ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სხვადროის ამბავი

0 ხმა

სოფი ჯაყელი

ბიოგრაფია

დავიბადე 1996 წელს, ქ. თბილისში. ვარ გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი. პატარაობიდან ვწერდი ლექსებსა და მცირე ზომის მოთხრობებს, თუმცა, ჩემი ნაწერები არსად გამომიქვეყნებია. ამჯერად, შემოქმედების სხვებისთვის გაზიარება, სწორედ კონკურსის დახმარებით გადავწყვიტე.

მაინტერესებს სიახლეები და ახალი გამოცდილებები, ამიტომ მოგზაურობას და წიგნების კითხვას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. თითოეული ჩვენგანი ამ პლანეტაზე არსებობის მანძილზე, თავის სამყაროს ქმნის და პატარა ისტორიას წერს. მე ამ სამყაროებზე დაკვირვება მესაინტერესოება. სხვადროის ამბავშიც, მილიონობით სხვებს შორის არსებული, ერთი ასეთი სამყაროა აღწერილი. 

სინოპსისი

წიგნში მოქმედება 1978 წელს ვითარდება. მთავარი პერსონაჟი, ლიკა, სტუდენტია, რომელიც ჩვეულებრივი ყოველდღიურობით ცხოვრობს.

მისი ცხოვრების ასპარეზზე მიმდინარე მოვლენები, მხოლოდ უხილავი გეგმის პუნქტებს წარმოდგენენ, რომელთა გასწვრივაც, სიცოცხლის დასრულებამდე უბრალოდ „შესრულებულის“ სტატუსის მიწერაა აუცილებელი.

ლიკა ვერც გრძნობს, რამდენად უფერულია მისი არსებობა, სანამ, ერთ მშვენიერ დღეს, ცუდ გაფრთხილებას არ მიიღებს. საავადმყოფოში მოხვედრილი ლიკა, ცოტა არ იყოს, კომიკურ სიტუაციებში ვარდება, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვა ადამიანებთან მიმართებაში. ოპერაციის მოლოდინში მარტო დარჩენილი სტუდენტი, თავს სამყაროთა ზღურბლზე აღმოაჩენს და რეალობის სხვაგვარად აღქმის საშუალებას წააწყდება. სიკვდილის გარდაუვალობასა და მისი სიახლოვის მიღებასთან ერთად კი, დაიბადება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მის არსებობაში - აწმყო. რა ელოდება ლიკას საბოლოო ჯამში, და რას უმზადებს მას რეალური გარდაცვალება?

მიმდინარე ტური არ არის აქტიური