ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ცარიელი ქალი

ცარიელი ქალი

_ 1 _

   ყოველთვის ვფიქრობდი რომ მე ამ სამყაროში ერთ ერთი დიდებული თუ არა, განსაკუთრებული ადამიანი მაინც ვიყავი რომელსაც რამენაირად უნდა დაეძლია საკუთარი თავი და სისუსსტეებს რომელიც მთელ აწმყოს და მომავალს უნადგურებდა თავზე გადახტომოდა. შეიძლება, ვინმემ თქვას, გადახტომა რად გინდოდა, შებრძოლებოდიო და მართალიც იყოს. მაგრამ, ასეთი რამ რომ მითხრა პირველ რიგში კარგად უნდა მიცნობდე. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დასახული მიზნის ბოლომდე მიყვანით არ დაიღლება, არ გადაიფიქრებს და იმავე სისუსტეებს არ მიუბრუნდება წეღან გადახტომა რომ უნდოდა. ასე რომ დამაცადეთ. მოგიყვებით ყველაფერს და მერე გამოიტანეთ დასკვნა, თუ ვინ ვარ მე.

  შეშლილი, იდიოტი თუ ჯერ არ არსებობს ჩემი პიროვნების შესაფერისი სიტყვა. მოკლედ, გადავწყვიტე ჩემი დიდებულება ღმერთამდე მივიტანო და ის დატკბეს ჩემით. დიახ, კეთილი ვარ! რაც მართალია, მართალია. ამ ყველაფერს გუშინ ვიქრობდი. მოტივაციაც გუშინ მქონდა. დღეს კი თავს საშინლად ვგრძნობ და ისე ვარ მიგდებული ჩემი პატარა საძინებელში ჩაჭეჭყილ საწოლზე როგორც მატლი ძროხისგან ახლად ნაჩუქარ ფუნაში. დღეს მე ყველაფერი ფეხებზე მკიდია. მთელი ეს ცხოვრება თავისივე საზოგადოებით რომელთაც იმ წეღანდელი ძროხის ფუნის სუნი აქვთ. ახლა მოხოლოდ სამი რამ მინდა: სიგარეტი, პივა და ის რომ ამ ლოგინის სითბო დიდხანს შენარჩუნდეს. ხვალ რა იქნება?

  ხვალ თუ არა ზეგ მაინც ისევ წამოვხტები საწოლიდან, ორივე ხელით გამოვაღებ ნახევრად დამპალ, თეთრ საღებავ ალაგ ალაგ შემორჩენილ ფანჯრებს, გაჩეჩილ დასაბან თმებიან თავს გიჟივით გადავაგდებ სუსხიან სივრცეში და გულზე მჯიღის რტყმით დავიღრიალებ:

- სამყარო, შეჩერდი!

 მე შენზე დიდებული ვარ!

 ან ხვალ რას ვუცადო?

ახლავე გავაკეთებ ამას.

- რა გაღრიალებს?

 ისევ სვავ?

 სასწრაფოდ დამიცალე ბინა!

რამდენჯერ უნდა გითხრა?

შენ რა ადამიანური ლაპარაკი არ გესმის?

 გაიგე რომ არ მაქვს ლოთებზე გასაქირავებელი ოთახები!

ხალათ შემოხვეული ჩემი ღორი ხაზეიკა გარეთ გამოვარდა და გამიღე თორემ პატრულს გამოვიძახებო, კარებზე მუშტები ააბრახუნა.

- ფეხებზე მკიდია, გამოიძახე!

მივაძახე და ახლა მე მივარტყი წიხლი აქედან.

 - დამაცადე, დამაცადე, შენ რა გიყო!

მუქარით შებრუნდა სახლში ეს გველის წიწილივით ქალი. რა ჯანდაბა უნდა?

 აი, ვინმემ თუ იქირავოს ეს საღორე თავი მომაჭერი. ფასი კი უდევს იმისთანა ერთი წლის ფული რომ წინასწარ გადავიხადო თირკმელი არ მეყოფა გასაყიდად. მე შევცდი ამ სარდაფში რომ შემოვყავი თავი და სხვას ვის ნახავს ჩემნაირ იდიოტს?

უმადური, კიდევ აქეთ მე მეწუწუნება.

- მისმინე ქალო!

ჩემ მოტივაციას შენ არ გაგათელინებ გაიგე?

 ხელახლა გამოვაღე დამპალი ფანჯრები და შევეცადე ისე მიმეხურა რომ დედაღორი თან ჩემს გაბრაზებას მიმხვდარიყო და თან ფანჯრები მთელი გადარჩენილიყო. გარეთ მეტად აღარ გამოსულა. ალბათ მიხვდა რომ აზრი არ აქვს ამ სიცივეში გიჟივით წინ და უკან სირბილს. აი, სულ ერთმა შემთხვევამ როგორ მომიშალა ახლა ნერვები. ამიტომ არ მიყვარდა არასოდეს ახლად გაღვიძებულზე ვინმესთან საუბარი, თუნდაც ეს კონფლიქტის გარეშე დასრულებულიყო.

ხომ უნდა გაიღვიძოს ბოლომდე ადამიანმა?

ყავა მოხარშოს, სიგარეტს გაუკიდოს, ტელევიზორი ჩართოს ან გაზეთი გადაშალოს და ასე მშვიდად ოცი წუთი მაინც გაატაროს?

 მაგრამ ვინმეს ესმის ეს?

მაშინვე მომცვიდებოდნენ ხოლმე ჩემი ყოფილები და დამაყრიდნენ შეკითხვებს. ,,როგორი ღამე იყო?

კარგად გეძინა?

იცი, ცოტას ხვრინავდი?

 მეც ხომ არ მიხვრინია?

 ხომ არ შეგცივდა?

 ერთი ორჯერ გამომეღვიძა და გადახდილი გქონდა, მე დაგაფარე..." და ა.შ. არასოდეს ელეოდათ სალაპარაკო. ვერაფრით ვერ ვხვდები იმ კონფორტს რომ მშვიდად იჯდე, რატომ უნდა გერჩივნოს გამუდმებული ლაქლაქი დუჟის გადმოსვლამდე?

 მოკლედ, რამდენიც არ უნდა მელაპარაკა, მომეთხოვა, მეთხოვა, მესაყვედურა, ან გამეფრთხილებინა, აზრი არ ჰქონდა. მეორე დილით, თითქოს სპეციალურად, იმდენ სიდებილეზე დაიწყებდნენ ხოლმე ლაპარაკს რომ ტვინში სისხლი მექცეოდა. ახლა გახსენებაც კი ნერვებს მიშლის. სამზარეულოში შევედი. ერთჯერად თეფშებსა და ჭიქებს ერთიანად მოვხვიე ხელი და იმ ცელოფანში ჩავუძახე რამდენიმე საათის წინ ჩემი ხაზეიკის გვამის გადასამალად რომ ვიყიდე დარჩენილი ხურდებით. რა აუტანელი ქალია! რეებზე მაფიქრებინებს ამ ბოლო დროს. არაა, აქაურობას თუ არ მოვშორდები მალე მკვლელს გამხდის ეს შეშლილი!

ნეტა არ უყურებს მაინც რამდენი უბედურება ხდება ქალაქში?

აი, ტვინი რომ ამომიტრიალდეს, ვეცე და მივაღრჩო არ ეშინია?

 ვინ გაიგებ?

შვილი მაგას არ ყავს და ნათესავი. ქალს, ერთი მეზობელი არ ეკონტაქტება. ერთი წელია რაც აქ ვცხოვრბ ხო?

 ხო და ამ ერთ წელიწადში მასთან მოსული ერთი სტუმარი არ მინახავს. თვითონაც ორჯერ თუ სამჯერ იქნებოდა გასული გარეთ. აი, ასეთი ხალხის არსებობის მიზეზი მართლა მაინტერესებს. თაგვივით გამოკეტილია ამხელა სახლში. ჭამს და ფულს ითვლის მხოლოდ. ორი მნიშვნელოვანი რიტუალისგან (როგორც თვითონ ამბობს) შედგება მისი მოსაწყენი ცხოვრება.

ენა მაინც ჰქონდეს ტკბილი?

კატაც კი გაგვექცა ეზოდან. ვერ აიტანა ეს შხამიანი ქალი და იფიქრა წავალ თავს ვუშველი რამენაირადო. მე კი კიდევ ვერ მოვახერხე გადასვლა ამ საღორედან.

 - აბა, სასწრაფოდ აზრზე მოდი! ჩემ თავს შემოვუძახე რომ გონიერება გამომეჩინა, შეცდომა არ დამეშვა და ნერვები გამეკონტროლებინა. ეს მოძალებული ნეგატიური ენერგია კი აუცილებლად უნდა დამეხარჯა. დიდი ფიქრი არც იყო საჭირო. პივისგან გამოცლილ ბოთლებს რახარუხი ავუტეხე. გული ამიჩქარდა. ასე მემართება ხოლმე პახმელიის ოც- თხუთმეტ წუთიან შუალედში. მერე კი ისევ პივა და ისევ საათივით თანმიმდევრული გულის ცემა მაქვს.

  ახლა ვგრძნობ რომ ხვალ დიდი ალბათობით ისევ იმ მატლად გადავიქცევი გუშინ რომ ვიყავი. ამიტომაც დღესვე უნდა დავუმტკიცო სამყაროს ჩემი დიდებულება. რას გადავეკიდე ამ სამყაროს? მე არ გადავკიდებივარ, მატყუარა ადამიანებმა გადამკიდეს. ტყუილს ვერ ვერტან, მძულს! ისინი კი სულ მატყუებდნენ და ჩემი სიალალით სარგებლობდნენ. იქამდე მატკინეს სანამ აი ასეთად არ მაქციეს ბოლოს.

უი, მართლა, წუხელ ხომ უცნაური ზისმარი ვნახე?

 სიზმარი კი არა, პირდაპირ წინასწარმეტყველებაა ეს ახლა ჩემთვის.

 მოგიყვეთ?

ოკ, ახლავე.

_2 _

 

_ სიზმარი_

 

წუხელ ისეთი რამ მესიზმრა რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ დღეს ჩემი გამარჯვების დღეა. ვითომ, ხე ვიყავი და ჩემ მსხვილ და ღონიერ ტოტებზე ათასნაირი ფერის პაწაწინა ჩიტები ისხდნენ. რას აღარ აკეთებდნენ, ჟღურტულებდნენ, უსტვენდნენ, მიწას ასკინტლავდნენ, ჩემს სხეულზე ასხმულ ფოთლებს ფრთებს უპარტყუნებდნენ. ამ ყველაფერით მეც ვერთობოდი და ისინიც. ვგრძნობდი რომ მათ უბრალოდ კი არ მოვწონდი არამედ, ჩემი ფანები იყვნენ. თაყვანს მცემდნენ და ჩემით ტკბებოდნენ. მეც სიამოვნებით ვიღებდი მათგან ფლირტს იქამდე, სანამ ერთი შეშლილი მოხუცი არ გამოჩნდა. გამოჩნდა კი არა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ, ჯოხის აქეთ - იქით ქნევით გიჟივით მეცა და ჩიტუნები ჩემი ტოტებიდან წამოყარა. მერე მე გამომიბრუნდა და ჩიჩქვნა დამიწყო. თან ხმამაღლა მიძახოდა:

,,იმისთვის კიარ დამირგიხარ და გამიზრდიხარ ამ ჟღურტულა ბოზებმა რომ ბოლო მოგიღონო". ფესვები ამიფხვიერა. შემწამლა. წყალი დამალევინა და წავიდა. სულ ეს იყო რაც ვნახე და რატომღაც მგონია რომ ეს ნიშანია. ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისის ნიშანი. მოკლედ საკუთარ თავს ოცდაოთხი საათი მივეცი იმისთვის რომ ეს ბანძი ცხოვრება შევცვალო.

 მაგრამ, რანაირად?

 აი ახლა სწორედ რომ ამის გაგება მჭირდება. კიდევ ერთ სიგარეტს გავუკიდებ, მანამდე კი ამას, უკვე ჩამწვარს, კედლის ხვრელში შევტენი რომ ჩემი ხაზეიკა უფრო მეტად შეიშალოს.

ჯანდაბა!

გონება არ მეხსნება. ფაქტია რომ ნაბახუსევის ბრალია.

რა გავაკეთო?

არადა ერთი წუთის წინ გადაწყვეტილი მქონდა ახალი ცხოვრების დაწყება სადაც დასალევი და მოსაწევი არ მოიაზრებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს ესეც ნიშანია. მადლობა ღმერთს, ჩემ სახლში პივა და მოსაწევი თავზე საყრელადაა. ამიტომ არასოდეს მეშინია წინა დღით მაგრად გამოთრობის. რომ იცოდეთ, ჯერ რა ხმა აქვს, მერე რა სასიამოვნოდ მლაშე, ოდნავ მომყრალო სურნელი და ბოლოს, მისი შხეფები ბაგეზე ხომ საერთოდ ორგაზმს უდრის.

რითი ავხსნა ახლა ეს? დამინგრია კბილები და მაინც ვერ ვიყიდე ასახსნელი. შეიძლება ჩემი შეყვარებული მართალი იყო, როცა მეუბნებოდა უთავბოლო ხარო.

მოიცა, ოპაა! ჩანგალი, ჩაგალი ან კოვზი დამეხმარება ამ საქმეში. ანდა მოიცა, სად მაქვს მაგათი მოძებნის თავი. კიდევ ერთხელ მოვუსინჯავ ბედს ჩემს კბილს. აი, ხომ ვამბობდი სულ ერთი ყლუპი და გონება გამეხსნა. ახლა უამრავი აზრი მომდის. უნდა გამოვიგონო ისეთი ნივთები და ხელსაწყოები, რომლებიც ადამიანს ცხოვრებას გაუმარტივებს მე კი ... მაგრამ, უკვე გამოგონებულ რაღცეებსზე მეფიქრება. გენიალური აზრი, იდეა უნდა დამებადოს. მე დავაპატენტებ მერე და გავყიდი. მაგრამ საქართველოში ვის რაში სჭირდება შენი იდეები? ვიცი რაც უნდა გავაკეთო! წიგნს დავწერ! მაგრამ რაზე? უფ, თემების მეტი რა არის. თან სულ ერთმანეთზე საინტერესო და ნამდვილი ამბები მაქვს. მთავარი ისაა ხალხს რა აინეტერესებს. ხალხს? ჰმ, უკაცრავად. ხალხს კი არა და საზოგადოების იმ ხუთ პროცენტს, რომელიც კითხულობს. რა და ახლავე შემიძლია მევე ვუპასუხო ჩემ შეკითხვას. ნაგავი! სექსი, ნარკოტიკი, მკვლელობა, ღალატი და საერთოდ ბანალური ამბები. მე რაზე დავწერო? შემიძლია ჩემ ცხოვრებაზე დავწერო. ან ჩემიანების თავგადასავლები მოგიყვეთ. გეჭორავოთ ჩემ მეზობლებზე ან მწარე სიმართლე მოგახალოთ ხელისუფლებაზე. დავწერო ანაფორიან პედერასტებზე რომლებიც სპერმიან წვერებს ნეტარებისგან იზელენ. ანდა, ნათესავ ქალზე მოვყვე, თუ როგორ უკეთებდა მინეტს კამაზის მძღოლებს ერთი ლიტრი ნავთის საფასურად და მთელი ოთხმოცდაათიანი წლების პრობლემები ზედ მივაყოლო. ცხრა აპრილზე შეიძლება დაწერა და მთელს იმ სიბოროტეზე რაც კი ჩვენს მოსისხლე მტერს და ამ სასტიკ იმპერიას უკავშირდება. ნწ არა. ასე არ გამოვა. ის ქალი დიდი ხნის მკვდარია და თან საქართველოში ხომ ასეთი ტრადიციაა - მკვდარზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. ხოდა უმჯობესი იქნება თუ მეც არაფერს ვიტყვი. გავჩუმდები იმის მიუხედავად რომ ვერ ვიგებ რა არის მინეტში ცუდი და მერე ამის სანაცვლოდ გასამრჯელოს აღებაში. რავიცი ვფიქრობ რომ კარგ საქციელად არ ჩამითვლიან და მირჩევნია ჯერ არაფერი დავწერო. ჰო მაგრამ, როდიდან მადარდებს სხვები რას იტყვიან ჩემზე? ამაზე დარდს აქამდე არასოდეს შევუწუხებივარ. აშკარაა, რაღაცეებს ვბოდავ. მოვიფიქრე, წყალს შევისხამ სახეზე და კიდევ ერთ

კბილს გავიმეტებ ერთი ბოთლისთვის. მაგრამ პირის დასაბანი ამინდი საერთოდ არ არის, ცივა. ცხელი წყალი კი აღარ მაქვს. ვერ გადავიხადე დროულად და გაზი გათიშეს. ვერ ვიგებ, როგორ შეიძლება უყვარდეს ადამიანს ზამთარი? ის ხომ საშინლად ცივი და უხალისოა? მაგრამ ვისაც ოჯახი ჰყავს? იმისთვის ალბათ პირიქითაა. სახლში თბილად დასხდებიან, ერთმანეთს ჩაეხუტებიან და არაფერი შეაწუხებთ. ეს საფრთხე მე არ მემუქრება და სავარაუდოდ, არც არასოდეს დამემუქრება. მოდი, კიდევ დავლევ. ორი სამი ქილა ლუდი და შემდეგ გაყინულ წყალსაც გადავივლებ. ახლა მამაჩემი გამახსენდა. რამ გამახსენა და მე რომ ახლა პირის დაბანა მეზარება სიცივის გამო, მას რანაირად არ ეზარებოდა ყოველ ღამით ქვეშ ჩაფსმა? თან რომ არ ცივდებოდა ტიპი. მერე, დილაადრიან უცებ წამოვარდებოდა ხოლმე ამ შარდით გაწუწული ლოგინიდან. სველ, აყროლებულ მატრასს გადააბრუნებდა და ძილს ისე გააგრძელებდა თითქოს მე ჩამეფსას და სველზე მთელი ღამე მე ვწოლილიყავი. რეალურად მე მბრალდებოდა კიდეც, ოღონდ მეზობლებში. სოფელში დიდი ეზო გვქონდა და დედაჩემი იქ გაათრევდა იმ სისველისგან უარესად დამძიმებულ საშინელებას. ხან რაზე მიაყუდებდა და ხან რაზე. ეს მეზობლებიც გარს შემოუვლიდნენ ხოლმე და ათვალიერებდნენ, ეს ერთი ციდა ბავშვი ამდენს როგორ ფსავსო? იკვირვებდნენ და დაეჭვებუვალებით შესცქეროდნენ ხან იმ შედევრს და ხანაც ერთმანეთს. ახლა არ დამიჯერებ, მაგრამ, ისე გამოვიდა რომ გეოგრაფია მამაჩემის ჩაფსმულ მატრასზე ვისწავლე. სასწაული კაცია, რანაირად იფსავდა ისე რომ ხან საქართველოს რუქა იხაზებოდა, ხან მსოფლიო, ხან იაპონია, ხან რომელი და ხან რომელი. მხოლოდ ეგ კი არა, აი რომ შრებოდა მერე შეგეძლო ჟირაფი დაგენახა, ციყვი, ლომი რავიცი რაც შენს გულსა და სულ გაუხარდებოდა. თუ ღვინით გალეშილი მოვიდოდა ნახატი უფრო დიდი ზომის იყო. თუ არყით, შედარებით მომცრო. მაგრამ, ყველაზე მაგარი სანახავი ბეტონის აივანზე უზარმაზარი ლაქა და აზელილი საჭმელი იყო. გული რომ აერეოდა, სანამ მეზობლის ძაღლი მოვარდებოდა და ცხელ ცხელს შეექცეოდა, მანამდე ვიდექი და ვცდილობდი გამომეცნო რა ჭამა ამ ღორმა სხვაგან, მაშინ როდესაც ჩვენ სახლში მშივრები ვიყავით. მოკლედ , ჩემო ძვირფასო ღმერთო, ეს რა საოცარი ვინმე მოუვლინე დედამიწას და მერე მამაჩემად გამოიმეტე? კარგი, სხვა დროს ვილაპარაკებ მაგაზე, იმასაც მოგიყვებით ბებრუხანებს ფულის სანაცვლოდ ვაგინაზე ენით როგორ ეფერებოდა და სხვა დანარჩენ ამბებსაც. მაგრამ ახლა რაზე დავწერო? შეყვარებულიც არ მყავს რამე რომ მირჩიოს. ისე როგორ არ მყოლია, თანაც რამდენიმე. ბოლო შეყვარებულს კი წუხელ, ბოზობის გამო დავშორდი. არადა ცოდვას ვერ ვიტყვი თავიდანვე გამაფრთხილა - ბოზი ვარო. ერთად ვერ ვიქნებითო. არაუშავს მეთქი ტვინი შევუჭამე მაგრამ როგორც აღმოჩნდა - უშავდა. მანამდე ჩემი შეყვარებულებიდან არც ერთი იყო ბოზი, მათ უარესი ჩვევები ჰქონდთ. მოიცა, იმაზე ხომ არ მოვყვე ჩემმა ყოფილმა და ,,სამართლის ექსპერტმა" მეგობარმა თავდასხმა რომ მომიწყო? არა, მათზე მაშინ დავწერ ანგარიში გასწორებული რომ მექნება, ახლა ეგ ამბავი არც ისე საბესტსელეროა. მოკლედ, ჯობია გარეთ გავიდე. იქნებ რომელიმე საინტერესო ფაქტს შევესწრო და გავაზვიადო. ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი რაღაც აუცილებლად გადამხდება. არაფერია სუფთა ამ სახლში. რა ჩვიცვა? ახლა დავრწმუნდი რომ ჩემი შეყვარებული მხოლობ ბოზი კი არა, უსაქმურიც იყო. კარგად მოვიქეცი რომ დავშორდი. მოკლედ, თითქმის გადავწყვიტე რომ საკუთარ თავზე დავწერო. ვგრძნობ რომ ბევრად საინტერესო იქნება და თან რაც ყველაზე მთავარია მომგებიანი. ადამიანებს ხომ ძალიან უყვართ სხვის ცხოვრებაში ქექვა? ხოდა უფლებას მივცემ ჩემი წარსული და აწმყო გაქექონ. გამოდის რომ საკუთარი ცხოვრებით ვაჭრობას ვიწყებ, სამყარო კი იძულებული გახდება მაღიაროს. ბოლოს და ბოლოს რამდენხანს ვენდობოდი მას? სულ კარგ რაღაცეებს ვეუბნებოდი. თბილად ველაპარაკებოდი. მადლიერების შეგრძნებით ვიღვიძებდი ყოველ დილით, იმის მიუხედავად ვიყავი მადლიერი თუ არა. ვიღაც მოცლილებს ხომ მეც ვუსმენდი თავის დროზე რაშიც ათასობით ლარი გადავიხადე? ისინი ცდილობდნენ რომ ჩემთვის მოტივაცია მოეცათ და თვით განვითარების ფერხულში ჩავბმულიყავი. ხოდა ჩავები. მაგრამ იმ ფერხულიდან მხოლოდ ფეხები შემრჩა. ვიწექი თუ ვიჯექი, დავრბოდი თუ დავდიოდი, ჩემ გონებაში რამდენიმე სიტყვა და ფრაზა გამუდმებით ტრიალებდა. დავალებების პირნათლად შემსრულებელი ვიყავი და შედეგს კიარ ველოდებოდი არამედ, როგორც ისინი მეუბნებოდნენ :

 -,,წარმოიდგინე ის უკვე გაქვს რაზეც ოცნებობო"

- წარმოვიდგენდი.

 მათი აზრით, რაშიც მეც თითქმის დარწმუნებული ვიყავი, სამყაროს არ შეუძლია გაარჩიოს რა მინდა და რა არ მინდა. მას მხოლოდ მინდა ესმის და თავში რას წაუმძღვარებ აზრი არა აქვს. მაგალითად, მე არ მინდა ღარიბი ვიყო, ის გაიგებს - ღარიბი ვიყო. მგონი დაგვცინის , მე მეცინება, ირონიაა რაღაცნაირად მაგრამ ასეა. სამყაროს ასე უნდა ელაპარაკო: მე ვარ ბესტსელერის ავტორი! უმეორე ეს გამუდმებით და შემდეგ წარმოიდგინო მთელი ის სიკეთეები რაც ბესტსელერის ავტორობას თან ზდევს. მოკლედ როვ ვთქვა, უნდა მოახდინო არც მეტი და არც ნაკლები ვიზუალიზაცია. უნდა განიცადო გაყიდული წიგნების სიხარული. დაიღალო წიგნის პირველ გვერდზე ავტოგრაფის გაკეთებით. რამენაირად მოიეგერიო ფანები, იგრძნო სურნელი რომელიც წიგნს აქვს და ა.შ. მეც ასე ვიქცეოდი. თან სხვათა შორის არც ისე ცოტახანს . ყველაზე რთული კი ისაა რომ ამ დროს გონებაში უეცრად საიდანღაც მოდის ნეგატიური ფიქრები. გეფიქრება რაღაც სისულელებზე რაც ხელს გიშლის ვიზუალიზაციაში. ეს ნაგავი კი უნდა განდევნო და თავიდან დადებითით ფიქრებით და ემოციებით ჩაანაცვლო. ანუ ისე უნდა ამუშავო შენი ქვეცნობიერი როგორც ასოცი კილოგრამიანი სხეულს ავარჯიშებს ადამიანი საბოლოო შედეგამდე რომ მიიყვანოს. მე ხშირად ვახერხებდი და ვმართავდი საკუთარ ფიქრებს, ემოციებს რაც არც ისე ადვილი გასაკეთებელია. ხანდახან კი, უკვე მილიონიანი ტირაჟის ავტოგრაფის დასრულებამდე სულ ცოტა რჩებოდა რაღაც რომ მაფხიზლებდა. ვერასოდეს ვიგებდი რა იყო ეს და თუ ოდესმე მივხვდები გპირდები რომ აუცილებლად გეტყვი. ახლა კი მოტივაციას ისე მოვექცევი როგორც თქვენ, ადამიანები მექცეოდით მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. გამოვიყენებ იმისთვის რომ ვუარყო, დავამცირო, თქვენ მასზე წარმოდგენა დაგაკარგვინოთ და ა.შ. აი, ეს შეგრძნებები დამყვებოდნენ თან მთელი ცხოვრება თქვენი, ადამიანების წყალობით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

_ 3 _

 

მიყვარს გამთენიის თბილისი. რაღაცნაირი სურნელი აქვს. ისეთი ვერაფერს რომ ვერ შეადარებ. ამ ქალაქში ფეხს დაადგავ თუ არა, იმ წამიდან ისე ღრმად შემოიჭრება შენი რომ გონების დაკარგვამდე გიყვარდება და ვეღარ შორდები. ასე შევიყვარე მე ეს საოცარი, ღრმა, ჭრელი, ძველი, ისტორიული და დინჯი დედაქალაქი. პირველად ათი წლის ვიქნებოდი ექსკურსიაზე რომ ჩამომიყვანეს. ჯერ მთაწმინდა, მერე კი მეტეხი და აბანოთ უბანი გვაჩვენეს. მთაწმინდაზე ბოზი კეკეს საფლავი რომ ვნახე, ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი მის შესახებ. მაშინვე მითხრა მასწავლებელმა, ეს ქალი სტალინის დედააო. სტალინი პატარაობიდან ვიცი ვინც იყო. ეგ ყველა ქართლელმა ბავშვმა იცის და თან ჩვენი სახლები არც ისე დაშორებულია ერთმანეთისგან. მაშინ ვკითხე:

- რა დაწერა მეთქი?

 - ვინო?

 - კეკემ - თქო ?

- არაფერი - ო.

მოკლედ ეს ქალი როგორც აღმოჩნდა ამ საოცარ ადგილას იმის გამო მარხია რომ იოსებ ჯუღაშვილის დედაა. ამის თქმის და უკმაყოფილების გამოხატვის გამო, ბევრჯერ გადავურჩი თავში ბარის ჩარტყმას და ტრაქტორის ზედ გადავლას. მაგრამ რა ვქნა? ყველა ბელადი, დიქტატორი და მკვლელი მძულს! გინდა სტალინი იყოს და გინდა ქვეშაფსია მამაჩემი. მოიცა, სტალინზე ხოარ დავწერო? მაგრამ ბევრია უკვე დაწერილი მის შესახებ და მისი ფსიქიკის შესასწავლი დრო არ მაქვს ახლა. თორემ, ისე დავწერდი რა ძალიან ,,უყვარდა" ქართველები. ჯერ ხომ ყველაზე ბევრი ქართველი გამოიძახეს მეორე მსოფლიო ომში და ეგეც არ გვაკმარა, დაგვიარა და ნარჩევი ხალხი ხან სად დაგვიხვრიტა და ხან სად გადაგვისახლა. ისე კარგი აზრია ხო? წიგნი სახელწოდებით ,,დიქტატორის ვნება". ან ,,სტალინის სიყვარული ქართულად". ან რავიცი. მაგრამ, ახლა არ მცალია მაგისთვის. ისე ჩემი ოცნება ყოველთვის იცი რა იყო? შოთას და თამარის შესახებ დამეწერა ისტორიული რომანი. აი ამას ახლა არა მაგრამ, მომავალში დავწერ. როგორც იქნა სუფთა ტანსაცმელი აღმოვაჩინე. ისეთი დაჭმუჭნულია რომ ვინმე იფიქრებს, ღონიერმა ძროხამ დამღეჭაო. მაგრამ არაუშავს. რაც მთვარია არ ყარს. ფრთხილად გავაღე კარები, რომელიც ყოველ გაღებაზე ისე გაჰკივის გეგონება ოთახში ქალი მშობიარობსო. გამიმართლა. იმ ძუკნამ ვერაფერი გაიგო. ანდა გაიგონა და კიდევ ერთხელ გამოვარდნის აზრს ვერ ჩაწვდა. ჩემი დაკვირვებით, რაც უფრო დიდი დრო გადის, უფრო და უფრო მძაბავს ქუჩაში გასვლა. ვგრძნობ რომ თანდათნ ასოციალური ვხდები და ეს საერთოდაც არ მაწუხებს. ვიცი რომ ეს ჩემი ფსიქოლოგიური პრობლემების ბრალია. ყოველ შემთხვევაში ასე მითხრა ჩემმა ფსიქოლოგმა. კარგი ფსიქოლოგი მყავდა. პირველს ბევრად ჯობდა. სტრესის მოსახსნელად ზედ რომ დამახტა და ვიღაცის ჯიბრით საკუთარი სხეულის მორჩილება შემომთავაზა. კი, რთული პერიოდი მქონდა მაგრამ ერთი წამით არ მიმიყენებია ჩემი თავისთვის შეურაცხყოფა. არ გავკარებივარ. ნუ, არ დამევასა თორემ იმას კიარ ვამბობ, ვნება და სურვილი მოვთოკეთქო. მერე გამაგდო. ინტერესები იკვეთებაო თუ რაღაც ეგეთი მობოდა. ხოდა რას ვამბობდი? როგორც იქნა გამოვედი გარეთ. ადამიანებს არ ვუყურებ. ძირს ვიცქირები და საკუთარ ფეხებს სულელივით ვუღიმი. სკვერს ჩავუარე და ბავშვები შევნიშნე. ერთადერთი ადამიანები არიან რომლებზეც გული არ მერევა. უმწეო და სუფთა არსებები, რომლებიც ჯერ კიდევ გარტყმაში არ არიან რა გულის ამრევია ეს ცხოვრება. ახლად ჩამომჯდარი ვიყავი სკამზე როდესაც ეგრე სადღაც ოთხი წლის გოგონამ მეზობლად მსხდომ ქალებთან მოირბინა. ბავშვს თამაშისას თასმა გაეხსნა და ხელთავიდან შეკვრა სურდა. მან სავარაუდოდ ბებიას, სთხოვა დახმარებოდა.

 

 

 

 

- უიმეეეე ეს რა ანგელოზიააა. გოგო მოდი აქ კარგად შემოგხედოო. თვალი არ გეცეს.

თფუი, თფუიი...

აფურთხა და რა აფურთხა ამ საყვარელ არსებას ამ საქონელმა.

- შენი ხნის შვილიშვილი მყავს გაიზარდე და გაგათხოვებ იმაზე. ისეთი ბიჭიააა შენსავით თვალებ ბრიალა და შავტუხა.

 როხროხით უთხრა ბავშვს და გაბურძგნულ თმაში ბრჭყალებ წამოზრდილი მტევანი ჩაავლო.

- ალ მინდაა.

 უპასუხა ბავშვმა და სცადა იმ საქონელის ხელიდან თმები გამოეტაცა. გაუჭირდა, მაგრამ მეორე მცდელობაზე შეძლო. მერე გაბუსხული სახე მიიღო და ქორივით შეერია მორბენალ ბავშვებში.

- მაშ არა და..

ისევ გულისამრევად ახითხითდა ეს ყლექალა.

- აი, რა არის ახლა ეს?

 რატომ უნდა ეუბნებოდე ბავშვს ასეთ რამეს ამხნის ქალი? დააცადე ქალო! დააცადე! გაიზრდება და თავად იზავს მაგ სისულელეს! სწავლა არ სჭირდება. მივაძახე და წამოვედი. უკნიდან ის რაღაცას ჭყაოდა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. ასე ვთქვათ, შარი არ მინდოდა. ისე კი გამიმართლა რომ პოლიცია არ იყო ახლომახლო და შშეკითხვებით ტვინი არ გამიბურღეს. ისე, ხომ არსებობენ ადამიანები რომლებიც სულ წუწუნებენ ცხოვრებაში არ მიმართლებსო? აი ეგრე ვარ მეც და სულ ნერვები მეშლება როცა იგივეს ჩემი ძმაკაცი მეუბნება. ახლა მოკლედ გეტყვით მის ამბავს და თვითონ მიხვდებით, რა მაგრად გაუმართლა ამ უმადურ ტიპს.