ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

შავი მესია

0 ხმა

გიორგი ფარეხელაშვილი

ბიოგრაფია

    დავიბადე 1997 წლის 20 ნოემბერს ქალაქ თბილსში. განათლება მივიღე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და მომენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად ვარ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრანტი. ვარ პროფესიით იურისტი. პარალელურად ჩართული ვარ ლიტერატურულ საქმიანობაში. ამ ეტაპზე ვმუშაობ რამდენიმე წიგნზე. 2020 წელს  მონაწილეობა მივიღე ლიტერატურულ კონკურსში, რომელიც მწერალთა სახლის დახმარებით ჩატარდა ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ,,ჰორიზონტი 2020“ დაფინანსებით, პროექტის  ,,კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში. აღნიშნულ კონკურსში გავედი მე-3 ადგილზე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობით   ,,გენეზისი“

სინოპსისი

,,შავი მესია“ დეტექტიური ჟანრის რომანია. მისი მთავარი გმირი ახალგაზრდა გამომძიებელია, რომელსაც სურს ნათელი მოჰფინოს იდუმალებით მოცულ საქმეს და წარსულში დაწყებულ მკვლელობებს წერტილი დაუსვას. მას მიზნის მისაღწევად ერთადერთი გზა აქვს დარჩენილი - დაბრუნდეს 43 წლით უკან და კითხვებზე პასუხები წარსულში მოძებნოს.

ტაროს კარტები, სახიფათო სვლები და სასტიკი იდეოლოგია მკვლელის მთავარი ხელწერაა. პერსონაჟები ცდილობენ გაარკვიონ თუ ვინ არის ის და მასთან ერთად ისინი საბედისწერო თამაშში ერთვებიან.

რომანი სავსეა მოულოდნელობებით. სუნთქვის შემკვრელი და დაძაბული სიუჟეტი მკითხველს არ მისცემს მოდუნების საშუალებას. ნაწარმოებში წარმოჩენილია ბოროტი და კეთილი ნების დაპირისპირება, სამართლიანობისადმი სწრაფვა და სხვა ფილოსოფიურ-მორალური საკითხები.

პერსონაჟები მთელი ძალისხმევით ცდლობენ გასცენ პასუხი მთავარ შეკითხვას - ვინ ან რა არის ,,შავი მესია“?


მიმდინარე ტური არ არის აქტიური