ ექცევა სათანადო ყურადღება.
ხელოვნების მასწავლებელიც კი უფრო მეტ დროს განათლების ფსიქოლოგიას და განათლების თეორიების შესწავლას უთმობს.
თიკო მასწავლებელი ცდილობს თავისი მოსწავლეების და მათი მშობლების ბავშვობისდროინდელი მიდრეკილებები განათლების თეორიებს დაუკავშიროს. საბოლოოდ, კი მასწავლებელი ხვდება, რომ ამგვარი მუშაობა მოსწავლეებისთვის არაფრის მომტანი არ არის, პედაგოგს მხოლოდ საკუთარი თავზე გამოსდის მუშაობა, მთავარი ღირებულებები კი, რომლითაც მოსწავლეები უნდა აღზარდოს მივიწყებულია.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური