ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ცთომილი ვარსკვლავი

0 ხმა

მარინა შავიშვილი

ბიოგრაფია

ჟურნალისტი, პედაგოგი

24.11.1967

1991-2002წ - ისტორიის მასწავლებელი

2002-2006 წ - გაზეთი ,,ქობულეთი“ ჟურნალისტი

2006-2021წ - გაზეთი ,,ჩემი ქობულეთი“, ,,აჭარა P.S.“ ჟურნალისტი

2013წ - დღემდე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

სტატუსი: წამყვანი, მაგისტრი

1985-90წწ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებელი.

1995-2000წწ - ბსუ, ჟურნალისტიკა

გამოცემული მაქვს ზღაპრების წიგნი ,,ზღაპრის ბოლო კეთილია“

ამჟამად გამოსცემად ვამზადებ მოთხრობების კრებულს.

სინოპსისი

   რომანი ,,ცთომილი ვარსკვლავი“ ობოლი გოგონას ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ინტერნატის ტიპის სასწავლებელში აღმოჩნდება. რომანის მთავარი გმირი - სიდონია ჩოლობარგია (გედი),  მეგობართან ერთად ბულინგის მსხვერპლია. სუიციდის მცდელობისას ერთ-ერთი გოგონა იღუპება. მთავარ გმირს სანაპიროზე შემთხვევით მოსეირნე უცნობი ახალგაზრდა ვაჟი გადაარჩენს. ასაკობრივი ზღვარის მიუხედავად ისინი საუკეთესო მეგობრები ხდებიან. მოგვიანებით, როცა გოგონა უკვე უნივერსიტეტის სტუდენტია,  ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. როგორ განვითარდება მოვლენები, რა მნიშვნელოვანი დილემის წინაშე აღმოჩნდებიან გმირები და როგორ შეცვლის მათ ბედს აფხაზეთის ომი, მკითხველი რომანის სრული ვერსიის წაკითხვისას შეიტყობს.

   მოქმედება ხდება ქობულეთსა და ბათუმში. შესაბამისად ნაწარმოებში გადმოცემულია ამ კუთხისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი, კილოკავი, ზნე-ჩვეულებანი, გენდერული სტერეოტიპები და სხვა. რომანს ახალისებს იუმორისტული პასაჟი.

  ნაწარმოები შედგება 128 გვერდისაგან, ვორდის ფაილი, შრიფტის ზომა-11. ამჟამად ვგზავნი ნაწყვეტს რომანიდან. დასაწყისი, 30 გვერდი.

უღრმესი მადლობა გამომცემლობა ,,პალიტრა L“ -ს კონკურსის ხელშეწყობისა და ორგანიზებისათვის.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური