ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ჩემი ხატია სამშობლო

0 ხმა

ზურა ღუდუშაური

ბიოგრაფია

   მოგესალმებით, მე ზურა ვარ ღუდუშაური. დავიბადე და გავიზარდე ქალაქ თბილისში. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღე. ბაკალავრი - სოციოლოგიის, მაგისტრატურა კი - შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის განხრით.

   ყოველთვის მიყვარდა სხვადასხვა ადამიანებსა და მათგან შემდგარ განსხვავებულ ჯგუფებზე დაკვირვება. სახალისოა, როდესაც ადამიანებს უყურებ, მათთვის კი შეუმჩნეველი ხარ.

    წერა 2020 წელს დავიწყე.  აქტიურად ვმონაწილეობ კონკურსებში. აქამდე ნაწერები არასდროს გამომიქვეყნებია (თუ საკონკურსო ნამუშევრებს არ ჩავთვლით). არც მიცდია რაიმე. ალბათ, რაღაცას ველოდებოდი და ასე გამექცა დრო. წელს ჩემი პირველი მცდელობაა და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის. მინდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინო ხმა, გავუზიარო აღმოჩენები, დავუგდო ყური, გავიგო მეტი, განვვითარდე და განვავითარო სხვები.

 სულ ესაა, რისი თქმაც საკუთარ თავზე შემიძლია. დანარჩენს ნაწერში იხილავთ.


სინოპსისი

  ,, ჩემი ხატია სამშობლო’’ გახლავთ ჩემი პირველი რომანი. ერთი შეხედვით შეიძლება ბანალურად ჟღერდეს რომანის სათაური, თუმცა იგი ჩემთვის რამდენიმე საზრისის მატარებელია:

ა) ,, ჩემი ხატია სამშობლო’’ ანუ ჩემთვის წმინდაა სამშობლო.

ბ) ,, ჩემი ხატია სამშობლო’’ ანუ ჩემი სამშობლო მაქვს დახატული.

გ) ,, ჩემი ხატია სამშობლო’’ ანუ ჩემი სამშობლო ჩემი ანარეკლია.

დ) ,, ჩემი ხატია სამშობლო’’ ანუ ამ საზრისს, ხატიას ეპიზოდის შემდგომ მიხვდებით.

  ნაწარმოები ასახავს ერთი ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლის უბრალო დღეს, რომელიც მოიცავს როგორც იმჟამინდელ მოვლენებს, ასევე განვლილ ისტორიებს - მოგონებებს. სიუჟეტში აღწერილია ოჯახის, სკოლის, ეზოს და ქუჩის ინსტიტუტები. შეხვდებით არაერთ საინტერესო პერსონაჟს. ისტორიები სახალისო და მარტივი ენითაა გადმოცემული. ამ სახალისო ამბების პარალელურად მკითხველს, საშუალება ექნება გაეცნოს არაერთ სოციალურ პრობლემას, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით, ძალიან ბუნებრივად გვეჩვენებოდეს.

ვფიქრობ, ჩემი ნაწერი მაგიური რეალიზმის პატარა მცდელობაა, რომელიც მკითხველს სახალისოდ და საინტერესოდ მოეჩვენება. 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური