ბურუსით მოცული ამბავი
0 ხმა
ინგა ნაკაშიძე
მე, ინგა ნაკაშიძე დავიბადე 1986 წლის 26 აგვისტოს ქალაქ ბათუმში. სწავლა დავიწყე 1992 წელს ქობულეთის პირველ საჯარო სკოლაში, შემდეგ ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში გადმოვედი, რომელიც 2003 წელს დავასრულე. იმავე წელს ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, სადაც პარალელურად მაინორის პროგრამით ვსწავლობდი სამართალმცოდნეობის მიმართულებით. 2008 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, საერთაშორისო ბიზნესის სპეციალობით. პარალელურად ვმუშაობდი სხვადასხვა კერძო სტუქტურებში.
თავდაპირველად წერა დავიწყე 14-15 წლის ასაკიდან, სკოლაში სწავლის პერიოდში, პატარ-პატარა მოთხრობების სახით. მოგვიანებით კი, პანდემიის პერიოდში, უფრო აქტიურად გავაგრძელე საყვარელი საქმე და ფეისბუქზე გვერდი შევქმენი სახელწოდებით - „ჩემი ნოველები My Novels“, სადაც ჩემს ნოველებს თუ ჩანახატებს ვაზიარებდი. მკითხველთა დაინტერესება, მათი შეფასება, ჩემი შემოქმედებითი საქმიანობის მასტიმულირებელ ფაქტორად გადაიქცა და მას ინტენსიური და საპასუხისმგებლო ხასიათი მიანიჭა.
ბავშვობისდროინდელი ჩემი ჰობი თანდათან გადაიქცა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების თანამგზავრად, რომელიც მიმდიდრებს ჩემს სულიერ სამყაროს და უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებს ჩემს თანამოაზრეებამდე თითოეული ნააზრევის მიტანა.
ამჟამად ვარ დაოჯახებული, მყავს მეუღლე, ორი ქალიშვილი და „ჩემი ნოველები“.
ნოველების კრებული სხვდასხვა მრავალფეროვან, საინტერესო სათავგადასავლო, რომანტიკულ და დეტექტიურ ჟანრს წარმოადგენს.
„ბურუსით მოცული ამბავი“ მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის მტკიცე, მიზანდასახული ხასიათის შესახებ, რომელსაც დიდი ტკივილი, იმედგაცრუება და მონატრება გარს აკრავს. ის დედამ მცირე ასაკში მიატოვა, ემიგრაციაში წავიდა, მას კი ბებია ზრდის. მიუხედავად ბებიის მზრუნველობისა, ნოველის გმირი დედის მოლოდინშია და თვალი მუდამ კარებისკენ უჭირავს. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ის მთელ თავის ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავს, რადგან მას საკუთარი თავის შესაცნობად სრულიად ახალ გარემოში მოუწევს ყოფნა. საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასული, უაღრესად საპასუხისმგებლო, დაძაბული, ბურუსით მოცული მკვლელობის საქმის გამოძიებაში ერთვება. თუმცა, ასეთ ვითარებაში, იგი ემოციურად დატვირთულ, საინტერესო, რომანტიკულ მორევში აღმოჩნდება.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური