ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ქვის ქვეშ

0 ხმა

თამარ მეზვრიშვილი

ბიოგრაფია

დავიბადე ქალაქ თბილისში 1993 წელს, დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი - ინგლისურ ფილოლოგიაში და მაგისტრატურა - მედია და ახალი ტექნოლოგიები. წერა 11 წლიდან დავიწყე, მას შემდეგ ბევრი ჩანახატი და რამდენიმე მოთხრობა დავწერე, მქონდა ბლოგი და ვწერდი სტატიებსაც. ვარ “დედის წიგნაკის” შემქმნელი. ხშირად ვმონაწილეობ ლიტერატურულ კონკურსებში, ვარ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის შემოდგომის ლეგენდის ფინალისტი, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის ლიტერატურული კონკურსის, „მცირე პროზა“ - ჟიურის სიმპათია. თუმცა, კონკურსებში ვმონაწილეობ, არა მხოლოდ იმისთვის, რომ გავიმარჯვო, არამედ იმისთვის, რომ მომეცეს კიდევ ერთი შესაძლებლობა შევქმნა რაღაც ახალი, გავიჩინო ახალი მკითხველი. პერიოდულად ვცდი, ხოლმე ჩემ თავს ახალ ამპლუაში, ამიტომ ხშირად ვეუფლები ახალ პროფესიებს და ვცდილობ საკუთარი თავის განვითარებას.


სინოპსისი

ერთხელ სანდრა უცნაურ ბიჭს გადაეყრება, რომელიც გულზე დიდად არ ეხატება. ის ხან კაფეში, ხან უნივერსიტეტში და ხანაც ქუჩაში ხვდება. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ გაიგებს სწორედ ეს ბიჭია მისი მეწყვილე რეფერატის გაკეთებაში. სარასთვის ამ რეფერატს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ გადაწყვეტს, რადაც არ უნდა დაუჯდეს რეფერატში კარგი ქულა აიღოს.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური