ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ოქროს ანგელოზი

0 ხმა

ბექა პიტაშვილი

ბიოგრაფია

დავიბადე 1991 წლის 14 მაისს ქალაქ თელავში, გავიზარდე ქალაქ თბილისში.  ბავშვობის უმეტესი ნაწილი ქ. თელავში გავატარე. ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ხელოვნებით. სკოლამდელ ასაკში აღმომაჩნდა ხატვის ნიჭი და იქიდან მოყოლებული ვხატავ, ხატვის საშუალებით გადმომქონდა ჩემი შინაგანი ემოციები გარეთ. ერთ დღესაც ვიფიქრე რომ გამომეცადა ჩემი თავი წერაშიც, და ხატვის გარდა წერითაც მეცადა ჩემი ემოციების გარეთ გამოტანა. დედაჩემის გარდაცვალების შემდგომ ძალიან ბევრი ნეგატიური ემოციები დამიგროვდა, შევიკეტე გარეთა სამყაროსგან და მთელი ჩემი ემოციებით დავიცალე და გადმოვიტანე ფურცლებზე. ასე შეიქმნა ნაწარმოები ,,ოქროს ანგელოზი“.  

სინოპსისი

  ,,ოქროს ანგელოზი“ არის დეტექტიური ჟანრის რომანი, სადაც აღწერილია გამოგონილი სამყაროს, მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები მხატვარ ტომას გრინვილდის ისტორია, რომელიც ცოლთან და პატარა შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი დეტექტივ ჰანს სოიერის მიწვევით მიემგზავრება მშობლიურ ქალაქში, რათა რამოდენიმე წლის წინ საეჭვო ვითარებაში დაღუპული დედისა და დამწვარი მამულის საქმის დეტალებს გაეცნოს. სადაც აწყდება ეზოთერული რიტუალების კვალსა და უცნაურ სიმბოლოებს, რომლების მეშვეობითაც ტომასი და დეტექტივი ცდილობენ გაარკვიონ თუ რა მოხდა სინამდვილეში...

მიმდინარე ტური არ არის აქტიური