ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

შვიდი ამბავი ბარათასთვის

0 ხმა

ელისაბედ სვანიძე

ბიოგრაფია

ვარ ეთნოგრაფი და კულტუროლოგი. 2002წწ-დან დღემდე მონაწილეობას ვიღებ ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და თურქეთის ქურთისტანში.

 

მყავს ქმარი და შვილები.

 

რაც თავი მახსოვს, სულ ვწერ, მაგრამ მხატვრული ნამუშევრები არასოდეს გამომიქვეყნებია. მიმაჩნდა, რომ ამისთვის საჭირო ნებისყოფა და გამბედაობა არ მქონდა. თანაც, თავი მწერლად არასოდეს მიმაჩნდა და არც ახლა მიმაჩნია. ახლა, უბრალოდ სურვილი გამიჩნდა, ჩემი ისტორიები ოჯახის წევრებისა და რამდენიმე მეგობრის გარდა, სხვებისთვისაც გამეზიარებინა.

ეთნოგრაფიასთან ურთიერთობამ მასწავლა, ამბები სხვადასხვა მხრიდან დამენახა. მითები და ზღაპრები, როგორც კოლექტიური სიზმრები, ხომ ასე აახლოვებს ხალხებს ერთმანეთთან.

 

სავარაუდოდ, ჩემი ცხოვრების სხვა დეტალები არ იქნება საკონკურსო განაცხადისთვის საინტერესო და შემიძლია აქ დავასრულო არაფორმალური, მოკლე ავტობიოგრაფია.

სინოპსისი

 ცხრამეტი წლის სალის მოულოდნელად მოუკვდა მამა, რომელთანაც ძალიან მეგობრობდა. სალის მამა ბენჟამენი, რომელსაც შემოკლებულად ბენოს ეძახდნენ, უცნაური, მაგრამ თბილი და მოსიყვარულე კაცი იყო. მისი სიკვდილი დაუძლეველ დეპრესიად დაატყდა მარტო დარჩენილ სალის და დედამისს - მართას.  გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მართამ გადაწვიტა, რომ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დასაწყებად სჯობდა ძველი სახლი გაეყიდათ და სხვა ბინაში გადასულიყვნენ.

 სალის გამუდმებულ სტრესებს  ბავშვობისდროინდელი სახლის დაკარგვის განცდებიც დაემატა და მოულოდნელად, მშველელად ბავშვობის დროინდელი, წარმოსახვითი მეგობარი - მისი სახლის მფარველი, უზარმაზარი ობობა, სახელად ობა გამოეცხადა. ობას მხოლოდ სალი ხედავდა, მაგრამ მისთვის მთავარი იყო ის დახმარება, რასაც მას ობა უწევდა ცხოვრების უმძიმესი პერიოდის გადალახვაში.

 სალის ნებისყოფის და სიმამაცის გამოცდა განსაკუთრებით მისი დეპრესიის განსახიერებასთან - ბარათასთან შეხვედრიდან დაიწყო.

 თავისუფლებისთვის ბარათამ სალისგან ხარკი მოითხოვა - შვიდი ამბავი. ასეც ამბობდა - ,, ორი ამბავი იქნება ფეხებისა, ორი ხელებისა, ორი თვალებისა და ერთიც - გულის გამოსასყიდი!“-ო. შვიდი ამბით გოგონას შეეძლო სამუდამოდ განთავისუფლებულიყო წარსული სიმძიმეებისგან და ახალი ცხოვრება დაეწყო.

 ასე მოყვა სალიმ ბარათასთვის ამბები: ორთაბრძოლის მასწავლებელი, დონა სირენას სენტიმენტალური ისტორია, ოქრომჭედელი და ჯადოსნური ქამარი, ნესტორ ონავარი, ოტო შრენკი, დორა და სამი ქალის ამბავი.

 მთელი იმ დროის განმავლობაში ობა გვერდიდან არ მოშორებია მეგობარს, მუდმივად აქეზებდა და ეხმარებოდა მისიის შესრულებაში. საბოლოოდ, სალიმ შესძლო თავის გამოსიდვა.

 მაგრამ ახალ ბინაში გადასვლის მერე, სამწუხაროდ ის ობასაც უნდა დაშორებულიყო, რადგან ობა ძველი სახლის მფარველი იყო, ახალ სახლს კი ახალი მფარველი უნდა ჰყოლოდა. ობასავე თქმით, ყველა სახლს ყავს თავისი საკუთარი მფარველი.

 სალი და ობა დაშორდნენ.

 ეპილოგში სალი უკვე დიდი ქალია, თვითონაა შვილების დედა, ხშირად იხსენებს ობას, ბარათას და შვიდ ამბავს, რომლებმაც საშუალება მისცა გაზრდილიყო და ცხოვრება ახალი თავგადასავლებისთვის გაეგრძელებინა.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური