ოდა
0 ხმა
სალომე თოიძე
გამარჯობათ, მე სალმა მქვია და 29 წლის ვარ (სინამდვილეში ჩემი სახელი და გვარი სალომე თოიძეა, მაგრამ ამის მიღმა მირჩევნია). მე ვარ გოგონა რომელსაც ინტროვერტი ბუნება დღემდე შემორჩა, თუმცა თავისი სამყარო, სადაც ცხოვრობს მდიდარი და მრავალფეროვანია.
გურიაში, დიდ ოჯახში დავიბადე, უფროსი ძმისა და უმცროსი დის გარემოცვაში. 2010 წელს დავამთავრე ოზურგეთის წმ. ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა (გიმნაზია). შემდეგ ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტზე და 2014 წელს დავასრულე სამართალმცოდნეობის სპეციალობა ბაკალავრის ხარისხით. პარარელურად პრაქტიკებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გავდიოდი, ადმინისტრაციულ კოლეგიაში.
მკაცრ და ამავე დროს მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე. როცა ვიხსენებ სტუდენტობის ოთხ წელს, ვხედავ რომ იქ მოსაყოლი ბევრი არაფერია.
მაშინ, როდესაც ცხოვრების ამ ეტაპზე ადამიანების უმრავლესობას გიჟური და ფერადი ემოციებით ვერ დატეული ისტორიები გააჩნიათ, ჩემს მეხსიერებას მხოლოდ ჩემი ოთახი, უნივერსიტეტი, ლექციები, სასამართლო, ბიბლიოთეკა და ტაძარი შემორჩა. მარშრუტი თითქმის ერთიდაიგივეა.
ვინაიდან რეალობა უფრო ცივი და მიუღებელი აღმოჩნდა ვიდრე შეჭიდებამდე მქონდა წარმოდგენლი, ამან წერა მასწავლა და მაიძულა ჩემს სხვა, უფრო თბილ, რომანტიკულ და ილუზიებით სავსე სამყაროში გადავსახლებულიყავი. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი სამყარო გაცილებით ღრმა და მდიდარი იყო.
მიყვარს ფიქრი და დიალოგი საკუთარ თავთან. რაღაცეების ძიება საკუთარ ,,მეში"... იგი ყველაზე გულწრფელი და უღალატო ადგილია და როცა ვჭვრეტ ზოგჯერ მგონია, რომ სამყაროს სულშიც ვიხედები მეთქი...
ასე გავხვდი რომანტიკული, წიგნების და ფილმების მოყვარული "სალმა". შევეჩვიე ოცნებას და ჩემს ოცნებებს ნამდვილად ერქვა ლამაზი ან მშვენიერი...
იმდენად ბევრი ვიოცნებე, რომ როდესაც აღმოვაჩინე ოცნება რეალობად მექცა, მეც დავიჯერე ჩემი პირადი სასწაულის.
უნივერსიტეტის შემდეგ, 2014 წლის მიწურულს, როდესაც ბათუმში გადავედით საცხოვრებლად, ნოტარიუსობის გამოცდებისთვის ვემზადებოდი. ამ სამზადისში ბედი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადებულ კონკურსშიც ვცადე. მაშინაც ვთქვი: ,,ცვლილებების დროა", რატომაც არა მეთქი" და მოვხვდი სხვა, გამოწვევებით მდიდარ, ფერებითმოსილ ეტაპზე. დიახ! ასე ვთქვათ, გავფერადდი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემი ცხოვრების სიყვარული ვიპოვე და ეს სიყვარული კავშირი გახდა ზეციურთან.
ახლა ქ. ბათუმის მუნიციპაიტეტის მერიის ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების სააგენტო“-ში ვმუშაობ და მყავს სამი პატარა ანგელოზი, სამი სიცოცხლის გაგრძელება, მაგრამ ის მომხიბვლელი სამყარო რომელიც მუდამ ჩემშია, ვგრძნობ, რომ არასდროს მშორდება. შეიძლება ხანდახან ჩაქრეს, მიიფერფლოს, მაგრამ ბუხრის პირას ვზივარ, ჩემს საყვარელ სარწეველა სკამით და მაშინვე ცეცხლის შენთებას ვცდილობ ღადარი, რომ არ გამიცივდეს. მე ხომ ბუნებით სითბოს მოყვარული ვარ...
ადგილი ორგვარი არსებობს. პირველი, რომელსაც ადამიანი განსაზღვრავს და მეორე, რომელიც ადამიანს განსაზღვრავს.
ჩვენ ხშირად გვიწევს არჩევანის გაკეთება და სწორედ ეს არჩევანი განაპირობებს ჩვენს ადგილს ცხოვრებაში.
,,შეიძლება მწვანე ჰორიზონტის ფონზე გაღებული ფანჯარა სიმშვიდის მომგვრელია ან რაფაზე მდგარი ყავის სურათი, ცაში ატაცებული ორთქლის თანხლებით ბედნიერების აღქმას ამძაფრებს, მაგრამ სოფელი ამ კულისებს მიღმა, დიდ შრომაში დამალული ნახატია, რომლის მხატვარიც არასდროს მოსჩანს ტილოზე“. (ამონარიდი ,,ოდა“-დან)
არც ალინა მოსჩანდა ტილოზე მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელი ყველაფერს სათუთად ემჩნეოდა. „სოფელი ჰაერივით მასულდგმულებელი იყო მისთვის. ფილტვებში ჟანგბადივით ეკვროდა და წყალივით სწყურდებოდა“ (ამონარიდი ,,ოდა“-დან) მისი მიზანი თუ სწრაფვაც სოფლის კეთილდღეობასთან და პოპულარიზებასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ცხოვრება შენს გეგმებში იშვიათად ათანხმებს რამეს და არც ახლა უკითხავს აზრი ვინმესთვის.
ერთ წვიმიან საღამოს ყველაფერი თავისით მოხდა. ბუნებრივად, ძალდატანების გარეშე. ეს ისტორია რაც არ უნდა ბანალური იყოს სიყვარულზე ტრიალებს და დღეს როდესაც ჩვენს ყოფას ასე აკლია რომანტიზმი, მის სულში იმზირება.
სიყვარული და იმედგაცრუება. მთავარი გამოცდა ამ სარკიდან იწყება. სარკე, რომლის თვალებშიც არჩილმა პირველად ჩაიხედა, მაგრამ მხოლოდ ჩახედვა არ კმარა. მოქმედებაა საჭირო. სწავლაა საჭირო. ადამიანი მუდმივად უნდა სწავლობდეს საკუთარ თავს და შესაძლებლობებს.
საინტერესოა რას ისწავლის ალინა? რა არჩევანს გააკეთებს მისი ამაყი სული? რომელი გზა იქნება სწორი შინაგანი ხმა, რომ გაარღვიოს? უეცრად თავს დატეხილი აურზაური ხომ არ გამოიწვევს საკუთარ მიზნებთან განშორების აუცილებლობას? იქნებ ახალ გამოსავალს მიაგნოს? ან ცხოვრებამ თავად მოძებნოს გამოსავალი. ვინ იცის... თუმცა წიგნმა ნამდვილად იცის ეს ისტორია და ელოდება მკითხველს, რომ პასუხები თავად გააცნოს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური