მომკელი
0 ხმა
საბა ქარელი
დავიბადე 2000 წლის 5 აპრილს, სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლა დავამთავრე 2018 წელს და ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში მხატვრული კინორეჟისურის ფაკულტეტზე, სადაც ბაკალავრიატი დავამთავრე 2022 წელს და 2023 წლის ბოლომდე უნდა ჩავაბარო პირველი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. აღნიშნული ნაწარმოები ჩემი პირველი მცდელობაა მწერლობაში.
ეს არის ამბავი მომკელზე - ადამიანზე, რომელიც გადაწყვეტს დინების წინააღმდეგ წასვლას. ამბავი არის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის, სადაც მომკელი გვევლინება შემოქმედათ და ორატორა იმ სამყაროსი, სადაც სრული იდილია სუფევს. ოცდამეორე საუკუნის მეორე ნახევარი დედამიწის უდიდესი რენესანსის პერიოდია, რომელშიც უმაღლეს დონეზეა ტექნოლოგიური, გონებრივი, ფიზიკური განვითარება. მაგრამ როგორც ისტორია გვასწავლის ყოველ აღმასვლას დაღმასვლა მოყვება. დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე შექმნილი რუსული კოლონია ისევ იწყებს ძალების აღდგენას და ისტორიული სურვილი სისრულეშ მოყვანის მცდელობას - დომინაციას მთელს მსოფლიოზე. შეუძლია მომკელს მოვლენების შეჩერება? ან ამ ომში გამარჯვება? მაშინ, როცა პირველი გზავნილი მიიღო დედამიწამ უცხო ცივილიზაციისგან, მაშინ, როცა ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა შესაძლებლად მოსჩანს, დედამიწა უკანასკნელი ომისთვის ემზადება. საით გადაიხრება ძალთა ბალანსი და როგორ განვითარდება ევოლუციის უმაღლეს საფეხურამდე გონების გზა ამას ოცდამეორე საუკუნე გვიჩვენებს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური