კარლო
0 ხმა
დავით გოგოლაშვილი
მუსიკოსი, მსახიობი, ჟურნალისტი, PR მენეჯერი.
სხვადასხვა დროს ვმუშაობდი ტელეკომპანია იმედსა და საზოგადოებრივ მაუწყებელში.
ვიყავი ანსამბლ უნივერსიტეტის წევრი, შემდგომ კი ანსამლ თბილისისა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის რანგში სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორში.
სამსახიობო ფაკულტეტი - მიხეილ თუმანიშვილისა და გიზო ჟორდანიას სახელოსნოები.
ვალერიან გუნიას სახელობის ახალგაზრდა თეატრალურ ხელოვანთა კავშირის თანადამფუძნებელი.
ამავე ორგანიზაციის რესურსებით შევკრიბე გუნდი, რომელთა დახმარებითაც გავაციფრეთ პირველი ქართული ოპერის მელიტონ ბალანჩივაძის დარეჯან ცბიერის კლავირი და გადავეცით ყველა სასწავლო, სამუზეუმო თუ მუსიკალურ დაწესებულებას, ოპერებსა და თეატრებს.
წერა - ეს ჩემი ჰობია, სიმღერა და მუსიკა ცხოვრების დიდი ნაწილი.
მყავს ორი ვაჟი, 2 წლის იო და 12 წლის სანდრო.
მშობლები მუსიკოსები (მომღერლები).
ჩემი ბავშვობა, სტუდენტობა თუ ნებისმიერი სხვა ასაკი დაკავშირებული იყო მუსიკასთან, ხელოვნების სხვადასხვა სფეროებთან და ამ სფეროების საუკეთესო წარმომადგენლებთან.
ანსამბლებთნ ერთად მქონდა ბედნიერება ვწვეოდი ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებს. წარმედგინა ქართული ხელოვნება, ხალხური და კლასიკური სიმღერა.
ჩემს მიერ გადმოგზავნილი ნაწარმოებები ეფუძნება რეალურ ისტორიებს, თუმცა ყოველი მათგანი მცირედით სახეცვლილია, ან სრულიად განსხვავებული ფინალით წარმოდგენილი. სამი ადამიანი და მათი ნააზრევია ჩემგან ციფრულ ფურცელზე დატანილი. ყოველ მათგანში ვხედავ საკუთარ თავს და მათი გადაწყვეტილებებიც ჩემად მიმაჩნია. არცერთი მათგანი არსად არ გამომიქვეყნებია.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური