შაქარბიჭუნა
შაქარბიჭუნა
I თავი
შაქარბიჭუნას დაბადება
ოქროსფერი ბურთი რომელსაც ჩვენ მზეს ვუწოდებთ უკვე ამოგორდა ცაზე და თავისი ჯადოსნური სხივები მიმოფანტა დედამიწის ყოველ კუთხეში, გაანათა და გააბრწყინა სამყარო, დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, დღეს იუბილარი ვარ და ალბათ ამიტომ მეჩვენება ასე განსაკუთრებულად დღეს მზის ამოსვლა, გამორჩეული დაბადების დღეა ჩემთვის, არა ოქროს დაბადების დღე არ გეგონოთ არ შეცდეთ, თუმცა პირველად ვხვდები დაბადების დღეს ჩემი სტატუსით. რა სტატუსით? დავიჯერო დაგაინტერესათ? ხოოდა მაშინ გეტყვით, მე შაქარბიჭუნა ვარ!
ალბათ გაგიკვირდათ და ვერც გაერკვიეთ რას ნიშნავს ეს,,,, ხო მე არ ვარ არც ვარსკვლავბიჭუნა და არც ოქროსბიჭუნა, თქვენ კი გისურვებთ ორივე გახდეთ, მე უბრალოდ შაქარბიჭუნა ვარ, ესე დედამ შემარქვა სწორედ მაშინ როდესაც დიაბეტი დამიდგინდა. დაგაბნიეთ? თქვენ ალბათ არც ის იცით დიაბეტი რა არის, არ იცით და გეპატიებათ, მაგრამ ეხლა მე შევეცდები გაგაცნოთ იგი,
შაქრიანი დიაბეტი ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში გლუკოზის დონის მომატებით. არსებობს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. ბავშვებში ვითარდება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, ამ დროს ვერ ხდება ორგანიზმში ინსულინის გამომუშავება უნდა მიეწოდოს ის.
კარგია თუ არც აქამდე იცოდით რაიმე და ვერც ჩემი ნათქვამიდან გაიგეთ რა არის დიაბეტი. აი მე კი ვიცოდი, რაც მეხსიერება მაქვს ეგ თემა ჩემს ოჯახში აქტუალური იყო, ბაბუა მყავს დიაბეტიკი და ამიტომ, მე ყველა შესაძლო გართულებაზე მქონდა წარმოდგენა, ჯერ კიდევ მაშინ სანამ მე დამიდასტურდებოდა და ალბათ სწორედ ამიტომ განვიცადე ესე ძალიან ეს ამბავი…..
ეს მოხდა ნოემბერში, სპორტი |ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და ჩვეულებრივ ვარჯიშიდან დაღლილი ვბრუნდებოდი ყოველ საღამოს, მაგრამ ვგრძნობდი რომ ყოველი ახალი დღე უფრო დამღლელი იყო ჩემთვის, ვუმატე წყლის სმას, ღამით პირი მიშრებოდა და ხშირად ვდგებოდი, დედა ამ სიმპტომებმა დააეჭვა და ერთ დილით განმიცხადა:
- მოდი შაქარი გავიზომოთო,
არ შევწინააღმდეგებივარ რადგან ის ჯადოსნური აპარატი რომელიც ბაბუას უჯრაში ინახებოდა ყოველთვის იზიდავდა |ჩემს ყურადღებას, ხშირად მინატრია კიდეც ნეტავ მეც გამისინჯავდნენთქო შაქარს და იმ დილით წლების ნატვრა ამიხდა, დედამ ბაბუას უჯრიდან აპარატი ამოიღო, ჩხირი შეცვალა და პასტის მსგავსი ნემსი თითზე დამარჭო, ოდნავ ვიგრძენი ტკივილი, მაგრამ ყველზე მეტად დედის წაშლილმა სახემ შემაშინა, მე და ჩემი და რომელიც ხელჩაკიდებუილი მგულშემატკივრობდა დავიბენით, \
- რამდენია?- აპარატზე დახედვა ვერ გავბედე ისე ვკითხე დედას,
- 398- გაიღიმა დედა,მე კი მისი ღიმილის მიღმა საშინელი შიში დავინახე,
- კარგია ხო?- კითხვა გააგრძელა ჩემმა პატარა დაიკომ.
მე უკვე პასუხი აღარ მომისმენია, დედის თვალებში დანახულმა შიშმა მთელი სხეული მოიცვა, აკრძალვები, დიეტები, წამლ;ები, გართულებები და კომა,,,,, ეს ყველაფერი ამერია გონებაში,
“ რატომ მე?, მე რატომ?-ეს კითხვა მიღრღნიდა ერთდროულად გულსაც და სულსაც.
- ეხლა დიეტა დავიცვათ და ყველაფერი თავისით ნელ-ნელა დალაგდება,-მიმტკიცებდა დედა მაგრამ ვატყობდი რომ თვითონ არ სჯეროდასაკუთარი ნათქვამის და მე როგორ დამეჯერებია?
- ეხლავე წავალთ ექიმთან-მითხრა მამამ რომელიც სამსახურიდან დაბრუნებულიყო და ალბათ შემთხვევით მოკრა ჩვენს საუბარს ყური, თუ დედამ დაურეკა ეს დღემდე უცნობია ჩემთვის, მე კი გავიქეცი და მაგრად ჩავეკარი გულში მას, თითქოს ამ ჩახუტებით ვცდილობდი დამეხწია თავი ამ დავადებისგან, მეგონა რომ ჩემი მამა ყოვლისშემძლე იყო და ერთად ამას შევძლებდით,
- -შენ ჩემი ძლიერი ბიჭი ხარ და მალე გამოჯანმრთელდები!-მამის სიტყვებმა კიდევ უფრო მომცა რწმენა
ყველაზე მთავარი დამავიწყდა ეს ყველაფერი 14 ნოემბერს დიაბეტის საერთაშორისო დღეს მოხდა. როცა მსოფლიო დიაბეტის დამარცხებაზე საუბრობს და მის ირგვლივ ერთიანდება მე დიაბეტიანთა რიგებს შეუერთდი. რას ვიზამთ ესეთია ცხოვრების კანონები
ჩემი კანფეტები
მას შემდეგ რაც შაქარბიჭუნა გავხდი ერთი უცნაური ჩვევა დამჩემდა, რადგან ტკბილეულის ჭამა ამეკრძალა, გადავწყვიტე ყველაფერი შემეგროვებია, ყველაფერს რასაც ჩემს დას უყიდდნენ ან მოუტანდნენ ჩემთვისაც უნდა მოეტანათ, მაგალითად შოკოლადი, კანფეტი ან თუნდაც ნამცხვარი, მე ჩემ წილს ჩემს კონტეინერში ვინახავდი და საგულდაგულოდ ვმალავი, რატომ? რომ გეკითხათ ალბათ ვერ გიპასუხებდით ან გეტყოდით რომ მე ესე მინდა და განა ეს დანაშაულია?, ვინახავ იმ დღისთვის როცა დიაბეტეს დავამარცხებ და მათი ჭამა შემეძლება.
დედიკოც ღიმილით გვიყოფდა თანაბრად ყველაფერს,ერთ საღამოს კი რეალობას შევეჯახე. რა მწარეა სიმართლე ზოგჯერ.
სამზარეულოდან რაღაც ხმაურმა გამაღვიძა, წამოვდექი, რომ გამეგო რა ხდებოდა და სამზარეულოს კართან მისული უსულო საგნად ვიქეცი, რატომ?
დედას ჩემი კონტეინერი გადმოვარდნოდა და იქ შენახული ტკბილეულობა სამზარეულოს ყველა კუთხეში მიმოფანტულიყო, დედა და მამა ორივე დახრილიყვნენ და აგროვებდნენ, დედას თვალებში ცრემლი კიაფობდა და თითქოს სლუკუნებდა, იმ საღამოს შევამჩნიე პირველად დედის თვალებში ცრემლი
-იქნებ სჯობია ავუხსნათ რომ არ ღირს შენახვა- ჩუმათ ჩაიჩურჩულა მამამ
-არა ცოდოა აგროვოს! უხარია!
- როდემდე?
- მეც მიჭირს ვუყურო როგორ აგროვებს ჩემი შვილი შოკოლადებს რომელსაც ვერასდროს ვერ შეჭამს, მაგრამ ჯობია აგროვოს! -უკვე ხმით ატირდა დედა, ეს სიტყვები გულში დანასავით დამესო, გიგრძნიათ ჭრილობიდან როგორ მოგდით სისხლი?აი ისე ჩამეღვარა გულში რაღაც, ადგილიდან მოვწყდი და საბანს შევაფარე თავი, მთელი ღამე არ მომიხუჭავს თვალი “რომელსაც ვეღარასდროს შეჭამს” ლახვარივით მესობოდა ეს სიტყვები გულზე და ამოსუნთქვის საშვალებას არ მაძლევდნენ, სად არის გამოსავალი? სად? და უცებ გონება გამინათდა გამოსავალი გამოჩნდა, როდესაც მშობლებმა დაიძინეს სამზარეულოში შევიპარე და ჩემი კონტეინერი საძინებელში შენოვიტანე
მეორე დილით უჩვეულოთ მაღალი შაქარი დამიფიქსირდა, შეშინდნენ და გაუკვირდათ მშობლებს, მაგრამ არ გამკვირვებია მე, არა არ გეგონოთ რომ მთელი კონტეინერი ტკბილეული შევჭამე, არა ბატონო, შაქარი ბევრმა ფიქრმა და უძილობამ ამიწია, ტკბილეული კი ჩემს ჩანთაში მოვათავსე რათა ჩემი კლასელებისათვის დამერიგებია და გამეხარებია.
ჩემი სკოლა და კლასელები
10 წლის ვიყავი და მეხუთე კლასში ვსწავლობდი შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი რომ დამისვეს, ალბათ თქვენც იცით რა რთულია იყო მეხუთე კლასელი, მგონი ყველაზე რთული კლასია და იცით რატომ? თუ უფროსი ხართ გეცოდინებათ თუ არა და საკუთარ თავზე თუ არ გამოსცადე ისე ვერ მიხვდები, გემატება ახალი საგნები, ახალი მასწავლებლები, ყველა მასწავლებელი მისი საგნის უპირატესობაზე საუბრობს, ყველას უნდა რომ მისი საგანი განსაკუთრებით კარგად ისწავლო და გამორჩეული იყო, შენ კი ერთი ხარ და არ იცი საიდან დაიწყო, იმ საგნიდან რომელიც ყველაზე მეტად გერთულება თუ იმ საგნიდან რომელიც ყველაზე ადვილია, ოხ ეს დიდები მათ ყველაფერი დალაგებული აქვთ გონებაში და ჩვენგანაც იგივეს ითხოვენ.
და მაინც სკოლა ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილია, ჩემი თავშესაფარი, იქ ყველა განსაკუთრებულია, მასწავლებელიც და მოსწავლეც, იცით რა კარგად ვგრძნობ სკოლაში თავს? არ ვიცი ვინ უთხრათ, ან როგორ გაიგეს ჩემმა კლასელებმა ჩემი შაქარბიჭუნად გახდომის ამბავი, მაგრამ ყველა რომ ცდილობდა დამხმარებოდა ამას ყოველთვის კარგად ვგრძნობდი, ჩვენი ყოველი დიდი დასვენება ესეთია: მე შაქრის გაზომმა მიწევს, ვიღებ გლუკომეტრს, კლასელები ჩემს ირგვლივ იკრიბებიან და გამოთქვავენ ვარაუდს თუ რამდენი იქნება ჩემი შაქარი, შემდეგ ვნახულობთ დაფიქსირებულ შედეგს და გვაქვს საერთო რეაქცია, ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის, მე ამას ვგრძნობ და მადლობა კლასელებო.
ხოოდა ახლა, როდესაც რამოდენიმე დღეა სკოლა დავამთავრე და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ, როდესაც 18 წელი მისრულდება და შაქარბიჭუნას სტატუსსაც უნდა დავემშვიდობო, გადავწყვიტე მადლობა გადამეხადა ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ამ ხნის განმავლობაში გვერდით მიდგა, მამხნევებდა, პირველ რიგში მშობლებისთვის, რომლებმაც სწორად გაიგეს და სწორად ამიხსნეს ამ დაავადების არსი, რომლებმაც შეძლეს და თავიანთი ცხოვრება ჩემს გრაფიკზე ააწყვეს.
მადლობა ჩემს ექიმს, სათნო და კეთილ ქალბატონს, რომელმაც ზუსტად დამანახა ჩემი მდგომარეობა, რომელმაც მასწავლა რომ დიაბეტი არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგრამ თუ ცუდად მოვიქცევით და დავარღვევთ ამ წესებს ის იქცევა დაავადებად, მადლობა მაიკო ექიმო ამისთვის...
მადლობა ჩემს დაიკოს, რომელიც მიტანდა და მიტანს ჩემი პრეტენზიებით, რომელიც უარს ამბობს ტკბილეულის სახლში ჭამაზე რადგან მე ვერ ვჭამ. მადლობა მინდა ვუთხრა კიდევ ერთ გოგონას, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, ჩემს ნაწილს და მომავალს, მადლობა იმისთვის რომ მიმიღო და შემიყვარა ისეთი როგორიც ვარ!...
მადლობა უფალო ყველაფრისთვის, განსაკუთრებით კი იმისთვის რომ ამდენი კეთილი ადამიანი არსებობს ჩემს ირგვლივ, მე მომწონდა ჩემ ბავშვობა, თუმცა ბევრ აკრძალვას იტევდა მაინც ბედნიერი იყო შაქარბიჭუნობის წლები ჩემს ცხოვრებაში.
საღამოს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად აღვნიშნავ დაბადების დღეს, ჩავაქრობ სანთელს და შაქარბიჭუნას სტატუსსაც წარსულს ჩავაბარებ... წინ დიდი გეგმები მაქვს, დიდობა უფრო კარგი იქნება, მე ამის მჯერა....
ლუკა უკვე 18 წლის!
თავი II
„შეიძლება შევხვდეთ?“- ლუკას ამ სმსზე არც უფიქრია უარის მიწერა თეოს, იმ წამში თანხმობის სმსი გამოუგზავნა და დრო და ადგილიც სწრაფად გაარკვიეს, წინა საღამოს ლუკას დაბადების დღეზე მშვენიერი დრო გაატარა, მოსწონდა კიდეც ყურადღების ცენტრში ყოფნა,
- ვინ ვარ მე შენთვის?- შეხვედრისთანავე კითხა ლუკამ გოგონას
- ადამიანი, რომელსაც ვენდობი და მიყვარს!-თამამად უპასუხა თეომ
- და არ გინდა რომ ამ ადამიანს შენი მომავალი დაუკავშირო?- ღმად ჩახედა გოგონას თვალებში ვაჟმა და მის სიღრმეში თითქოს შიში დაინახა,
ლუკა თეოს უკვე რამოდენიმე წელი იყო რაც იცნობდა, მისთვის არასოდეს დაუმალავს რომ შაქარბიჭუნა იყო, არც თეოს გამოუხატავს ოდესმე პროტესტი ამის გამო, პირიქით სიამოვნებდა კიდეც რომ ვაჟს ორმაგად მოჰქონდა მისთვის ტკბილეული, თავის წილს ყოველთვის თეოს უთმობდა, ეს რაღაც განსაკუთრებულ მომენტს ქმნიდა. ბედნიერი იყო ვაჟის გვერდით და ყოველთვის დაცულად გრძნობდა თავს, მაგრამ რატომღაც ლუკას შეთავაზებამ საშინლად დააბნია....
- ლუკა რას ითხოვ ჩემგან?- კითხვას კითხვითვე უპასუხა მან
- მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე!-იყო პირდაპირი პასუხი ვაჟის
თეოს გაეცინა
ლუკა შეეცადა ამ სიცილში მისთვის სასარგებლო რამ დაენახა
- ბავშვი ხარ მართლა- კვლავ სიცილს განაგრძობდა თეო- რა დროს ჩვენი ოჯახობანას თამაშია, თან წინ დიდი გეგმები გვაქვს, სწავლა უნდა გავაგრძელოთ, ერთ თვეში გამოცდები გვეწყება უნდა მოვემზადოთ!
- ერთად მოვემზადებით!- თავისას არ იშლიდა ვაჟი-იცი შენთვის ამის თქმა წუხელ მინდოდა, მაგრამ არ მინდოდა ეს ლამაზი წუთები ჩვენი შეხვედრისა სხვებს გაეფუჭებიათ, ამიტომ არარომანტიკულად მაგრამ მთელი გულით აქ ამ ბაღში გეკითხები-ცოლად გამომყვები?-და ლუკამ ჯიბიდან ნიშნობის ბეჭედი ამოიღო
-ახლა არ მითხრა რომ მშობლებს უთხარი ჩვენ შესახებ!-უცნაური კითხვა დასვა სიტუაციით დაბნეულმა თეომ
-არა არავისთვის მითქვამს!- ეს მარტო მე ხომ არ მეხებოდა? ,ეს გადაწყვეტილება ორივემ ერთად უნდა მივიღოთ და ერთად გავაცნოთ ახლობლებ! რა თქმა უნდა თუ თანახმა იქნები!
-და ბეჭედი?
- ჩემი ბოლო პენსიით შევიძინე!
თეოს სახეზე უკვე აღელვება ეტყობოდა
-მე მზად არავარ!
- ვინმე არის ამისთვის მზად? გიყვარვარ?
- არ ვიცი!
ეხლა კი ნამდვილად დაიბნა ლუკა ყველა პასუხს მოელოდა ამის გარდა
- არ ვიცი, ხო არ ვიცი მზად ვარ თუ არა რომ ჩემი ცხოვრება შენსას დაუკავშირო, არ ვიცი ამას როგორ მიირებენ ჩემები.
- აუხსნად და გაგვიგებენ!-უკან დახევას არ აპირებდა ვაჟი
- რა აუხსნა?-ცრემლები წამოუვიდა თეოს- რა ვუთხრა მათ? მე დიაბეტიკი მიყვარს და მას უნდა დაუკავშირო ჩემი ცხოვრებათქო?
- ეგ რა შუაშია?- სახეზე ფერი ეცვალა ლუკას
- შუაში? შუაში კი არა და თავშია! არ ვარ მზად შენს გვერდით ცხოვრებისთვის, მეშინია, გესმის მეშინია, ხო მიყვარხარ, შენთან თავს კარგად ვგრძნობ მაგარმ.....
- რა მაგრამ თეო, რისი თქმა გსურს მითხარი ბოლომდე!- ხმა და ტონი შეეცვალა ლუკას
- პრობლემა ის არის რომ დიაბეტიკიხარ და მეშინია, შენ ხომ ავად ხარ,? დიაბეტი კი როგორც ვიცი გენეტიკურია, დედამ მითხრა შთამომავლობაზე გადადისო, ჩვენ შვილებს რომ დაემართოთ? მე არ მინდა ნემსით და საზომი ჩხირებით ხელში ვხედავდე ჩემს ქმარს და შვილს, არ მინდა ლუკმას ვუთვლიდე ვინმეს, მე ნორმალური ოჯახი მინდა,მაპატიე!-აზლუქუნდა თეო და გაიქცა....
გაიქცა და თავს უშველა
ლუკას კი სამყარო დაექცა თავზე, იჯდა ბაღის გრძელ სკამზე გაშტერებული, -რა ცუდი ყოფილა დიდობა, თურმე როგორ დაუნდობლად გახეთქებს რეალობასთან, ცოლის მოყვანა და ოჯახური იდილია მომინდომა ბიჭმა, დაგავიწყდა რომ ავადმყოფი ხარ? დიაბეტიკი! ღმერთო რა საშინელი სიტყვაა, დამთავრდა ლამაზი ზღაპარი რომელშიც წლები ცხოვრობდი..... შენ არარაობა ხარ, შენ ნულიხარ ლუკა, რა აზრი აქვს შენს სიცოცხლეს?- ამაზე აქამდე რატომ არასდროს გიფიქრია? ვის რას უკეთებ? ყველას ტვირთი ხარ!, სამყაროში შენი არსებობით რას აკეთებ რომ არ არსებობა იგრძნოს ვინმემ შენი?- მოსვენებას არ აძლევდა ლუკას მეორე მე,
ლუკამ თავი ასწია რომ მთელი ხმით ეყვირა, რომ თავის მეორე მესთვის გაეგონებინა ხმა და დაემტკიცებია თავის სიძლიერე, მაგრამ გარშემომყოფების შერცხვა, ბაღიდა გამოვიდა დაკიბეებზე დაეშვა, ეკლესიის კარებთან გაჩერდა, აი ამ ეკლესიაში უნდა დაეწერათ მისი წარმოსახვით მას და თეოს ჯვარი, აქ ხომ ხშირად დადიოდნენ ერთად, ეხლა კი....
კარის ზღურბლთან შეჩერდა და ცივად მობრუნდა, არა არ უნდა არავის მოსმენა, რადგან ყველა ისევ ლამაზ ტყუილ უამბობს, ეკლესიის ეზოსაც გაერიდა და ბუჩქებში ჩაჯდა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, რად უნდა სიცოცხლე თუ მას ოცნებების მსხვრევა მოაქვს, ვინ არის? ზედმეტი ტვირთი!.... ხოოდა სწორედ ამიტომ, ჯიბეში ხელი ჩაიყო და წითელი კალმისტარივით რაღაც ამოიღო,
კალმისტარის გორგოლასაც მარჯვნივ დაუწყო გადაწევა, ბოლომდე გადასწია, შემდეგ მკლავზე დაირტყა...
რამდენიმე წამს იყო ისე თითქოს ითვლიდა რაღაცას, მერე თვლა შეწყვიტა, კალმისტარი ხელიდან გააგდო, მუცელში საშინელად შეაცია, ფეხები აუკანკალდა და გონება დაკარგა.....
თავი III
როდესაც გაკვეთილები დაამთავრა ანომ და სკოლის ეზო მეგობრებთან ერთად დატოვა, გაჩერებისაკენ გაემართა, დედა საზღვარგარეთ იყო წასული, მამა მუშაობდა და მიტომ სხვა ბავშვებივით არ ჰქონდა ფუფუნება მშობელს მოეკითხა მისთვის მანქანით, ეს ამბავი დიდად არც აწუხებდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც მშვენივრად მგზავრობდა, მაგრამ ამ ბოლო დღეებში რატომღაც სუსტად გრძნობდა თავს, თუმცა დიეტა ჰქონდა დაწყებული თან საკმაოდ ეფექტურიც, რამოდენიმე დღეში უკვე თითქმის 5 კილოგრამი მოიკლო და ეს დიდად არ აჯავრებდა, მაგრამ აი ეხლაც თითქოს მოცელესო ფეხები მოეკვეთა, ცივმა ოფლმა დაასხა და ირგვლივ მხოლოდ სიბნელე აღიქვა
უგონოდ ჩაიკეცა ანო სკოლის გაჩერების წინ, უამრავმა ადამიანმა მოიყარა მის ირგვლივ თავი, ზოგი წყლით გამორბოდა, ზოგი საფეთქელს უსრესდა, ნიშადურის სპირტიც აღმოაცნდა ვიღაცას, სასწრეფოს მოლოდინში, ვერ შეძლეს გოგონას გონზე მოყვანა, სასწრაფო კი როგორც ყოველთვის აგვიანებდა..... სასწრაფო არასოდეს აგვიანებს ეს მომლოდენეებს ეჩვენებათ ყოველვი ესე თორე ის ექიმები სიცოცხლის გადასარჩენათ ყოველთვის ყველაფერს აკეთებენ, გაჩერებასთან წითელი პორშე გაჩერდა და ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა სწრაფად
- რა ხდება?-იკითხა ინტერესით
- ბავშვი არის ცუდად!- მთელი ხმით იყვირა ვიღაცამ,
- მე ექიმი ვარ!,მიმიშვით!
მამაკაცი ბავშვის წინ მუხლებზე დაიჩოქა. ჯერ პუსის გაზომვა სცადა, შემდეგ ჯიბიდან რაღაც პატარა აპარატი ამოიღო, სისხლი აუღო... მანქანიდან ნემსი გადმოიტანა, მკლავზე დაარჭო და...... გოგონამ თვალები გაახილა,
- ბავშვის მშობელი რომელია?-იკითხა მამაკაცმა
- აქ არ არიან....- უპასუხა გოგონამ
- აქ ვერ დაგტოვებ!,სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადაგიყვანო, უთხრა გოგონას, ხელში აიტაცა და მანქანაში ჩასვა
- რამე საშიშია?-იკითხეს,თუმცა მამაკაცს პასუხის გაცემა არც უცდია ისე დაქოქა მანქანა და მთელი სისწრაფით გააქროლა.
- რამე საშიში მჭირს?- ძლივს გაბედა კითხვის დასმა ანომ
- არა, საიდან მოიტანე?
- შეიძლება თქვენი ტელეფონით დავრეკო? სახლში ბებო მელოდება და ინერვიულებს
- დარეკე!- ტელეფონი გაუწოდა მამაკაცმა, თან თავისი სავიზიტო ბარათიც მიაყოლა-უთხარი ამ კლინიკაში მოვიდნენ
- ბებო ვერ შეძლებს მოსვლა, მაშინ მამას დაურეკავ რა ვუთხრა?-მისუსტებული ხმა კიდევ უფრო მიუსუსტდა დააუთრთოლდა ანოს
- დარეკე დაელაპარაკე და მე აუხსნი შემდეგ - იყო ექიმის პასუხი.
თავი IV
უკვე გვიანი იყო, როდესაც ლუკა ექიმმა კლინიკა დატოვა და სახლისაკენ გაეშურა, ტელეფონმა დარეკა, უცხო ნომერი იყო, ჩვევა ჰქონდა ან უფრო სწორედ პროფესია ავალდებულებდა ყველა ზარისათვის ეპასუხა, აიღო
- ლუკა ექიმო,მითხარით რომ დიაბეტი გენეტიკური დაავადება არ არის, მითხარით რომ არ არის საშიში ის რაც მე მჭირს!-ვედრება და სასოწარკვეთილების ხმა ერთად ირეოდა გოგონას ხმაში,
- რომ გიპასუხო ჯერ მითხარი რომელი ხარ?
- ანოვარ ექიმო!
- რა მოხდა ანო?
- დავიღალე ლუკა ექიმო, დამღალა შაქარმა, გლუკომეტრმა, ინსულინმა ნემსებმა და რაც მთავარია ადამიანებმა; ნეტა სულ არ დავბადებულიყავი, სიკვდილი მინდა!
- სად ხარ? სიკვდილზე ფიქრი არ გაბედო! ეხლავე შენთან მოვდივარ!...
- სახლიდან გამოვიქეცი და ხარაზოვის ბაღში ვზივარ! ჩვენ დიაბეტიანებს მომავალი არ გვაქ და რატომ გაგვაჩინა ღმერთმა?...
- სიკვდილზე ფიქრი არ გაბედო მოვდივარ!-იღრიალა ლუკამ და ტელეფონი უკანა სავარძელზე მოისროლა,
„ ჯანდაბა, თითქოს ოცდამეერთე საუკუნის ღირსეული შვილები ვართ, მაგრამ ცნობიერება ისევ პირველყოფილი გვაქვს, როდემდე შეიძლება ჩაითვალოს დიაბეტი დაავადებად, როდემდე შეიძლება მოვექცეთ ამ შაქარივით ტკბილ ბავშვებს როგორც კეთროვნებს, როდემდე უნდა გვჯეროდეს რომ დიაბეტი გენეტიკურად გადამდები დაავადებაა, რომ დიაბეტიანს არ შეუძლია სრულფასოვანი ცხოვრება,”-ამ ფიქრებში გართული მიაქროლებდა ავტომობის და თან თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპები კადრებივით უტრიალებდნენ თვალწინ.
მთელ ბაღს მოავლო თვალი, გოგონა ვერსად შენიშნა, ყველა სავარძელი ცარიელი იყო, ბუჩქებში დაუწყო ძებნა, ოლეანდრების ძირში ჩამჯდარიყო, ან უფრო სწორედ მოკუნტულიყო ანო და სლუკუნებდა,
- რა დაუშავე უფალს?, მე, მე რატომ ამომირჩია ამ ტანჯვისთვის?-ამოიოხრა გოგონამ და თავის ამ სიტყვებს მთელი გული ამოაყოლა...
- უფალი მხოლოდ რჩეულებს უვლენს განსაცდელს!- \შებლზე გადაუსვა ხელი გოგონას ლუკამ
- თქვენ ექიმი ხართ და ადვილია თქვენთვის ამ სიტყვების თქმა, თქვენ მხოლოდ დარიგება შეგიძლიათ და კიდევ აკრძალვა, თქვენ რა იცით რას გრძნობს მაშინ ავადმყოფი,
- მე ვიცი!-მტკიცე იყო ექიმის ხმა- მეც დიაბეტი მაქვს!
ანომ უცებ შეწყვიტა სლუკუნი, თითქოს ცრემლებიც კი შეაშრა სახეზე და დაბნეულმა შეხედა ექიმს
- თქვენ ალბად ჩემს დამშვიდებას ცდილობთ, ეს შეუძლებელია!
- შეუძლებელი არაფერია პატარა, რამ შეიძლება დამიცვას ამ დავადებისგან? თეთრმა ხალათმა?
ანოს ღიმილი მოეფინა სახეზე
- ყველაფერი უფლის ნებით ხდება, შენ გგონია ჩემთვის უცხოა ის გრძნობა რაც შენ გეუფლება? გგონია მე არ მტკიოდა? მაგრამ მე უფალი დამეხმარა და ჩემს მიზანს მივახწიე!...
- რამდენი წლის იყავით დიაბეტი რომ დაგიდგინდათ?~
- 10-ის
- ესეთი პატარა?
- ხო!
- ყველაზე მეტად რისი დათმობა გაგიჭირდათ დიაბეტის გამო?
ლუკამ თავი დახარა,ანო მიხვდა უადგილო კითხვა დასვადა გაჩუმდა.
- რისი არა, სწორი იქნებოდა გეკითხა ვისი!... ეხლა კი დამშვიდდი, დაწყნარდი და სახლში წადი!
- ლუკა ექიმო შეგიძლიათ ჩემს მშობლებს დაელაპარაკოთ? შეგიძლიათ აუხსნათ ყველაფერი?
- მას შემდეგ რაც დიაბეტი დამიდგინდა სულ კამათობენ, გუშინ საღამოს საშინლად იჩხუბეს, არიცოდნენ მე რომ ვუსმენდი და ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ჩემს ავადმყოფობაში, არა შენი გენეტიკის ბრალია და არა შენიო, ეს აუტანელია!...მე მათ ოჯახს დავანგრევ მე ჩემი ოჯახის დანგრევის მიზეზი ვხდები!- ლუკას მუხლებში ჩადო თავი ანომდა აქვითინდა.
- არ იჯავრო... მამას ტელეფონის ნომერი მომეცი და მე დაველაპარაკები მშობლებს, მშობელთა სკოლაში ჩავწერ მათ, სადაც ყველაფერს აუხსნიან და გააგებინებენ...
- ანომ ტელეფონში ჩაწერა ნომერი, შემდეგ თითქოს მიხვდა თავის დანაშაულს ექიმის წინაშე, მაპატიეო ჩაილუღლუღა, თავი დახარა და გაშორდა.
თავი V
-ლუკა ექიმო თქვენთან ანო კიკვიძის მშობლები არიან- აცნობეს მიმღებიდან
- შემოვიდნენ!-მკაცრი, უფრო სიბრაზით სავსე ხმა ჰქონდა ლუკას
კარი გაიღო და პირველი მარალი ბრგე, ოდნავ მელოტი მამაკაცი შემოვიდა, რომელსაც სუსტი, ქერა ქალბატონი შემოჰყვა,
-დაბრძანდით დაეხლავე მოგხედავთ!- ექიმების შესაბამისი მკაცრი ტონით ჩაილაპარაკა ლუკამ, რომესაც არც უცდია შემობრუნება რომ მშობლებს მისალმებოდა
მამაკაცი ჩამოჯდა, ქალიც მის გვერდით მოკალათდა
- თქვენს შვილს დიაბეტი აქვს!-შემობრუნდა და სიტყვე პირზე შეაწყდა მამაკაცს, მის წინ თეო იჯდა, წლებდატყობილი ოდნავ დასუსტებული და გაფერმკრთალებული, მაგრამ თვალები კვლავ ძველებურად ასხივებდნენ
თეომაც შეხედა, შეხედა და აილეწა, თითქოს გონება აერიაო
- ხო მე ვიცი რომ ჩემი შვილის ავადმყოფობა ჩემი ბრალია, შეხსენება არ არის საჭირო!-ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა,
- თავის მხრივ ლუკაც აილეწა სახეზე ყველაფერს ელოდა, ბევრჯერ უფიქრია თეოზე, ბევრჯერ წარმოუდგენია მასთან შეხვედრაც მაგრამ აქ და ასეთ სიტუაციაში ნამდვილად არ ელოდა, დაიბნა ძალიან დაიბნა ლუკა,
- - ეგ უკვე ვიცით! ჩვენ რატომ დაგვიბარეთ?
- ვფიქრობ რომ არასწორი წარმოდგენა გაქვთ დიაბეტის შესახებ!
- და რა წარმოდგენა უნდა გვქონდეს? დიაბეტი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ჩემ შვლის მემკვიდრეობით ერგო, ალბათ დედისგან რადგან ჩემს გენში დიაბეტი არავის აქვს-ჩაილაპარაკა კაცმა და სიგარეტის ამოღება დააპირა ჯიბიდან
- პირველ რიგში: დიაბეტი დაავადება არ არის!- ხმას აუწია და ლამის იყვირა ლუკამ, მეორე ის გენეტიკური არ არის, მესამე თქვენი ცოლის ოცნება არ ყოფილა დიაბეტიკი შვილი ჰყოლოდა და მეოთხე აქ არ ეწევიან,
- ეს უმაღლესი დონის კლინიკა მეგონა დღემდე და ვერ წარმოვიდგენდი რომ ესე არა ცივილურად მოგვექცეოდნენ აქ!-გაბრაზებით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და სიგარეტი ჯიბეში ჩაიდო.
- ცივილიზებულად და პატივისცემით რომ მოგექცნენ ეს უნდა დაიმსახუროთ!
- და რა ვერ დავიმსახურეთ?
ლუკას არც ძალა ჰქონდა და არც სურვილი, ამ კაცთან, თავისი საყვარელი ქალის ქმართან რაიმე თემაზე, თუნდაც დიაბეტზე ესაუბრა, ამიტომ თვალი თვალში გაუსწორა და პირდაპირ უთხრა:~
- ვფიქრობ სჯობს თქვენი შვილი სხვა კლინიკაში, სხვა ექიმთან გადაიყვანოთ სამკურნალოდ
- მეც ესე მირჩევნია რადგან თქვენნაირ უხეშ ექიმს ჯერ არ შევხვედრილვარ!
- საბუთებს მოგიტანთ!-კარისაკენ გაემართა ლუკა, დერეფნის მოპირდაპირე მხარეს ფანჯრის რაფასთან თეოს მოჰკრა თვალი, რომელიც ცის შორეულ სიღრმეში იცქირებოდა და ცრემლებად იღვრებოდა, ქალმა თითქოს იგრძნო ვაჟის ნაბიჯები, შემობრუნდა, სახე დაწითლებოდა, უპეები ჩასცვენოდა, ეხლა საშინლად მოუნდა ლუკას რომ ეს უსუსური არსება გულში ჩაეკრა, მისთვის თავზე გადაესვა ხელი და ეთქვა: „ნუ გეშინია საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ერთად ამ დაავადებას დავამარცხებთ!“, მაგრამ მერე წარსული გაახსენდა, თავისი უკანასკნელი პენსიით ნაყიდი კალიცო, მისი სიტყვები: „არ მინდა დიაბეტიკი შვილი მყავდეს!“ გაახსენდა და გულში დანასავით დაესო დიდი ტკივილი, ამიტომაც ქალს თვალი აარიდა და ისე სხვათაშორის ჩაილაპარაკა:
- - თქვენს მეუღლესთან შებრძანდით, ბავშვის საბუთებს ახლავე მოგიტანთ,
თეომ ერთი ნაბიჯი გადმოდგა და შემდეგ ისევ უკან დაიხია
- რატომ?-მხოლოდ ეს გამოცრა მისმა ბაგეებმა
- დიაბეტი განაჩენი არ არის!- მკაცრად გასცა პასუხი ლუკამ და დერეფნის ბოლოსაკენ განაგრძო გზა
ხოლო როცა საბუთებით ხელში კვლავ თავის კაბინეტში დაბრუნდა მამაკაცი და ქალი ერთმანეთში რაღა ცაზე ცხარედ კამათობდნენ.
- არ შეიძლება ანომ თქვენთან გააგრძელოს მკურნალობა?- ვედრებით სავსე თვალები შეანათა თეომ.
- მე ჩემ შვილს ვერ ვანდობ ისეთ ადამიანს ვინც შეურაცყოფას მაყენებს!-მკაცრი ტონით ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
- მე მას ვენდობი!-აღმოხდა ქალს და მთელი თავისი ემოვია ამ სიტყვებში ჩააქსოვა.
ოხ რა ძნელი იყო, თუნდაც წლების შემდეგ ზურასთვის საყვარელი ქალის თვალზე ცრ