ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სიყვარულის მსუბუქი ფრთები

0 ხმა

ლევან გაჩეჩილაძე

ბიოგრაფია

მე ვარ ლევან გაჩეჩილაძე. გახლავართ 19 წლის და ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში. უკვე ერთი წელია, რაც წერა და შეიძლება ითქვას საკუთარი გრძნობების ამ მხრივ გამოხატვა დავიწყე. მას შემდეგაა, რომ თავად ლევან გაჩეჩილაძე ლიტერატურასა და მის მომხიბლავ, მარად მომაჯადოებელ სამყაროში უფრო არსებობს, ვიდრე ჩვენს რეალურ და უმეტესი დროის განმავლობაში ფერდაკარგულ სამყაროში. ამ დროის განმავლობაში დავწერე რამდენიმე მოთხრობა, რომანი, პოემა, და შევქმენი ლირიკული პოეზიის რამდენიმე ფასეული ნამუშევარი, რომელთა გამოქვეყნებაზეც სიმართლე ითქვას ჯერ ნამდვილად არ მიფიქრია, თუმცა კი იქნებ ის დროც დამდგარიყო, რომ მეცადა.

სინოპსისი

კარგით, საბოლოოდ გადავიდეთ საქმეზე. „სიყვარულის მსუბუქი ფრთები“(სათაური აღებული უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტადან“, ბატონი ვახტანგ ჭელიძის თარგმანის მიხედვით), ანუ ამბავი მგზნებარე, წმინდა და ყველაზე ნამდვილი, თუმცა ამავდროულად ტრაგიკული სიყვარულისა. ამბავი ანასა და ანდრეისა. სიყვარული უკვდავი გრძნობაა და „მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა“. მაშასადამე, ვფიქრობ, რომ მხოლოდ ეს იქნება ამ ნაწარმოების მოკლე აღწერა, თუმცა კი, რადგან მოცემულ შემხვევაში მეტი საუბარია საჭირო, ნება მიბოძეთ გესაუბროთ მამოძრავებელ მიზნებსა და მათი წყალობით არსებულ სულისკვეთებაზე. ორი ახალგაზრდა სული, რომელთაც არასდროს ემუქრებათ კვდომა გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც წიგნის ბოლოსაა ნახსენები და ავტორიც რეალურად ასე ფიქრობს, მხოლოდ ტრაგიკული სიყვარული გახლავთ უკვდავი. ამ მოსაზრებას მკითხველი დაეთანხმება თუ არა, რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია, თუმცა კი მე მაინც ვეცადე, რომ ოდნავ ფარულად ჩამექსოვა მონათხრობში ამგვარი აზროვნების მიზეზები, რაც გახლავთ შემდეგი: შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ რომეოსა და ჯულიეტას ამბავი ბედნიერად დასრულებულიყო? წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა ჯულიეტას, რომ დროულად გაეღვიძა და მას და რომეოს ქალაქის დატოვება მოესწროთ? რა თქმა უნდა, ამგვარი დასასრულიც დიდებული იქნებოდა, თუმცა იქნებოდა თუ არა უკვდავი? პირადად ჩემთვის, საკითხავი აი ეს არის.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური