ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

უმოქმედობის მსხვერპლი

0 ხმა

თამარ გებჰარდტი

ბიოგრაფია

თამარ გებჰარდტი, დაიბადა ქალაქ თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. პარალელურად მოღვაწეობდა კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში.

2004 წელს გაემგზავრა გერმანიაში და სწავლა გააგრძელა ქალაქ მაინცის სახელგანთქმულ „იოანე გუთენბერგის“ უნივერსიტეტში სამეცნიერო ფაკულტეტებზე როგორიც არის: ქრისტიანული არქეოლოგია და ბიზანტიური ხელოვნებათმცოდნეობა, თეატრმცოდნეობა, აღმზრდელობითი პედაგოგიკა.

სწავლის პარალელურად მუშაობდა და გარკვეულ დროს უთმობდა გატაცებას ფილმისა და მოძრავი კადრის მიმართულებით. 2011 წელს მოუხდა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის შეცვლა მოძრავი კადრის მიმართულებით.

სინოპსისი

გადავხედე ჩემს 22 წლის წინანდელ ჩანაწერებს, ჩანახატებს...

 

კითხვამ გამიტაცა. ვიმოგზაურე წარსულში და გავიხსენე ძველი დრო, ახალგაზრდობა. თანამედროვე ენით თინეიჯერობა, ქართული ენით სიყმაწვილე.

 

მიკვირდა ჩემი ძველი მეს აზროვნება. მისი სიღრმეებისადმი წვდომის წადილის მცდელობა, უჩვეულო შედარებები. განა ეს ახალგაზრდა ვინც ამ ყოველივეს ერთ დროს განიცდიდა, მე ვიყავი?

 

დღიურში მოთხრობილი თითქმის ყველა ამბავი საკუთარი და არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან გამომუშავებული ხედვაა. ძნელად, მაგრამ მაინც გადავწყვიტე გამენდო თქვენთვის ჩემი პირადი სივრცე. 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური