ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

შავი კატა და ჟოლოს ჩაი

0 ხმა

მანანა ებანოიძე

ბიოგრაფია

      მე მანანა ებანოიძე ვარ. თქვენ წარმოიდგინეთ,  24 წლის საკუთარ სახელზე შეყვარებული მანანა. გავიზარდე ზესტაფონის რაიონში, ამჟამად კი თბილისში ვცხოვრობ. ბავშვობიდან მიყვარს წერა, მაგრამ ჩანაწერებს თითქმის არასდროს არავის ვუზიარებდი.  შესაბამსად, ეს საკუთარი ნაწერის მზის სინათლეზე გამოტანის პირველი მცდელობაა.   

           მიუხედავად წერის დიდი სიყვარულისა, დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, სოციალური და ეკონომიკური სტატისტიკის მიმართულებით. ვმუშაობ სტატისტიკის სექტორის სპეციალისტად.  ჩემი პროფესია რიცხვებს დავუკავშირე, რადგან, ჩემი აზრით, ნებისმიერი რიცხვთა ერთობლიობა შეიძლება აქციო სიტყვათა ლოგიკურ კავშირებად და პირიქით, სიტყვებს მიღმა შესაძლოა დაინახო კანონზომიერებები, რომელიც არითმეტიკული სიზუსტით მეორდება და მათზე დაყრდნობით გაკეთებული პროგნოზებიც ხშირად ზუსტია.  


სინოპსისი

      რომანი „შავი კატა და ჟოლოს ჩაი“ მოგვითხრობს ისტორიას ფსიქოლოგი გოგონას შესახებ,  რომელიც ძმის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის ერთადერთი იმედია. მაგრამ განა მარტივია ბავშვობიდან მოყოლებული ამხელა ტვირთის ტარება? მით უმეტეს, როცა ცხოვრება გამუდმებით საოცარ დამთხვევებს გთავაზობს; როცა ვერაფრით ივიწყებ პირველ სიყვარულს; როცა შავი კატის წინ გადარბენა გახარებს, ჟოლოს ჩაი კი უბედურების მომასწავებელ ნიშნად მიგაჩნია.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური