სიმონ მეფე
0 ხმა
კახა ჯაყელი
მე გახლავართ კახაბერ ჯაყელი, 55 წლის, პროფესორი, ავტორი მრავალი პროფესიონალური ნაწარმოებისა და ასევე ავტორი რამოდენიმე ლიტერატურული ნაწარმოებისა ქართულ ენაზე. ჩემს მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილია ისტორიული რომანი სიმონ მეფე, რომელიც იწყება 1541 წლით.
საქართველოს იმჟამინდელი მდგომარეობა, რომანში წარმოჩენილი მაქვს ფრანგი მისიონერების მიერ შექმნილი ეპისტოლარული ფორმით. ეს ფრანგი მისიონერები დაახლოვებულები არიან საქართველოს პოლიტიკურ და სასულიერო ხელისუფლებასთან. ისინი კარგად იცნობენ საქართველოს ყოფას და სწორედ ევროპელი ადამიანის თვალით აღწერენ განცდილსა და გაგონილს. რომანის მნიშვნელოვან პერსონაჟად ვიყენებ გამოგონილ გმირს, ფრანგს ექიმს, რომელსაც, გარდა ჰიპოკრატეს ფიცისა, უკვე საქართველოს მიმართ უწევს თავისი ემოციური და გრძნობისმიერი კავშირების წარმოჩინება.
თავად ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი - მეფე სიმონი, წარმოჩენილი მყავს უჩვეულო ფორმით, ის ხან ტყვეობაშია, ხანაც განასახიერებს პოეტსა და მუტრიბს სპარსეთის იმპერიაში, შემდეგ იგი სპარსული და აღმოსავლური სიბრძნით შეპყრობილი, დისკუსიებში შედის ფარსული ფილოსოფიის სწავლულებთან და ამ ფილოსოფიის სიღრმისეული ცოდნის გამოვლინების შემდგომ აღმოჩნდება ისევ კავკასიაში, ოსმალეთ -ირანის ომების თეატრზე, სადაც მას, როგორც ქართლის მეფესა და სარდალს უწევს წინააღმდეგობის გაწევა ევროპაში სახელგანთქმულ ოსმალურ არმიასთან, ოსმალურ ისლამთან და ოსმალურ ფილოსოფიასთან.
რომანი შედგება 17 თავისაგან. იგი სიმონ მეფის ცხოვრების განხილვის ალტერნატიულ სურათს გვპირდება და ეს სურათი სრულიად წარმოაჩენს ირანისა და საქართველოს კულტურულ და სულიერ კავშირს მე-16 საუკუნეში.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური