ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ძილის წინ არ წასაკითხი ზღაპრები

0 ხმა

აირა მაისურაძე

ბიოგრაფია

ჩემი სახელი სპარსული ენიდან ითარგმნება როგორც ‘ახალი დასაწყისი’ ან ‘დაბადება’. ეს ფაქტი ყველაზე მეტად მიყვარს ჩემს თავში. არ ვუშინდები სიახლეებსა და ცვლილებებს. ჩემს ცხოვრებაში კი სიახლე ბევრი ყოფილა.

ამ სამყაროს თოვლიან დღეს, შუაღამისას მოვევლინე( 1996 წლის 13 ნოემბერს). ჩემი ბავშვობა, დედის სამშობლოში, უკრაინაში გავატარე. საქართველოში 8 წლის ასაკში ჩამოვედი და ქართული ენის სწავლას შევუდექი. 

18 წლისას სკოლას მოვრჩი და აგრარულ უნივერსიტეტში, თავისუფალ მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩავაბარე. ახლაც ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მშვენიერი პერიოდი იყო. ახალი გარემო, ახალი მეგობრები, საკუთარი თავის ძიება და მარადიული კითხვა ‘ვინ უნდა გამოვიდე მომავალში?” - ჩემი სტუდენტობის წლებს ასე აღვწერდი. სხვათაშორის, ვინ უნდა გამოვიდე დღემდე არ ვიცი, მაგრამ ქოფირაითერად ვმუშაობ უკვე მეოთხე წელია. 

2021 წელს სლოვაკეთში კონსტანტინე ფილოსოფოსის უნივერსიტეტში ჩავაბარე. მეორე წელია სარედაქციო-საგამომცემლო საქმის სამაგისტრო საფეხურზე ვსწავლობ. სწავლაზე მეტად მოგზაურობა და წიგნების კითხვა მომწონს. თუმცა, ვთვლი, რომ ჩემი ინტერესების შესაფერისი მიმართულება ავარჩიე. ინტერესები კი მრავალფეროვანი და ბევრი მაქვს. როგორც ვახსენე, წიგნების კითხვა მიყვარს, მაგრამ ამის გარდა ანიმეებისა და სერიალების ყურებით ვერთობი. მიყვარს ლაშქრობები, ახალი ადგილების ნახვა, გემრიელი ყავა და ხატვა.

ცხოვრების დევიზად “life is short and the world is wide”-ს მივიჩნევ, ამიტომ ვცდილობ თითოეული წამით მაქსიმალურად დავტკბე. არ მინდა ცხოვრების მიწურულს რამეზე ვნანობდე ან ვწუხდე. სწორედ ამ მიზეზით გავბედე და გადავწყვიტე იმ წიგნის დაწერა, რომლის სიუჟეტი უკვე წლებია მტანჯავს და მოსვენებას არ მაძლევს.

სინოპსისი

სიკვდილისწინ არწასაკითხი ზღაპრები: რომის პაპი, რომელმაც სული ეშმაკს მიყიდა

 

პოლიტიკური გადატრიალებების ფონზე, როცა საღვთო რომის იმპერია შეირყა და განადგურება ემუქრება, იმპერატორის მთავარი მოწინააღმდეგე კი ძალებს იკრებს, ჰერბერტი ცდილობს ეკლესიაში წესრიგის დამყარებას და განათლების ინსტიტუტის გაძლიერებას. სწორედ ამით მან იმპერატორის სიყვარული , ერთგულება და ნდომა მოიპოვა, თუმცა ოტო მეორემ არ იცის, რომ ჰერბერტი ზებუნებრივ ძალებს და აკრძალულ ცოდნებს მიმართავს ამ ყველაფრის განსახორციელებლად. რა ბედი ეწევა იმპერიას და ეკლესიას ყველაზე უწმინდური პაპის ხელში, რომელიც უკვდავ არსებას დაუმეგობრდა? ლეგენდების თანახმად ოტო მეორეს მეგობარმა, მისი შვილის მასწავლებელმა და რეიმსის აბატმა სული ეშმაკს მიყიდა, რომის პაპის წოდების მოსაპოვებლად. თუმცა, ლეგენდებს ცოტა რამ აქვთ საერთო რეალობასთან, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა ჰერბერტ დ’ორილაკს. მან დაკარგა ოჯახი, საყვარელი ქალი, მეგობრები, მაგრამ მაინც განაგრძობს ბრძოლას იმპერიის შესანარჩუნებლად.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური