ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

შავი მანტია

0 ხმა

მზია გოისაშვილი

ბიოგრაფია

მე მზია გოისაშვილი ვარ 28 წლის. დავიბადე 1994 წლის 16 ივნისს ქალაქ თბილიში.

ზედმეტად სტანდარტული დასაწყისია.

ყველა ადამიანივით სტანდარტული იყო გზის დასაწყისი, დაბადება, ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტი. არც მე ვიყავი გამონაკლისი, მაგრამ მე ჩემი ცხოვრება სტანდარტებით არ დავალაგე.

სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე მედიცინის ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად კლინიკაში დავიწყე მუშაობა. სწავლას და სამსახურს არაფორმალურ განათლებას ვუთავსებდი. იყო პიჯაკები, მაღალი ქუსლები და წითელი პერანგები. იყო თეთრი ხალათი ფერადი ფორმები და სამედიცინო ფეხსაცმელები. ექვსი წელი არც ისე სწრაფად გავიდა. მერე რეზიდენტურაში დავიწყე სწავლა, მიმართულებად ოფთალმოლოგია ავირჩიე. თვალები... ამჟამად კი ავერსის კლინიკაში ვარ ოფთალმოლოგიის დეპარტამენტში.

რეზიდენტურასთან ერთად მაგისტრატურაც დავიწყე ამჯერად ჯანდაცვის მიმართულებით და მაგისტრის აკადემიური ხარისხიც მივიღე.

2019 წლიდან ბავშვობის ჰობი გავიხსენე და ხატვას დავუბრუნდი. ამჟამად ვარ მხატვართ ლიგის წევრი. ვიღებ მონაწილეობას როგორც ადგილობრივ ასევე საერთშორისო გამოფენებში.

საზოგადოების ნაწილისთვის მე ექიმი ვარ.

ნაწილისთვის მხატვარი.

ნაწილისთვის ეპიდემიოლოგი.

და ახლა იქნებ მწერალიც. ვინ იცის...

მაგრამ მე ერთი მთლიანი ნაწილი ვარ დანაწევრებული სამყაროსი.

სინოპსისი

ალექსანდრა ერთი ჩვეულებრივი გოგა რომელიც სოფელში იზრდება. ტრადიციებში და ყოველდღიურობაში. მისი ცხოვრება თითქოს არაფრით განსხვავდება სხვა ბავშვების ცხოვრებისგან მაგრამ რეალურად ასე არ არის.

მას უწევს გამკლავება ყოველდღიურობასთნ რაც თითქოს და არაფრითაა განსაკუთრებული. სირთულეები, ოჯახური კონფლიქტები, ალკოჰოლი და ბავშვური განცდები.

ბრძოლა სიცოხცხლისთვის, ფასეულობებისთვის, ღირსებისთვის, მიზნებისთვის. და რღცვევა. რღვევა რომელიც იწყებს ცვლილებებს. რღვევის გარეშე განვითარება არ ხდება.

ყველაფერი მის ცხოვრებაში იცვლება წერილით რომელსაც ის მიიღებს მისი ოცნების სასწავლებლიდან. წერილი ჩარიცხვის შესახებ. 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური