ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ტურიკო

0 ხმა

კარლო ჭანტურია

ბიოგრაფია

მე ვარ კარლო ჭანტურია, 34 წლის, დაბადებული და გაზრდილი თბილისში.

 როგორც მრავალი თქვენთაგანი, მეც ვოცნებობდი უცხოეთში გამგზავრებაზე. საქართველოში ევროპა სამოთხედ მიაჩნიათ, სადაც ყველაფერი იდეალურადაა მოწყობილი, ყველა ბედნიერი სახეებით დაიარება და არაფერი უჭირთ, სწორედ ამ რწმენით ვიყავი გაჟღენთილი და სხვაგვარად ვერც წარმომედგინა. დავისახე იქ მოხვედრის მიზანი და ყველაფერი გავაკეთე მის სისრულეში მოსაყვანად. საბოლოოდ, სამი წლის მანძილზე, ევროპის სამ სხვადასხვა ქვეყანაში მომიწია ცხოვრება.

 ჩეხეთში ჩასვლიდან, ერთი თვის შემდეგ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. აღმოჩნდა, რომ იქაურობა სულაც არ არის იდეალური, ისე როგორც საქართველოში, იქაც არის უამრავი პრობლემა და უარყოფითი მხარა. შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ევროპაში ყოფნისას, გაცილებით დავაფასე ქართული კულტურა და ტრადიციები. მეორე მხრივ კი, იქიდან ბევრი სასარგებლო თვისებებისა და ფასეულობების გადმოღება შეიძლება, უკეთესი ქვეყნისა და ცხოვრების მისაღებად.  

 ‘’ტურიკო’’ სათავგადასავლო წიგნია, აგებული რეალურ ისტორიებზე. მისი წაკითხვით, შიშვლად დაინახავთ სრულ სიმართლეს, ევროპაში სწავლის დროს, თუ როგორ ცხოვრობენ და რა პრობლემებს აწყდებიან ქართველი სტუდენტები. ამ წიგნით, გარდა იმისა, რომ ძალიან იხალისებთ, ბევრ სასარგებლო და მნიშვნელოვან ამბავს შეიტყობთ.


სინოპსისი

 

 წიგნის მთავარი გმირი ერთი ჩვეულებრივი  თბილისელი სტუდენტი ყმაწვილია, რომელიც მეოთხე კურსს ამთავრებს. მშობლებისგან შთაგონებულს წარმოედგინა, სტუდენტური ცხოვრება განსაკუთრებული და დაუვიწყარი იქნებოდა, თუმცა, ისე ჩაიარა ოთხმა წელიწადმა, არაფერი ღირებული და სამახსოვრო არ დარჩენია, მისი ბრალითა თუ გაუმართავი განათლების სისტემის წყალობით, ვერც შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება დააგროვა, აწმყოში დაკარგული, წუხსა და ფიქრობს, რომ განვლილი ოთხი წელიწადი ქარს გაატანა, თუმცა მომავალიც ბუნდოვნად ესახება.

 დეპრესია და უიმედობა იპყრობს, თითქოს ჭაობში უიმედოდ ჩაფლული,  ფსკერისკენ მიექანება და მისი ცხოვრება სრულ კრახს განიცდის. სწორედ ამ დროს დაებადება უცხოეთში სწავლის გაგრძელების იდეა, რომელიც მისი ცხოვრების მთავარ იდეად გადაიქცევა.

 დიდი გარჯის შემდეგ ოცნებაც აუხდება და უცხოეთში გაემგზავრება. ყმაწვილის ერთფეროვან და მდარე ცხოვრებას სრულიად გიჟური, მოულოდნელი და დაუვიწყარი თავგადასავლები ჩაენაცვლება.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური