კოვიდიანა
0 ხმა
ქეთევან ანჯაფარიძე
დავიბადე 1961 წლის 30 აგვისტოს. დავამთავრე თბილის 51-ე საშუალო სკოლა, ასევე მე-9 მუსიკალური სასწავლებელი. ძალიან მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა და სკოლის პერიოდში გამოვირჩეოდი საინტერესო თემების წერით. შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე, პარალელურად დავდიოდი კინომცოდნეობის კურსებზე, სადაც ვუსმენდი გიორგი გახარიას ლექციებს.
ცხოვრების შემდგომი პერიოდი გავატარე ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც დავიცავი დისერტაცია. 2006 წელს იყო დიდი შემცირება და ამის გამო დავკარგე სამსახური. 2001 წელს შემეძინა ქალიშვილი. შემდეგ ვასწავლიდი ინგლისურს მსურველებს და მოსწავლეებს, ვმონაწილეობდი არჩევნებში, ვთარგმნიდი რუსულად და ინგლისურად ინტერნეტ-ოფისში.
2020 წელს შემეყარა კოვოდი, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და დამაწერინა მოთხრობა „კოვიდიანა“. პერიოდულად ვწერდი პატარ-პატარა მოთხრობებსა და ჩანახატებს.
მოთხრობა „კოვიდიანა“ ეხება კოვიდის გავრცელების პირველ ეტაპს. აღწერილია როგორ შემეყარა ეს საშინელი დაავადება, როგორ მოვხვდი „მიხაილოვის“ საავადმყოფოში, რა პროცედურებს მიტარებდნენ იქ, როგორ გავიცანი შესანიშნავი გოგონები, რა ატმოსფერო იყო საავადმყოფოში და რა განცდები და განწყობა მქონდა იქ.
თვითონ მოთხრობების კრებული არის ღარიბი, მაგრამ განათლებული ადამიანის მწარე ბედზე, დამოუკიდებელ საქართველოში. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ის მძიმე გზა, რომელიც გაიარა ჩემმა ქვეყანამ და როგორ აისახა დროთა განსაცდელი რიგით მოქალაქეზე.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური