ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

პროკრასტინაციის ბავშვები

0 ხმა

შოთა მარანელი

ბიოგრაფია

  მე ვარ შოთა მარანელი, 24 წლის ქალაქ გორიდან. დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტოლოგიის განხრით, თუმცა ბავშვობიდან საშიში და უჩვეულო ამბები მიყვარდა. ვწერდი ფილმის სცენარებს და შემდეგ მეთვითონ ვიღებდი მობილურით, რაც რა თქმა უნდა სამოყვარულო დონის იყო და მეტი არაფერი. სტუდენტობისას მწერლობამ სერიოზულად გამიტაცა. როგორც მიხვდებოდით რეჟისურითაც ვარ დაინტერესებული, მაგრამ აქცენტს ისევ წერაზე ვაკეთებ.

სცენარს და სიუჟეტს თავად ვწერდი, მაგრამ ყველაზე მეტად დაწერილის კამერით გადაღება და ვიზუალური კონცეფციის აწყობა მსიამოვნებდა.



სინოპსისი

სცენარს და სიუჟეტს თავად ვწერდი, მაგრამ ყველაზე მეტად დაწერილის კამერით გადაღება და ვიზუალური კონცეფციის აწყობა მსიამოვნებდა.

როგორც ხდება ხოლმე აბიტურიენტობამ და უნივერსიტეტმა მეც ჩამომაშორა საყვარელ საქმეს და წერა გარკვეული პერიოდი შევწყვიტე. თუ არ ვცდები 2018 წელს, როცა პირადული და პიროვნული პრობლემები მქონდა გადავწყვიტე წერა განმეახლებინა. თავიდან პატარა ჩანახატებით დავიწყე, შემდეგ კი რომანის დაწერის პრეტენზიაც გამიჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ საშინელებათა ჟანრი, როგორც ჩამოყალიბებული ჟანრი, რომელსაც თავისი, განსაკუთრებული, უხვწიგნიანი ჩამონათვალი ექნება, ქართულ ლიტერატურაში ახლა იკრებს ძალას, (ისევე, როგორც ჟანრული ლიტერატურა საერთოდ), საშიში მოტივები ქართულ ლიტერატურას მრავლად გვაქვს. თუ ქართულ მითოსს, ლეგენდებსა და ზღაპრებს გავიხსენებთ, ამ ჟანრის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს ქართულ მწერლობას. ჩემი მოთხრობებიც, რომლებსაც ცოტახნის წინ მოვუყარე თავი, სწორედ ასეთ მოტივებზეა აგებული. ჩემზე დიდი გავლენა იქონია ბრემ სტოკერის „დრაკულა“-მ, რომელიც საშინელებათა ჟანრის ნამდვილი კლასიკაა.

ამ ყველაფრის შემდეგ გადავწყვიტე მოკლე საშიში ისტორიების მოთხრობებად ქცევა და მსურს მათი გამოცემა. ჯერ-ჯერობით შეგროვების პროცესში ვარ და არაფერი 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური