შავი მანტია
შავი მანტია
თავი პირველი
ალექსანდრა მოგესალმებით,
გატყობინებთ, რომ თქვენ ჩაირიცხეთ სასწავლებელში.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შექმნილი კონკურსისა და თქვენი შედეგებიდან გამომდინარე.
წარმატებებს გისურვებთ!
პატივისცემით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.
დღე საკმაოდ საინტერესო შეტყობინებით დაიწყო, ეს იყო დასაწყისი დასასრულის, თუმცა იქნებ დასასრული იყო ეს...
მეხსიერება
ადამიანებს ახსოვთ ფაქტები,მე კი მხოლოდ ემოციებით ვიმახსოვრებ ფაქტებს. არ მახსოვს რა მოხდა ან როდის, მაგრამ მახსოვს ემოციები და განცდები, რაც კონკრეტულ მომენტში მეუფლება. ეს ემოციები კი ბუნდოვან მოგონებებს უფრო მკაფიოს ხდის.
ისევ ბრუნდები სახლში.გზა სახლამდე არცისე შორია. საფულიდან იღებ წლების წინ აღებულ სამგზავროს, რომლის კიდეებიც გაცვეთილია, ბზარებიც აქვს და ლამისაა გადატყდეს, მაგრამ მაინც ამაყად მსახურობს. მიუხედავად იმისა რომ მსგავსი უამრავი გაქვს და ნებისმიერზე თანხის ჩარიცხვისა იგივე ფუნქციას შეასრულებს, შენ მაინც მას ირჩევ. დიზაინი არაა განსაკუთრებული, არც ფუნქციაა განსხვავებული, მიუხედავად იმისა რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გიღალატოს, ვეღარ გაუძლოს და გატყდეს, შენ მაინც მას ირჩევ. სათადარიგო ჩანთაში არ გაქვს და მას ენდობი. ენდობი როგორც საკუთარ გაცვეთილ ტყავს, რომელიც გჯერა არ გიღალატებს... გადიხარ გზას ტრანსპორტამდე. ეს ბარათია შენი უკან დასაბრუნებელი ბილეთი. ტაბლოზე წერია ორი წუთი და 16 წამი... მიუხედავად იმის რომ მიწის ქვეშ ხარ, შუქი მანც გჭრის თვალებს, შუქი იმდენად მკაფიოა, რომ იყურები ქვემოთ და ხედავ სიღრმეა, ლიანდაგები ჰორიზონტს ერწყმის, ძირს ზეთია დაღვრილი და მომავალი მატარებლის სხივებს ისე ირეკლავს ეს სიღრმე... რეალობას გაკარგინებს... ისეთი ლამაზია... სიგნალის ხმა ფიქრში გაბურულს გაფხიზლებს, მატარებელი მოვიდა , იღება კარი და შენ შედიხარ, სკამები თავისუფალია დაჯდომას მოახერხებ მაგრამ შენ დგომას ამჯობინებ, შემდეგი გაჩერება... გესმის ხმა რომელსაც წლებია ისმენ. კარი იკეტება, შენ ცალ ფეხს ეყრდნობი მოხუცის ყავარჯენივით, თავს კარს ადებ რომელსაც აწერია „ნუ მიეყრდნობი“. მომდევნო გაჩერებამდე ფიქრებშ ირევი... ხალხი, ხმები, ზუზუნი... უკვე შენი გაჩერებაა, ოდნავ უკან იწევი რომ არ დავარდე, კარი რომელსაც ეყრდნობოდი უკვე ღიაა... და შენ გადიხარ იმ კარიდან რომელსაც „ნუ მიეყრდნობით“ ეწერა დიდი ასოებით. უამრავი ადამიანი გამოვიდა კარიდან, მაგრამ შენ არცერთისთვის შეგიხედავს... არცერთი იცი არადა შენი ცხოვრების რამოდენიმე წუთი მათთან გაატარე..
ასე იკარგებიან ადამიანები მეხსიერებიდან, რომლებთანაც ცხოვრების რამოდენიმე წუთბს, თვეებს, წლებს ვატარებთ..
შენ ისევ ბრუნდები სახლში.
ბოლო დღეებია ამინდები ისევ აირია, ამბობენ მარტია ცვალებადი–ო, მაგრამ ახლა აპრილია... ისევ წვიმს... ფანჯრებზე შეორთქლილი სითბო და სიცივეა მოგონებებად და მონატრებად ნაქცევ... არ არის ხმაურიანი წვიმა, წინა დღეებში უფრო ხმაურიანი იყო, ახლა კი მხოლოდ გუბეებზე არეკლილი ლამპიონების მოლივლივე ტალღები ჩანს. ამით თუ მიხვდება ადამიანი რომ წვიმს... მათ კი ვინც ღამეს გარეთ ათევს... ეჰ... იქ სხვანაირად ხმაურობს წვიმა..
დაბადება
მე ალექსანდრა მქვია, მშობლების გადაწყვეტილებით დამარქვეს ეს სახელი... ტრადიციის მიხედვით ბაბუის ან ბებიის სახელი უნდა რქმეოდა შვილს. რა თქმა უნდა მამის მშობლების.. . ჩემი ოჯახიც როგორც ტრადიციების მიმდევარი გზას ვერ გადაუხვევდა. მამაჩემის მშოლები გაშორებულები იყვნენ, ბებია მეორედ გათხოვდა სხვას გაყვა ცოლად. მამაჩემს ისევე როგორც ბევრ სხვა მამაკაცს გვარის გამგრძელებელი, ანუ ბიჭი უნდოდა და მეც ბაბუის სახელე უნდა მეტარებინა. ასე დამერქვა ბაბუა ალექსანდრეს პატივსაცემად ალექსანდრა. მე იმედები გავუცრუე ჩემ მშობლებს დაბადებისთანავე. ისინი ბიჭს ელოდნენ... ექიმს ასე უთქვავს რომ ბიჭი იქნებოდა , არა ექიმი არ შემცდარა მან ეს ბავშვის გადასარჩენად გააკეთა, ასე რომ არ მოქცეულიყო მეც ერთ–ერთი არ დაბადებული ბავშვი ვიქნებოდი რომელიც მოკლეს... მან მე გადამარჩინა! უფრო სწორად კი მომცა შანსი მებრძოლა გადარჩენისთვის. მშობიარობა გართულდა, დედაჩდემის გადარჩენის სანაცვლოდ არჩევანი გაკეთდა. მან სამუდამოდ დაკარგა შანსი ყოლოდა ვაჟი ან თუნდაც კიდევ სხვა შვილი.
გვარის გამგრძელებელი არა მაგრამ გვარის მატარებელი კი გავხდი.
მამის ოჯახისთვის ეს დიდი ტრაგედია, იყო ბაბუა ელოდებოდა ბიჭს, მამასაც მოლოდინი სხვა ჰქონდა,საგანგებოდ მოემზადა. სამშობიაროს ეზოში თვის ძმაკაცებთან ერთდ აღნიშნავდა მომავალი მემკვიდრის, გვარის გამგრძელებლის დაბადებას. განსხვავებული სასმისით სვავდა ალექსანდრეს სადღეგრძელოს.
ალექსანდრე არა მაგრამ ალექსანდრა დაიბადა. ახლა არაფერი შეიცვლებოდა, არც ექიმის კბილების ჩამოღებით, და არც დედისთვის საოპერაციო მაგიდაზე კარგების გინებიოთ. სხვა რა გზა იყო შვილი მაინც შვილია და ბავშვს ყოველთვის მოაქვს სიხარული ოჯახში. მეც მომქონდა ჩემი წილი სიხარული.
სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ სოფელში დავბრუნდით, უფრო სწორად მე იქ დავიწყე ცხოვრება ოჯახმა კი გაგრძელა. ვცხოვრობდით,სოფლში, საკმაოდ ხელმომჭირნედ, სახლს დიდი ეზო ჰქონდა და ეზოში უამრავი ხილი და ბოსტნეული იყო, მშიერი არასდროს იქნებოდი ადამიანი, რაღაცას მაინც გაღირღნიდი და გაღეჭავდი, კუჭს ამოივსებდი, ერთსართულიიანი სახლი იდგა, აგურის კედლებით და ხის ფანჯრებით, ზაფხულში მწერები უხვად გვსტუმრობდნენ ზამთარში კი სიცივე და ქარი. დედას ვარდები ძალიან უყვარდა ამიტომ სახლის უკან სულ ფერადი ვარდები იყო. განსაკუთრებით თეთრი ვარდი მომწონდა. სხვანაირი სუნი ჰქონდა, ოდნავ მბზინავი ფურცლები. საუცხოო, ზღაპრული თეთრი. ვარდების გარდა კიდევ ნარცისები ჰყვაოდა ყოველ გაზაფხულზე. მას „ნიორა“ ყვავილს ეძახდნენ სოფელში, ვერ ვხვდებოდი რატომ ერქვა ასე, ალბათ მისი ფოთლების ფორმიდან გამომდინარე. ზამთარში როგორცკი ყინვები გადავიდოდა და ცოტა სითბო მზის სხივებს შეეპარებოდა, მთელ ეზოს გულმოდგინედ დავივლიდიხოლმე, იმის იმედით რომ გაზაფხულის პირზე სადმე პატარა ლურჯ იებს ვიპოვიდი. მთელი დღეე ეზოს ყველა კუთხეში, სადაც რაიმე ოდნავ სიმწვანე ჩანდა ვეძებდი იებს. პოვნის იმედს არ ვკარგავდი, იქნებ მზის სითბოში გამოპარულიყო რომელიმე მაგრამ ამაოდ. ისინი ყოველთვის გაზავხულის მზეს ელოდნენ. მე კი მათ ველოდი ყოველ მზიან დღეს. იები კი არ მოდიოდნენ.
ეზოში 2– 3 ქათამი დაბოდიალობდა თავისთვის. დედაჩემი ისე უფრთხილდებოდა ორიოდე კვერცხისთვის რომელსაც თვეში ორჯერეც ან დებდნენ ან არა. ცივ ნიავს არ აკარებდა. კიტრის ნაფცქვენსაც კი წვრილად დიდი სიყვარულით უჭრიდა და აჭმევდა:–ვიტამინები მათაც ჭირდებათ–ო. იტყოდა და ჩაიცინებდა.
სახლში დიდი ფუფუნების საგნები არ გვქონია. არც ჭუჭელი იყო ზედმეტად ფერადი და არც კედლები. ჭერის სიმაღლე სამმეტრზე მეტი იყო და მისაღები ოთახის კედელზე მთელ სიმაღლეზე მიყუდებული დიდი კარადა იდგა რომელიც წიგნებით იყო სავსე. დედას საყვარელი კუთხე იყო ეს. რომ ავიხედავდი თვალს ვერ ვაწვდნდი ისეთი შორს იყო ბოლო თაროები, თაროებს წინ მინები ჰქონდა და გავლისას ზანზარებდა. სულ მეშინოდა არ გადმოვარდეს და არ დამეცესთქ-ო ამიტომ ვერიდებოდი და ძალიან ნელა ჩავუვლიდიხოლმე ამ კედელს, თან თვალს ვაყოლებდი და წიგნების სისქე მაოცებდა. ზოგი ისეთი დიდი იყო ალბათ ჩემი ხელებით ვერ შემოვაწვდენდი. ბებია ანუ დედაჩემის დედა ბიბილიოთეკარი იყო, როცა ბიბლიოთეკა დაკეტეს და ეს წიგნები უგზო– უკლოდ მიმოფანტეს რაც დარჩნილა ყველა მას წამოეღო სახლშ და მერე მის შვილს გადასცა. დედას კითხვა ძალიან უყვარდა. როცა დროს ნახავდა მაშინვე იწყებდა კარადაში რაღაცის ძებნას . მე არ ვიცოდი რას კითხულობდა თუმცა ყდებით ვხვდებოდი რომ ერთი და იგივე შეიძლება სამჯერ ან მეტჯერაც ჰქონოდა წაკითხული.
სოფელში საქმეს რა გამოლევდა ისიც სულ საქმეში იყო, სულ რაღაცას აკეთებდა დამჯდარს თუ ვნახავდი მაშინ კიდევ წიგნი ეკავა და მას კითხულობდა.
დედა ძალიან ლამაზი იყო. წელამდე, ჟღალი ოდნავ ტალღოვანი თმა ჰქონდა, დიდი ცისფრი თვალები და მოწითალო გრძელი წამწამები. მზის სხივებზე სიწითლეში ოქროსფერი იფანტებოდა... ამ ფერებში კი ცისფერი თვალები უფრო მკაფიო ხდებოდა. შავი წერტილები თვალის შუშუი კი მორევს გავდა რომელიც გითრევდა. გამხდარი და სუსტი ტანი ჰქონდა, თეთრი კანი, ოდნავ გრძელი სახე. საოცრად ლამაზი თითები , რომ ვუყურებდი მეგონა როიალის შავ–თეთრი კლავიშებისთვის იყო შექმნილი. სახლში როიალი არ გვქონია, არც დედამ იცოდა დაკვრა. უმაღლესი განათლება არ ჰქონდა. სკოლის დამთვრებისთანავე გათხოვდა, სიყვარულით. გათხოვების შმდგ კი მამაჩემის ოჯახმა სწავლის გაგრძელების უფლება არ მისცა, სოფელშ სასწავლებელი არ იყო ქალაქში არ გაუშვეს, „ამის არც საშუალება იყო და არც აუცილებლობა–ო.“ „ახლა ოჯახს უნდა მიხდ-ო“- იხსენებდა დედა. ასე დარჩა მეოცნებე გოგოს ოცნებეი ოცნებებად. საუკეთესოდ სწავლობდა და წარჩინებით დაასრულა სკოლა, დედა გარდაეცვალა სწავლის ბოლო წელს მამამ კი სხვა ცოლი მოიყვანა. გზა არეული და მარტოსული შეეჯახა ცხოვრების რეალობას და პირისპირ დარჩა მარტო. მერე მამჩემი გაიცნო მეგობრის დაბადების დღეზე, რამოდენიმე შეხვედრა, კოცნა, ბეჭედი და ის უკვე ცოლი გახდა. რამოდენიმე თვეში მუცელი გაებერა და მერე ცოლი და დედა. ასე ჩაება ცხოვრების ფერხულში. მისი სურვილები კი უკან გადავიდა. პრიორიტეტები სხვანაირად დალაგდა.
მამაჩემი მაღალი იყო, ხმელი სახის მქონე, მუქი ფერის კანით, უხეში სქელი წარბები ჰქონდა ერთმანეთთნ ახლოს, რომ გაბრაზდებოდა და ამ წარბებს კრავდა ,მანძილი არ რჩებოდა მათ შორის. მწვანე თვალები ოდნავ მოყავისფრო. წვერს ატარებდა, უფრო სწორად იშვიათად იპარსავდა, თმა სულ აჩეჩილი ჰქონდა, ხან მარვნივ და ხან მარცხნივ გადავარცხნილი თითებით. სმა უყვარდა, მეზობლებში და უბანში სიარულს არ იკლებდა. სუფრიდან სუფრაზე ხვდებოდა. შაირები უყვარდა, გიტარის ორიოდე ნოტი გაეგებოდა და დადიოდა ეზო- ეზო ჩხარუნით. არც ბაბუა აკლებდა სმას: „უცოლო კაცს მეტი რა ხელობა აქვსო“- იტყოდაჰოლმე. „ უნდა გაერთოას და დრო ატაროსო.“
ოჯახის მარჩენალები დროის ტარებაზე იყვნენ გადასულები, დედა კი გადარჩენისთვის იბრძოდა. საკუთრი თვის გადარჩენისთვის და ოჯახის გადარჩენისთვის. უვლიდა ეზოში ხილს, კარტოფილს თესავდა, ლობიოს, მწვანილებს, ვარდებისაც არ ივიწყებდა და ნარცისებსაც არ აკლებდა წყალს. ჰო ქათმებიც არ ავიწყდებოდა. თუ რამ მიწას შეეძლო ყველაფერს გლჯედაა და ოჯახს ასე არჩენდა. სეზონურად კი სხვის მამულში დადიოდა მუშად. ხან ატამს კრეფდა, ხან მარწყვს, ხან კიდევ თხილს, სეზონის მიხედვით. მისი თეთრი კანი ზაფხულში სულ უფრო მუქდებოდა სახეზე ლაქები გაუჩინა ამდენმა მზემ. მაინც ლამაზი იყო. მთელი ზაფხული მუშაობდა და რასაც დანაზოგს მოაგროვებდაზამთარში იყენებდა. ზამთრის ღამეები გრძელია მაგრამ ჩვენთვის ზამთრის დღებიც გრძელი და ცივი იყო.
ხელსაქმე კარგად იცოდა, ქარგვა და ქსოვა კარგად გამოსდიოდა. ამდენი დრო არ ჰქონდა მაგრამ ღამით ლამფის შუქზე ყველ საქმეს რომ მორჩებოდა, იწყებდა ქსოვას. ზამთრისთვის მიქსოვდა თბილ წინდებს, მოსაცმელებს.. ძაფები ძველი დახეული სვიტრების ნაშალი იყო.
გულის ფორმის პატარა ზარდახშა ჰქონდა სადაც დედის ნაჩუქარ რამოდენიმე სამკაულს ინახავდა. სამი საყურე ჰქონდა ერთი ციფერი თვლით რომელიც ოქროს დაბადების დღეზე აჩუქეს მშობლებმა. მეორეს წითელი და შავი თვლები ჰქონდა და მესამე რომელიც სულ ეკეთა, პატარა თეთრი მარგალიტები. ყურზე მიმჯდარი. ნიშნობის ბეჭედი და ქორწილის რგოლიც სულ ხელზე ეკეთა ამ ზარდახსაში არაასდროს იდო. მხოლოდ ეს ორი საყურე. მაკიაჟს არ ატარებდა არც მინახავს რომ ჰქონოდა რაიმე. ფერადი გრძელი კაბები უყვარდა . წვრილი და მსხვილი ყვავილებით. განსაკუთრებით ერთი კაბა მომწონდა მის კარადაში. თეთრი საყელოთი წვრილი ცისფერი და ლურჯი ყვავილებით, წელზე ბაბთით იკვრებოდა. ძალიან ლამაზი იყო მხრებზე დაფენილი ჟღალი თვები და საოცრად ღრმა ცისფერი თვალები. დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო.
ბავშვობა ბუნდოვნად მახსოვს, მხოლოდ ემოციები მახსენებს ფაქტებს. მახსოვს სიცივე მინებიდან როგორ იჭრებოდა ოთახში, ფეჩის ბოლით გამურული კედლებიც მახსოვს და ქურთუკები ბოლის სუნი რომ უდიოდა... გაწითლებული შეშის ფეჩი რომელზც გაყინულ ხელებს ვითბობდი და ისეთი გაყინული იყო რომ ბევრჯერ დამიწვავს, სანამ სითბოს აღიქვავდა სხეული. ხანდახან კი არც შეშა იყო, მაგრამ იყო სიცივე, სწრაფად მომზადებული შემწვარი ხახვი ცხიმში ანუ უკეთესი შემწვარი კარტოფილი. არა არასდროს მშიებია ეზოში ბევრი რამ იყო, დედაც ყოველთვის ცდილობდა იმაზე მეტი მოეცა ვიდრე გვქონდა. მაგრამ არა ის ფერად ჭრაჭუნა ქაღალდებში გახვეული ტკბილეული დახლზე რომ იდო.
მამა ხშირად მოდიოდა მთვრალი სახლში, გიტარას ჩაიხუტებდა და სიყვარულზე იწყებდა სიმღერას, დედაჩემს რომელიც ქანცგაწყვეტილი ფეხზე ვერ იდგა ეშაირებოდა და ათასგზის უმტკიცებდა რომ დედამიწა მისგამო ბრუნავს, რომ მასზე მეტად არაფერი უყვარს. ამ სიყვარულის მტკიცებაში რელურად გადიოდა დრო და არაფერი იცვლებოდა. უყვარდა მთვრალს, ეფერებოდა, ეხებოდა ოდნავ უხეში გაუპარსავი წვერით და ალკოჰოლით გაჟღენთილი საწოლამდე ძლივს აღწევდა. ასე თენდებოდა და ღმდებოდა.
სუფრიდან სუფრაზე, არყიდან ღვვინოზე...
ვხვდებოდი რომ დედას ამდენი ტკივილის ატანა უჭირდა , იღიმოდა იშვიათად ისიც ალბათ ირონით. ცისფერი თვალების ქვემოთ სულ ჩაუშავდა წრეები. ცივი ქალი იყო, შეიძლება ცხოვრებამ გააცია. ყოველთვის დისტანციას ინარჩუნებდა არასდროს ჩამხუტებია ისე როგორც სხვა დედები. როცა მეზობლის ბავშვები სახლში შედიოდნენ ხელებ გაშლილი მშობლები ეგებებოდნენ მათ . მე კი არასდროს შემოხვევია ასე. ეზოში თუ წავიქცეოდი მხოლოდ მაშინ შეიძლება შემხებოდა და მეგრძნო მისი ხელების სითბო... ძალიან თბილი ხელები ჰქონდა, მთელ სხეუულს ათბობდა ისეთი, მაგრამ იშვიათად მქონდა ამ სითბოს მიღების შანსი. ლამაზი თითები ჰქონდა მაგრამ მიწასთან ჭიდილის გამო გაუხეშებული, გამომშრალი და მამსკდარი.
მამას ძალიან უყვარდა მოფერება მაგრამ როცა მთვრალი იყო. პრინციპში ფხიზელს ვერც ვხედავდი.
გულახდილი საუბრები
-დედა იტირე?
-საიდან მოიტანე.
-თვალები წითელი გაქვს, როგორ არა იტირე.
-კარგად ვარ, საჭმელი მზადაა გაცივდება, მიდი ჭამე.
-არ მშია!
-ჭამე არ შეიძლება.
-დედა!
-რა იყო?
-ძალიან მიყვარხარ, არ ინერვიულო კარგი? მამას მე ვეტყვი რომ არ განერვიულოს.
-მამშენს თავი დაანებე, მიდი ახლა და ტუ გიყვარვარ ჭამე.
-კარგი ოღონდ ჯერ ჩამეხუტე და დამპირდი რომ არასოდეს იტირებ.
-უკვე მაბრაზებ, რა გითხარი მე შენ? ისევ აქ ხარ? წადი შეჭამე!
- კარგი.
ასე გადიოდა დღეები, თვეები, წლები...
ვცდილობდი დედის დამშვიდეებას ,აგრამ ჩვენი დიალოგები ყოველთვის სრულდებოდა სიტყვებით: - კარგი. ეს იყო ერთგვარი პროტესტიც და მორჩილებაც. არ გაგრძელებული დასრულებული დაუსრულებელი დიალოგი. ვეთანხმებოდი მას და ამავე დროს ვაპროტესტებდი ამ სიტყვით მის ყველა არჩევანს.
ბედნიერი წამი
ერთ დღეს მამამ ლეკვი მოიყვანა სახლში, ვიღცამ აჩუქა. პატარა ყავისფერი, ბურთივით იყო მრგვალი, ძლივს დაგორავდა ისეთი ფუმფულა იყო. ჩემზე ბედნიერი იმ დღეს არავინ ყოფილა. იმდენად ბედნიერი ვიყავი რომ მამას უხეში წვერის ჩხვლეტასაც ვიტანდი ლოყაზე და იმ სპირტის სუნს ზედ რომ მაორთქლებდა, მიმტკიცებდა თუ როგორი კარგი მამა, რა მაგარი ვიღაც მომიყვანა. ძაღლს ბურთა დავარქვი. დედა გაბრაზდა, „ეს მაკლდა ახლა მისახედად ისე ჰო ცოტა საქმე მაქვსო.“ მე კი საერთოდ არ ვფიქრობდი არაფერზე. მყავდა ბურთა. აქამდე თოჯინა მყავდა რომელიც ჩემი მესაიდუმლე იყო და მის გარეშე არც კი ვიძინებდი. ხანდახან მაბრაზებდა მამა აიღებდა ამ თოჯინას და მოისვრიდა, მე კი ვტიროდი გაუჩერებლად, თითქოს რამეს იგრძნობდა და მართლა ეტკინებოდა რამე. ახლა კი ჩემი ქერა თოჯინის გარდა მყავდა სულიერი არსება, რომელიც თვითონ მოძრაობდა, შეხებისას კი თბილი იყო. სითბოს გაცემა მე არ მიწევდა მის გასათბობად. მთელ დრეებს ბურთასთნ ერთდ ეზოში ვატარებდი. მე ბედნიერი ვიყავი.
დრო კი არ წყვეტდა სვლას. ნელნელა მიმოკლდებოდა ბიძიას ნაჩუქარი ქურთუკის მკლავები, მე ვიზრდებოდი.
სანამ სკოლაში შევიდოდი დედამ წერა და კითხვა მასწავა, ერთი სული მქონდა როდის დადგებოდა ის დღე როცა ყველას ვაჩვენებდი რა ჭკვიანი ვიყავი მე ჰომ უკვე ყველაფერი ვიცოდი.
თეთრი ზედა საგანგებოდ მიყიდა დედამ. ლამაზი ნაქარგები ჰქონდა საყელოზე თავისი ხელით დააქარგა. ბაბუაწვერები. ჯინსის ქვედაბოლო მეცვა. მუხლზე ოდნავ მოკლე. თმები შეკრული უკან გადაწეული.
სოფლის სკოლა არ იყო დიდი და არც ბევრი ბავში სწავლობდა.
მთელი ღმე გავათენე ფორიაქში რა იქნებოდა და როგორ, როგორი კლასელები შემხვდებოდნენ, როგორი მსაწავლებელი. ნეტავ ისეთივე დიდი წიგნები თუ მექნებოდა სახლში რომ იდო კარადაში. როგორ შევძლებდი წამეკითხა ან მიმეტანა კლასამდე. მთელი ღმე ფიქრებში გავიდა, სიხარულის და მოულოდნელის მოლოდინში.
ჰიმნი, დროშის აღმართვა ეზოში, პირველკალასელებისთვის სასწავლო წლის მილოცვა და ზარი დაირეკა. სწავლა დაიწყო.
საკლასო ოთახი პატარა იყო. სულ 16 მერხი იდგა. კედელძე დიდი შინდისფერი დაფა ეკიდა. „დაფაზე ეწერა გილოცავთ სწავლის დაწყებას“.სიმაღლის მიხედვით ვიჯექით. მაღლები უკან დაბლები წინ. მე ბოლო რიგებში მოვხვდი. განვიცად მე ხომ მთელი ოთახისთვის უნდა მეჩვენებინა რა ჭკვიანი ვიყავი და ახლა როდის მოვიდოდა ჩემი რიგი, იქნებ ისე დამთვრებულიყო ვერც მომესწრო .მერე კიდევ ჰო ყველა ისწავლიდა და მე ? მე ჰომ აღარ ვიქნებოდი მათზე ჭკვიანი. გამიმართლა ერთმანეთის გაცნობა სურვილის მიხედვით დაიწყო. და მეც ხელის აწევით გავედი დაფასთან წინ.
-რა გქვია?
- მე ალექსანდრა ვარ, 6 წლის.
- როგორ მოგწონს სკოლა?
-სკოლაზე დაედა ბევრს მიყვებოდა, მან მითხრა რომ ეს დაძლიან კარგი ადგილია, აქ ბევრი მეგობარი მეყოლება და ბევრ რამეს ვისწავლი.
-კარგია ალექსანდრა, მიხარია რომ მოგწონს ჩვენთნ, შეგიძლია დაჯდე. ვის სურს კიდევ გაგვეცნოს?
-მასწავლებელო..
-ჰო ალექსანდრა.
-მასწავლებელო იცით მე დედამ ასამდე თვლა და წერა კითხვაც მასწავლა, აი აქ წერია: „ გ ი ლ ო ც ა ვ თ ს წ ა ვ ლ ი ს დ ა წ ყ ე ბ ა ს“.
-ყოჩაღ ალექსანდრა, კარგი გოგო ხარ და ძალიან ჭკვიანი.
მეც თვალებანთებული ბედნიერი დავჯექი ჩემ კუთვნილ ადგილას და თმამად დავიკავე ჩემი სკამი. სკოლაში ცხრილი ჩავინიშნე, წიგნების სია ავტორებით, რომელიც უნდა მქონოდა და ბედნიერი დავბრუნდი სახლში.
-დე, დეეეე!
-რა ხდება აბა როგორ ჩაიარა ?
-ძალიან მომეწონა სკოლა. ზუსტად ისეთია როგორიც მითხარი, შენ რაც მასწაველე ყველაფერი ვუთხარი მასწავლებელს.
-კარგი გოგო ხარ.
-იცი დედა დაფაზე ეწერა გილოცავთ სწავლის დაწყებას. და მე აქამდე მეგონა რომ მხოლოდ დაბადებისდღეებს ულოცავდნენ ადამიანები ერთმანეთს და სწავლის დაწყების მილოცვა შეიძლება?
-ნებისმიერი რამ რაც სიახლეა და არის კარგი შეგიძლია მიულოცო ადამიანს, ბინის ყიდვა, ახალი სამსახური, ყველაზე მეტად კი სწავლის დაწყება, რადგან განათლება ეს არის ერთადერთი გზა დააღწიო თავი იმას რაც გაქვს და გქონდეს ის რაც არ გაქვს. ამიტომ ისწავლე და არ დაკარგო შანსი შენი ცხოვრება გახადო უკეთესი. გოლოცავ შენი ოცნებების ახდენის გზაზე დადგომას. შენ ახლა პირველი ნაბიჯი გადადგი. აი ამიტომ ეწერა დიდი ასოებით გილოცავთ.
-მადლობა დედა.
–ძილის დროა დაისვენე ხვალ ადრე ხარ ასადგომი.
–კარგი.
ისევ ასე დასრულდა ჩვენი დიალოგი.
მთელი ღმე ვფიქრობდი რას ნიშნავდა ეს სიტყვები. როგორ უნდა დამეღწია თავი ამ ყველაფრისთვის. დიდ წიგნებს დედაც კითხულობდა , სკოლაშიც დადიოდა მაგრამ ცისფერი თვალების ირგვლევ შავი წრეები უფრო უმუქდებოდა, თითებიც უფრო უხეში ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი რატომ ვერ შეცვალა მან ეს ყველაფერი.
მართალია ოჯახში მოლოდინები ვერ გავამართლე მაგრამ კლასში ყველაზე სასურველი ვიყავი. საუკეთესო მოსწავლე, საუკეთესო საუკეთესოთა შორის.
ყველა მოსწავლე ჩემთნ მეგობრობდა. ბევრი მეგობარი მყავდა, თითქმის მთელი კლასი. შესვენებაზე ყველას ჩემი რვეული ეჭირა ხელში და იწერდნენ, საკონტროლოზე ყველას ჩემ გვერდით უნდოდა ჯდომა. მასწავლებლები ყოველთვის დაფასთან მიხმობდნენ და დრო ისე გადიოდა ზარიდან ზარამდე ვერცკი ვამჩნევდი.
ყველაზე მეტად გეოგრაფია მიყვარდა, საზღვრები- საზღვრების გარეშე.
ჩემი პატარა ოთხის,
ჩემი პატარა სახლის,
ჩემი პატარა სოფლის,
შემი პატარა ქვეღნის მიღმა
არსებული მთელი მსოფლიო!
ვსწავლობდი და ვოცნებობდი რომ ოდესმე მეც იმ მთას ვნახავდი ჯომოლუნგმა რომ ერქვა. ვნახავდი პირამიდებს, დანგრეულ რომის კოლიზეუმს. გადავცურავდი ოკეანეებს. და დავარღვევდი საზღვრებს.
–დედა იცი ხვალ კრება?!
–კი მითხრა შენმა დამრიგებელმა.
–ჰომ მოხვალ?
–დააშავე რამე?
–არა დედა, რატომ მეუბნევი მაგას?
–აბა რა მინდა.
–დედა აუცილებელი ჰომ არაა რამე გავაფუჭო? პირიქით მე ყველაზე კარგი მოსწავლე ვარ მთელ კლასში. არ გინდა რომ მადლობა გითხრან?
-ჩემ დროს ასე იყო, მშობლებს მარტო მაშინ იბარებდნენ როცა რამეს აშავებდა მათი შვილი.
-არაფერი დამიშავებია!
–მაშინ რა საჭიროა ჩემი ყოფნა
–მე მინდა რომ იამაყო ჩემით, მინდა რომ ღიმილიანს გხედავდე.
–ვამაყობ.
–ესეიგი ხვალ მოხვალ?
–ხვალ უნდა ვიმუშაო, წინ ზამთარია. შეშა არ გვავქვს. ახლა ხომ იცი სეზონია და მუშები ჭირდებათ.
–კარგი.
დედა არცერთ კრებაზე არ ყოფილა.
ერთი რვეული მქონდა სადაც ვწერდი ჩემ განცდებს და ჩემ ყოველდღიურობას, მაგრამ მეშინოდა რომ ეს რვეული ერთ დრეს შეიძლება ვინმეს წაეკითხა. დღიურში სწორ ფაქტებს და არასწორ ემოციებს ვწერდი, მერე მივხვდი რომ ტყუილების წერა დროის კარგვა იყო და დღიურის წერას მოვეშვი. დავიწყე ლექსების წერა. იქ კი უკვე არ მიჭირდა ჩემი განცდების მკაფიოდ გამოხატვა. რითმები არ იყო. მაგრამ იყო ემოცია.
იმედგაცრუება
დღეს სამი მარტია ანუ დედის დღე. რვეულის შუაგულიდან ტყუპი ფურცელი ამოვხიე და გარე ფურცელზე ვარდები და გულები დავხატე წითელი კალმით. დიდი ასოებით დავაწერე „დედიკოს“. შიგნით კი დავწერე ჩემ მიერ დაწერრილი ლექსი.
„ იასავით ნაზო
ფარფატავ და კარგო
იცი როგორ მიყვარხარ?
ჩემო გულის ვარდო.
ჩემო კარგო დედიკო
ლამაზო და კარგო
ჩემო მზეო, ჩემო დღეო
ფარფატავ და ნაზო.“
მოვაგროვე ეზოში ჩემი საყვარელი იები და დედიკოს მივულოცე სამი მარტი.
გაუხარდა.
–ლესების წერა დაიწყე?
–კი დედა!
–კარგი ლექსია,მოდი აქ.
მიმიყვანა წიგნების თაროსთან სკამი დაიდგა ავიდა ზედ და წიგნი ჩამოიღო.
–ეს რა არის?
–წაიკითხე. გამოგადგეა.
გალაკტიონ ტაბიძე. მისი ლექსების კრებული მომცა, მთელი ღამე ვკითხულობდი.
საოცრად მომეწონა, ისეთი ჰარმონია იყო ჩემი ლექსები კი რკინის ვედროზე წვიმის წვეთების რახა-რუხივით ჟღერდა
რასაც ვწერდი სრული უაზრობა იყო. ყველა დავხიე და გადავაგდე. წერას მოვეშვი.
დაკრძალვა
ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას ისეთივე განცდები მეუფლებოდა როგორიც სულ პირველი წლისას მქონდა. საკლასო ოთახში არ იცვლებოდა პირველი დღის ფრაზა. იცვლებოდა მხოლოდ კალიგრაფია, დამრიგებლების სახელები, თანმიმდევრობა ახალი მოსწავლებით სიაში რომ ემატებოდნენ.
სახლში არაფერი იცვლებოდა..
–სასწრაფოში დარეკეთ!
–რა ხდება?
–შეეშვი ქალო, მთვრალია, სძინავს!
–არ სძინავს, ადექი და ერთხელ მაინც დამიდექი გვერდით მომაქციე ყურადღება. მამაშენი კვდება!
–მამა!
სასწრაფო მალევე მოვიდა, მე გაშეშებული ვიდექი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. ჯერ სირენის ხმა იყო, მერე დიდი მოციმციმე შუქები და სასწრაფოს მანქანა .მანქანიდან ორი ადამიანი გადმოვიდა. წითელი ფორმები ეცვათ. ხელში ერთერთს დიდი ჩემოდანივით კალათი ეჭირა. მერე ბაბუას მიუახლოვდენ ჩემოდანი გახსნეს ერთმა ამპულა გატეხა მეორემ ბაბუას დაუწყო რაღცეების დაკვრა. პულსი არ არის. გააგრძელეთ მასაჟი.. ეს სიტყვები ბევრჯერ გავიგონეთ. ვიდექი კედელთნ და რაც შემეძო მთელი ძალით ვეკვროდი.
გარდაცვალების დრო 02:16 წუთი. ბაბუა ალექსანდრე გარდაიცვალა.
სასწრაფო წავიდა.
დაიწყო ფიქრი როგორ დაეკრძალათ. სასახლე რა ფასიანი ყოფილიყო, სასაფლაოზე ადგილი რა ეღირებოდა. მშობლებმა სია დაწერეს ვინ უნდა დაეპატიჟათ, საპატიო სტუმრები. მეზობლები, ისინი ვინც გუშინ ჭიქას ჭიქაზე ურტყავდნენ და ვისთან ერთადაც სვვდა ბაბუა სამშობლოს და მეგობრობის სადღეგრძელოს. არც ნათესავები გამორჩათ. მაქსიმალურად შემცირებული სია შეადგინეს, -„ასე ხელგაშლით ყველას ვერ დავპატიჟებთ არ გვაქვს ამდენი ფულიო“. მერე მენიუს განხილვა დაიწყო. რამდენი კილო ძროხის ხორცი ეყოფოდა დამშეულ 70 სტუმარს. რა უნდა ყოფილიყო სუფრაზე და რა არა. რამოდენიმე დეტალზე იკამთეს ბოლოს შეთნხმდნენ. ახალი თავსატეხი გაუჩნდათ, საზრუნავი. ბაბუა კი ვიღას ახსოვდა სულ მარტო იწვა ოთახში. მამაო მოიყვანეს, წესი აუგეს და დაკრძალეს. მერე ეზოში დიდი სუფრა გაიშალა.მიცვალებულის შესანდობარი, ლიმონათის ბოთლებით სირბილი. ხელი–ხელ გადახვეული მთვრალი უბნის ვაჟკაცები. ფეხის არევით რომ ძლივს აკვლევდნენ საპირფარეშომდე გზას.
ბაბუა დავკრძალეთ. სტუმრები გავაცილეთ.
–დედა რატომ მოკვდა ბაბუა?
–იმიტომ რომ ბევრს სვავდა.
–ექიმებმა რომ თქვეს წნევა ჰქონდა მაღალი და სისხლი დაიღვარა თავშიო.
–უყურე! როგორ დაუმახსოვრებია?!
–კი დედა ყველაფერი გავიგე. სმა რა შუაშია?
–ბევრს რომ სვავდა მაგიტომ აუწია წნევამ და მაღალი წნევის გამო გასკდა თავში რაღაც. სისხლი ჩაიღვარა და მოკვდა. შენ ძალიან პატარა ხარ ასეთი რაღაცეებისთვის. რომ გაიზრდეიბი ისწავლი.
–მეშინია.
–რის?
–მამას ჰომ არაფერი მოუვა?
–დამშვიდიდ, მამა კარგად იქნება.
–კარგი.
ბაბუის გარდაცვალებამ და დედასთან დიალოგმა მოსვენება დამაკარგინა. შიშმა ამიტანა.
არდადაგები
მამა ისევ სვავდა ახლა იმაზე მეტს ვიდრე ადრე. მამაისის გარდაცვალების მერე უფრო მოუმატა. დედა ისევ მუშაობდა ზაფხულობით მეც ვეხმარებოდი და სხვის მამულში სამუშაოდ მეც დავდიოდი დღიურად, დედა ჯავრობდა მაგრამ მე ვამშვიდებდი.
-შვილო შენ უნდა ისწავლო, რა დროს შენი ასეთი საქმეა!
-არა დედა მე მომწონს ამის კეთება.
-როგორ შეიძლება ეს მოგწონდეს.
-მართლა დედა. გთხოვ წამიყვანე.
ბევრი ხვეწნის მერე დამთანხმდებოდა და მეც მივდიოდი, სულაც არ მომწონდა მაგრამ ვიცოდი ფული გვჭირდებოდა, დედაც წელშიგაწყვეტილი ვეღრ უმკლავდებოდა ამდენს, მე კი მქონდა ენერგია. ყოველი არდადაგები მუშაობაშ გადიოდა, საღამოობით კი წიგნებს ვკითხულობდი. ნელ ნელა იმ კარადის გვერდით ჩავლის აღარ მეშინოდა. პირიქით ხშირად ვუახლოვდებოდი და მინებს რომელიც ზანზარებდა ხელით ვწევდი. ვ