ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სასოწარკვეთილი არქიტექტორის დღიური

0 ხმა

რუსუდან ტყემალაძე

ბიოგრაფია

უმაღლესი განათლება მივიღე თბილისის სახელმწუფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე და ლიხტენშტეინის უნივერსიტეტში. ვარ ურბანული არქიტექტურის მაგისტრი. 2020 წლიდან ვეწევი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას - სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე ვკითხულობ კურსს“ “უახლესი თანამედროვე არქიტექტურა.“ აგრეთვე მიმყავს თემატური Youtube არხი - არქიტექტურაზე, კულტურაზე და განათლებაზე. 


სინოპსისი

აღწერა: მხატვრული რომანი. (დაფუძვნებული ავტორის, მისი მეგობრების და კოლეგების პირად გამოცდილებაზე)

სამუშაო დასახელება: სასოწარკვეთილი არქიტექტორის დღიური (S.A.D.)

ჟანრი: ტრაგი-კომედიური დრამა. რეალიზმი. (აღსავსე შავი და თეთრი იუმორით.)

სამიზმე აუდიტორია: ახალგაზრდა ხალხი 16-დან 96 წმალდე.

წიგნის მიზანი: შეახსენოს მკითხველს იმ საშიშროების შესახებ, რასაც საკუთარ თავში იტევს ზედმეტი ამბიციურობა, პერფექციონიზმი, კარიერიზმი. რა მყიფეა ჩვენი ფსიქიკა და რა მარტივია მისი დანგრევა თუნდაც ყველაზე საუკეთესო მიზნებით. და ის იმედისმომცემი ოფციაც, რომ მეორე შანსს ყველა იმსახურებს.

 

სტრუქტურა: თხრობა პირველ პირში პროტაგონისტის დღიურზე დაყრდნობით.

ამბავი იყოფა ორად დროის მიხედვით: აწმყოში გმირი ტოვებს სამსახურს და 6 თვიანი დეპრესიის შემდეგ თანხმდება ძმას დახმარებაზე - მოსავლელად ჩაიბარებს 4 თვის ძმისშვილს და დიპლომირებული არქიტექტორისთვის დამახასიათებელი სისტემურობით და სკრუპულოზურობით ეკიდება ამ მისიას. ხოლო შაბთ-კვირას ქირაობს სასტუმროს ნომერს თბილისის სახვადასხვა უბნებში, სეირნობს კოლორიტულ ქუჩებზე და წერს დღიურს თავის წარსულზე და იმ ამბის შესახებ რაც მის საყვარელ ქალს (და შესაბამისად მასაც) შეემთხვა.

 

მთავარი გმირი: 30 წლის თბილისელი არქიტექტორი, რომელიც ტოვებს წარმატებულ კარიერას და დღიურის საშუალებით ცდილობს გაერკვიოს რა მოუვიდა მის საყვარელ ქალს, რომელიც მასსავით ამბიციებით და ენერგიით იყო აღსავსე, მაგრამ არქიტექტურული განათლების მძიმე წნეხმა და სტრესულმა პრაქტიკამ (ანდა შესაძლოა სხვა მიზეზებმაც) ჯერ ფსიქიკური ჯანმრთელობა შეურყია, შემდეგ ფიზიკური და ბოლოს თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

გმირს ცხოვრებაში უყვარდა 3 რამ: არქიტექტურა, როკი და ქალი, რომლის სახელის ხსენებაც აღარ შეიძლება. მაგრამ შეყვარებულის სიკვდილმა ყველაფერი შეცვალა - ქალი აღარაა, არქიტექტურა ზიზღს და გაღიზიანებას იწყევს, როკი კი... მწარე ელფერს ატარებს, მაგრამ მაინც ყველაზე უკეთ ახსენებს იმ დროს, როდესაც ყველაფერი კარგად იყო. შესაბამისად... თხრობა სავსეა საუკეთესო მუსიკით, თვითირონიით, სარკაზმით და შავი იუმორით.

 

რომანის ბოლო ნაწილში გმირი ცდილობს დაუბრუნდეს თავის საყვარელ/საძულველ პროფესიას და ცხოვრებისგან იღებს მეორე შანსს - შეკვეთა ეხება წემონტს სრულიად უცნობი ქალისთვის, რომელიც არ იმყოფება საქართველოში. ეს ახალი გამოწვევაა, ვინაიდან გმირი პირდაპირ პრაქტიკაზე გადადის - არანაირი ნახაზები, გეგმები და თეორიული მსჯელობა მასალაზე. გმირი დამკვეთს ონლაინ ესაუბრება, სწავლობს მის გემოვნებას და დიდი ყურადღებით და სიფაქიზით უმზადებს იმ სანუკვარ ბინას, რომელშიც ქალი დიდი სიხარულით უნდა დაბრუნდეს უცხოეთიდან. სახლში, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა. ჭეშმარიტ სახლში...

შესაბამისად ქალი და არქიტექტურა გმირის ცხოვრებაში სხვა ელფერით ბრუნდება. როკი რჩება!

 


მიმდინარე ტური არ არის აქტიური