ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ერთი ნაბიჯი ჰორიზონტამდე

0 ხმა

ნანო ქოიავა

ბიოგრაფია

მე ნანო ვარ, ნანო ქოიავა, 25 წლის, 1997 წლის 15 მაისს ფოთში დავიბადე და დღესაც აქ ვცხოვრობ. სამუდამოდ მადლობელი ვიქნები ბებიის, რომელმაც სახელი დამარქვა და დაბადებიდანვე დამაკავშირა ლიტერატურასთან, რამეთუ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნის პერსონაჟის სეხნია ვარ. აქამდე არაფერი დამიბეჭდავს, ჩემს სათქმელს მხოლოდ სკოლის დავალებებში გამოვხატავდი, ისიც იმ ჩარჩოებში, რის საშუალებასაც ფორმატი მაძლევდა. "ერთი ნაბიჯი ჰორიზონტამდე" - ასე დავარქვი წიგნს, რომელიც ავტობიოგრაფიულია და ეძღვნება ერთ კონკრეტულ ადამიანს და სიყვარულს, რომლის დასრულებასთან ერთად ჩემს გარკვეულ ნაწილსაც დავემშვიდობე. ამჟამად ვსწავლობ, ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მიზნებს მივაღწიო.

სინოპსისი

დღიურის სტილში გაკეთებული ჩანაწერები ორ ძირითად ხაზად ვითარდება; ვარდისფერ და ნაცრისფერ სამყაროებში თანაარსებობა მთხრობელის პირითაა გადმოცემული. წიგნი შეგვიძლია სამ ნაწილად დავყოთ: I ნაწილი - ანუ ძირითადი სათქმელი: რომანი, რელიგია, სკოლის თუ სტუდენტობის წლები, ბულინგი, პოლიტიკა და სხვადასხვა ყოფითი პრობლემა; II ნაწილი - " წიგნი-წიგნში " ანუ ავტორის აუხდენელი ოცნება და  III ნაწილი - ფინალი, რომელიც დასტურია იმისა, რომ ერთ "ჩვეულებრივ" დღეს ყველაფრის შეცვლა შეუძლია და ფინალი, სადაც ცუდი ამბები კარგდება და კარგი ცუდდება, ანუ ყველაფერი ყირავდება.

ცხოვრების დაგეგმვა სისულელეა, რადგან ზოგჯერ შენ ირგვლივ სამყარო ისე ტრიალდება, რომ მოვლენებთან შეგუება ან არსებობისთვის ბრძოლა გიწევს. სამწუხაროდ ზოგს ბრძოლისთვის ძალა ანუ მიზეზი არ ჰყოფნის. წიგნის ფინალი არავისთვის უნდა იყოს მისაბაძი, პირიქით, მსგავსი დარდებით ჯაჭვშესხმული ადამიანები უნდა გამოაფხიზლოს და დაანახოს, რომ სიცოცხლე მშვენიერი ძღვენია, რომელიც გაფლანგვის ნაცვლად ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური