შაქარბიჭუნა
0 ხმა
ხათუნა სახვაძე
მე ვარ ხათუნა სახვაძე 36 წლის, არ ვარ მწერალი, თუმცა წერა ბავშვობიდან მიყვარდა და ის ყოველთვის ჩემი თავშესაფარი იყო, ვწერ ყველაფერზე რაც მაწუხებს და მტკივა, მაგრამ იშვიათად...
დავიბადე 1986 წლის 15 ივლისს ზესტაფონის ულამაზეს სოფელში „სვირი“ ამჟამად ვცხოვრობ აბაშაში, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, ჩემი უფროსი ვაჟი დიაბეტიკია, და სწორედ მისთვის ვწერ „ შაქარბიჭუნას“, მინდა მან და ყველა ადამიანმა იცოდეს რომ დიაბეტი დაავადება არ არის ის ცხოვრების წესია.
ნაწარმოების მთავარი გმირი ლუკა ახალგაზრდა დიაბეტიანი ბიჭია, რომელსაც 18 წლის ასაკში მკაცრი რეალობის წინაშე აღმოჩნდება, მას შეყვარებული დაშორების მიზეზად სწორედ ამ დაავადების შიშს უსახელებს, ვაჟი თავის მოკვლას გადაწყვეტს, თუმცა გადარჩება და ცნობილ ენდოკრინოლოგად იქცევა, ბედის ირონიით უკვე ცნობილ ექიმთან მკურნალობას იწყებს 13 წლის დიაბეტიკი გოგონა, რომელსაც ოჯახში პრობლემები აქვს, მშობლებს უჭირთ შვილის ავადმყოფობასთან შეგუება, ერთმანეთს აბრალებენ შვილის ავადმყოფობას და ამით მის მომავალს საფრთხის წინაშე აყენებენ, გოგონა ექიმს სთხოვს დაეხმაროს ოჯახური პრობლემის მოგვარებაში და საზოგადოებაში მისი კუთვნილი ადგილის დამკვიდრებაში.
ლუკა გოგონას მშობლებს იბარებს და აქედან იწყება მისი შეხვედრა წარსულთან.....
გოგონას დედა ის ქალი აღმოჩნდება, ვინც წლების წინ ლუკა სწორედ იმიტომ მიატოვა რომ ეშინოდა დიაბეტიანი შვილი არ ჰყოლოდა.... წარსული და აწმყო ერთმანეთში ირევა და გაურკვეველს ქმნის მომავალს.... ქალს დეპრესია ეწყება და ოჯახი დანგრევის პირას მიდის... შვილი თავის მოკვლას ცდილობს, გოგონას გადარჩენის მცდელობა კვლავ აახლოებს ბავშვობის სიყვარულთან ლუკას.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური