ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სახლი ტყის პირას

0 ხმა

ნინო წერეთელი

ბიოგრაფია

მე ვარ ნინო წერეთელი ქ. გორიდან. ვარ 57 წლის. ვმუშაობ გორის ახალგაზრდულ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარად. ვწერ, ვთარგმნი. ვასურათებ ილუსტრაციებით საკუთარ მოთხრობებს. სამწუხაროდ დღევანდელ პირობებში წიგნის დაბეჭდვა ჩემი ფინანსური პირობებიდან გამომდინარე არ ძალმიძს. მინდა მონაწილეობა მივიღო თქვენს კონკურსში. ცდა ბედის მონახევრეა. იქნებ გამიმართლოს კიდეც და ჟიურის მოწონება დავიმსახურო. 

სინოპსისი

პირველი ნოველა „სახლი ტყის პირას“ მისტიკური ჟანრისაა. ნოველის გმირი ახალგაზრდა მწერალი ქალია, რომელიც ქალაქის ხმაურიან ცხოვრებას განერიდება და სოფელში შეიძენს სახლს. ახალ საცხოვრებელში გადმოსვლისთანავე იწყება უცნაური ამბები...სახლი რაღაც საშინელ საიდუმლოს ინახავს და ნაწარმოების გმირი გადაწყვეტს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ფარდა ახადოს ამ საიდუმლოს. 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური