გავაჩუქებ დემონს
0 ხმა
ნინო ჭკუასელი
დავიბადე და გავიზარდე საქართველოში.უბრალო მოკვდავის ცხოვრებით ვცხოვრობ,არაფერი განსაკუთრებული.დავამთავრა სამართალმცოდნეობა,საბანკო საქმე და სხვადასხვა კურსებიც,მაგრამ სახლში უკეთესად ვმუშაობ😊მიყვარს კითხვა.ძალიან მიყვარს და მუდმივად ვკითხულობ.მუდმივობაში ვგულისხმობ ჩემი ცხოვრების ყველა პერიოდს-მილხინს თუ მიჭირს -სულ ვკითხულობ.გამორჩეულად სათქმელი არაფერი მაქვს საკუთარ თავზე.აკი გითხარით,უბრალო მოკვდავი ვარ რუტინული ცხოვრებით.
წიგნი ეხება ადამიანთა მისწრაფებებსა და სურვილებს.იმას,თუ რაზეა წამსვლელი ადამიანი საკუთარი კეთილდღეობისათვის.ზოგჯერ მცირე დაფიქრება კმარა რომ თავი საშინელ განსაცდელში არ ჩვიგდოთ,მაგრამ მცირე დაუფიქრებლობა სამუდამოდ გვიწყვეტს ცხოვრებას და სიცოცხლესაც კი.ეს ნაწარმოები ეცდება დააფიქროს ადამიანები თავიანთ სურვილებსა და მიზნებზე.დააფიქროს იმაზე,თუ რას ,სად და რატომ ამბობენ...ზოგჯერ თვალითუხილავი და მისტიკური შეიძლება ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცეს.
მთავარი გმირი-ლილია აღმოჩნდება საშინელ მდგომარეობაში.მას ყველაფერი აქვს რასაც მოისურვებს,მაგრამ სანაცვლოდ დაკარგავს თავის სახეს,ნების თავისუფლებას და სიმშვიდეს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური