ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

“დავითფერულის” სინოფსისი

0 ხმა

ალიკა მერაბიშვილი

ბიოგრაფია

ალიკა გოჩას ძე მერებაშვილი დაიბადა 1984 წლის 8 თებერვალს მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში.

2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ნიჩბისის საშუალო სკოლა. ამავე წელს, 17 წლის ასაკში მოი პოვა კარატეს ინსტრუქტორის ლიცენზია.

2001-2002 წლებში მუშაობდა კარატეს ინსტრუქტორად მცხეთის რაიონის სოფელ ქსანში და კასპის რაიონის სოფელ წინარეხში.

2002 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე სპეციალობით სასამართლო-ტექნიკური ექსპერტიზა.

2003 წელს მეგობრების თხოვნით ჩამოაყალიბა ინტელექტუალური გუნდი. ამავე წელს ამ გუნდმა მოი პოვა პირველი ადგილი საქართველოს ისტორიის კონკურსში.

2004 წელს ალიკა მერებაშვილმა დაიწყო თავისი პირველი მძაფრსიუჟეტიანი რომანის _ “მებრძოლის” წერა.

2005 წელს ქულების მიხედვით პირველ ადგილზე გავიდა კურსზე და მოი პოვა სტუდენტური კავშირის სახელობითი სტი პენდია.

2006 წელს წითელ დი პლომზე დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამავე წელს მან წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და 100-პროცენტიანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა მაგისტრატურაში. ამავე წელს ჩამოაყალიბა კარატისტების გუნდი “მგლების საძმო”.

2007 წელს მოი პოვა სპორტის ოსტატის პირველი ხარისხი კარატეში. 2007-2008 წლებში ის კითხულობს ლექციებს ფიზიკაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე.

2008 წელს მან მოი პოვა პირველი ადგილი სამეცნიერო კონფერენციაში და დააჯილდოვეს დი პლომით და წიგნებით. ამავე წელს წითელ დი პლომზე დაამთავრა მაგისტრატურა. 2009 წელს წავიდა ჯარში. სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა შავნაბადაზე _ სპეციალური ოპერაციების ცენტრის ობიექტების დაცვის სამმართველოში.

2009 წლის ოქტომბერში ჩამოაყალიბა საბრძოლო ხელოვნების კლუბი “ნიჩბისი”. ამავე წლის ნოემბერში იგი აირჩიეს ასეულის განმვლინებლად.

2010 წლის იანვარში მან დაწერა ლექსი _ “შავნაბადას ჯარისკაცები”. ამავე წლის მარტში წარმატებით დაასრულა სამხედრო სამსახური. მაისში დაიწყო სამსახური შპს “Victoria Security”-ს ობიექტების დაცვაში. 2010 წლის 17 ივნისს მოიპოვა შავი ქამარი და პირველი დანი შოტოკან კარატეში. ამავე წელს დაწერა თავისი ნაწარმოებები _ “თოვლის ფიფქები”, “სტუდენტები” და “განწირული სიყვარული”. გადაიღო თავისი პირველი საბრძოლო ხელოვნების ვიდეორგოლები რომლებიც უამრავმა ადამიანმა ნახა. დაწერა თავისი პირველი ფილმის სცენარი _ “რწმენა”.

2011 წელს იგი აგრძელებს თავის შემოქმედებით საქმიანობას. მან დაწერა ახალი ნარკვევი _ “შურისძიება სიყვარულის სახელით”, სტატია _ “ჩემი გვარის ისტორია”, თქმულება _ “ყვავების საყდარი”, ჩანახატები _ “ვერცხლის ქამარი” და “დიდი არს ღმერთი”. წლის ბოლოს დაიწყო ისტორიული რომანის _ “დავითფერულის” წერა.

2012 წელს დაწერა ახალი ნოველები _ “სიყვარულის ძალა” და “საახალწლო საჩუქარი”, ლექსი _ “უკანასკნელი სიყვარული”, სტატიების სერია _ “ხელჩართული ბრძოლის ტექნიკა და ქუჩური ჩხუბის ელემენტები”. ამავე წელს ალიკა მერებაშვილი გახდა ჟურნალი “არსენალის” სპეციალური კორესპონდენტი ხელჩართული ბრძოლის საკითხებში და დაიწყო სტატიების ბეჭდვა. დაწერა ახალი ნარკვევი _ “სიყვარულისთვის დაბადებული”. დაწერა სტატია _ “დაგვიანებული პატივი”, რომელიც აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ მეომარს _ რეზო ალავერდაშვილს მიუძღვნა.

2013 წელს დაწერა სტატიების სერია _ “კაცობრიობის ისტორიის უდიდესი მებრძოლები”. ამავე წელს დაასრულა თავისი პირველი რომანის “მებრძოლის“ წერა. ამ რომანს იგი 10 წლის განმავლობაში წერდა.

2014 წლის თებერვალში ჟურნალ “არსენალში” დაიბეჭდა სტატია _ “დაგვიანებული პატივი”. აპრილში დაწერა სტატია _ “საქართველოს გმირი”, რომელიც აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ მეომარს _ რეზო ახალკაცს მიუძღვნა. ამავე პერიოდში დაასრულა კრიმინალური რომანის - “მოუხელთებელის” წერა. 2014 წლის 14 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო მისი პირველი წიგნის პრეზენტაცია. ეს იყო კინორომანი _ “სიყვარული და მეგობრობა”. პრეზენტაციის დროს დარბაზი სავსე იყო. მან ვრცლად განიხილა თავისი წიგნის შექმნის ისტორია, შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნები. 2014 წლის 10 ნოემბრიდან ალიკა მერებაშვილი ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

2015 წლის 13 იანვარს წარმატებით დაასრულა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი. თებერვლიდან დაიწყო ყოველდღიური ვარჯიშების ჩატარება ასეულში. ასევე კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიაში. თებერვლის ბოლოს ასეულის მეთაურის მადლობა დაიმსახურა. წარმატებით გაიარა სამხედრო კურსები და სწავლებები. მაისში ბატალიონის მეთაურის მადლობა დაიმსახურა. 2015 წლის 24 ოქტომბერს გაიმართა მისი მეორე წიგნის _ “სიყვარული და მეგობრობა 2”-ს პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2016 წლის იანვრიდან დაიწყო სახელმწიფოებრივი მომზადების ლექციების ჩატარება. მაისში დაწერა სამხედრო მოთხრობა “შავნაბადას მგლები”. ამავე წლიდან ის ასრულებს ჯგუფის მეთაურის, ათეულის მეთაურის და ასეულის მორიგის მოვალეობებს. წლის ბოლოს ოცეულის მეთაურისგან და ასეულის მეთაურისგან სიგელი გადაეცა სამსახურებრივი მოვალეობის ხარისხიანად შესრულებისთვის.

2017 წლის ივლისში ბულგარეთში გაიარა საერთაშორისო სწავლება _ Saber Guardian 2017”. იყო წლის ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელი _ ექსპერტი. 2017 წლის აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო სწავლება “NOBEL PARTNER – 2017” ჩატარდა. სწავლებაში 8 ქვეყანა მონაწილეობდა. ამ სწავლებაში აქტიურად იყო ჩართული ალიკა მერებაშვილი.

2018 წლის იანვარში ალიკა მერებაშვილი ასეულის საუკეთესო ჯარისკაცად დაასახელეს. ამავე წლის თებერვალში დაინიშნა საცეცხლე ჯგუფის მეთაურად. ამ დროიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ის ყველა სწავლებაზე ათეულის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა. 2018 წლის 10 ნოემბერს უამრავი საინტერესო შეთავაზების მიუხედავად მან საკუთარი სურვილით დატოვა საქართველოს შეიარაღებული ძალები და სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა.

2019 წლის 5 აპრილს მან დაიწყო მუშაობა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის “დელტას” უსაფრთხოების დეპარტამენტში. 2019 წლის 22 მაისს თავის მეგობართან ერთად შექმნა ახალი სპორტული არხი “YOUTUBE“-ზე “AGS TV”. ამავე წელს შექმნა სიუჟეტების სერია “უმაღლესი კლასის პროფესიონალები”, სადაც ის საბრძოლო ხელოვნების ცნობილი ვარსკვლავების წარმატების ისტორიებს ასახავს. ეს სიუჟეტები ვიდეოკლი პების სახით აიტვირთა “AGშ თV”-ზე.

2020 წლის ივლისში დაწერა ახალი ნოველა “ნამდვილი მეგობრები”. აგვისტოში დაწერა სამხედრო მოთხრობა “სწრაფი რეაგირების ძალები”.

2021 წელს შექმნა ახალი სიუჟეტები _ “მამლუქთა მხედართმთავარი”, “ძიუდო”, “გლადიატორები”, “აღმაშენებლის ტაძრეული”, “ნინძები _ საბრძოლო ხელოვნების დიდოსტატები და დაზვერვის გენიოსები”, “აიკიდო”, “კაპუერა”, “რამდენიმე საინტერესო ფაქტი ბრიუს ლის ცხოვრებიდან”, ”ჩემპიონთა ვარჯიშები _ კრივი” და “სანდრო კანდელაკი _ ქართველი გოლიათი”. ამავე წელს დაწერა სიუჟეტების სერია “საბრძოლო ხელოვნების გენიოსები”. 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო ისტორიული რომანის “გურჯი გიორგის” წერა. ეს ნაწარმოები ასახავს მეფე გიორგი XI-ს და ქართველი მეომრების ბრძოლას მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ. ნოემბერში დაწერა ისტორიული მოთხრობა “ფარსმან ქველი”. 2021 წლის ბოლოს ათწლიანი მუშაობის შემდეგ დაასრულა “დავითფერულის” წერა.

2022 წლის თებერვალში დაიწყო ისტორიული რომანის _ ”გიორგი ბრწყინვალეს” წერა. 2022 წლის 26 მაისს დაიწყო ისტორიული რომანის _ “შოთა რუსთაველის’’ წერა.


სინოპსისი

წიგნში აღწერილია დავით აღმაშენებლის ეპოქა, XI – XII საუკუნეების საქართველოს და მსოფლიოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენები, ქართველთა გმირული ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად და გასაძლიერებლად, ჯვაროსნების ბრძოლები, საუკეთესო ქართული ხმლის – დავითფერულის შექმნის ისტორია, რომელსაც სწორედ დავითის პატივსაცემად უწოდეს ეს სახელი. წიგნში ისტორიულ-სამხედრო-ანალიტიკურადაა ასახული დიდგორის ბრძოლა და ამ ბრძოლის შედეგები როგორც საქართველოსთვის, ასევე ჯვაროსნების სამეფო-სამთავროებისთვის.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური