კოვიდიანა
კოვიდიანა
კოვიდიანა, ანუ 11 დღე წმინდა მიქაელის საავადმყოფოში
ქეთი ანჯაფარიძე
რომ არა ეს გაუთავებელი კარანტინი, ალბათ არასდროს დავიწყებდი წერას.როცა გარეთ იმდენი სარბენი გაქვს, დღე სულმოუთქმლად გარბის და ამისთვის არც დრო გაქვს და არც ენერგია.ტელევიზორის გაუთავებელმა ყბედობამდობამ კოვიდ 19 და სახლის გაუთავებელმა დალაგებამ თავი გამაბეზრა.მეგობრები? ისინი არც ისე ბევრი დამრჩა ჩემი მატერიალური გაჭირვების გამო. და ბევრნიც რომ იყვნენ, ახლა მაინც ვერ ვივლიდი
მათთან.ამ ყველაფერმა კითხვა დამაწყებინა და კითხვამ კი წერის სურვილი გამიჩინა.მაშ ასე, გადავბარგდეთ შორეულ წარსულში.
31 წლისას საშინელი უბედურება დამატყდა; გარდამეცვალა დედა.ოთხი წელი ჩემს ძმასთან, მის ცოლთან და ორ პატარა ბავშვთან ვიცხოვრე,მერე კი დამოუკიდებელი ცხოვრება გადავწყვიტე, ვცდილობდი ამდენი უბედურების მერე ცხოვრებისათვის ცოტა ბედნიერება მაინც წამეგლიჯა. დამოუკიდებლად არასდროს მიცხოვრია.გადმოვედი საბურთალოზე ერთოთახიან ბინაში. პირველი დღეეებიდანვე მეზობელი ქალი შემომეჩვია.ის მხატვარი იყო. მერე გავიგე ,რომ ფსიქიური პრობლემები ჰქონდა. მაგრამ ეს მერე. პირველად კი ჩემს ცარიელ ცხოვრებას მისი მგზნებარე და სიცოცხლით სავსე პიროვნება ავსებდა.უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ მგონი პირვალად მან გამაცნო თანანაშვილების პატარა ოჯახი-დედა ორი ქალიშვილით.დედა ზორბა ქალი იყო, შავგვრემანი და შავთვალა სქელი ფეხებით.ქალიშვილები-ქერად შეღებილი სიმპათიური თინა და თამილა.თინა ფრანგულს ასწავლიდა ტექნიკურ უნივერსიტეტში, თ ამილა კი, როგორც ბევრი ჩვენთაგანი-უმუშევარი დარჩა.მათ მეზობლად ახალგაზრდა მსახიობი კაცი ცხოვრობდა.ნათელა დეიდა-ქალიშვილების დედა მას ძალიან ეხმარებოდა-სადილს უწილადებდა, დასაბანად წყალს უთბობდა-ეს მძიმე 90-იანი წლები იყო.გოგონები ხშირად სახლს ულაგებდნენ და ა.შ. ახალმა ნაცნობებმა თბილად მიმიღეს.შემდეგში, როცა ბავშვი შემეძინა, ნათელა დეიდა ხშირად მეხმარებოდა სურსათით. შემდეგ კი, რატომღაც ჩვენი ურთიერთობა გაცივდა.თითქოს ყველანი ჩვენ-ჩვენი გზით წავედით.ეს ოჯახი ალბათ იმით დამამახსორდა სამუდამოდ,რომ ჩემი პირველი ნაცნობები იყვნენ ახალ სახლში.რატომ გამახსენდა ახლა ეს ყოველივე?დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენს სახლთან სასწრაფო დახმარება გაჩერდა.შეშინებული ვცდილობდი გამეგო, ვისთან იყო. გელამ ჩემმა მეზობელმა და მეც მეორე სადარბაზოდან გამოსულ ბიჭუნას ვკითხეთ, თუ ვისთან იყო სასწრაფო.თინა
წაიყვანესო- თქვა .შემდგომში გაირკვა, რომ თურმე თინა კი არა, დეიდა ნათელა წაუყვანიათ. და აი, გუშინ, შუადღისას შემთხვევით ქუჩაში გავედი და გავიგე,რომ დეიდა ნათელა სასაფლაოსკენ გაუცილებიათ მცირერიცხოვან მეზობლებს.ამ ფაქტმა ჩემი ახალსახლობა გამახსენა.ოცდაოთხი წლის წინ დეიდა ნათელა სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ფერ-ხორციანი ქალი იყო.ნათელა დეიდას წასვლამ ჩემი გადმობარგების პირველი
დღეები და მეზობლებთან პირველი ნაცნობობა გამახსენა.წიგნებით სავსე თაროები და ახალგაზრდა მსახიობი კაცის პორტრეტი. შემდეგ მსახიობმა კაცმა ეს ბინა გაყიდა და მგონი სულაც სოფელში გადასახლდა, სადაც ფერმერობას შეუდგა.ნათელას გარდაცვალების ფაქტმა სევდით ამავსო.ასე, სანთელივით იწვის ჩვენი ცხოვრება.მით უფრო, რომ ამ კოვიდ19-ის დროს ხალხი დაკრძალვასაც კი ვერ ესწრება წესიერად.თან ამ ფაქტის
დროც გამახსენა, როცა ახალგაზრდა, გულუბრყვილო და გამოუცდელი გოგონა ვიყავი და მეგონა ცხოვრება ოქროს ტიტებს მაჩუქებდა. ოქროს ტიტების რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ ვირუსმა გვარიანად დაზაფრა ჩვენი ცხოვრება. რასაც არ უნდა ვაკეთებდე: ვალაგებდე, ვრეცხავდე თუ საჭმელს ვამზადებდე, ქვეცნობიერში ეს ვირუსი მიზის და გონებას მიწამლავს. როდის მოვა დრო, როცა ქუჩაში ისევე ლაღად და უშიშრად ვივლით, როგორც ადრე? და როდის მოვა დრო, როცა უკანასკნელ გზაზე ადამიანს მხოლოდ რამდენიმე ახლობელი კი არ გააცილებს, არამედმთელი მისი სანაცნობო? ეს წელი თავიდანვე უცნაურად დაიწყო.31 დეკემბერს ჩემს შვილს-მარის სიცხემ აუწია და ჩაეძინა.ხასიათი ისე წამიხდა, რომ საახალწლო სუფრაც კი არ გამიშლია, 12 საათს შევხვდი და დავიძინე.შემდეგ თებერვალში ძალიან კარგ ოჯახში მოვხვდი, სადაც ბავშვს ვამეცადინებდი.ბოლო წლებში თითქმის ოცი კილო მოვიმატე, სიარულისას სუნთქვის უკმარისობა მაწუხებდა, ამიტომ იყალთოს გორიდან, სადაც რეპეტიტორად ვმუშაობდი, ფეხით ვეშვებოდი ქარში და სიცივეში. ამან ფიზიკური მდგომარეობა კი არ გამიუმჯობესა, არამედ ნერვის ანთება, რომელიც ისედაც არ მაძლევდა მოსვენებას, კიდევ უფრო გამირთულა .ამას თებერვლის ბოლოს ეს საშინელი კოვიდ-19-იც დაემატა.
ტელევიზორში იტალიის სახლებიდან გატანილ კუბოებ ს აჩვენებდნენ .ისედაც დამშეული,გასაცოდავებული ხალხი სულმთლად დაიზაფრა და სახლში ჩაიკეტა.მთავრობის მოთხოვნით 31 მარტის დილიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ამის გამო ჩემი რძლის დღეობაზეც კი ვერ წავედი.შემდეგ ჩემს მეგობარს მამა გარდაეცვალა. არც ისე ბევრი ოჯახი შემხვედრია ცხოვრებაში, სადაც ასეთი სითბოთი და სიყვარულით მხვდებოდნენ. რომ არ წავსულიყავი, არ შემეძლო.ტაქსი დავიჭირე და მივედი.ხალხის სიმცირემ გამაოცა-ვერ მოდიანო-თქვა ქალიშვილმა. ამ დროს ქალაქი ისეთ საოცარ პანიკაში იყო, რომ ხალხი ისედაც არ გამოდიოდა გარეთ.საბედნიეროდ, იმ წელს უფალმა საქართველო დაინდო და ისეთი მსხვერპლი და საშინელება ჩვენთან არ ყოფილა, მაგრამ სანამ ამას მივხვდით, ჩვენი დაგვემართა.ისედაც გაუცხოვებული მეზობლები ერთმანეთს საერთოდ ვეღარ ვხვდებოდით გუშინ მაყვალა დეიდას გასვენების ამბავიც კი ვერ გავიგე.მთელი კარანტინის დროს ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩემი შვილის გარდა ველაპარაკებოდი, ჩემი მდგმური მეზობელი-ლელა იყო.გამიმართლა და ძლივს მეზობლად საინტერესო ქალი გადმოვიდა-მეგობრული , ლამაზი, ძლიან განათლებული და ჭკვიანი. ამ მძიმე დღეებს ეს ქალი მიმსუბუქებდა, მაგრამ პანდემიამ მისი გეგმებიც ძალიან აურია და ე ს ქალი ისევე მოულოდნელად გადავიდა, როგორც მოვიდა.ტელევიზორში მხოლოდ ამ ვირუსზე ლაპარაკობდნენ და მე მხოლოდ იმან გადამარჩინა მოწყენილობისაგან გაგიჟებას,
რომ სახლში დოსტოევსკის და ჩეხოვის ტომები აღმომაჩნდა და ოღონდ გასაგიჟებელ რეალობას გავქცეოდი, მათი გატაცებით კითხვა დავიწყე.
21 მაისია. ღამის 3 საათი. ნერვები დაწყვეტაზე მაქვს, ვერ ვიძინებ.იმის მერე,რაც გადავიტანე, გასაკვირი არაა.ღამის 1 საათზე ჩემმა ახლადგადმოსულმა , არც თუ ისე სასიამოვნო მეზობელმა გამაღვიძა.ამ კაცს წესადა აქვს, შუაღამისას ტელეფონზე ლაპარაკი და თან ისე, რომ მთელ სახლს ესმოდეს.რა მოვუხერხო, არ ვიცი, ჩემზე ეს ადამიანი ძალიან ცუდად მოქმედებს, მგონი.ფსიქოზი აქვს.პირველად რომ გავიცანი, მიყვებოდა როგორ დაუტბორა სახლი მდგმურმა და ამ ნიადაგზე როგორ გარდაეცვალა დედა.თან ისე ბღაოდა და ისე კომიკურად ირტყავდა თავში ხელებს, კინაღამგამეცინა.ერთჭეშმარიტებას მივხვდი: ადამიანის ტკივილი შენზე მართლა მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუ ეს ადამიანი შენთვის მართლა ძვირფასია.ამიტომ პირველ შემხვედრს გული არ უნდა გადაუშალო. თუმცა შემდეგში ეს ბიჭი არც ისე ცუდი აღმოჩნდა და ცოტა ხანში დავმეგობრდით კიდეც.მით უმეტეს, უცხო ადამიანს შენს ტკივილზე არ უნდა ელაპარაკო, მისთვის ეს სულ ერთია.ჩემმა ძმამ მვწადები მომიტანა და ისე ცუდად შვწვი, სულ დავანახშირე.ტელეფონზე ველაპარაკე რამაზს, თუმცა ჩემს თავს შევპირდი, რომ აღარასდროს დავურეკავდი.საარჩევნო ციებ-ცხელებაა, თუმცა ჩემთვის ნაცებიც და ქოცებიც ერთნაირად სულ ერთია. და ვფიქრობ, რომ ხალხის უმრავლესობაც ასეა.
ზვიად გამსახურდიას მიტინგი.ილია ჭავჭავაძისა და ქაქუცქა ჩოლოყაშვილის პორტრეტები. ამაღელვებელი სიტყვები თავისუფლებაზე, ცრემლები ჩემს ლოყებზე.ლენინის ძეგლის აღება თავისუფლების მოედანზე. უ ზარმაზარ ლითონის მონსტრს მიახოხიალებდნენ ქვაფენილზე. მერე სამოქალაქო ომი იწყება.ჩაბნელებულ თბილისში მოსიარულე ადამიანების უზარმაზარი ჩრდილები ქვაფენილზე, გრძელი რიგები პურის ასაღებად და ლობიოს ხარშვა კოცონზე.აფხაზეთში დაღუპული ბიჭები. ყოველ საღამოს გულის გამგმირავი მუსიკა ტელევიზორში და დაღუპული ბიჭების სახელები და გვარები. ჩემი დაბადების დღე წყნეთში.დედაჩემი ძალიან ავად, რომელიც ცოტა ხანში ა ღარ იქნებოდა ამ დედამიწაზე და ჩემი მეგობრის- ელენეს სიტყვები:“თქვენ აქ ქეიფობთ და იქ კი ხალხი იღუპება“. თუმცა ეს ყველაფერი ქეიფს ნამდვილად არ ჰგავდა.უშუქობის უამრავი წელი და ისეთივე სიბნელე ჩვენს სულებში.ზარბაზნებით დანგრეული თბილისი და შუბლგახვრეტილი კაცი მეზობელი ქუჩიდან, რომელიც უბრალოდ ქუჩის წყლის დასალევად დაიხარა.ცნობისმოყვარეობა მძლევს, მაგრამ ქვაფ ენილზე ასხლეტილი ტყვიები უკანვე მერეკება სახლისაკენ.
ელენეს დღეობა. ტყვიების წვიმაში მისული რამდენიმე უახლოესი მეგობარი.ღამე თავისუფლების მოედანზე, ხუთი მოსიარულე მანქანა და ხუთივედან ტყვიებს ისვრიან.ახალგაზრდული სიმამაცე-სიკვდილი ჩვენსგან ისე შორსაა, საერთოდ არ ვიცით: არის თუ არა.
რეპეტიტორობის გრძელი წლები სხვადასხვა ოჯახებში.მანანა ჩიტიშვილის მერვე სართულის ბინა, სადაც ისე ავრბოდი, როგორც არაფერი.ახლა კი ქუჩაში რომ დავდივარ, გული ხელით მიჭირავს.
დიდი მსახიობი ქალის გარდაცვალება-ნიღაბი აუღეს სახიდან.ლეწვის და ნგრევის დაუსრულებელი შეგრძნება.
2008 წელი. რუსული თვითმფრინავების თარეში ქართულ ცაზე.ქუჩაში მამაკაცები აღარ არიან.ბაღში შვილი გავიყვანე სასეირნოდ. ქალები და ქალიშვილები პატარა ბავსვებითურთ-თურმე ლტოლვილები არიან.
გაჭირვება, ქრონიკული გაჭირვება და სიღატაკე, რომელზეც არც ერთი მთავრობა არ წუხს, როდემდე ღმერთო!
30მაისი. დღეს პირველად წავიდა მარი მამასთან ორთვიანი ჩაკეტვის შემდეგ.ვაცნობიერებ, რომ მარტო დარჩენის მეშინია, რაც ძალიან უცნაურია.ყოველთვის მიყვარდა სიმარტოვე.ეტყობა ამ პანდემიაში ჩემს შვილს მეტისმეტად შევეჩვიე.
7ივნისი.დღე დილიდანვე დაითარსა.ზაზამ (სანტექნიკმა) უძველესი ონკანი მომიტანა რამდენიმე თვის წინ.გუშინ ონკანი გასკდა და აქეთ-იქით ასხავდა შადრევანივით წყალი. ჯერ ახლო-მახლო მაღაზიები დავიარე და შემდეგ დასიცხული, გასავათებული, ელიავაზე წავედი.ონკანის საჭირო ნაწილი ვიშოვე და შემდეგ ცოცხალ-მკვდარი ზაზა სანტქექნიკს ვუცდიდი.სიცხეში გული ძალიან მიცემდა. ვცდილობდი შემენელებინა, მაგრამ ამაოდ.ამას წინათ ნავთლუღის ბაზარში ვიყავი. სახლში რაც ზედმეტი ტანსაცმელი მქონდა, გადავარჩიე და წავიღე .ახალი შემსყიდველი ქალი ვიპოვე, მაგრამ ნორას სიკვდილის შემდეგ ნავთლუღი ნავთლუღი აღარაა .გადავწყვიტე სამუდამოდ მივატოვო იქ სიარული, მით უმეტეს რომ მარი წამოიზარდა და ცდილობს კაცივით დამიდგეს გვერდში.ნორამ ჩემი გულის ნაწილი წაიღო, ისევე, როგორც ჩემმა დეიდამ.უბრალოდ, პანდემიამ ისეთ შიშში ჩაგვაგდო, რომ ცოტა ხნით ყველაფერი დაგვავიწყა.
12 ივნისი. ჩემი დილა 4-ის ნახევარზე იწყება.მარის ველოდები, რომელიც მთელ ღამეს სამსახურში ატარებას.ბავშვის მოლოდინში ფილმი ვნახე ფრანცისკო ასიზიელზე, რომლის როლსაც ბრწყინვალედ ასრულებს მიკი რურკი.გამიკვირდა, რადგან აქამდე მარტო ცუდი ტიპების როლში მინახვს ,იმისათვის რომ წმინდანი შეასრულო, მის სამყაროში უნდა შეაღწიო,ე.ი.ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით ძალიან უნდა ამაღლდე.ამას იგი ბრწყინვალედ ახერხებს.მართლა ძალიან დიდი მსახიობია.ამ ფილმმა დამაფიქრა იმაზე, თუ რამდენად ეგოისტები და სუმოლკლეები ვართ და ამის გამო ვერც ღმერთს ვხედავთ; არადა ოქრო-ვერცხლი საფლავში ერთი ფარაონებს ჩაატანეს და ისინიც ვიღაც ნაძირალებმა გაძარცვეს.
13 ივნისი.იმ საშინელი წლის 5 წლისთავი, როცა მდინარე ვერემ ზოოპარკი და მიმდებარე ქუჩები დატბორა და ბეჰემოტი გმირთა მოედანზე თავისუფლად დატასაობდა.ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდებიან ადამიანები, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან და რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშეს.ერთ-ერთი დეიდაჩემია. მიუხედავად იმისა, რომ ნათლად ვხედავდი მის ნაკლს, ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს.დღეს დილას გამახსენდა.თვალებში ცრემლები მერევა.ვინღა დამირეკავს სტუმრად გამოდიო და მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც არაფერი ჰქონდა, ბოლო ლუკმას მიყოფდა, მიმასპინძლდებოდა.ცრემლები მერევა.ჩემს გულს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მოაგლიჯეს.არ ვიცი ეკა, ემი დეიდაშვილი ოდესმე ისევე მეყვარება თუ არა, როგორც დეიდა მიყვარდა.
1ივლისი.როგორც იქნა დამთავრდა შფოთიანი ივნისი.აწრიალებული ვარ და ვერ ვწყნარდები.ერთის მხრივ, მარის ახალი სამსახური, რომელიც ალბათ სიღატაკიდან ამომიყვანს (თუკი ბავშვმა ამ სასტიკ რეჟიმს გაუძლო და მეორე მხრივ, საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არაფერს შეცვლის, ვინც არ უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ ასეთი ძალა ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ივანიშვილმა და მსმა ხროვამ მართლა გადაჭამა ქვეყანა.მე მგონი მათ დარჩენის შანსი აღარა აქვთ.30 ივლისი. როგორც იქნა, დადგა ნანატრი დღე; უფასო სასადილოდან მოვდივარ, ოღონდ ახლა ნამდვილად.8 წელიწად ნახევარი ვიარე და რა დამცირება აღარ ავიტანე მანდ.პირველი დირექტორი ფულს იპარავდა და სამაგიეროდ ისე გვლანძღავდა, ქუჩის ქალს არ აკადრებ ასე მოქცევას.მეორე ნორმალური იყო, მაგრამ ხალხი იყო რაღაც სასწაული.ზოგს ჩემი გარეცხილი ქილა არ მოსწონდა. მეორემ საერთოდ ქურდობა დამაბრალა, იმიტომ რომ დ ახლზე ცარიელი პარკი იდო, რომელიც თვითნებურად ავიღე.თურმე მისი ყოფილა.და ცარიელი არ იყოო ამტკიცებდა.მე როცა ავიღე, ნამდვილად ცარიელი იყო.მოკლედ ,ეს იყო დამცირებების გრძელი წყებ,ა თუმცა რამდენიმე ძალიან კარგი ადამანი მაინც შემხვდა.ერთი იყო მსახიობი ვაჟა, რომელსაც რეკლამებში იღებდნენ და აფხაზეთის ომის მონაწილე იყო.ასევე 5 წელი ცხოვრობდა და მუშაობდა კალიფორნიაში.მეორე იყო პიანისტი დალი, ნამდვილი არისტოკრატი, რომელმაც ბავშვისთვის კარგი ჩექმები მაჩუქა.მესამე დალი უშიკიშვილი, ასევე პიანისტი ვერიკო და მეტს ვეღარც ვიხსენებ.დანარჩენი რაღაც უსახური მასა იყო,რომელსაც ადამიანური აღარაფერი შერჩა.ახლა საჭმელს არ იკითხავთ?ღორიც არ შეჭამს ასეთ სალაფავს.ობიანი პური, უმარილო ლობიო, ცარიელი წყალი სუპის ნაცვლად.ერთხელ ძველმა მზარეულმა, როდესაც სუპი გათავდა, ცხელი წყლით სავსე ვედრო ჩაასხა მის მაგივრად ჩემს თვალწინ. აი, ასე ზრუნავს სახელმწიფო საწყალ ხალხზე.თანაც ამ სასდილოდან ყველა რაღაცას იპარავდა. მაღალი ეშელონები ფულს, დაბალი- პროდუქტებს.არ ვიცი ჩემი სულიდან ოდესმე ჩამოირეცხება თ არა ეს შავი ლაქა უფასო სასადილოში სიარულის 8 წელწად ნახვარი. 21აგვისტო.დღეს ლომის ზოდიაქო დამთავრდა და ქალწულის ზოდიაქო დაიწყო.დღე თითქოს ძალიან იღბლიანი იყო. დილით მშრალ ხიდზე ტრანზისტორი გავყიდე, როცა ჩემი ვაჭრობის ეპიზოდები წარმატებით მთავრდებოდა, ყოველთვის გახარებული ვიყავი.შემდეგ სახლში დავბრუნდი და“ ანტიმაფიას“ ვუყურებდი მეოთხედ თუ მეხუთედ, მარიმ ტელევიზორი გამომართვევინა და დინამიკებზე თავის სიმღერებს აღრიალებდა. -ამ დროს მეზობელმა გელამ დააკაკუნა და ცუდი ამბავი უნდა გითხრა არ ვიცი, გითხრა თუ არაო.თამაზ მესხის ცოლი-ნათია მეხუთე სართთულიდან გადმოხტა და გარდაიცვალაო.ნათია იყო მეზობლად მცხოვრები,შავგვრემანი, სიცოცხლით სავსე და
ცოტა უცნაური ქალი.რა იყო მასში უცნაური, ძნელი სათქმელია.მაგალითად ის, რომ არ გვქონდა მისვლა-მოსვლა, არ გვქონდა შეხება,მაგრამ რამდენჯერაც ეზოში შემხვდებოდა, იმდენჯერ ძალიან თბილად მესალმებოდა და აუცილებლად ბაშვის ამბავს მეკითხებოდა.ქართველი ქალებისათვის ცოტა ზედმეტად თავისუპლად იცვამდა.შევამჩნიე, რომ ცოტა ასაკოვანი ქალები ზაფხულში სარაფნების ტარებას ერიდებიან, მხრები მათ ყოველთვის დაფარული აქვთ.ნათია კი ისე დააფრიალებდა მოკლე და უმკლავებო ნაირ-ნაირ ფერად-ფერად სარაფნებს, ვითომც არაფერი.მისი ქმარი, თამაზი მე მგონი ჩვენს ქუჩაზეც და მთელ თბილისშიც ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური კაცი იყო.თამაზი ჩვენ ძალიან გვწყალობდა. ჩემი მარი ძალიან პატარა იყო,როცა გელას (ჩემი კარის მეზობლის ხელით) უამრავ ტანსაცმელს, ჩანთებს და სხვადასხვა ლამაზ ნივთებს გვიგზავნიდა.ზოგი რამ მეც მშვენივრად მერგებოდა. მისი ნაჩუქარი ფეხსაცმელებით მგონი ერთი ხ უთი წელი დავდიოდი.ერთხელ ნათიას მორიგი მოკითხვის შემდგ ვუთხარი-შენმა ქმარმა უამრავი ტანსაცმელი გამოუგზავნა ჩემს შვილს თქო.მართლაო, არაფერი უქვამს, მეც გაჩუქებო და მართლაც არ ვიცი ზომას როგორ მიხვდა, მაგრამ უამრავი შესანიშნავი ჯინსი გვაჩუქა.(მისი ქალიშვილი ნინო უკვე ძალიან დიდი იყო).ერთხელაც მე და მარი სახლიდან გავდიოდით, კიბეებზე შეგვხვდა, ხელში ფრანკო-ფონტანას პატარა პარკი ეჭირადა აი შენ ბეჭდებიო- ჩემს შვილს უთხრა და ულამაზესი ვერცხლის ბეჭდები აჩუქა ე მალის თვლებით.და აი, ეს გოგო- ნათია გადმომხტარა დილის 10 საათზე მეხუთე სართულიდან.იმდენად შევიზარე, რომ ორი საათი გაუნძრევლად ვიჯექი და აივნის ღია კარს შევყურებდი, საიდანაც ჩემი საყვარელი ხე ჩანდა.ზაფხულის ვარვარა მზე მის ფოთლებს დაჰნათოდა ხოლმე და თვალს ახარებდა,მერე ვიფიქრე, რომ მარტო ყოფნა გამიძნელდებოდა და ნათიასთან ყველაზე ახლო მყოფ მეზობელთან- ეკასთან გადავედი.ცოლ--ქმარი გადაღლილები და წაშლილები
დამხვდნენ.ზურა ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა, ეკა სავარძელშში იყო მისვენებული.ლაპარაკიდან გავარკვიე, რომ ნათიას თირკმელების პორობლემა ჰქონია და ცოტა დეპრესიულიც იყოო.ექიმს უთქვამს თირკმლის გადანერგვა გჭირდება და ამიტომაც მოიკლა თავი, ძალიან ეშინოდა და სულ ოპერაციაზე ლაპარაკობდაო.ცოლ-ქმარი წიკლაურები ისე მძიმედ იყვნენ, რომ მათთან დიდხანს ვერ გავძელი და ჩემს საყვარელ ოლია ჯანიაშვილთან გადავედი.ეს ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელთან ურთიერთობაც მართლა მსიამოვნებდა. ვილაპარკეთ სხვადასხვა თემებზ: ბიძინას დენდრო-პარკითა და ურეკით დაწყებული, ოჯახური პრობლემებით დამთავრებული.ლაპარაკში გავარკვიე, რომ ნათია არათუ ცოტა დეპრესიული იყო, არამედ გვარიანი ფსიქიური პრობლემებიც ჰქონია და თურმე სულ წამლებს იღებდა.მათთანაც ისეთივე თბილი და ალერსიანი ყოფილა,
როგორიც ჩემთან იყო.ამან სულ შემშალა.ღმერთო, ნუთუ ასეთი კეთილები და გულგახსნილები, ასეთი გულუხვები მხოლოდ ფსიქიური პრობლემების მქონე ხალხიღაა.აი რატომ მეჩვენებოდა ეს ქალი ცოტა უცნაურად.მაგრამ ჰქონდა თუ არა მას ფსიქიური გადახრა, ჩემთვის ის მაინც იმ უკეთილეს ქალად დარჩება, რომელმაც ჩემი სახლის კიბეებზე ჩემს
შ ვილს ულამაზესი ვერცხლის ბეჭდები აჩუქა.დაე, შეეწიოს მის შეჭირვებულ სულს უფალი!
7სექტემბერი. ვირთხის წელი სიურპრიზებით არის სავსე.ჯერ ხომ მარიმ შესანისნავი სამსახურები იპოვა თავისი ინგლისურის წყალობით,შემდეგ კიდევ მამას ახლო მეგობარმა- გურამ როდონაიამ დამირეკა და მამაშენის საფლავზე წამიყვანეო, მთხოვა.რა სურს ამ კაცს,რომელიც ამდენი წელია არ გამოჩენილა ჩვენს ცხოვრებაში-მამაჩემის საფლავის ნახვა ენატრება თუ კონტაქტის აღგენა უნდა, ამას მალე გავარკვევ.
17 სექტემბერი 2020-დიდი ხანია, აღარაფერი დამიწერია.წინა კვირას გამოგვიძახეს კარდაკარზე.ჩემი მეზობელი გიო ასეთი კარგი ბიჭი თუ იყო, არ ვიცოდი, ერთი არაფრის მაქნისი ადამიანი მეგონა.თამაზი- ჩემი უფროსი ტყუპების(თექვსმეტსართულიანების )ერთ-ერთ კორპუსს მტენიდა.გიოს გადაუფიქრებინებია და მომცეს ჩემი სახლი, მეზობელი სახლი და ხვიჩიას N 13/15. ჩემი და მეზობელი სახლები ძალიან იოლად გავაკეთე.ზოგან ტელეფონით დავრეკე.მ იუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დიდად არავის ეპიტნავება, არ მქონია უხეშობის შემთხვევები. გადასარევად ვხედავ როგორ ძარცვავს „ქართული ოცნება“ ხალხს, ყვავს კაკალი გააგდებინე თქო-მაგ პრინციპით უარი არ მითქვამს მათთვის ბოლოჯერ გამეწია სამსახური.არ ვიცი მოიგებენ არჩევნებს თუ არა, მაგრამ დიდხანს რომ ვეღარ იბოგინებენ, მაგას ვგრძნობ.ჩვენს უბანზე ერთი“ ჩპ“ მოხდა. თამაზის კლასელმა, დიდად პატივცემულმა ლალიმ, იმის მაგივრად რომ მართლა ჩამოევლო ტყუპები სულ 999, ანუ გაურკვეველია ვისი მომხრეა ჩაწერა.16 ფურცელი სულ გაურკვეველიაო ეწერა- მიყვებოდა თამრიკო.ეს რომ მთავარ ოფისამდე მივიდეს, სულ ყველას გაგვყრიანო.იმედია თამაზი ჭკუას იხმარს და რაღაცეებს მაინც ჩაასწორებს.სხვათა შორის, როცა რაიმეს მავალებენ ჩემში ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობა იღვიძებს და ამისთანა „ხალტურებს“ არასოდეს ჩავდივარ ხოლმე.ის ვიღაც ლალი ნამეტანი ტუტუცი ყოფილა27 სექტემბერი- პირადი ცხოვრება ვერაფრით ავიწყვე დედა. ახლა ვგრძნობ, რა მარტო ვარ.ვერაფრით ვერ ვიოვე შესაფერისი მამაკაცი.სხვადასხვა დროს მქონდა ურთიერთობები, ზოგიძალიან ზედაპირული, ზოგიც ღრმა, რომლებიდანაც არც ერთმა არ გაამართლა.ბოლოს ვიპოვე კაცი, რომელსაც ჩემი უსიტყვოდაც ესმოდა, მაგრამ ის მალევე გარდაიცვალა.ალბათ ასე ჩავალ საფლავში-მარტოსული.მარი საოცრად ყოჩაღია, მაგრამ ის თანდთან მშორდება,19 წლის გოგოს თავისი სამყარო და ინტერესები აქვს.ხუთშაბათს, 24 სექტემბერს შენი და მამას საფლავზე მე და გურამ როდონაია ამოვედით.გურამ როდონაია ის კაცია, რომელიც გულწრფელად იყო აღფრთოვანებული მამათი და იმდენს გვეთამაშებოდა ბავშვობაში. მას ახალგაზრდული სილამაზიდან ბევრი აღარაფერი შერჩა .ერთი მოხუცი კაცი შემრჩა,რომელსაც თვითონ რომ არ ვეცნე, ალბათ ვერც ვიცნობდი.მასთან შეხვედრა ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ჩემთვის. ერთბაშად მომეძალა ბავშვობის ბედნიერი მოგონებები-კინდღი, ზღვა, პლიაჟი, შენ, ბებია, მამა. ცირა, ნელი, ლია თავისი შვილებით; ჯუმბერ ოდიშელი ოჯახით, გურამ როდონაია. თურმე რა ბედნიერი დრო იყო და როგორ გაფრენილა.ჩვენდა სამარცხვინოდ თქვენი საფლავი ძალიან მოუვლელია.შემრცხვა და გურამმაც თქვა, არ შეიძლება საფლავი ასეთი მოუვლელი იყოსო.მერე თავისი ამბები მომიყვა.თურმე ვიღაც იდიოტი ნათლულისათვის თავისი ბინა დაუგირავებია და ახლა ინსტიტუტში ცხოვრობს სამოწყალოდ.ამაზე და შორეულ წარსულთან შეხვედრაზე ისე ცუდად გავხდი, რომ მთელი საღამო ვბღაოდი, მერე გულის ჩხვლეტა დამეწყო.ალბათ როცა შესაძლებლობა მექნება, სახლში დავპატიჟებ ამ მარტოსულ კაცზე გული დამეწვა.შენს და მამას საფლავს კი ვფიცავ, მომავალ აღდგომაზე მოვუვლი,მოვუვლი მე მარტო. აღარც დეიდაჩემია,რომ შემოგვძახოს: ‘’მიხედეთ სასაფლაოს- რას გავსო“.
კოვიდიანას ეპოპეა (11 დღე წმინდა მიქაელის საავადმყოფოში).უბედურება თავს მოულოდნელად გატყდება.ბოლო დროს კოვიდი თითქმის მიმავიწყდა, ძველი ნიღბით დავდიოდა და არც ხელებს ვისტერილებდი.თუმცა ამას არც ადრე ვაკეთებდი, უბრალოდ, სახლში შემოსვლის მერე საპნით კარგად ვიბანდი.5ოქტომბერს მოსწავლესთან ვიყავი ბახტრიონის ქუჩის ბოლოს.მთელი სექტემბერი მშვენიერი ამინდი იყო.იმ დღეს პირველად მივდიოდო უცნობ ოჯახში. ამიტომ სპეციალურად გამოვიპრანჭე:თეთრი როლინგი მეცვა და თხელი ჟაკეტი.უცებ საშინელი ქარი ამოვარდა, საღამოს წვიმა წამოვიდა და ცუდად გავხდი.მეორე დღეს საშინელი ხველება ამიტყდა.მკერდი უჩვეულოდ მიხურდა და თავს ცუდად ვგრძნობდი.ასე გრძელდებოდა მთელი კვირა. დაწოლა არც მიფიქრია.ხუთშაბათს, ანუ 8 ოქტომბერს,სერგეენკო უნდა მოსულიყო ხალხთან შეხვედრაზე, ამას დაემატა მეორე კარდაკარი და თუმცა გიომ სულ გამანთავისუფლა და მარტო ჩემი სახლი დამიტოვა,მაგრამ მაინც მომიწია სადარბაზოში სირბილი.საღამოს ჩემი მეზობელი ეთერი გამომეკიდა, მეც
წამოვალ შეხვედრაზეო.საშინლად მახველებდა.მგონი კოვიდი მჭირს თქო- ენამ მიყივლა. ღმერთმა დაგიფაროსო-მითხრა ეთერიმ.ახლაც არ ვიცი, როგორ არ გადავდე რამე.უკან მე ეთერი და ციცო ჯანიაშვილი ერთად მოვდიოდით.ციცო გადამირჩა, კიდევ კარგი,თორემ მაგის ასაკში კოვიდის გადატანა ძალიან რთულია.მარიმ ხელფასი აიღო და ახალი საბნები მოვიტანე კარფურიდან.ძველები გადავყარე, რადგან დაიხა და გაჭუჭყიანდა,ფული ძალიან
დიდხანს არ მქონდა და სულ მინდოდა რაიმე მეყიდა.საბნები კი მოვიტანე სახში, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი, თითქოს პლასტმასის ყელი ჩამიდგეს:გემოსა ლდა სუნის შეგრძნება დამეკარგა. შაბათს რომიკომ გამაჩერა ნაგვის გადასაყრელლად წასული და დიდხანს მელაპარაკა.კიდევ კარგი, არაფერი გადავდე.კვირას ნავთლუღში წავედი და უკან ძლივს მოვლასლასდი.მერე უარესი მოხდა. სიცხემ ამიწია და სამი დღე ვერ ვიგდებდი, დავლევდი პარაცეტამოლს ,ცოტა ხნით დამიწევდა და ისევ ამივარდებოდა.პირში საშინელი გემო მქონდა.ორშაბათს, 12 ოქტომბერს სალომეს(ჩემი მოსწავლის) დედამ დამი რეკა, რატომ არ მოხვედიო-სიცხეები მაქვს თქო. სასწრაფო გამოიძახე-საშიშიაო.ამ სიტყვებმა შემაშინა, დამაფრთხო და ვეცი 112 გამოსაძახებლად ტელეფონს.მოხუცი ქალი მოვიდა, სახეზე ფარი
ჰქონდა ჩამოფარებული.გულმოდგინედ მსინჯავდა. მარჯვენა ფილტვში ხიხინი გაქვსო,-მითხრა.როცა ვუთხარი, ყელიც მტკივა-თქო, კოვიდის ნიშნები გაქვს და უნდა დაგაწვინო საავადმყოფოშიო..საავადმყოფოში ცხოვრებაში არ ვწოლილვარ, ფიქრიც კი მზარავდა ამაზე. სახლში ბავსვი არ არის და გ ასაღები არა აქვს-თქო, ვიცრუე.მაშინ შენს ამბავს ოჯახის ექიმს გადავცემო-მითხრა და წავიდა.ღამით ოჯახის ექიმმა დამირეკა და მარწმუნებდა რისკ-ფაქტორი ხარ და უნდა დაწვეო.როგორც კი ბავშვი მოვა, დამირეკე და სასწრაფოს გამოგიგზავნიო.მარი კი მოვიდა, მაგრამ დარეკვა დამეზარა.ღამის სამი საათისათვის თვითონ დამირეკა გაღიზიანებულმა.ახლა იქ ვინ იქნება და დილას ჩემი ფეხით წავალ-თქო.რ ოგორ არა, მთელი ღამე მუშაობენო-მითხრა.დილის 7 საათზე რამდენიმე სვიტერი ,შარვალი. საპონი და კბილის ჯაგრისი ჩავყარე ჩანთაში იდა ოჯახის ექიმს დავურეკე-სასწრაფო გამომიგზავნე-თქო.ნამდვილად დაწვებიო?-მკითხა ჩემი თავის მტერი კი არა ვარ, რომ სახლში ვიჯდე და მოვკვდე-თქო-ვუპასუხე.ღმერთმა დაგიფაროსო-მითხრა. დილის 7 საათზე სასწრაფო მოვიდა. გავიკეთე ნიღაბი და ჩემი ფეხით ჩავჯექი. იქნებ ბოჭორიშვილის კლინიკაში წამიყვანოთ-თქო. იქ ადგილები არ არისო.ექიმი ძალიან სასიამოვნო ახალგაზრდა გოგო შემხვდა.
მთელი გზა რაღაცეებს ვლაპარაკობდით და მიმიყვანეს „ქართულ-გერმანულ“ კლინიკაში და დამაწვინეს მიმღებში.კლინიკა დიდია და შესანიშნავად არის გარემონტებული და აღჭურვილი.თავზე ახალგაზრდა ბიჭი დამადგა, წვეთოვანი დამიდგა და შემდეგ კოვიდ ტესტიც ამიღეს.გვერდზე მშვენიერი გოგო იწვა, მსხვილი ნაწლავის პრობლემები ჰქონდა, მუცელი ძალიან სტკიოდა და წუხდა.ორი წვეთოვანის გადასხმის მერე პალატაში ამიყვანეს მეორე სართულზე. პალატა ორსაწოლიანი და ძალიან კომფორტული იყო საკუთარი ტუალეტით.მერე გოგონა შემომისახლეს-თეონა სილაგაძე.წვეთოვანები გვედგა და თან ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე.პიზაში დავამთავრე უნივერსიტეტი, პედიატრი ვარო.რამოდენიმე წელი საფრანგეთში ვიცხოვრე, ახლა კი ჩამოვედი და ვხატავო.მოულოდნელად თეონა გაიყვანეს და გალინა სტელმაკი შემომიყვანეს.მიმღებშიც შევნიშნე, თეთრი, გამხდარი ქალი იყო და რაღაც ცუდი ფერი დაჰკრავდა.დღე კი არა, კოშმარი იყო, ძალიან მეძინებოდა, მაგრამ ბელორუსიაზე მიყვებოდა და ვუსმენდი.ბელორუსიაში საავადმყოფოები უფასოა და მაშინვე გიღებენ ანალიზს სპიდზე, с-ჰეატიტზე და კოვიდზეო.მიყვებოდა როგორი წესრიგია ბელორუსიაში.იქ კარგი ცხოვრებააო.მეუბნებოდა იგი.გალია ბელორუსი ებრაელი იყო.ასე ვიწექით და ვსაუბრობდით კომფორტულ პალატაში. როცა ექთანი ბიჭი შემოვარდა, ჩქარა, ჩაალაგეთ, აქედან მივდივართ- კოვიდი დაგიდასტურდათო. ცოტა ხნის წინ გალინა მიმტკიცებდა გემოს ვგრძნობ და კოვიდი არა მაქვსო.სასწრაფოდ ჩავბარგდით და საავადმყოფოს კიბეებზე გზა აგვერია. როგორც იქნა, გარეთ გავედით. კატასტროფის ბრიგადა გველოდა.ძლივს ავძვერი მანქანაში დასუსტებული და ეს სასწრაფო გიჟური სისწრაფით მიჰქროდა,ჩვენ კარტოფილის ტომრებივით აქეთ-იქით გვახეთქებ<