გავაჩუქებ დემონს
გავაჩუქებ დემონს
დამიდგა.მე თავჩაქინდრული ვიჯექი სავარძელში,ის კი თავზე დამადგა და ვგრძნობდი,რომ დაჟინებით მიყურებდა.
-ლილია
არ ვუპასუხე.არც შემიხედავს.მის ტაქტიკას მივყევი.უემოციოდ ყოფნა ვარჩიე.არადა,შინაგანად მიდუღდა ყველაფერი.ჩემი ეგო ყვიროდა,კიოდა,შეველას ითხოვდა.კედლებს აწყდებოდა და გამალებით ეძებდა გასასვლელს..ერთი სული მქონდა წამოვხტარიყავი და გავქცეულიყავი შორს.
-როცა გეძახიან უნდა უპასუხო.
იმავე ხმით გააგრძელა.დამრიგებლური,მიმტევებელი და მშვიდი ხმა ჰქონდა.ცოტა ხნის წინ მე ვხარხარებდი ალბათ მთელი ხმით და ჭკუიდან შეშლილსაც მე ვგავდი.ისევ დუმილით შევხვდი.
-ასე მგონია,რომ უკვე იცი როგორც უნდა მოიქცე.
მის ხმაში ცინიკურობამ გაიჟღერა.ისევ უძრავად ვიჯექი.გადაწყვეტილი მქონდა,რადაც უნდა დამჯდომოდა რეაქცია არ გამომეხატა მის ლაპარაკზე.ვაიგნორებდი.
გაიარა.კედლამდე მივიდა,შეყოვნდა და ისევ ჩემთან დაბრუნდა.ისევ ზევიდან დამჩერებოდა.
-შენთვის საჩუქარი მაქვს -არა საზეიმო ხმა ჰქონდა-ამ საჩუქარს გადმოგცემ და გავქრები.
დატოვე და წადი თქო მინდოდა მეთქვა მაგრამ ხმა არ ამომიღია.
-შენ თუ არ მეტყვი,რომ თანახმა ხარ,ისე ვერ გადმოგცემ
იმ წამსვე შევხედე.მგონი,მართლა კითხულობს ჩემს აზრებს.ვიგრძენი რომ თვალები გამიფართოვდა.სისხლი მომაწვა,სუნთქვა გამიხშირდა.ის კი ისევ მშვიდად იდგა.ხელები ზურგს უკან შემოეწყო და მამობრივი მზრუნველობით დამჩერებოდა.როგორ მინდოდა ახლა მისი შუაზე გაგლეჯა...
უკვე რამის გაფიქრებისაც მეშინოდა.გამომცდელად ვუყურებდი თვალებში.მაინტერესებდა რას ფიქრობდა,რა აზრები უტრიალებდა,მაგრამ როგორც ყოველთვის მისი მზერა ცარიელი და ცივი იყო.
-დატოვე ჩემი სახლი.დატოვე...გთხოვ
ვეღარ გავუძელი სტერსს.ვერც მის მზერას და ზეწოლას,რომელსაც აშკარად ახორციელებდა ჩემზე.
-არ მინდა შენი საჩუქარი.ნებას არ გრთავ.მინდა,რომ წახვიდე
და უცებ მოტრიალდა.ჩქარი ნაბიჯით კარისკენ წავიდა,გააღო და დატოვა ჩემი სახლი.დამტოვა გაოგნებული და დასტრესილი.ჯერ ვერ მივხვდი რა მოხდა.მეგონა იქვე იყო კართან და ჩემს მოთმინებას გამოცდას უწყობდა.რამდენიმე წუთი სავაძლიდან არ ავმდგარვარ.ყოველ წამს ველოდებოდი დამიანეს შემოსვლას,მაგრამ ის აღარ მობრუნებულა.ავდექი,კარი კარგად ჩავრაზე.მერე ფანჯრებიც შევამოწმე,საიმედოდ ჩავკეტე ყველაფერი და ისევ მისაღებში შევედი.იმ სავარძელში ჩავჯექი,რომელშიც ცოტა ხნის წინ დამიანე იჯდა.კედელს მივაჩერდი.არაფერი არ ხდებოდა იქ.ჯანდაბა,უბრალო კედელი იყო,უბრალო საღებავით შეღებილი.თავი გავიქნიე,უსიამოვნო ფიქრები დავიბერტყე თავიდან.ჭიქებს გადავწვდი სამზარეულოში გასატანად და დამიანეს ჭიქას ხელი რომ წავატანე ჩაი ისევ ცხელი იყო.ხელიდან გამივარდა ჭიქა.არა იმიტომ რომ ცხელი იყო.შოკისგან.როგორ შეინარჩუნა ჭიქამ სიმხურვალე?როგორ არ გაცივდა ამდენი ხანი?იქნებ ახალი მოვადუღე და არ მახსოვს?გამორიცხულიც არაა ასე მომხდარიყო,რადგან დამიანეს გამოჩენის შემდეგ უკვე საკუთარ თავსაც ვეღარ ვენდობოდი.ეჭვი მეპარებოდა ჩემს ქცევებშიც კი.მეგონა რამეს ვაკეთებდი და აღმოჩნდებოდა რომ უძრავად ვიდექი.ან მეგონა ვდგავარ და აღმოჩნდებოდა რომ რაღაცას ვაკეთებდი.
ოთახში მიმოვიხედე.იქ მხოლოდ მე ვიყავი.ოთახი ისევ ისეთი იყო,როგორც ყოველთვის,მაგრამ რაღაც მაინც შეიცვალა და ვერ გამეგო რა.ყველაფერს ვაკვირდებოდი,ვსინჯავდი,ვამოწმებდი იმის გასარკვევად რა ცვლილება მოხდა,მაგრამ ვერაფერს მივაგენი.ვერაფერი ვნახე სახე ცვლილი.თავის ადგილას იდგა ყველაფერი.განათებაც ძველებური იყო,ავეჯიც ისეთი,როგორც გუშინ.გვიან მივხვდი,რომ იქაურობას დამიანე აკლდა და ამის გააზრებამ გამაცოფა.მე გაქცევა მინდოდა მისგან,ჩემი სახლი კი ითხოვდა დამიანეს.აცივდა ოთახში.მანამდე სიცივეს ვერ ვგრძნობდი.უცებ დაბინდდა კიდეც.მოსაღამოვდა.შხაპის მიღების თავიც არ მქონდა.ნაცემივით მტკიოდა ყველაფერი და საშინლად დათრგუნული ვიყავი.საძინებელს მივაშურე.დაძინება მინდოდა.დავწექი თუ არა ძილმა წამიღო.
იმ ღამესაც მესიზმრა დამიანე.ამჯერად ჩემი განსახიერება აღარ იყო.ნისლი იდგა.ნისლის თავზე ბუნდოვნად ანათებდა მზე.ამ ნისლში ხან მკვეთრად გამოჩნდებოდა დამიანე და ხან ბუნდოვნად.თითქოს ნისლს საბურველივით ისხამდა .მოშორებით ვიდექი.ნისლიდან სითბო და სიცივე თანაბრად მოდიოდა ჩემსკენ.გაქცევა მინდოდა და ფეხები არ მემორჩილებოდა.დაყვირება მინდოდა და ხმას ვერ ვიღებდი.გაშეშებული ვიდექი და მოძრაობის უნარი წართმეული მქონდა.უცებ მთლიანად დაიმალა დამიანე ნისლში,მხოლოდ სილუეტი ჩანდა ოდნავ.მზეც ჩაქრა.ერთბაშად დაბნელდა და გავიგონე შემაძრწუნებელი ხარხარი.სწორედ ისეთი,როგორიც იმ კოშმარულ საღამოს მისაღებში.ხარხარი გაძლიერდა.თითქოს მიახლოვდებოდა და ბოლოს ყურთან სულ ახლოს გაისმა.
-მიიღე ჩემი საჩუქარი
გავიგონე დამიანეს ხმა და ერთბაშად ავმოძრავდი.გიჟივით დავიწყე სირბილი .რაღაც მყარს ვეჯახებოდი.ვერ ვარჩევდი სიბნელეში სად იყო გასასვლელი იმ ჯოჯოხეთიდან.დამიანეს ხმა კი ყველგან მომდევდა და ჩამძახოდა:
-მიიღე ჩემი საჩუქარი...მიიღე ჩემი საჩუქარი.
რაღაც რბილს დავეჯახე.არ მიცდია გარკვევა რა იყო.ხელი ვკარი და უცებ სინათლეში ამოვყავი თავი.გამეღვიძა.ისევ ძირს ვეგდე.გვერდები და თავი მტკიოდა,თითქოს ვიღაც ძლიერად დამეჯახა.ძლივს წამოვიზლაზნე იატაკიდან.ერთიანად გაოფლილი ვიყავი.მციოდა და მაკანკალებდა.სირბილი აღარ დამიწყია ოთახში.ამჯერად ვიცოდი,რომ დამიანე იქ არ იქნებოდა.სინათლე ავანთე.მარტო ვიყავი ოთახში.
. . .
ლილიამ რომ დამირეკა შუაღამე იყო.აღელვებული ხმა ჰქონდა.მეხვეწებოდა ახლავე უნდა გნახოო.ძალიან ცუდად ვარ,მგონი ავად გავხდი და მეშინიაო.ვამშვიდებდი,გვიანია ახლა როგორ მოვიდე ასე შორს ვარ თქო,მაგრამ არც მისმენდა.რაღაც კოშმარზე და საჩუქარზე ლაპარაკობდა.მისი სიტყვებიდან აზრი ვერ გამოვიტანე.არეული იყო.მცემესო ამბობდა.მეძინა და მცემესო.სახლში ვინმე შემოგივარდა თქო ვკითხე.გინდა პოლიცია გამოგიგზავნო მეთქი?არავინ შემოვარდნილაო.ის იყო,იმან მცემაო.საჩუქრი არ გამოვართვი და მცემაო.მიშველეო ყვიროდა.რომ დამემშვიდებინა ვუთხარი ახლავე წამოვალ თქო.მგონი ,ცოტა დაწყნარდა.ხმაც დაუმშვიდდა.მალე მოდიო მითხრა და ტელეფონი გათიშა.
მეორე დღეს დილიდანვე გავემგზავრე.სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდით და გზაში 4საათი მაინც მჭირდებოდა,სანამ ლილიამდე მივიდოდი.სახლში მივადექი პირდაპირ.იქ დამხვდა.ხალათით,თმა დაუვარცხნელი,ამოშავებული თვალებითა და ჩაცვენილი უპეებით.შევწუხდი,ასეთი ლილია არასდროს მენახა.
-რა დაგემართა,რა მოხდა-ვკითხე და სახლში შევედი.
გავიგონე ზურგს უკან რამდენჯერმე გადაკეტა კარები და ხელით მოსინჯა ჩაკეტილი იყო თუ არა.მისაღებში მინდოდა შესვლა,მაგრამ ხელით მომქაჩა და სამზარეულოში გამიყვანა.მანდ არ მინდა ყოფნაო.კარგი მეთქი და სამზარეულოს მაგიდასთან დავჯექი.
-რას დალევ?-მკითხა
-რასაც შენ
-ცოტა ვისკი მაქვს
-მანქანით ვარ ,ლილია
-დღეს არ დარჩები?
შევხედე.ისეთი მავედრებელი თვალები ჰქონდა უარი ვეღარ ვუთხარი.
-კარგი,დაასხი
კარადიდან ვისკი და ჭიქები გამოალაგა.დაასხა და მაშინვე გადაკრა.
-სმა როდის დაიწყე?-ვკითხე და გავუღიმე.არ გაუღიმია.არც მიპასუხა.ხელით მანიშნა დალიეო.ჭიქა ავიღე და მოვსვი.
ერთხანს ჩუმად ვიყავით ორივე.მერე ამოიოხრა და თქვა:
-არ ვიცი რა მემართება.კოშმარები მესიზმრება,გონება მაქვს არეული.რაც ის გამოჩნდა,მას მერე თავზე მენგრევა ყველაფერი
-ვინ ის?-ჩავეკითხე
-დამიანე
დავფიქრდი.ეს სახელი ვიღაცას მახსენებდა ,მაგრამ ვერ ვიგონებდი ვის?!კითხვის თვალებით მივაჩერდი.
-დამიანე...დანიელის დამიანე
ახლა მომაგონდა.მესამე კლასში ვიყავით როცა ტყუპი ძმები:დამიანე და დანიელი გადმოვიდნენ ჩვენთან.ლილია თითქმის მაშინვე დაუახლოვდა დამიანეს.მე კი რატომღაც დანიელთან გამოვძებნე საერთო ენა.მიუხედავად იმისა,რომ დანიელი მეტად რთული და ზოგჯერ აუტანელიც კი იყო,ჩემთან არასდროს გამოუჩენია უხეშობა.პირიქით,მფარველობდა და მემეგობრებოდა კიდეც.
-დამიანე?როდის ?რა უნდოდა?
ლილიამ მხრები აიჩეჩა
-არ ვიცი რა უნდა.მეუბნება,საჩუქარი უნდა გადმოგცე ოღონდ შენი თანხმობა მჭირდებაო.რაც გამოჩნდა მას მერე მოსვენება დამაკარგვინა.მოულოდნელად გამოჩნდება,შემაშინებს და გაქრება.
-რით გაშინებს?გემუქრება?პოლიციას რატომ არ ეუბნები?მაშინვე აუკრძალავენ შენთან მოახლოებას.
ლილიამ გამიღიმა.
-პოლიცია რომ ვუხსენე ისეთი ხარხარი დაიწყო,შიშისგან რამის გული გამიჩერდა.
-ვინ იცინოდა,დამიანე?
გამიკვირდა.დანიელისგან ხარხარი ხშირად მსმენია,ხმამაღალი ლაპარაკიც და ყვირილიც კი,მაგრამ დამიანე ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული იყო.არასდროს კარგავდა კოტროლს და მხოლოდ უხმო ღიმილით დამამახსოვრა თავი.
ლილიამ თავი ხელებში ჩარგო.ძალიან დათრგუნული და მოდუნებული ჩანდა.მხარზე დავადე ხელი.თავი ასწია,მის თვალებში ცრემლები კიაფობდა.
-ღმერთო,ლილია.რა დღეში ჩაიგდე თავი?იმ არანორმალურს როგორ აძლევ უფლებას,რომ ასე დაგთრგუნოს?
-რა გავაკეთო,როგორ ჩამოვიშორო?
სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა.უიმედოდ გამოიყურებოდა.მე კი სულაც არ ვფიქრობდი,რომ საქმე რთულად იყო.ლილია აზვიადებდა.ალბათ გადაიღალა.ყოველთვის ბევრს მუშაობდა.თავდაუზოგავი შრომა იცოდა.ასეთი ხასიათი ჰქონდა.ემოციურადაც ყოველთვის უფრო მგრძნობიარე იყო,ვიდრე მე ან ჩვენი ახლობლები.
-დასვენება გჭირდება.გადაღლილი ხარ.გინდა ჩემი სახლის გასაღები მოგცე?სოფელში წადი.ბუნება დაგამშვიდებს.დაწყნარდები...
-იქაც მიპოვის
-ნუ გადამრევ ახლა.გულთმისანი ხომ არაა?
-არის
აშკარად ძალიან იყო შეშინებული.დევნის მანიას ჰყავდა შეპყრობილი.სისულელედ მომეჩვენა მისი ასეთი შიში.ვერ წარმომედგინა დამიანეს ასე შეეშინებინა ვინმე.მე მას ვიცნობდი.ახლოს არა,მაგრამ ექვსი წელი ერთ კლასში ვსწავლობდით.თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი მას და მუდამ მშვიდი,უკონფლიქტო და უწყინარი იყო.არ შეეძლო დამიანეს ასე შეეშინებინა ვინმე.
-ლილია...
-ვიცი რასაც ვამბობ.ვიცი
აღელდა.ხმა აუკანკალდა.
-დამშვიდდი,საყვარელო.ყველაფერი დალაგდება ისე,როგორც იყო
ხელი მოვხვიე.გადავეხვიე.მთელი სხეული უთრთოდა.შუბლზე მივადე ხელი.ცხელი იყო.იწვოდა.
-სიცხე გაქვს,ლილია.ახლავე ჩაის მოგიმზადებ.ჩაწექი და წამალსაც მოგიტან
-არ მინდა დაწოლა,დამეძინება და მეშინია სიზმრების
-კარგი,არ დაწვე.ჩაი დალიე და წამლებს ახლავე მოგიტან
არაფერი უთქვამს.თანხმობად მივიღე.ჩაი გავუმზადე და აფთიაქში წავედი.მალევე დავბრუნდი უკან.ისევ სამზარეულოში დამხვდა უძრავად.ჩაი დაელია და ჭიქა ხელებში მოქცეული ისევ ეჭირა.სიცხის დამწევი დავალევინე და დიდი მუდარის შემდეგ ძლივს დავითანხმე ,რომ საწოლში დაწოლილიყო.მეც შენთან ვიქნები თქო დავპირდი.ასეც მოვიქეცი.
ჩაეძინა და სანამ ეძინა მის გვერდით ვიყავი.მშვიდად ეძინა.დროდადრო შუბლს ვუსინჯავდი.ნელ-ნელა სიცხემ უკლო.ოფლიანობაც შეუწყდა.საღამო ხანს გაეღვიძა.უკეთესად გამოიყურებოდა.თვალებიდან სიშავეც გაუქრა და უფრო დამშვიდებული ჩანდა.ვახშამი გავამზადე და ვაიძულე ეჭამა.იმაზეც დავითანხმე ,რომ სოფელში წასულიყო რამდენიმე დღით დასასვენებლად და განსამარტოვებლად.
-მე დავრეკავ შენთან სამსახურში და უფროსს ავუხსნი,რომ ავად ხარ.
-კარგი-მორჩილად დამეთანხმა.
აღარ უხსენებია დამიანე.არც მე შემიხსენებია მისთვის.ვახშმის შემდეგ ვლაპარაკობდით და ტელეფონმა დაურეკა.შეცბა.მაშინვე შიში ჩაუდგა თვალებში.გაფაციცებით დახედა მობილურის ეკრანს და მალევე შვება დაეტყო სახეზე.ტელეფონი მომაწოდა
-ჩემი უფროსია.გთხოვ,უთხარი რომ ავად გავხდი.
ტელეფონს ვუპასუხე.მისმა უფროსმა ლილია მოიკითხა.დღეს სამსახურში არ იყო,არც გაგვაფრთხილა და მინდოდა გამეგო როგორ არისო.ვუთხარი რომ ავად გახდა და დასვენება სჭირდებოდა რამდენიმე დღით.დამთანხმდა.ის იყო გათიშვას ვაპირებდი,რომ მომაძახა:
-დღეს ახალგაზრდა მამაკაცი იყო მოსული.ლილიას კითხულობდა.დავინტერესდი ვინ იყო,მაგრამ არ მიპასუხა.თქვა რომ საჩუქარი ჰქონდა ლილიასთვის,მაგრამ არაფერი დაუტოვებია და წავიდა.
შევკრთი.მივხვდი,რომ დამიანე იქნებოდა ის ახალგაზრდა მამაკაცი,მაგრამ ლილიასთვის ამის თქმას არ ვაპირებდი.არ მინდოდა ისევ გაღიზიანებულიყო.ტელეფონი გავთიშე.
-თანახმაა რამდენიმე დღით გაგათავისუფლოს.-რა თქმა უნდა დამიანეზე არაფერი მითქვამს-ხვალვე წავიდეთ.დაგტოვებ სოფელში და როცა შევძლებ მოგაკითხავ ხოლმე.
კარგიო მიპასუხა და გამიღიმა.
-შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა,ჩემო სოფიო?!
-მე რა მეშველებოდა უშენოდ-გავუღიმე და მოვეხვიე.
მეორე დღეს დილიდანვე მცირე ბალგი ჩავალაგებინე და ქალაქი დავტოვეთ.გზად სურსათი ვიყიდეთ და ჩემი ბავშვობის სახლში მივედით,სადაც მთელი ბავშვობა გავატარე.რამდენიმე წელია დაკეტილია.ზოგჯერ,მხოლოდ ზაფხულობით თუ ვესტუმრებოდი ხოლმე ბავშვებით.დალაგებასა და მოწყობაში დავეხმარე ლილიას და მერე სახლში დავბრუნდი.ხშირად ვურეკავდი და ამბავს ვკითხულობდი.ვიფიქრე,რომ თავს უკეთესად გრძნობდა,რადგან მისი ხმა შედარებით ხალისიანი და გამოცოცხლებული მომეჩვენა.ვაპირებდი,რომ ორ დღეში ვესტუმრებოდი და თან სანოვაგეს მივუტანდი.მაგრამ მეორე ღამეს,გვიან თვითონ დამირეკა.იმაზე უფრო აღგზნებული და შეშინებული ჩანდა,ვიდრე პირველი დარეკვისას.ყვიროდა თავს არ მანებებსო.მეუბნება სახლში დაბრუნდიო და მიშველეო.მაშინვე წავედი მის სანახავად.იატაკზე იჯდა,გაწეწილი თმით .ნამტირალევი თვალები ჰქონდა,ტუჩთან მცირე სისხლი შევამჩნიე.შევკრთი.თავი ავაწევინე და დავაკვირდი.
-ეს რა არის?რა ჩაიდინე?-შევანჯღრიე.დაბნეული მიყურებდა.თვალებს აცეცებდა ჩემს ზურგს უკან.-მე მიყურე,ლილია.რა ჩაიდინე?
-არაფერი ჩამიდენია.მე არაფერი ჩამიდენია
ჩუმად ჩაილაპარაკა და წამოდგომა სცადა.მივეშველე და სავარძელში ჩავსვი.
-ლილია,რა გემართება?რა გაწუხებს?
-დამიანე-მოკლედ მომიჭრა
მოთმინება დავკარგე.
-დამიანე აქ არ არის,ლილია-ხმამაღლა მომივიდა.მაშინვე ტუჩზე ვიკბინე,მაგრამ მგონი მან ვერ შეამჩნია ჩემი ხმის აწევა.
-აქ არის.იქაც იყო და ყველგან იქნება სადაც წავალ
უმწეოდ გავშალე ხელები.
-მანახე სად არის
უმწეოდა მიმოიხედა.ოთახი მოათვალიერა და მერე მე შემომხედა მავედრებელი თვალებით.
-არ არის
დაღლილობა ვიგრძენი.ამოვიხვნეშე.აღარ ვიცოდი მისთვის რა მომეხერხებინა.იქნებ დავითანხმო და ექიმთან მივიყვანო?
-ლილია...
-სოფი,დამესიზმრა.მხოლოდ მისი თვალები დამესიზმრა.იღიმოდა და ხმა მესმოდა.ყვიროდა,სახლში დაბრუნდი და შენი კუთვნილი საჩუქარი აიღეო.
-ეს მხოლოდ სიზმარი იყო,ლილია.სახეზე რა მოგივიდა?
-რომ გამეღვიძა ძირს ვეგდე და ტუჩი მტკიოდა
არ ვიცი დავუჯერე თუ არა ,მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე რომ აუცილებლად მიმეყვანა ექიმთან.
. . .
ისტერიკული შეტევები დამჩემდა.გამუდმებით ვფიქრობდი რაღაც არ არსებულზე.ჩემს ფიქრებს არც საწყისი ჰქონდა და არც დასასრული.უთავბოლოდ დარბოდნენ გონებაში სიტყვები:დამიანე,საჩუქარი,უცნაური,საძაგელი...სამსახურიდან დავეთხოვე.ვიფიქრე მეგობრის სოფელში,დაკეტილ სახლში უკეთესად ვიგრძნობდი თავს .საკუთარ თავთან მარტო დავრჩებოდი.რაც მთავარია,დამიანეს ვეღარ ვნახავდი და ეს სასიკეთოდ იმოქმედებდა,მაგრამ შევცდი.დამიანე ,უფრო სწორად მისი წარმოსახვა ყველგან დამსდევდა,მოსვენებას არ მაძლევდა.მხოლოდ მისი სახელი ტივტივებდა ჩემი გონების ზედაპირზეც და სიღრმეშიც.სოფიას სახლშიც კოშმარი მესიზმრა.დამიანე იყო.მისი ხმა იყო.აღარ მთხოვდა,მოითხოვდა რომ მისი საჩუქარი ამეღო.შინაგანი ხმა მკარნახობდა რომ არაფრით მიმეცა თანხმობა ჩემთვის საჩუქრის გადმოცემაზე.არ ვიცი რა ჯანდაბას მჩუქნიდა,მაგრამ ასე დაჟინებით ნაჩუქარი უკვე ცუდის მომასწავებელი იყო ჩემთვის.სოფიას ვერაფერი გავაგებინე.ვერ ავუხსერნი რა მჭირდა.მისთვის როგორ ამეხსნა,როცა მეც ვერ გავრკვეულიყავი ჩემს მდგომარეობაში.სოფიამ გადაღლილობას დააბრალა ყველაფერი და პირობა ჩამომართვა რომ ექიმთან წავყვებოდი.დავპირდი,რადგან სხვა გამოსავალს ვერ ვპოულობდი.იქნებ მართლაც ავად ვარ,რაღაც ვირუსი შემხვდა და გონება ამირია?ექიმი ბოლო იმედიღა იყო ჩემთვის.
სახლში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღე არ გამოჩენილა დამიანე.მგონი ორი კვირა გავიდა მისი ბოლო ვიზიტიდან.ცოტა დავწყნარდი,თავს ვარწმუნებდი,რომ ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო.რომ დამიანე უბრალო ბიჭია და მე ალბათ გადაღლილობის გამო რაღაც კარგად ვერ გავუგე.დავმშვიდდი.სამსახურშიც გავედი.მეტად ვეღარ გავაცდენდი.უფროსი თითქმის ყოველ დღე მირეკავდა და მეკითხებოდა როგორ ვარ.გაციებულს და ავადმყოფს არ ვგავდი.ვეღარ მოვატყუებდი და გავედი კიდეც სამუშაოდ.პირველ დღეებში კარის ყოველ გაღებაზე შიში მიპყრობდა,მეგონა დამიანე შემოვიდოდა თავისი დემონური ღიმილით(სხვა უფრო შესაფერისი სიტყვა ვერ მოვუძებნე მის ღიმილს) და ისევ თავიდან დაიწყებოდა ყველაფერი.მაგრამ ყოველ ჯერზე ვცდებოდი.ამ სასიამოვნო იმედგაცრუებამ ჩემზე სასიკეთოდ იმოქმედა.თანდათან აღვიდგინე ძალები.ნერვებიც მწყობრში ჩამიდგა და სოფიასთვის მიცემული სიტყვა,რომ ექიმთან წავიდოდი ცოტა ხნით გადავდე,რადგან ჩავთვალე რომ სტრესულმა მდგომარეობამ გამიარა და ექიმი აღარ მჭირდებოდა,მაგრამ ამჯერადაც მწარედ შევცდი.
ერთ დღეს ჩვენი კომპანიის პარტნიორს უნდა შევხვედროდი.ახალი სამშენებლო კომპლექსის ნახაზები გვქონდა განსახილველი.შეხვედრა პატარა კაფეში დავთქვით.სიმართლე გითხრათ,სამსახურში მერჩია შეხვედრა,მაგრამ ჩემმა პარტნიორმა კაფე არჩია და მეც დიდად არ გამიწევია წინააღმდეგობა.კაფეში დაგვიანებით მივედი.მცირე დარბაზს თვალი მოვავლე და მალევე ვიპოვე პარტნიორი მაგიდასთან.ხელი დამიქნია.მასთან დავჯექი.სტანდარტული მისალმებისა და მოკითხვის შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავედით.მაგიდაზე ნახაზები გავშალე და ახსნა დავიწყე რა და როგორ უნდა დაგეგმილიყო.ხარჯთაღრიცხვაც განვიხილეთ და მცირე კორექტირების შემდეგ საერთო ხედვაზე შევჯერდით.ის იყო შეხვედრა დავასრულეთ და წასავლელად მოვემზადეთ,რომ უცებ მოპირდაპირე მხარეს მომღიმარ სახეს წავაწყდი და ელდა მეცა.ეს დამიანე იყო.იჯდა მაგიდასთან,წინ ჭიქა ყავა ედგა და დაჟინებით მიყურებდა,თან მიღიმოდა.ალბათ ფერი დავკარგე ,რადგან პარტნიორმა შეშფოთებით მომკიდა ხელი და მკითხა ხომ კარგად ხარო.გამოვერკვიე.თავი გავაქნიე,კარგად ვარ.ცოტა შემაცია თქო.ავდექი რომ დროულად გავცლოდი იქაურობას. ჩემი პარტნიორიც ადგა.კარისკენ გავემართე.უკან არ ვიხედებოდი,მაგრამ ვიცოდი რომ ფეხდაფეხ მომდევდა ჯოჯოხეთური ღიმილი და მწველი მზერა.პარტნიორს დავემშვიდობე და სახლისკენ ფეხით წავედი.ახლოს ვცხოვრობდი,იქვე.მინდოდა გრილ ჰაერზე თავი შემეფხიზლებინა.თითქმის სახლთან ვიყავი,ჩემს ფეხებთან მანქანამ რომ დაამუხრუჭა.დამიანე იჯდა საჭესთან.აღარ იღიმოდა.