ცარიელი ქალი
0 ხმა
თინა თაყაძე
მე თინა თაყაძე დავიბადე 1990წლის 21ოქტომბერს ქალაქ გორში .
პროფესიით ჟურნალისტი .რეჟისორი. დიზაინერ გრაფიკოსი. ვიდეო ოპერატორი.
ვწერ ლექსებს და რაც ეს პროექტი არსებობს იმდენი რომანი მაქვს დაწერილი.
სოგადად არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი.
გქონია შემთხვევა როდესაც საკუთარ სხეულს ვერ უკავშირებ შენს პიროვნებას? როდესაც არ გესმის შენი სახელი და არ შეგიძლია წარმოიდგინო როგორი ცხვირი, ტუჩი, თვალი ან საერთოდ, სახე გაქვს? სწორედ ასეთი პრობლემების წინაშე დგას პირველი გმირი. თუმცა, მისი პრობლემები ამით არ მთავრდება. ალკოჰოლი, ეჭვი, ყველასა და ყველაფრისადმი გულგრილობა. ზიზღი. ზიზღი და ცინიზმი განსაკუთრებით სიყვარულისადმი და ასოციალურობა... აი, ამ ყველაფრით შეპყობილი ადამიანი გადაწყვეტს რომ ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალოს. ამის ერთადერთი მიზეზი კი ისაა რომ, უნდა ძლევამოსილი ნაბიჭვარი გახდეს. რომანი ,,ცარიელი ქალი" რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. მთხრობელის, ანუ პირველი გმირის და ცარიელი ქალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი ვიზუალური მხარე არ იქნება აღწერილი. მკითხველს მივანდობ, შექმნან ისინი საკუთარ წარმოსახვაში.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური