ნუთუ დაიკარგა “უცხო მოყმე"
ნუთუ დაიკარგა “უცხო მოყმე"
ნუთუ დაიკარგა “უცხო მოყმე"
მუზეუმის მთავარ საგამოფენო დარბაზში უამრავ ხალხს მოეყარა თავი. თოჯინების მუზეუმი პირველად მასპინძლობდა ქართული რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვას. მუზეუმის შესასვლელში დაცვის პოლიცია იდგა, რომელიც მკაცრად აკონტროლებდა ტურისტებსა და დამთვალიერებლებს. უცბათ ხალხის გროვა ლამაზი აღნაგობის შავთვალა გოგონამ გაარღვია და მუზეუმის შემოსასვლელში მდგარი პოლიციელისკენ გასწია ---თოჯინა მომპარეს, უფრო სწორად, დედას მოჰპარეს თავისი დამზადებული თექის თოჯინა, ყვიროდა გოგონა.პოლიციელმა თითქოს ყური არ ათხოვა შავთვალა ანიტას ნათქვამს, ოდნავ წინ გადავიდა და კვლავ დამთვალიერებლების გაკონტროლება განაგრძო. ანიტა კი ისევ ერთსა და იმავეს იმეორებდა,დამეხმარეთ,თოჯინა მოიპარეს, სათვალთვალო კამერა გახსენით, გთხოვთ. მუდარის ხმაზე პოლიციელმა ანიტასაკენ მიიხედა, კიდევ ერთხელ მოისმინა მისი თხოვნა, მერე კი თითქოს გაბრაზებულმა მიუგო --- შენს თოჯინას არავინ მოიპარავდა არავის სჭირდება,, დედას უთხარი თოჯინა თავის ჩანთებში მოძებნოს.
--- ირგვლივ, ყველგან მოვძებნეთ და ვერ ვიპოვეთ.
---- იქნებ სულაც არ წამოგიღიათ და სახლში დაგრჩათ?
---- რას ამბობთ, წამოვიღეთ, სახლში არ დაგვრჩენია,
--- აბა რა იქნა? ეს ვაჟბატონი ხომ არ არის უცხო მოყმე? სიცილით მიუგო პოლიციელმა და იქვე მდგარ დიტოზე მიუთითა.
---- ბატონო პოლიციელო, თქვენ თექის“უცხო მოყმე უნდა მიპოვოთ, ეს ბიჭი კი ჩემი შვილის თანაკლასელი და დამთვალიერებელია. უპასუხა ანიტას დედამ.
---კარგი, დაგეხმარებით, ოღონდ მადროვეთ, მუზეუმის ადმინისტრაციას დავუკავშირდები, სათვალთვალო კამერებს გავხსნით და აუცილებლად გაცნობებთ.
---რა გაეწყობა, თქვენს პასუხს დაველოდები - უთხრა ნენემ და თავის მაგიდასთან დაბრუნდა.
ანიტა მუზეუმის გარეთ გამოვიდა და დიტოს ძებნა დაიწყო, მალევე იპოვა და მისკენ გაექანა, ჯერ ხომ არ მიდიხარო ჰკითხა, - არა, სხვა მეგობრებიც აპირებენ მოსვლას თქვენი ნამუშევრების დასათვალიერებლად და მათ გამოვხედეო უთხრა დიტომ.
თუ მოვლენ გამეხარდება, მაგრამ ძალიან უხალისოდ ვარ... ყველაზე კარგი ნამუშევარი დაიკარგა, სად უნდა წასულიყო? მართლა ფეხს ხომ არ აიდგამდა “უცხო მოყმე”
--- მეც დამენანა, როგორ დაიკარგა, მართლაც საუცხოვო ნამუშევარი იყო, ეჰ “ ნახეს უცხო მოყმე ვინმე”...გამოჩნდება, არ იდარდო, წაილაპარაკა დიტომ და მოწყენილ თვალებში ჩახედა ანიტას.
---იცი, ერთ ტურისტს იისფერკაბიანი ჟანეტი და წითელკაბიანი თინი ძალიან მოეწონა.
ჟანეტი და თინი ვინ არიან? --- გაიკვირვა დიტომ.
---როგორ თუ ვინ არიან, ჩემი თოჯინები, მე ხომ თითოეულ მათგანს სახელი დავარქვი.
--- აა, გამახსენდა,.....ორივე გაიყიდა?
---არა, მხოლოდ ერთი, იისფერკაბიანი ჟანეტი
--- კიდევ კარგი იისფერკაბიანი გაიყიდა
--- რა?
---- წითელკაბიანი თოჯინა არ გაყიდო,
--- წითელკაბიანს თინი ჰქვია.
--- არ ვიცი რა ჰქვია, კარგი, თინი არ გაყიდო.
---რატომ?
--- შენ გგავს ძალიან და იმიტომ.
---მე კრემისფერკაბიანი უფრო მგავს, ანიტა მას დავარქვი.
---არა, წითელკაბიანი უფრო
--- მართლა ამბობ? დედას ვთხოვ და გაჩუქებ
--- კარგი, განა მართლა, ვიხუმრე.
--- მე და დედამ იცი რა გადავწყვიტეთ?
--- რა გადაწყვიტეთ?
--- დღეს, ქართული რეწვის გამოფენაზე რაც კი გაიყიდება, მთელი თანხა უკრაინისთვის საქველმოქმედო ფონდში გადავრიცხოთ.
--- კარგად მოგიფიქრებიათ, თითქოს ენის ბორძიკით წარმოსთქვა დიტომ.
იმ დღეს გამოფენა-გაყიდვამ ჩვეულებრივად ჩაიარა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, გარდა იმისა რომ ორი თოჯინა გაიყიდა და “უცხო მოყმე” დაიკარგა. იისფერკაბიანი ჟანეტი კი თვითონ ანიტამ გაყიდა.
საღამოს, ანიტამ და ნენემ სახლში დაბრუნდებამდე, გაყიდული თოჯინების ფულიდან 100 ლარი ჰუმანიტარულ ფონდში ჩარიცხეს.
***
ორი დღის შემდეგ ანიტას ტელეფონზე დაურეკეს:
---ალო, გამარჯობა.
---ნენე ბრძანდებით? ქალბატონო...
---ალო, გისმენთ.... ხმა ცუდად ისმის, ვინ გნებავთ?
----ნენე თევდორაძე
----დიახ მე ვარ
--- მუზეუმის ადმინისტრაცია და მუზეუმის დაცვის პოლიცია გირეკავთ, ქალბატონო, თქვენი ნამუშევრების გამო გიკავშირდებით, ჩვენი მუზეუმის ჭკვიანი თვალი გავხსენით, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი აღმოვაჩინეთ, უფრო მეტიც,დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ხელნაკეთი ნივთი, კერძოდ კი, ლიტერატურული პერსონაჟი “ნახეს უცხო მოყმე ვინმე” ჩვენი მუზეუმის საგამოფენო სივრციდან არ დაკარგულა.
---რას ამბობთ, მაშ რა იქნა?
--- ვერ გეტყვით ქალბატონო, სხვაგან ეძებეთ.
--- როგორ სხვაგან?!
--- რავიცი, სხვაგან, სადმე.ქალბატონო, თქვენი ნამუშევრები მუზეუმის ტერიტორიიდან არ დაკარგულა....ნამდვილად არ ღირდა მაგისთვის პოლიციის შეწუხება,რადგან თქვენი ნამუშევრები სულაც არ არის ხელოვნების ნიმუშები, ეგენი უბრალოდ გასაყიდი ნივთებია და სხვა არაფერი.
--- გესმით რას მეუბნებით?! თქვენ იცით ხელოვნების ნიმუშების ფასი?!
როგორ გულგრილად მესაუბრებით...
--- გიმეორებთ, რომ თქვენი ნამუშევრები ,არ არის ხელოვნების ნიმუშები, იგი, მხოლოდ ქართული რეწვის ნიმუშებია.
--- კი, მაგრამ გამოყენებითი ხელოვნება?
თითოეული ნამუშევარი
ჩემთვის რა ძვირფასია იცით?!
ეგეც არ იყოს, ერთი ცალი თექის პერსონაჟის საფასური, ჩემთვის ერთი თვის პურის ფულია,გესმით? ....ალო, ტუ, ტუ, ტუ... სათქმელი აღარ დაამთავრებინეს ისე გაუთიშეს ტელეფონი ნენეს.
°°°
აცრემლებული თვალებით ტელეფონს დაჰყურებდა ნენე და ისტერიულად იმეორებდა, თქვენ არ იცით ხელოვნება, თქვენ არ იცით ხელნაკეთი ნივთების ფასი! ან საერთოდ, ნეტავ, ქართული რეწვის ფასი თუ იცით? --- მოსთქვამდა ხმამაღლა.
----დე, გთხოვ, დამშვიდდი, შეეხვეწა ანიტა. გთხოვ, არ იტირო და მე მოვთელავ მატყლით მაგ პერსონაჟს, ზუსტად შენს ნახელავს დავამგვანებ, მართლა მოვთელავ, დამიჯერე.
ნენემ ცრემლები შეიმშრალა და თითქოს დაიმედებული, რომ შვილი მიეხმარებოდა, სკამზე ჩამოჯდა.
---მართლა მოთელავ? შეგიძლია იგივენაერი თოჯინა შექმნა?
--- შევეცდები, შეიძლება ზუსტად მისი ცალი არ გამოვიდეს, მაგრამ მივამგვანებ, გული მიგრძნობს რომ ძალიან კარგი გამოვა, დღეს გაკვეთილზე, ხელოვნების მასწავლებელი,ხელნაკეთ ნივთებზე და იმაზე გვესაუბრა, თუ როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ხელოვნების ნიმუში და ჩვეულებრივი ნივთი.
ანიტა სწრაფად გვერდითა ოთახში შევიდა და თექით მოთელილი საყვარელი მულტფილმის პერსონაჟი “გოგონა და თოვლის გუნდა” გამოიტანა, თექის ნივთი მაგიდის შუაგულში მოათავსა და ხმამაღლა იკითხა: რა ემოციას იწვევს ეს ნივთი თქვენში? ისე სერიოზულად ჰკითხა დედას, იფიქრებდით, ნამდვილად მუზეუმის ექსპონატს განიხილავსო.
--- ძალიან მომეწონა, საყვარელი პერსონაჟები არიან, უპასუხა დედამ.
---ანუ, ჩემმა ნივთმა მხოლოდ მოწონება გამოიწვია და მეტი არაფერი? კიდევ რას იწვევს ჩემი ნამუშევარი?
---კიდევ სითბოს და მოფრთხილებას იწვევს
--- გეთანხმები, ამ ნამუშევრებისაგან გამოწვეული ემოცია სწორად გამოიცანი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იცით რატომ, იმიტომ, რომ თითოეული ქმნილებისგან გამოწვეული ემოციით ფასდება ყოველი მათგანი, დღეს თიკო მასწავლებელმა სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა.
ანიტამ თითქოს პედაგოგის გამომეტყველება მიიღო, აიკაპიწა მაისურის სახელოები და დაიწყო საუბარი,
ხელოვნების ნამდვილი ნაწარმოები ადამიანის გულში და გონებაში ემოციებს აღძრავს, მაგალითად: მოწონებას, თანაგრძნობას, სიამოვნებას, გაურკვევლობას, შეშფოთებას, სევდას და ა.შ.
მხოლოდ ამგვარი ემოციებით მყარდება უხილავი კავშირი მაყურებელს, შემოქმედსა და ეპოქას შორის.ხელოვანის ნიმუშში ჩანს ხელოვანის დიდი ოსტატობა, მისი განწყობა და დამოკიდებულება რაიმე მოვლენისადმი. ხელოვნების ნიმუში განუმეორებელია და ამაშია მისი ხიბლი. ჩვეულებრივი საგნები კი შეიძლება ბევრი ერთნაირი იყოს. ჩვეულებრივ საგნებში არ ჩანს ხელოვანის განწყობა, თუმცა ისინიც იწვევს ემოციებს. ჩვეულებრივი საგნები ალამაზებენ ჩვენს ყოფას, გვაგონებენ მეგობრებს და ამ ნივთებთან დაკავშირებულ ამბებს.
--- რამდენიმე ასეთი ნივთი გამახსენდა, განსაკუთრებით ორი თოჯინა,რომელიც მართლა კარგ ამბავთან არის დაკავშირებული,ერთი თოჯინა, ტრადიციისამებრ, ჩემი და მამაშენის ქორწილის მანქანას ამშვენებდა,რომელიც ქორწილის შემდეგ მამაშენის პატარა ბიძაშვილს ვაჩუქეთ, მეორე თოჯინა კი საჩუქარი იყო ჩემი მეგობრის მიერ მორთმეული. ნენემ საუბრისას ოთახს მოავლო მზერა, უცბათ კომოდზე შემოსკუპებული თოჯინა დაინახა და ზუსტად ეს არის ლიამ რომ მაჩუქა ქორწილშიო, --- წამოიძახა.ეს თოჯინა ძალიან მიყვარს და შენ შეგინახე, იგი შენს ბავშვობას და ჩემს ქორწილს, პატარძლობას და მეგობრებს მაგონებს.
ნენემ ერთი უძველესი ტრადიციული თოჯინის ამბავიც გაიხსენა, ამ თოჯინას თავისი ბებო ბასილას ეძახდა, სინამდვილეში კი ეს თოჯინა ამინდის თოჯინა იყო, რადგან ამინდის რიტუალისთვის იყენებდნენ. ტრადიციისამებრ, თოჯინას მიწისაგან ზელდნენ და ძერწავდნენ, შემდეგ კი წვიმებისაგან ან გვალვისაგან გაბეზრებული ადამიანები ამ თოჯინას სიმღერით და “ახ ლაზარე, ლაზარე ცას უღელი აჰყარეს ძახილით სოფლის თავიდან ბოლომდე დაატარებდნენ, ეს რიტუალი მეორდებოდა იქამდე, ვიდრე წვიმა არ წამოვიდოდა ან პირიქით, ვიდრე არ გადაიღებდა წვიმა.
ნენეს ბებო ამ რიტუალში ყოველთვის მონაწილეობდა, ერთხელაც იმ დროს, როდესაც მიწისგან ნაძერწი ბასილა სოფელში ჩამოატარეს, ერთ მონაწილეს ნაწვიმ გზაზე ფეხი დასხლტომოდა და თოჯინა მოწნული ხახლიდან ძირს გადმოვარდნილიყო.ყველა წაქცეულს მიხვეოდა და გვიანღა გახსენებიათ ამინდის თოჯინა.ნაწვიმარ ქუჩაზე ბასილას ამაოდ დაეძებდნენ თურმე. დაბლა დავარდნილი ტალახის თოჯინა დამსხვრეულიყო და ქუჩის ტალახს ისე შერეულიყო, რომ ვერც კი მიმხვდარიყვნენ მერიტუალენი.
ბებოსი კი არა და, ჩემს ბავშვობაშიც არ გვქონდა თოჯინები, მე ხომ შავ-ბნელი 1990-იანი წლების ბავშვი ვიყავი, თოჯინა კი არა და, არაფერი არ გვქონდა და აღარც არაფერი იშოვებოდა იმ პერიოდში. ერთხელ ბებომ წინწკლიანი ნაჭრისაგან თოჯინა შემიკერა, სულ თან დამქონდა, ხელიდან არ ვაგდებდი, მაგრამ ერთხელ რუში ჩამივარდა და წყალმა წაიღო, მახსოვს, როგორ ვტიროდი და ვდარდობდი იმ თოჯინის გამო, ყველგან და ყველაფერში მას ვხედავდი, მაგალითად ქათამი და კატის კნუტიც კი თოჯინის ასოციაციას იწვევდა,მაშინ 5 წლის ვიყავი და არ ვიცი, იქნებ, ეს არც იყო ასოციაცია და უბრალოდ, თოჯინის მონატრებით გამოწვეული ილუზია იყო, ვინ იცის?! ...შეიძლება. ერთხელ, მახსოვს, მოზრდილი ქათამი ბაბოს თავშალში გავახვიე და მთელი დღე ასე,თოთო ბავშვივით გახვეული, თოჯინის ფუნქციით დამყავდა. საღამოხანს კი, მთელ დღეს თავშალში გახვეული ქათამი მოიგუდა და მოკვდა.დღემდე მეფიქრება ჩემი უცნაური მიმგვანება და ქათამ- თოჯინობანა.
ნენე რომ ანიტას ქათამ- თოჯინობანაზე ესაუბრებოდა, იმ მომენტში თიკო მასწავლებელი პროფესიულ უნარებში მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდისთვის ემზადებოდა და შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს “კოგნიტური განვითარების თეორიას” განიხილავდა. პიაჟეს ეს თეორია იმ დროისთვის შეფასებული იყო, როგორც უნიკალური და რევოლუციური ნაშრომი. მის კვლევებში ძირითადი ადგილი “კოგნიტური სქემების” ცნებას უკავია. კოგნიტური სქემა არის ჩარჩო, ყალიბი, რომელშიც მოცემულია ქცევის განხორციელების მონახაზი და შესაძლებლობა. პიაჟეს თანახმად, ადამიანს დაბადებიდანვე აქვს მოცემული მარტივი სქემები, რომელთა საშუალებითაც ის თავიდანვე ახერხებს მარტივი ქცევის განხორციელების შესაძლებლობას, მაგალითად ახალშობილს განვითარებული აქვს ტაცების, წოვის ინსტიქტი, ამ რეფლექსური ქცევების განხორციელების შესაძლებლობას პიაჟე სქემას უწოდებს. ასაკთან ერთად ეს სქემები რთულდება, როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობლივად. საინტერესოა, რაში გამოიხატება სტრუქტურული ან შინაარსობლივი სირთულე? სტრუქტურული სირთულე იმაში გამოიხატება, რომ მყარდება ახალი კავშირები და იქმნება უფრო რთული ახალი სქემები. შინაარსობლივი სირთულე კი მდგომარეობს იმაში, რომ ყალიბდება რთული ქცევების განხორციელების შესაძლებლობა, ე. ი. გამოდის, რომ კოგნიტური სქემები ვერ განვითარდება, თუ არ განვითარდა შესაბამისი ბიოლოგიური აპარატი, მაგალითად ტვინი, სმენა, მხედველობა და ა. შ. მაგრამ მხოლოდ ფიზიკური ან ბიოლოგიური განვითარება არ არის საკმარისი კოგნიტური სქემების განვითარებისათვის. ამ დროს მიდის ძალიან საყურადღებო პროცესი, რომელსაც პიაჟე ხსნის ორი ცნების --- ასიმილაციის და აკომოდაციის მეშვეობით.
რას ნიშნავს ასიმილაცია? ლინგვისტიკაში წარმოადგენს ერთი ბგერის სრულ ან ნაწილობრივ დამსგავსებას მეორე მეზობელ ბგერასთან. პიაჟეს მიხედვით კი ასიმილაცია ერთმანეთისაგან განასხვავებს განვითარების ეტაპებსა და მექანიზმებს. ასიმილაციის დროს ინდივიდი არსებული მენტალური სტრუქტურებით, ანუ კოგნიტური სქემებით ახორციელებს ახალი ინფორმაციისა და გამოცლილების ათვისებას ანუ ასიმილაციის დროს ყოველი გამოცდილება ან იდეა ინტერპრეტირებულია ინდივიდის არსებული რესურსით.
პიაჟე განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმად ექვლიბრაციას მიიჩნევს. ეს არის ბალანსი აკომოდაციასა და ასიმილაციას შორის.
თავისი ბავშვობის უცნაური მიმგვანებები თიკოს თავად ნენესაგან სმენოდა, ამიტომაც თაკო იჯდა და ამ უცნაურ ქათამ-თოჯინის ასოციაციას ჩაჰკირკიტებდა: გამოდის, რომ ნენე, თოთო ბავშვივით,თავშალში გახვეულ ქათამს უწოდებდა თოჯინას. იმ დროს ის ხუთი წლის იყო და მხოლოდ ის იცოდა, რომ ქათამი არ იყო თოჯინა და, ამ დროს ისიც იცოდა,რომ თოჯინა სათამაშო იყო და ქათამი არ იყო სათამაშო. თუ ინდივიდი ასიმილაციის დროს მენტალური სტრუქტურებით ანუ კოგნიტური სქემებით ახორციელებს ახალი ინფორმაციის ათვისებას, ანუ ასიმილაცია ადამიანის გამოცდილებას ეფუძნება, ანუ ბავშვმა იცოდა ქათმისა და თოჯინის დანიშნულება.მაგრამ არ იცოდა სულიერისა და უსულოს ცნება.აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ აღნიშნული მაგალითი ასიმილაციაა, მაგრამ აკომოდაცია რაღაა? შეიძლება თუ არა, რომ იგივე მაგალითი აკომოდაციის ნიმუშადაც მივიჩნიოთ? რა თქმა უნდა, შეიძლება, თუკი სხვა კუთხიდან განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს.
პიაჟეს მიხედვით, ახალი ინფორმაციის მიღებისას ირთვება მეორე პროცესი, რომელსაც აკომოდაცია ჰქვია. აკომოდაცია უკვე არსებული სქემების გართულების საშუალებას იძლევა, პიაჟე თვლიდა, რომ ინტელექტუალური განვითარებისთვის, სწორედ, აკომოდაციის პროცესია გადამწყვეტი კომპონენტი ბავშვებში. ადამიანი გარემოსთან ჰარმონიულ ურთიერთობას აღწევს ადაპტაციის გზით ანუ ასიმილაციისა და აკომოდაციის პროცესებით.
ვიდრე ქათამ-თოჯინის საკითხს აკომოდაციის მაგალითად განვიხილავთ, აღვნიშნოთ ის, რომ თავშალში თოთო ბავშვივით გამოკრული ქათამი ან ლეკვი, შორიდან დანახვისას, შეიძლება ზრდასრულ ადამიანსაც ეგონოს ჩვილი ბავშვი, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ ეგონება თოჯინა, პატარა ბავშვს კი აუცილებლად თოჯინა ეგონება. გამოდის, რომ ზრდასრულ ასაკშიც შეიძლება ადამიანი ასიმილაციის და ასოციაციების მდგომარეობაში იყოს და ამას ნუ მივაწერთ გონების განუვითარებლობას.
ანუ ბავშვის გონებაში თუ უკვე არსებობს თოჯინის ცნება და იცის რა დანიშნულება აქვს თოჯინას, მისთვის თავშალში გახვეული ქათამი მაინც “ვითომ თოჯინაა” --- ეს ასიმილაციის მაგალითი იქნება.
მაგრამ თუ იგივე ქათამი, რომელიც მთელ დღეს თავშალში იყო გახვეული, გაიგუდა და მოკვდა --- ეს აკომოდაცია იქნება, რადგან აქამდე არ იცოდა ბავშვმა ის, რომ თავშალში გახვეული არსება შეიძლება მოგუდულიყო.
თავიდან ბავშვმა მხოლოდ ის იცოდა, რომ თოჯინა მთელ დღესაც რომ თავშალში ყოფილიყო გახვეული არაფერი დაემართებოდა, რადგან სახლში ერთი კაუჩუკის თოჯინა მუდმივად ჰყავდა. ქათმის მოგუდვის შემდეგ ბავშვი ნათლად იგებს იმასაც,რომ სულიერი და უსულო საგნები ერთმანეთისაგან განსხვავდება, ამიტომაც არის აკომოდაციის მაგალითი.
მოგვიანებით, ხელოვნების მასწავლებელმა ნენესაგან ისიც გაიგო, რომ აკომოდაციის მდგომარეობაში, ანუ იმ დროს როცა ქათამი გაიგუდა და მოკვდა ხუთი წლის ბავშვის გონებაში პირველად გაჩნდა სიკვდილის ცნება და იმ დროიდან მოყოლებული დღემდე სულ ეშინოდა სიკვლილის.
უკვე ზრდასრული ნენე კი სიკვდილის შიშიდან გამომდინარე შემდეგს ფიქრობდა, რომ არ შეიძლება სულიერ არსებას თოჯინასავით მოეპყრო, რადგან თოჯინისებრი მოპყრობა უთუოდ სიკვდილს იწვევს თურმე. თოჯინა უსულოა, სულიერ არსებას კი მეტი ყურადღება და მოფრთხილება სჭირდება.
ისიც საოცრებაა, რომ ნენეს ამ ამბის შემდეგ,პატარაობაში, ჩვეულებრივი, ნამდვილი თოჯინები შესძულდა და ხშირად სათამაშოების მაღაზიაში შესვლისას ტირილს იწყებდა,---არცერთი თოჯინა არ მიყიდო, არ მინდა, ჩქარა გავიდეთო, დედამისიც, ანიტას ბებია თურმე იძულებული იყო მაღაზიიდან ისე გამოსულიყო, რომ არცერთი თოჯინა არ ეყიდა შვილისთვის.
თავშალში გამოკრული სულიერი არსება, ქათამი ან კატის კნუტი სულიერია ანუ რაღაცით ბავშვის ნაირი და თავისნაირი, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ვიდრე თოჯინას.
გავითვალისწინოთ ისიც, რომ ნენე ბავშვობაში დედამისმა აკვანში გაზარდა, შემდეგ კი როცა გოგონა მოიზარდა, შვილისთვის აკვანი სათამაშო ნივთად იქცა. მაგალითად,ნენე დედასთან ერთად აკვანში აწვენდა მოზრდილ თოჯინას და მთელ დღეს არწევდა. ნენემ პირველად აქედან ჩაიბეჭდა თავში ის, რომ ბებოს თავშალში აუცილებლად თოჯინა უნდა ყოფილიყო გახვეული, აქედან გამომდინარე, აღარ გაგვიკვირდება ის, თუ რატომ გაახვია პატარა ნენემ თავშალში ქათამი და რატომ “აქცია” თოჯინად.
ქათმის გარდა,ნენეს ბავშვობაში წიგნებიც ძალიან ჰყვარებია, დედისაგან ახსოვდა, რომ ორი წლის ნენე წიგნს “იას” ეძახდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნენე იზრდებოდა წიგნებით გარემოცულ სახლში. ბავშვის გაჩუმების და გართობის საუკეთესო საშუალება ნახატებიანი წიგნი იყო, ეს ნახატებიანი წიგნი გახლდათ მოძველებული დედა ენის პირველი ნაწილი, რაღაც პერიოდის განმავლობაში დედა ენის წიგნი სამ ნაწილად იყო გამოსული, პირველი ნაწილი განეკუთვნებოდა წინა საანბანო პერიოდის ნახატებიან წიგნს, რომლის ბოლოშიც მოცემული იყო მხოლოდ ერთი, “ი” და “ა” -ს შესწავლის გაკვეთილი.
რადგან ამ წინასაანბანო პერიოდის წიგნში ია ეხატა თავისი შესასწავლი ტექსტით, აქედან გამომდინარე, ბავშვს გაჩუმების მიზნით ხშირად უმეორებდა დედა, რომ “ წამოდი, აბა, ია ვნახოთ, აბა სად ხატია ია? და ამ ლაპარაკში იის ნახატზე გადაუფურცლავდა წიგნს. ბავშვი ყველაზე კარგად იის ილუსტრაციას სცნობდა და ამიტომაც, ნებისმიერი წიგნის დანახვისას “ია” მომეცითო გაიძახოდა, ანუ, გამოდის, რომ ნენესთვის არა მხოლოდ დედა ენის წიგნი იყო “ია”, არამედ ნებისმიერი სხვა წიგნი, ნენეს ეს ბავშვობის პერიოდის აღმნიშვნელი სიტუაცია პიაჟეს მიხედვით ---ასიმილაციაა.
არდა ამისა,ორი წლის ბავშვისთვის სიტყვა “ია” უფრო ადვილი დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ვიდრე სიტყვა “წიგნი”. როდესაც ნენემ ბავშვობისას ტირილი დაიწყო იმიტომ, რომ “ია” უნდოდა, დედამ მიაწოდა წიგნი, ბავშვმა გამოართვა ეს წიგნი და რაღაც ხუთი წუთის შემდეგ პატარამ წიგნს ფურცელი მოახია ანუ დახია წიგნი, ბავშვის ეს ქმედება, პიაჟეს მიხედვით, ---აკომოდაციაა. მშობელმა ფურცელამოხეული წიგნი შვილს გამოართვა და სასწრაფოდ დამალა. ბავშვი ტირილს იწყებს, რადგან “ია” უნდა, დედა კი იქვე მყოფ კატაზე ანიშნებს და ეუბნება, რომ “ია” ფისომ წაიღო. ახალფეხადგმული ანიტა მიდის კატასთან და ეუბნება ასე რომ: ---"ფისო, მომე ია”. აღნიშნული ფრაზა ბავშვის პირველი წინადადებაა, ანუ ბავშვმა პირველად თქვა წინადადება, ესეც აკომოდაციის მაგალითია, ანუ უკვე არსებული სქემა გართულდა, პიაჟეს მიხედვით ინტელექტუალური განვითარებისთვის სწორედ აკომოდაციის პროცესია გადამწყვეტი, პირველი წინადადების წარმოთქმა იმას ნიშნავს, რომ ბავშვმა ენა ამოიდგა და ლაპარაკი დაიწყო.
ისიც აღვნიშნოთ,რომ ცხოველი სულ სახლში ჰყავდათ და ბავშვი “იცნობდა” კატას, ორ წლამდე ბავშვს, ის,რომ კატა თავისნაირი ჰგონია, ესაუბრება და ეთამაშება როგორც თანატოლს, რადგან ამ ასაკში ბავშვი ვერ ასხვავებს იმას,რომ ადამიანი და ცხოველი ისხვადასხვაა და ა. შ. ეს ასიმილაციის მაგალითი იქნება, მაგრამ თუ ცხოველი, (ამ შემთხვევაში კატა) ბავშვს დაფხაჭნის და დაკაწრავს, მაშინ ბავშვი მიხვდება იმას, რომ კატა სხვა არსებაა და ბავშვი სხვა. ესეც აკომოდაცია იქნება.
***
ანიტა წითელკაბიან თოჯინას ეძებდა, ეს ის თოჯინა იყო თინის რომ ეძახდა, ყველა ნამუშევარი სათითაოდ დაათვალიერა, თექის ნამუშევრების თარო მთლიანად გადმოალაგა, მაგრამ თინი არსად იყო. თოჯინის ძებნით დაღლილმა უცბათ, რაც ძალა და ღონე ჰქონდა დაიყვირა თიიინიი... მაგრამ არავინ გამოჰპასუხებია. ანიტას ისევ დედამ გამოსძახა, ---რა გაყვირებს?!
----წითელკაბია თინის ვეძებ დე,
---ეგ თოჯინა ხომ უკვე გაიყიდა,
---როდის? არ მახსოვს...
---როდის და თექის ნივთების გამოფენაზე, შენ რომ დიტოს ესაუბრებოდი, იმ დროს.
---- რატომ მაშინვე არ მითხარი?
--- დამავიწყდა. ნუთუ ასე ძალიან მოგწონდა ეგ თოჯინა.
--- კი, ძალიან მომწონდა, მეც და დიტოსაც.
----დიტოს ხომ კრემისფერკაბიანი ანიტა მოსწონდა, შენი მოსახელე თოჯინა.
---კი, დიტოს ანიტაც მოსწონს, ოღონდ თექის ნამუშევარი, სხვაგვარად არ იფიქრო, დიტო ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი და თანაკლასელია.
დედას ჩაეღიმა და აღარაფერი უთხრა საყვარელ შვილს.
ანიტას დედის ბავშვობისდროინდელი თოჯინების სიძულვილი ძალიან არ მოსწონდა, ვერც წარმოედგინა, როგორ უნდა სძულებოდა ბავშვებისთვის საყვარელი ქმნილებანი.ანიტა საერთოდ ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა ეთამაშა ქათმით. რა ნიშნავს ქათამთოჯინობანა? წარმოუდგენელია, ქათამი როგორ უნდა იყოს თოჯინა?! მაგრამ ვინც 1990 წლების ბავშვი იყო, ადვილი მისახვედრია მსგავსი ამბები, სულ რომ არაფერი, ჯოხის ცხენებით თამაში ხომ ყველამ იცოდა.
---მე ძალიან მიყვარს ჩემი თოჯინები, შენ კი პატარაობისას გძულდა თოჯინები
---შენ ხელოვნება უფრო გიყვარს შვილო,
---რას ამბობ, ეს "გოგონა და თოვლის გუნდა" ჩემს თავს მირჩევნია და გულზე მიიკრა თექის ნამუშევარი.
---ეს მოძველებული თოჯინა თუ მოგწონს? თავისდროინდელ პატარძლის თოჯინაზე ჰკითხა დედამ
--- რომელი? შენმა მეგობარმა რომ გაჩუქა?
---კი, ეგ თოჯინა,
--- არა, რა თქმა უნდა....
---ეგ ძალიან მოძველებულია, თანაც შენი თოჯინაა,
---შენი თოჯინები რატომ გიყვარს?
--- ჩემია, ჩემი შემოქმედებაა და იმიტომ!
---შენ ხელოვნება უფრო გიყვარს, დამიჯერე,
---მე ლამაზი ნივთების შექმნა მიყვარს, დედი.
---ლამაზი ნივთების შექმნის სიყვარული ხელოვნების სიყვარულიც არის, დამიჯერე.
ანიტა გაჩუმდა, მიხვდა, რომ დედამ ზუსტად გამოიცნო მისი შემოქმედების სიყვარული, მაგრამ მაინც ასე თქვა:
მე თოჯინები უფრო მიყვარს. ნენეს შვილის ეს დამოკიდებულება თოჯინებისადმი რაღაცნაირად მოსწონდა, თავის ბავშვობისდროინდელ თოჯინების სიძულვილს კიცხავდა კიდეც, თექის თოჯინებისაგან მხოლოდ სიკეთე მოდისო, ამბობდა. მართლაც როგორ არ უნდა მოგწონდეს თექით მოთელილი "გოგონა და თოვლის გუნდა", ამ ნაკეთობას რომ დაინახავს ადამიანი, როგორ არ უნდა გაკეთილშობილდესო. თოჯინებმა ხომ არც კი იციან რა არის სიბოროტე, პირიქით, უყურებ თითოეულს და იმედით ივსები, იმ იმედით, ყველაფერი რომ კარგად იქნება.
თოჯინები არ არიან ველურები, თოჯინებმა ხომ ჯუნგლების კანონები არ იციან, მათი ცქერა მხოლოდ სიკეთესა და სათნოებას გინერგავს და არა ველურების სიბოროტეს. ჯუნგლების კანონებით მოსარგებლენი ყველა ადამიანისთვის ცუდის მსურველნი იყვნენ და დიდი იმედგაცრუების, ტანჯვისა და წვალების გარეშე ადამიანის გამარჯვება გამარჯვებად არ მიაჩნდათ. დავუშვათ, ესა და ეს გოგონა წარმატებული გახდა, როგორ მიაღწია ყველაფერს? როგორ და ჯერ მამით დაობლდა, მერე დედაც გარდაეცვალა, მერე მკერდი მოჰკვეთეს, არც შვილი ჰყოლია, არც არასოდეს გათხოვილა, ისწავლა და ასე "ძალიან მარტივად", წარმატებული გახდა. ველურების კანონებით, გამოდის, რომ ასეთ წარმატებულ ადამიანთან რომ იმუშაო, აუცილებლად, მისი ხვედრი რეალურად, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც უნდა გაიზიარო, იგივე გზა უნდა გაიარო, რომელიც გზაც იმ ვიღაცამ წარმატებამდე გაიარა,სხვაგვარად ვერაფერს ვერ მიაღწევ და ვერც წარმატებული გახდები. სიკეთეც რომ უცნაური დასჩემდათ ადამიანებს?
ანიტა ვერც მიხვდა დედის ნათქვამს:
---მე თოჯინები უფრო მიყვარს, დაგარწმუნებთ კიდეც ამაში, მე შემიძლია მათი ფიქრები და ემოციები გადმოგცეთ, იცი რას ფიქრობდა იისფერკაბიანი ჟანეტი, როცა ქაღალდის ჩანთაში შევფუთე და გასაყიდად გავამზადე? ---მოიწყინა. მას ისევ ჩემთან ყოფნა უნდოდა. ნეტავ წითელკაბიანი თინი რას ფიქრობდა? ისიც ჩემზე იდარდებდა,---"- სად ხარ, სად წახვედი ჩემო ანიტა, ნეტავ ჩემი შესაფუთი ჩანთა დაგენახაო"
----დედა, წითელკაბიანი თინის შესაფუთი ქაღალდის ჩანთას რა ფერი ყვავილი დააწებე?
---იისფერი ყვავილი
---რატომ იისფერი? ჯობდა წითელი ყვავილი დაგეწებებინა. მე თოჯინის კაბის ფერის მიხედვით ვაფორმებ შესაფუთ ჩანთებს. მაგალითად, მე იისფერკაბიანი ჟანეტის ჩანთას იისფერივე ყვავილი დავაწებე.
ნენემ აღარაფერი უთხრა ანიტას,უბრალოდ, გაუღიმა და გულში ჩაიკრა საყვარელი შვილი. --- დედი, ახლა ხომ გესმის, გასაყიდად მართლა რომ არ მემეტება ჩემი თოჯინები.
ნენემ კარგად იცოდა რომ ანიტას თავისი ნამუშევარი თოჯინებიდან გასაყიდად მართლა არცერთი არ ემეტებოდა. თავისი მოთელილი თექის ნივთები კი აუცილებლად უნდა გაყიდულიყო, რადგან ოჯახს შემოსავალი სჭირდებოდა.
ნენე წარამარა სიტყვა "მოთელვას" იმეორებდა, რადგან მატყლისაგან ასე მოთელვით მზადდება ნივთები. ქართული რეწვის ეს სახეობა მატყლის მოთელვას საჭიროებს. მატყლის თელვის ორგვარი ტექნოლოგია არსებობს: მშრალი თელვა და სველი თელვა. მშრალი თელვისას მატყლი სპეციალური ნემსის საშუალებით ითელება და სასურველი ფორმა ეძლევა, სველი თელვისას კი მატყლი აუცილებელია მდუღარე წყალში და საპონში მოითელოს, სველი თელვა მატყლის დამუშავების უძველესი ტრადიციაა, ნენეს თავისი ბებია ხშირად თამარ მეფის ხელსაქმისა და ხალხური რეწვისადმი დიდ ინტერესზე ესაუბრებოდა, თურმე თავისუფალ დროს მუდამ ქარგავდა მეფე ქალი, თავისი ხელსაქმიდან შემოსული ფული კი ხაზინაში გროვდებოდა, რომლითაც წლის ბოლს გაჭირვებულებს განიკითხავდა თურმე. ნენე სულ იმის ნატვრაში იყო, რომ ქართულ ხელსაქმეს და ხალხურ რეწვას სათანადო ყურადღება მიჰქცეოდა. რომ ადამიანებისთვის, მუდამ შემოსავლის და დასაქმების წყარო გამხდარიყო. ტრადიციული რეწვის ნიმუში აუცილებლად ხელით უნდა იყოს შექმნილი და არა ქარხანაში, ხელოვნება ამითაა უნიკალური. მაგრამ ხალხური რეწვის ნივთების რეალიზაცია ძალიან ჭირდა. ევროკავშირისთვის კულტურული მრავალფეროვანება ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იყო, ამიტომაც სხვადასხვა ქვეყანაში კულტურის დაცვას და განვითარებას ცდილობდა. თექის დამუშავების ტრადიცია კი იუნესკოს არამატერიალური კულტურის ძეგლთა ნუსხაში იყო დაცული.
***
მკითხველს აუცილებლად დააინტერესებს ის, თუ როგორ ემზადებოდა ნენე სხვადასხვა ფოლკლორულ საღამოებზე წასასვლელად, სადაც გამოფენა-გაყიდვა უნდა გამართულიყო. მაგალითად, ბავშვთა დაცვის დღეს გამოფენა-გაყიდვა უფლისციხი მუზეუმში გაიმართა. რას ფიქრობდა ამ დროს ნენე?
--- ერთ კვირაში თექის ნამუშევრების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. მგონი უფალმა გადმოგვხედა, რამის ორ წელის