თამილა
0 ხმა
ია ზურაბაშვილი
ია ზურაბაშვილი 25 წლის - დავიბადე 1997 წლის 23 მარტს, ვცხოვრობ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდარში; ბავშვობიდან ვწერ ლექსებს და მოთხრობებს; პროფესიით ვარ პედაგოგი. 2019 - წლიდან ვმუშაობ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად.
ვარ გამომცემლობა ინტელექტისა და ისრაელის საელჩოს ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული, მოთხრობა „ ლურჯი სიზმარი“ რომელიც დაბეჭდილია წიგნში „მაძიებელი“ 2022 -წელი 24 მარტი.
ასევე ვარ კონკურს „შემოქმედი მასწავლებელი“ გამარჯვებული მოთხრობები: „ბედისწერის ხმა,“ „მე, შენ, ის და კიდევ ვინ იცის, ვინ?“ 2022 - წელი 5 მაისი.
ჩემი ამჟამინდელი მოთხრობა, „თამილა“ ერთგვარი სულის კივილია წარსულისა და აწმყოსი, აი ისეთი გოგოების, დაბადების წამიდანვე რომ არ გაუმართლდათ, თუმცა ცხოვრებას მაინც არ შეუშინდნენ, არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძლოლეს მიზნის მისაღწევად. არ შეუშინდნენ ცხოვრებისეულ სირთულეებს და არც ბოროტება არ ჩაიდეს გულში.
მეგობრობის სულისკვეთების უიღბლობის და სიყვარულის მხატვრული ისტორია - ასე განვსაზღვრავ ჩემი მოთხრობის შინაარსს, რომელიც არაა აბსტრაქტული, პირიქით ძალიან ახლობელი და შეიძლება ითქვას ხელშესახები წარსულისა და აწმყოს რეალობაა.
თამილას ისტორია ერთგვარი ტრაგედიაა, პარადიგმაა, რომელიც განსაზღვრავს ამ მოთხრობის მთავარ სათქმელსა და შინაარს. მთავარი პერსონაჟები თამილა და მასწავლებელი სოფია, კი იმ რეალობის გმირები არიან რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, დაფარულად ან ღიად.
ამ მოთხრობის მთავარი მიზანია, მკითხველმა ერთმანეთისგან განასხვაოს მთავარი და არამთავარი, რეალური და მეორე ხარისხოვანი, ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების და ყოველთვის მედგრად დახვდეს ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური