თმაზე დაბნეული ამეთვისტო
0 ხმა
ქეთევან ყორიაული
ყორიაული ქეთევან, 26 წლის.
საცხოვრებელი ადგილი თელავი, თეთრიწყლები.
დავიბადე 1996 წლის 14 ოქტომბერს. გავიზარდე მთებს შუა მოქცეული სოფლის პატარა სახლში დიდი ეზოთი კატა ნაცარასთან და ძაღლ ბოღრასთან ერთად. დავამთავრე სოფლის პატარა სკოლა და მალევე ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და ჩავირიცხე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა სწავლა არ გამიგრძელებია. ბევრი სხვა ადამიანისგან განსხვავებით, მე შედარებით გვიან ჩამოვყალიბდი. დიდი დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად რა მიყვარს, ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყო. თავიდან ვფიქრობდი, რომ წერა მხოლოდ საკუთარი თავის გასაცნობად და უბრალოდ ჩემი გრძნობების გადმოსატანად მჭირდებოდა და მსიამოვნებდა კიდეც, თუმცა დროსთან ერთად მივხვდი, რომ მინდა უფრო დიდი ადგილი დაიკავოს საქმემ, რომელიც ჩემი ნაწილია. ამ დრომდე არც ერთი ჩემი ნამუშევარი არ გამოქვეყნებულა და არც რომელიმე კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა ვფიქრობ არასოდესაა გვიანი გადადგა პირველი ნაბიჯი.
ვსწავლობდი სამუსიკო სკოლაში და დავამთავრე შვიდი კლასი წარმატებით. მყავს და, ბებია და მშობლები, რომლებთანაც ჩემი დროის უმეტეს ნაწილს ვატარებ. გარდა წერისა ბევრი საყვარელი საქმე მაქვს და მათ შორისაა ხატვა, თუმცა განსაკუთრებული ნიჭით არ გამოვირჩევი მაინც ვცდილობ ცდა არ დავაკლო. შედარებით გვიან დავიწყე ხელნაკეთი ნივთების კეთება და მივხვდი რომ უდიდესი სიმშვიდის მონიჭება შეუძლია და ამის შემდეგ ვცდილობ ყოველთვის გამოვყო მცირედი დრო მაინც. მაქვს ჩემი პატარა ჰერბარიუმი და წლებთან ერთად იმედი მაქვს რომ ისიც გაიზრდება. მიყვარს სიმარტოვე და წვიმა, ანდაც დათოვლილი სოფლები შეშის თბილი ღუმელთან ერთად. იმედი მაქვს რომ შრომით, უფრო მეტად სურვილით და საკუთარი თავის რწმენით ყველაფრის ასრულება შეიძლება.
კეთილი სურვილებით,
ქეთევანი
მოვლენები ვითარდება 2019 წლის თბილისში ერთი უბრალო გოგოს - მარიამის გარშემო. მშობლების დაშორების შემდეგ მამასთან თითქმის არ აქვს ურთიერთობა და თავისუფალ დროს ყოველთვის დედასთან, ანდაც მეგობრებთან ერთად ატარებს, თუმცა მაშინ, როდესაც მარიამის გარშემო უცნაური დანაშაულების სერია იწყება, ის იდუმალებით სავსე ბიჭთან შეხვედრას იწყებს, რომელიც მარიამის ცხოვრებას აჩქარებულ გულისცემად ხდის და მისთვის უცნობი გრძნობები ნაცნობი ხდება.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური