ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ბედუინები ოფისებში

0 ხმა

თამარ სხილაძე

ბიოგრაფია

მე ვარ თამარ სხილაძე, 24 წლის, პროფესიით ფილოლოგი, მოყვარული გრაფიკული დიზაინერი. გავიზარდე დაბა ხარაგაულში, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში სწავლის მიზნით გადმოვედი თბილისში. მას შემდეგ დაახლოებით თითო წელი ვიცხოვრე საფრანგეთსა და ლიეტუვაში. მოგზაურობა და უცხო ადამიანებთან შეხვედრა არის ჩემი შთაგონების ერთ-ერთი მთავარი წყარო. ნიმუში, რომელსაც გიგზავნით, არის რომანის წერის ჩემი პირველი მცდელობა. აქამდე ძირითადად ვმუშაობდი მოთხრობებსა და ნოველებზე. ჩემი ავტორობით წიგნი ჯერ არასდროს გამოქვეყნებულა.


სინოპსისი

რომანში მოქმედება ორი სხვადასხა სიუჟეტური ხაზით ვითარდება. ერთის მთავარი გმირი არის ქრისტეს ცხოვრების პერიოდში დაბადებული მდედრობით სქესის მესია, რომელიც ისე, რომ თვითონაც არ იცის, ცენტრალური ევროპიდან მიემართება იერუსალიმში, რომ დაესწროს ქრისტეს ჯვარცმას. მას, ვინაიდან ქალი იყო, არ ერგო კაცობრიობის ცოდვებისგან გამოხსნის „პრივილეგია“, ამიტომ მის შესახებ ცნობილი არავისთვის გამხდარა. ხოლო მეორე სიუჟეტური ხაზის პერსონაჟია თანამედროვე, ოფისში მომუშავე გოგონა ელა, რომელიც მუზეუმის სტუმრობისას ანონიმური მხატვრის ნახატზე სწორედ უცნობ მესიას აღმოაჩენს, რომელიც ბედუინის ფორმაში მამაკაცივითაა გამოწყობილი, თუმცა ელას გონებაში გაუელვებს, რომ ეს ფიგურა, შესაძლოა ქალისა იყოს, შეამჩნევს რა მის ფეხებზე წითელ, სავარაუდო მენსტრუალურ ლაქებს. ამ მომენტის მერე ელას ცხოვრება კიდევ უფრო ქაოტური ხდება და იგი ხილვების გზით სწორედ უცნობ მესიას უკავშირდება.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური