“დავითფერულის” სინოფსისი
“დავითფერულის” სინოფსისი
წინასიტყვაობა
მე დავიბადე 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს და დავიბადე სოფელ ნიჩბისში _ სწორედ იმ სოფელში სადაც 1121 წელს ჯარი ამოატარა დავითმა და საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი და გადამწყვეტი _ დიდგორის ბრძოლა მოიგო. წლების განმავლობაში ვსწავლობდი და ვვარჯიშობდი. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისთვის მიმეღწია. ყოველთვის მინდოდა, რომ რაღაც ისეთი შემექმნა, რითიც უკეთ წარმოვაჩენდი ჩემს სოფელს _ ნიჩბისს, მცხეთას და სრულიად საქართველოს. ასე შეიქმნა იდეა “დავითფერულის” შესახებ. “დავითფერული” არის ისტორიული რომანი, რომელიც დავით აღმაშენებლის ეპოქას ასახავს.
ჩემი სტუდენტობის პერიოდში ხშირად ავდიოდი დიდგორზე. ვათვალიერებდი თვალწარმტაც ბუნებას, მის სტრატეგიულ ადგილმდებარეობას და ვფიქრობდი რა ზუსტად შეარჩია აღმაშენებელმა ეს ადგილი საომრად. ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობის დროს შევნიშნე უცხოელი სამხედროების ქვედანაყოფი. ჯარისკაცები დიდგორის მემორიალს ათვალიერებდნენ და ინგლისურად საუბრობდნენ. ერთი ოფიცერი კი ჯარისკაცებს დიდგორის ბრძოლის ისტორიას მოუთხრობდა. მათთან ახლოს მივედი და გავარკვიე, რომ ისინი ამერიკელი და ბრიტანელი ოფიცრები და ჯარისკაცები იყვნენ, ხოლო ქართველი ოფიცერი მათ ამ დიდი ბრძოლის შესახებ აწვდიდა ცნობებს. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯარისკაცები აქ, დიდგორის ველზე ეცნობოდნენ მის ისტორიას, ბრძოლის სტრატეგიას და საერთაშორისო მნიშვნელობას. როგორც აღმოჩნდა ისინი სწორედ ამ მიზნით იყვნენ ჩამოსული საქართველოში. წარმატებები ვუსურვე მათ და წამოვედი. ამ ფაქტმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იმდროისათვის მე უკვე საკმაოდ დიდ ინფორმაციას ვფლობდი როგორც დიდგორის ბრძოლის, ასევე აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიყავი მზად ასეთი რომანის შესაქმნელად. იმ 3 პერიოდიდან დავიწყე ისტორიული წყაროების მოძიება.
უამრავი წიგნი, ისტორიული ნაშრომი, მხატვრული ნაწარმოები და სტატია არის დაწერილი და გამოქვეყნებული დავით აღმაშენებლის ეპოქაზე. მე გადავწყვიტე, რომ შემექმნა სრულიად განსხვავებული, ორიგინალური და გამორჩეული რომანი. ხოლო რამდენად საინტერესო იქნება ეს წიგნი, ამას მკითხველი შეაფასებს.
რაც შეეხება წიგნის სათაურს. “დავითფერული” იყო “რკინათა და ძვალთა მკვეთელი” ხმალი, რომელსაც დავითის პატივსაცემად უწოდეს ეს სახელი. მე გადავწყვიტე, რომ სწორედ ასეთი, უდიდესი ქართველი მეფის, დავითის შესაფერისი სათაური შემერჩია წიგნისთვის. “დავითფერული” მაღალხარისხიანი და ძვირადღირებული ხმალი იყო. როგორც ისტორიკოსი და ეთნოგრაფი სერგი მაკალათია განმარტავს, XIX საუკუნის ბოლოსთვის “დავითფერულის” ფასი 25 ძროხა იყო. “დავითფერული” ხალხურ პოეზიაშიც არის მოხსენიებული:
“ვერ ვათამაშებ თქვენზედა დავითფერულსა ხმალსაო”.
“შუ-მითხოს დაუცვეთიან დავითფერულის ვადანი”.
“ხმალი მაქვ დავითფერული, ვიბომ სიცრუით ტანზედა”.
“წელზე გრტყავ დავითფერული, ვერცხლისანი ხქონ ვადანი...”
როგორც ხედავთ, “დავითფერული” საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ხმალი იყო. მე შევისწავლე არამხოლოდ ქართველი, არამედ ფრანგი, არაბი და სომეხი ისტორიკოსების ნაშრომები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გავეცანი უამრავ საინტერესო სტატიას. აღსანიშნავია, რომ “დავითფერული” თავდაპირ- ველად მოთხრობა უნდა ყოფილიყო, სადაც მხოლოდ დიდგორის ბრძოლას ავსახავდი, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი და მოვლენა იყო, რაც მოთხრობის გარეთ დარჩებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ისტორიული რომანი დამეწერა. იმედი მაქვს, რომ როგორც ქართველი მჭედელის გამოჭედილი ხმალი, ეს რომანიც დავითის შესაფერისი იქნება.
პატივისცემით, ალიკა მერებაშვილი
პროლოგი
XI საუკუნეში მსოფლიო ასპარეზზე ახალი დიდი ძალა გამოჩნდა. ესენი იყვნენ მომთაბარე მეომრები _ თურქ- სელჩუკები. თურქული წარმოშობის ტომები თავდაპირველად ცენტრალურ და შუა აზიაში ცხოვრობდნენ. თვალუწვდენელი ველები და ტრამალები იყო მათი სამშობლო.
XI საუკუნეში თურქული წარმოშობის ტომები აღმოსავლეთით წამოვიდნენ. მათ მცირე აზიაში გადმოსახლება და დამკვიდრება დაიწყეს. ველური ოღუზ-თურქული ეთნოსი სხვადასხვა ტომებისაგან შედგებოდა. ისინი განვითარების უმდაბლეს საფეხურზე იყვნენ. ამ ტომებში თანდათანობით სელჩუკები დაწინაურდნენ.
სელჩუკებმა ყველა თურქული ტომი გააერთიანეს. ისინი ერთიანი ხელისუფლების ქვეშ მოაქციეს. სწორედ სელჩუკების სახელი დაერქვა პირველ გაერთიანებულ თურქულ სახელმწიფოს.
1037-1063 წლებში სელჩუკების ბელადი იყო თოღრულ- ბეგი. მისი მეთაურობით 1055 წელს სელჩუკებმა ჯერ ირანი დალაშქრეს, შემდეგ კი ბაღდადი. ხალიფა იძულებული გახდა, რომ თოღრულ-ბეგისთვის სულთნის ტიტული ებოძებინა. თოღრულ-ბეგი იყო სელჩუკთა სახელმწიფოს დამაარსებელი და პირველი ოფიციალური მმართველი. მოგვიანებით სელჩუკებმა მუსლიმანობა მიიღეს. ამის შემდეგ უკვე თურქების ომებმა იდეოლოგიური სახე მიიღო. სელჩუკებმა ისლამის სახელით დაიწყეს ბრძოლა.
XI საუკუნეში არსებობა შეწყვიტა საქართველოს მეზობლად მდებარე ქრისტიანულმა სახელმწიფომ _ კავკასიის ალბანეთმა. ალბანელები ქართველებთან ერთად მრავალი საუკუნის მანძილზე ებრძოდნენ სპარსელ და არაბ დამპყრობლებს, მაგრამ სელჩუკების შემოსევების მოგერიება უკვე ვეღარ შესძლეს. საბოლოოდ ალბანელებმა დაკარგეს თავისი სახელმწიფოებრიობა და ენა. თურქ-სელჩუკებმა ადვილად დაი პყრეს მათზე მეტად განვითარებული ქვეყნები და ხალხები. მათი გამარჯვებების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ისინი მტკიცედ იყვნენ ცენტრალიზებული.
თურქ-სელჩუკები არც რიცხობრივად 5 იყვნენ ბევრად მეტნი მათ მიერ დაპყრობილ ხალხებზე და არც შეიარაღებით სჯობნიდნენ მათ, მაგრამ აღმოსავლეთის ქვეყნების ფეოდალური დეცენტრალიზაცია მტკიცედ ცენტრალიზებულ თურქებს უადვილებდა მათ წინააღმდეგ ბრძოლას. თურქ-სელჩუკებს ჯარიც საკმაოდ ცენტრალიზებული ჰყავდათ. მათ ჰყავდათ ჩამოყალიბებული მუდმივი ლაშქრის ტი პის ჯარი. ეს ჯარი ცენტრალურ ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული და მისი დავალებით იბრძოდა.
XI საუკუნეში სრულდებოდა ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნის პროცესი. XI საუკუნის პირველ ნახევარში ბიზანტიელებმა რამდენჯერმე ილაშქრეს საქართველოში, მაგრამ ქართველებმა გაიმარჯვეს ამ ბრძოლებში. 1058 წელს კახთა და რანთა მეფე გახდა აღსართან პირველი. XI საუკუნის 60-იან წლებში აფხაზთა და ქართველთა მეფემ, ბაგრატ მეოთხე კურაპალატმა შეძლო ქართული მიწების უდიდესი ნაწილის ერთ სამეფოდ გაერთიანება. მას ხანგრძლივი ბრძოლა მოუწია დიდგვაროვანი ფეოდალების წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში ბაგრატ მეფემ გაიმარჯვა. ქართველები ახლა უკვე საქართველოს გაერთიანებისთვის იწყებდნენ ბრძოლას. თბილისი და მისი ოლქი მუსლიმანებს ჰქონდათ ხელში. კახეთსა და ჰერეთს მეფე აღსართანი მართავდა. სწორედ ამ რთულ დროს შემოვიდნენ თურქ- სელჩუკები საქართველოში. მათმა შემოსვლამ გაახალისა მეფის ცენტრალური ხელისუფლებით უკმაყოფილო დიდგვაროვანი ფეოდალები და დაიწყეს ბრძოლა ბაგრატის წინააღმდეგ.
1063 წელს სელჩუკთა იმპერიის სულთანი გახდა ალფ- არსლან ბენ ჩაღრი. ალფ-არსლანი სელჩუკთა სულთნის, თოღრულ ბეგის ძმის, ჩაღრი ბეგის შვილი იყო. მან შეძლო მანამდე დანაწევრებული სელჩუკთა სამფლობელოების ერთ ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ გაერთიანება.
1064 წელს სომხეთი დაი პყრეს და სასტიკად გაანადგურეს სელჩუკებმა. სულთანმა ალფ-არსლანმა დიდი ორმო ამოთხარა სომეხთა მთავარ ქალაქში _ ანისში, ყელები გამოსჭრა ათას ქრისტიანს, ის ორმო აავსო მათი სისხლით და შიგ გადაეშვა საბანაოდ. ის ქრისტიანების სისხლში ბანაობდა და ასე იძახდა: “ესე შემიწირავს ჩემი მკვდრებისთვისო”. 6 ამავე წელს პირველად საქართველოშიც შემოიჭრნენ თურქ-სელჩუკები. სომხეთიდან წამოსული სულთანი ალფ- არსლანი მესხეთს შემოესია და ახალქალაქის ციხეზე მიიტანა იერიში. ციხეზე ალყა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მესხებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ალფ- არსლანს, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ. ქართველთა თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად თურქ- სელჩუკებმა შტურმით აიღეს ციხე-ქალაქი. მოსახლეობა მთებში გაიხიზნა. ახალქალაქში თურქები შევიდნენ და უამრავი ქრისტიანი ტყვედ აიყვანეს. ახალქალაქი გადაბუგეს. ურიცხვი განძი წაიღეს. ახალქალაქის წყალი ქართველების სისხლით შეიღება... ამის საპასუხოდ ბაგრატ მეოთხემ სელჩუკების პროვინციები დალაშქრა.
1065 წელს კონტანტინოპოლიდან მოციქულები ესტუმრნენ ბაგრატ მეოთხეს. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე მეათე დუკამ ბაგრატის ასულის, მარიამის ხელი ითხოვა თავისი შვილისა და მემკვიდრის, უფლისწულ მიხეილ დუკასთვის. ამ დროისათვის ბაგრატ მეოთხე უძლიერესი ქრისტიანი მეფე იყო და ბიზანტიელებს ეს ქორწინება იმპერიის გასაძლიერებლად სჭირდებოდათ. სელჩუკებთან ბრძოლის დროს ქართველები და ბიზანტიელები ერთად იბრძოლებდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. თავის მხრივ, ბაგრატიც სიხარულით დასთანხმდა ამ შემოთავაზებას, რადგან მისი ასული ბიზანტიის იმპერატორის რძალი, ხოლო თვითონ კი იმპერიის მოკავშირე ხდებოდა. დიდძალი საჩუქრებით გაისტუმრეს მარიამი კონსტანტინოპოლში. საპატიო ამალას წინ მიუძღოდა გიორგი მთაწმინდელი. მას თან მიჰყავდა 80 უდედმამო და უპატრონო ქართველი ბავშვი. მათ ბიზანტიაში უნდა ესწავლათ და მეცნიერულად უნდა აღზრდილიყვნენ. ბაგრატის ასული კონსტანტინოპოლში მიიყვანეს და მომავალ იმპერატორზე, უფლისწულ მიხეილ დუკაზე დააქორწინეს. აღსანიშნავია, რომ მარიამი პირველი ქართველი ქალი იყო, ვინც ბიზანტიის მომავალი იმპერატორის მეუღლე გახდა. ტრადიციულად ბიზანტიის იმპერატორებს მხოლოდ ბერძენი ქალები მოჰყავდათ ცოლად.
1065 წლის 29 ივნისს, პეტრე-პავლობის დღეს, 7 კონსტანტინოპოლში გარდაიცვალა დიდი ქართველი მამულიშვილი გიორგი მთაწმინდელი. დიდი პატივით გადაასვენეს ქართველებმა მისი ნეშტი ათონს, მთაწმინდაზე, ქართველთა დიდებულ ლავრაში.
1067 წელს გარდაიცვალა ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე მეათე დუკა. იმპერატორის სიკვდილის შემდეგ კაბადოკიელმა დიდგვაროვანმა რომანოზ დიოგენემ აჯანყება მოაწყო იმპერატორის ტახტის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ დამარცხდა და შეი პყრეს კიდეც. საპყრობილიდან იგი კონსტანტინე დუკას მეუღლის, ქვრივ დედოფალ ევდოკია მაკრემსბოლიტისას წყალობით გაათავისუფლეს. დიოგენე დაქორწინდა ევდოკიაზე და ბიზანტიის იმპერატორი გახდა რომანოზ მეოთხეს სახელით. მიხეილ დუკა და მარიამ ბაგრატიონი იმპერატორის ტახტის გარეშე დარჩნენ.
1068 წლის გაზაფხულზე რობერტ გვისკარის ჯარმა ალყა შემოარტყა იტალიის ქალაქ ბარს. ეს ქალაქი ბიზანტიელების უკანასკნელი საყრდენი პუნქტი იყო სამხრეთ იტალიაში. იმპერატორმა რომანოზ მეოთხემ რამდენჯერმე გაგზავნა ბიზანტიური ფლოტი, მაგრამ ნორმანებმა ჩაძირეს ბერძნული გემები.
ბაგრატ მეოთხეს სურდა, რომ კახეთი და ჰერეთი ერთიან საქართველოსთან გაეერთიანებინა. აღსანიშნავია, რომ მას ბევრი მომხრე ჰყავდა კახეთსა და ჰერეთში. 1068 წელს ბაგრატმა მეწინავე ჯარი გაგზავნა კახეთში, თვითონ კი მთავარი ჯარით უკან მიჰყვებოდა. ბაგრატის მეომრებმა კახეთის რამდენიმე ციხესიმაგრე აიღეს. სწორედ ამ დროს ბაგრატს აცნობეს, რომ ჰერეთში თურქ-სელჩუკთა სულთანი, ალფ-არსლანი შემოიჭრა თავისი უზარმაზარი არმიით. ბაგრატი მოერიდა მუსლიმან დამპყრობელთან ბრძოლას, კახეთი თავის ჯართან ერთად დატოვა და ქართლში გადმოვიდა. სულთან ალფ- არსლანის შემოსევის გამო აღსართანმა და მისმა ჯარმა დატოვეს ჰერეთის ციხეები და კავკასიონის მთებში წავიდნენ. ალფ-არსლანმა ჰერეთი და კახეთი ააოხრა და დიდძალი სიმდიდრე იგდო ხელთ. ძალიან მალე კახეთისა და ჰერეთის მეფე აღსართანი საჩუქრებით ეახლა ალფ-არსლანს, უარყო იესო ქრისტე და მუსლიმანი გახდა. აღსართანმა მორჩილება აღუთქვა სელჩუკთა სულთანს და ხარკის გადახდაც იკისრა. ამ გზით აღსართანმა დაიბრუნა კახეთ-ჰერეთის 8 მეფობა და ალფ-არსლანის მიერ აღებული ციხესიმაგრეები. სულთნის ბრძანებით ბაგრატის მიერ აღებული კახეთის ციხესიმაგრეებიც აღსართანს გადასცეს. ამის შემდეგ ალფ- არსლანმა ბაგრატ კურაპალატის დამორჩილება და მისთვის ხარკის დადება მოისურვა.
სამი კვირის შემდეგ ალფ-არსლანი ქართლისკენ გამოემართა ჯარით. მან მიიმხრო ტაშირ-ძორაკერტის სომეხი მეფე კვირიკე, თბილისის ამირა და მეფე აღსართანი და 1068 წლის 10 დეკემბერს მარბიელი ლაშქრით აავსო ქართლი.
ქართლში ბევრი საკვები, პური და ღვინო იყო და მუსლიმანთა ჯარი უზრუნველყოფილი იყო. სულთანი ექვსი კვირა გაჩერდა ქართლში, გაძარცვა და დაარბია ქვეყანა და დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა. ალფ-არსლანის ჯარი არგვეთში გადავიდა. მუსლიმანებმა აიღეს სვერის ციხე, დახოცეს და დაატყვევეს უამრავი ხალხი, გაძარცვეს ტაძრები. მკვდრები დაუმარხავი ეყარა ღია ცის ქვეშ. ამას ზამთრის სასტიკი სიცივეები მოჰყვა. ქართველებმა დატოვეს საცხოვრებელი ადგილები და მტრის შემოსევას მთებში გაექცნენ. ისინი ყინვისგან დაიხოცნენ.
სულთანი ალფ-არსლანი თავის არმიასთან ერთად შიდა ქართლში, პატარა ლიახვის მარცხენა სანაპიროსთან დაბანაკდა. ცოტა ხნის შემდეგ სელჩუკთა სულთანმა დიდი და პატარა ლიახვის შესართავთან გადაიტანა სამხედრო ბანაკი. სელჩუკთა ჯარსაც გაუჭირდა ზამთრის სიცივესთან და ძლიერ ქარბუქთან შეგუება. ბაგრატმა სელჩუკთა სულთანს ივანე ლი პარიტის ძე ბაღვაში გაუგზავნა დესპანად. მშვიდობა ითხოვა მეფემ. ალფ-არსლანმა უკან გააბრუნა კლდეკარის ერისთავი და მეფესთან დააბარა, რომ ხარკს ითხოვდა მშვიდობის საფასურად. ბაგრატ კურაპალატმა ხარკი არ იკისრა. ალფ-არსლანმა ვეღარ შესძლო დიდხანს ლოდინი ზამთრის სიცივეების გამო. ის გავიდა შიდა ქართლიდან, დაიკავა თბილისი და რუსთავი და ამოწყვიტა ამ ქალაქების მოსახლეობის ნაწილი, რადგან ამ ქალაქების ამირებმა და ხალხმა წინააღმდეგობა გაუწიეს მას. სელჩუკთა სულთანმა თბილისი და რუსთავი განძის ამირას, ფადლონს გადასცა სამართავად. ამის შემდეგ ალფ- არსლანი წავიდა საქართველოდან თავის ქვეყანაში.
ქართველების მარცხმა განძის ამირა ფადლონი გაათამამა 9 და ახლა ის შემოიჭრა საქართველოში. თან ახლდა 33000 მუსლიმანი მეომარი. მათ ჯერ ისნის მინდორზე დაიბანაკეს, ღამით კი მუხრანისკენ გაუყვნენ გზას. გზადაგზა მოსახლეობას არბევდნენ და სძარცვავდნენ.
ბაგრატ მეოთხემ რჩეული მოლაშქრეები გამოჰყო. სარდლებად დანიშნა ივანე ლი პარიტის ძე, ნიანია ქვაბულის ძე და მურვან ჯაყელი. ქართველთა ლაშქარი ფადლონს დაედევნა. განძის ამირამ გაასწრო მუხრანიდან. წილკანთან დაეწივნენ ქართველები მტერს. პირველივე შეტაკებაზე გაიქცა ფადლონი. ფეხდაფეხ მიჰყვნენ ქართველები. გაქცეული განძელები მდინარე ნარეკვავის ხრამს მიაწყდნენ და წინ ვეღარ წავიდნენ. ბაგრატ მეფის მეომრები ხოცავდნენ მტერს და ტყვედ აჰყავდათ ისინი. ნარეკვავის ხრამი მოკლული განძელების გვამებით და მათი ცხენებით აივსო.
ფადლონის ლაშქრის ნაწილი შობოს ტყეს მიადგა. იქიდან ცდილობდნენ გაღწევას მუსლიმანები, მაგრამ ქართველები ადვილად იჭერდნენ და გამოათრევდნენ ტყეში დამალულ განძელებს. შობოს ტყესთან, უამრავი მუსლიმანი ჩახოცეს გააფთრებულმა ქართველებმა.
თავგზააბნეულად და არეულად გარბოდნენ ფადლონის მეომრები. ისინი მძარცველები და მკვლელები იყვნენ და ქართველ მეომრებს გაურბოდნენ. ქართველები გამალებით მისდევდნენ მტერს. კლავდნენ და ატყვევებდნენ მოსისხლეებს. ღართის ვიწროებში წამოეწივნენ ქართველი მეომრები და კიდევ ბევრი მუსლიმანი ჩახოცეს. მხოლოდ მცირე რაზმმა გაასწრო ფადლონის ჯარიდან. იმ გაქცეულებსაც ხერკის მთამდე მისდიეს, დახოცეს და ტყვედ ჩაიგდეს. ქართველებმა თვით ამირა ფადლონიც კი ტყვედ აიყვანეს, მაგრამ შემდეგ თავი დაიხსნა ფადლონმა.
1070 წელს მეფე ბაგრატ მეოთხემ თავის ვაჟს _ უფლისწულ გიორგის ქართველთა და ოსთა ჯარი მისცა და განძისკენ გაგზავნა. გიორგიმ რანი და განძა აიღო და დაარბია. უამრავი ნადავლი და დიდძალი ალაფი წამოიღო იქიდან გიორგიმ.
ფადლონის განადგურების შემდეგ სელჩუკების სულთანმა ალფ-არსლანმა საქართველოში დესპანები გამოგზავნა. მათ დიდძალი საჩუქრები გამოატანა და ტკბილი ენით მოსთხოვა ხარაჯა. ანუ ქართველთა მეფეს გადასახადი უნდა გადაეხადა 10 სელჩუკებისთვის. ბაგრატ მეოთხემ უარი თქვა თურქების წინაშე რაიმე ვალდებულებაზე. მანაც გამოყო მოციქულები და როგორც თანასწორმა მეფემ, ძღვენი გაუგზავნა სულთანს.
1071 წლის 16 აპრილს, სამწლიანი ალყის შემდეგ ბიზანტიელთა მმართველობით შეწუხებულმა ბარის მოსახლეობამ ქალაქის კარი გაუღო ნორმანებს და რობერტ გვისკარის ჯარი ბარში შევიდა. სამხრეთ იტალიაში ბიზანტიის იმპერიის ხანგრძლივი მმართველობა დასრულდა. ამ ვითარებით ისარგებლეს სელჩუკებმა, დაამარცხეს ბიზანტიის ჯარი და აიღეს სასაზღვრო ციხესიმაგრე მანასკერტი. ამ წარმატების მიუხედავად სულთანმა ალფ-არსლანმა ზავი დადო ბიზანტიელებთან.
იმპერატორმა რომანოზ მეოთხემ შეკრიბა ჯარი და მანასკერტისკენ გაემართა. დიოგენე გეგმავდა თავდაპირველად მანასკერტის და შემდეგ მის მეზობლად მდებარე ხლათის ციხე-ქალაქის აღებას. ამ დროს ვანის ტბას სელჩუკები მიუახლოვდნენ ალფ-არსლანის მეთაურობით. მისმა მზვერავებმა ზუსტად დაადგინეს ბიზანტიელების ადგილსამყოფელი, რაც დიდ უპირატესობას ანიჭებდა სელჩუკებს, რადგან ბიზანტიელებმა არაფერი იცოდნენ მტრის ადგილმდებარეობის შესახებ. ბიზანტიელების ჯარმა აიღო მანასკერტი. მეორე დღეს რომანოზ დიოგენეს მეომრებმა თურქ-სელჩუკების ჯარის ადგილსამყოფელი გაიგეს. იმპერატორმა მზვერავთა რაზმი გაგზავნა, რადგან ფიქრობდა, რომ ეს არ იყო სელჩუკთა მთელი ჯარი. ბიზანტიელი მზვერავების რაზმი ალფ- არსლანის ბრძანებით ტყვედ აიყვანეს.
1071 წლის 19 აგვისტოს ბიზანტიელებმა იერიში მიიტანეს მუსლიმანების პოზიციაზე. მათ მარცხენა ფლანგს ნიკიფორე ვრიენიოსი მეთაურობდა, მარჯვენა ფლანგს თეოდორე ალიათი, ცენტრს თავად რომანოზ მეოთხე, ხოლო სარეზერვო ძალებს ანდრონიკე დუკა. სელჩუკების ჯარმა ნახევარმთვარის ფორმა მიიღო, რომელიც ოთხი კილომეტრის მანძილზე გრძელდებოდა. სელჩუკთა მშვილდოსნებმა შეუტიეს ბიზანტიელებს. მათმა შეტევამ ბიზანტიელთა მარჯვენა და მარცხენა ფლანგებში არეულობა შეიტანა. ანდრონიკე დუკამ სარეზერვო ძალების დახმარების ნაცვლად ხმა გაავრცელა ბიზანტიის იმპერატორის გარდაცვალების შესახებ. ამ 11 ცნობამ ბიზანტიელთა დაბნევა გამოიწვია. პაჭანიგების რაზმი სელჩუკების მხარეს გადავიდა. სომხების ჯარის ნაწილი ბრძოლის ველიდან გაიქცა. სელჩუკებმა გაანადგურეს ბიზანტიის ჯარის მარჯვენა ფლანგი. იმპერატორი რომანოზ მეოთხე წინ გაუძღვა ბიზანტიელთა ცენტრს და სელჩუკებთან ბრძოლაში ჩაება. სელჩუკებმა ალყაში მოაქციეს იმპერატორი. რომანოზ მეოთხე დაიჭრა და ტყვედ ჩაუვარდა სელჩუკებს. ამ ბრძოლაში ნახევრად ველურმა, მომთაბარე თურქ-სელჩუკებმა ალფ-არსლანის მეთაურობით გაანადგურეს ბიზანტიის იმპერიის რეგულარული არმია.
მანასკერტის ბრძოლის შემდეგ იმპერატორი რომანოზ მეოთხე დიოგენე გარდაცვლილად გამოაცხადეს და ბიზანტიის ახალ იმპერატორად კონსტანტინე მეათეს ვაჟი, 20 წლის მიხეილ დუკა აკურთხეს, რომელიც ისტორიაში შევიდა იმპერატორ მიხეილ მეშვიდეს სახელით. მისი მეუღლე, მარიამ ბაგრატიონი კი ბიზანტიის იმპერიის დედოფალი გახდა. ერთკვირიანი ტყვეობის შემდეგ, ზავის გარანტიითა და გამოსასყიდის გადახდის აღთქმის შემდეგ ალფ-არსლანმა იმპერატორი რომანოზ მეოთხე ტყვეობიდან გაათავისუფლა.
გათავისუფლების შემდეგ დიოგენემ იმპერატორის ტახტის დაბრუნება სცადა და რამდენიმე ბრძოლა გაუმართა მიხეილ დუკას გამოგზავნილ ჯარს. რომანოზი დამარცხდა და კილიკიის ქალაქ ადანაში ჩაიკეტა. ამ ქალაქს ანდრონიკე დუკამ შემოარტყა ალყა. რომანოზ მეოთხე იძულებული გახდა ხელშეუხებლობის და უსაფრთხოების პირობით ტახტზე უარი ეთქვა და ბერად აღკვეცილიყო. დიოგენე ასეც მოიქცა, მაგრამ მას მშვიდი ცხოვრება არ ეწერა. ყოფილი იმპერატორი შეი პყრეს და თვალები დასთხარეს, რის შემდეგაც იგი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობების გამო. ამის შემდეგ მიხეილ მეშვიდემ დედამისს, ევდოკია მაკრემსბოლიტისას, რომელმაც წლების წინ მის ნაცვლად რომანოზ დიოგენე გამოაცხადა იმპერატორად, დედოფლის წოდება ჩამოართვა და იძულებით გამოკეტა მონასტერში.
მცირე აზიის სარდლებმა და პროვინციათა მმართველებმა საკუთარი სახელმწიფოების შექმნაზე დაიწყეს ზრუნვა. ბიზანტიის იმპერია დასუსტდა და თურქებს მთელი ანატოლიის პროვინციები დაუთმო. მცირე აზია მთლიანად თურქ-სელჩუკებით გაივსო. საქართველოს მეზობლად ახალი, 12 მტრულად განწყობილი და აგრესიული ეთნოსი გამოჩნდა. სელჩუკების გადმოსახლებას და მათ დაპყრობით ომებს წინ ვეღარავინ აღუდგა. ირანელები, არაბები და ბიზანტიელები სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში უძლურები აღმოჩნდნენ. მომთაბარე თურქ-სელჩუკების ჯარები იმდროინდელ მსოფლიოში დაუმარცხებელი იყო. არცერთ არმიას არ შეეძლო მათთვის წინააღმდეგობის გაწევა.
ბიზანტიის იმპერიამ X-XI საუკუნეების მანძილზე მთელი თავისი ძალები ბულგარელებთან, ჩრდილო კავკასიელ მომთაბარეებთან, საქართველოსთან და სომხეთთან ომს შეალია. ამ პერიოდში შინაპოლიტიკური ბრძოლებიც მიმდინარეობდა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ბიზანტიის იმპერიის დამარცხება სელჩუკებთან ბრძოლაში.
1072 წლის 24 ნოემბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა მეფე ბაგრატ მეოთხე. დაკრძალეს ჭყონდიდის ტაძარში. ამავე წელს გამეფდა მისი ერთადერთი ძე _ გიორგი მეორე. ის იყო საუკეთესო ცხენოსანი და მშვილდოსანი, მამაცი რაინდი, მაგრამ ბუნებით გულმოწყალე და დიდსულოვანი იყო, რაც ცუდ შედეგს იძლეოდა. მერყევი ხასიათი არ აძლევდა ბოლომდე გამარჯვების საშუალებას. ძალიან უყვარდა ნადირობა და კარგი ქართული ლხინი. ის კარგი მეომარი და მხედარი იყო, რაც კარგად გამოჩნდა ფადლონის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ბრძოლას ნადირობა და ქეიფი ერჩია. ქვეყანას კი ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე - თბილისი ისევ არაბების ხელში იყო. კახეთი და ჰერეთიც ცალკე იყო უკვე. საქართველოს მეზობლად თურქ-სელჩუკების უზარმაზარი სამფლობელოები იყო გადაჭიმული. ქვეყნის შიგნით კი დიდი ფეოდალები არ ისვენებდნენ და თავიანთი უფლებების და სამფლობელოების გაზრდას ცდილობდნენ მეფის ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების ხარჯზე.
სელჩუკები აკონტროლებდნენ ირანს, ერაყს, თითქმის მთელ მცირე აზიას. მათ დაამარცხეს ბიზანტიის იმპერიის რეგულარული არმია. ახლა უკვე საქართველოს ჯერი იყო...
მეფე გიორგი მეორე
გიორგი მეორეს მეფობის პერიოდში საქართველოს მოსახლეობა წოდებრივ ფენებად იყო დაყოფილი. უმაღლესი წოდება აზნაური იყო. აზნაურები იყვნენ როგორც მემამულეები, ასევე მოსაკარგავეები. მემამულეებს მემკვიდრეობით ჰქონდათ მიღებული ქონება და მამულები, ხოლო მოსაკარგავეებს სამსახურით ჰქონდათ ეს წოდება მოპოვებული. გარდა ამისა იყვნენ ციხიანი და უციხო აზნაურები. ციხიანები ყველაზე გავლენიანი და ძლიერი ჯგუფი იყო საქართველოში. ყველაზე ძლიერ და მდიდარ აზნაურებს დიდებულებს ეძახდნენ.
მეორე წოდებრივ ფენას წარმოადგენდნენ ვაჭრები.
მესამე ფენა იყო მსახურები.
მეოთხე ფენა იყო სოფლის მოსახლეობა, გლეხები.
დიდებული აზნაურები წარმოადგენდნენ იმდროინდელი საქართველოს საზოგადოების გაბატონებულ ფენას. ისინი გამუდმებით ებრძოდნენ საქართველოს მეფეებს და ასუსტებდნენ საქართველოს.
მეფე გიორგი დიდ დარბაზში ბოლთას სცემდა. ის მემკვიდრის დაბადებას ელოდა და ნერვიულობდა. აქვე იყვნენ გიორგი მწიგნობართუხუცესი, ვარდან სვანთა ერისთავი, კლდეკარის ერისთავი ივანე ლი პარიტის ძე და მურვან ჯაყელი. ისინი საქართველოს დიდებულები იყვნენ. შორიახლოს სეფექალები იდგნენ და ხმადაბლა საუბრობდნენ.
დედოფლის საძინებლიდან მოხუცი ქალი გამოვიდა დაღლილი სახით. მეფე გიორგი მისკენ გაემართა. ქალს გაეღიმა.
_ ბიჭია, ბიჭი! ვაჟი შეგეძინა მეფეო! _ შესძახა მან.
_ გილოცავთ! _ ხმამაღლა მიულოცეს დიდებულებმა და სეფექალებმა.
მეფე გიორგიმ ოქროთი სავსე ქისა გადასცა მოხუც ქალს. დედოფალთან შევიდა. შუბლზე ეამბორა. ელენეს ფერმკრთალი სახე ჰქონდა.
_ როგორ ხარ? _ ჩუმად ჰკითხა გიორგიმ.
_ კარგად ვარ, _ გაეღიმა ელენეს. ახალშობილი ხელში აიყვანა მეფემ. გაეღიმა.
_ შენ სამეფო ტახტის მემკვიდრე ხარ! დავითი! დაე, 14 გაბრწყინდეს შენი მეფობის დროს საქართველო!
_ ასე დიდ იმედებს ნუ ამყარებ მასზე. ის ჯერ მხოლოდ ახალშობილია. არავინ იცის როგორი მეფე იქნება როცა გაიზრდება. ახლა კი გთხოვ, ჩემთან მოიყვანე, ბავშვს უნდა ვაჭამო, _ მიმართა ელენემ.
მეფე გიორგიმ ფრთხილად დაუწვინა ახალშობილი მკერდზე დედოფალს და საძინებლიდან გავიდა. ქუთაისის სამეფო სასახლეში დიდი სიხარული სუფევდა. მეფის ბრძანებით უზარმაზარი სუფრა გაიშალა. ყველა ცდილობდა თავისი წვლილი შეეტანა საერთო მხიარულებაში და მეფე გიორგის გული მოეგო. სასახლის ეზოში ცხვრის და ძროხის ხორცი იხარშებოდა. მეფემ სუფრასთან მიიწვია დიდებულები და სეფექალები. მონადირეებმა შვლის და დათვის ხორცი მოართვეს მეფეს. ტახტის მემკვიდრის დაბადება მიულოცეს. ბოლოს გიორგი მწიგნობართუხუცესმა მიულოცა მეფეს დავითის დაბადება.
_ ჩემო გიორგი, უფლისწულის აღზრდა შენთვის მომინდვია. შენ უნდა აღზარდო იგი მომავალ მეფედ და მეომრად, _ მიმართა მეფემ მწიგნობართუხუცესს.
_ ეს ჩემთვის დიდი პატივია მეფეო, _ თავი მდაბლად დახარა ბერმა.
_ გახსოვდეს, ის უნდა იყოს უკეთესი მეფე ვიდრე მე ვარ!
_ ვეცდები, რომ ის ყველაზე დიდი ქართველი მეფე გახდეს! _ განაცხადა გიორგი მწიგნობართუხუცესმა.
_ მტრები ყველა მხრიდან გვიტევენ. მე არ მეცლება მისი აღზრდისთვის. ვერც დედამისი გადასცემს იმ ცოდნას, რაც დასჭირდება როგორც მეფეს და მხედართმთავარს. ასე, რომ მიხედე დავითს, ჩემო გიორგი.
_ ყველაფერი ღმერთის ნებაა მეფეო. დავითის აღზრდას და განათლებას მე მივხედავ, თქვენ კი ქვეყნის საქმეები მოაგვარეთ.
_ ახლა კი დროა კარგად მოვილხინოთ. სასმისები შეავსეთ! დღეს ყველამ ერთად უნდა აღვნიშნოთ დავითის დაბადება! _ ბრძანა მეფემ.
იმ დღეს დიდი ლხინი გაიმართა სამეფო სასახლეში. ყველამ ერთად აღნიშნა სამეფო ტახტის მემკვიდრის დაბადება. ლხინი გათენებამდე გაგრძელდა. 15 მშვიდობიანად გაიარა 1073 წლის გაზაფხულმა და ზაფხულმა. მეფე და მწიგნობართუხუცესი აივანზე ისხდნენ. ხილს მიირთმევდნენ და ქვეყნის ბედზე მსჯელობდნენ. მათთან გაფითრებული მსახურთუხუცესი მივიდა.
_ რა ხდება? რაღაც აღელვებული ჩანხარ, _ მიმართა მეფემ მსახურს.
_ მალემსრბოლები მოვიდნენ მეფეო. ცუდი ამბებია. დიდებულები აჯანყდნენ, _ მოახსენა მსახურთუხუცესმა. მეფე მოიღუშა.
_ დაწვრილებით მომახსენე. ვინ აჯანყდა და რა ზიანი მოგვაყენეს?
_ ივანე ლი პარიტის ძე ბაღვაშმა ქსანი აიღო. კახელები დაეხმარნენ ამ საქმეში კლდეკარის ერისთავს. ნიანია ქვაბულის ძემ ქუთაისის ციხე აიღო და ქუთაისის საგანძური გაძარცვა. ის ახლაც ქუთაისშია გაჩერებული. ვარდან სვანთა ერისთავმა სვანები ააჯანყა და მათი დახმარებით საეგრო დაარბია და ააოხრა.
_ მოღალატე დიდებულებს სასწრაფოდ უნდა გავცეთ პასუხი. ისინი მალე უნდა დავამარცხოთ, თორემ სელჩუკები კარს მოგვდგომიან და არ გვარგებს მათთან ომის წინ შინააშლილობა, _ შენიშნა გიორგი მწიგნობართუხუცესმა.
_ მართალი ხარ გიორგი. დიდებულებს მე ვასწავლი ჭკუას, _ დაეთანხმა მეფე და ერთგული სპასალარი იხმო.
მეფ