ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ვიქტორია სინათლის კედელს მიღმა

0 ხმა

ანა ნაცვლიშვილი

ბიოგრაფია

მე ვარ ანა ნაცვლიშვილი, 28 წლის, ვცხობრობ ქალაქ თბილისში, მყავს მეუღლე და 10 თვის პრინცესა. წერა სკოლის პერიოდში დავიწყე, დაახლოებით 8-9 კლასში ვიყავი. პატარა მოთხრობები, ლექსები, ჩანახატები. მახსოვს თითქმის ყოველი კვირის ბოლოს სიხარულით მივრბოდი ქართულის მასწავლებელთან და ახალი ნაშრომი მიმქონდა, რომ შეეფასებინა. ჩემთვის მისი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის კიდეც. რამოდენიმეჯერ ჩემი ნაწერი ქალაქის ჟურნალში დაიბეჭდა, რომ იცოდეთ რა ბედნიერი ვიყავი, ალბათ თავი მსოფლიო დონის მწერალი მეგონა. მერე კი ნელნელა გავიაზრე, რომ მსოფლიო დონე კი არა, მწერალი რომ გერქვას, მაგისთვის ბევრი შრომა და მკითხველის ნდობის მოპოვებაა საჭირო. რამოდენიმე წლის წინაც ვცადე კონკურსში “გახდი ბესტსელერის ავტორი” მონაწილეობის მიღება, თუმცა გადავიფიქრე, ზუსტად იმავე ნაშრომით რაც ახლა. ორი თუ სამი წელი გავიდა და ვფიქრობ მზად ვარ მისი გაზიარებისათვის. როდესაც დავასრულე და რამოდენიმეჯერ გადავიკითხე, სხვისი თვალით შევხედე და არ ვიცი, მემგონი არც ისე ცუდია. ამას მკითხველი თვითონვე შეაფასებს, თუ რათქმაუნდა შესასძლებლობა მომეცემა მისი გაზიარებისთვის.


სინოპსისი

სინოპსისი

 

ვინ არის ვიქტორია? რითაა სხვისგან გამორჩეული? ის ხომ სრულიად ჩვეულებრივი გოგონაა, რომელიც მამასთან ერთად ცხოვრობს და ცდილობს ყოველდღიურობას გაუმკლავდეს.

 

ასეცაა. წიგნში აღწერილი მოქმედება სრულიად ჩვეულებრივი ტემპით მიმდინარეობს. ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.

 

თუმცა...

რა შეიძლება მოხდეს? რამ შეიძლება გამოიწვიოს ვიქტორიას ცხოვრების თავდაყირა დაყენება?

 

ხდება ისე, რომ ერთი საოცარი და დაუჯერებელი შემთხვევის წყალობით, იგი მოხვდება სრულიად სხვა სამყაროში, სადაც მისთვის ყველაფერი უცხო და მაგიურია. უცხოა გარემო, უცხოა ხალხი, მათი გარეგნობა, ქცევები, შესაძლებლობები.

 

იქნებ სიზმარია? ხშირად უფიქრია ვიქტორიას, თუმცა ეს რეალობა მის განუყოფელ ნაწილად იქცევა და სრულიად შეცვლის მას, მის ცხოვრებას, მის გრძნობებს, მის დამოკიდებულებას სამყაროსადმი.

 

ვერც კი წარმოიდგენდით ხო, რომ შეიძლებოდა ჩვენს გარდა კიდევ სხვები, სხვა სამყაროს არსებობა შესაძლებელი ყოფილიყო? რატომაც არა? წიგნში სწორედ ჩვენგან სრულიად განსხვავებული სამყაროს შესახებ მოგიყვებით. 


მიმდინარე ტური არ არის აქტიური