ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ამოფრინდი ნასარაზე

0 ხმა

ნათია წყალობაძე

ბიოგრაფია

ასე იყო თუ ისე, მოკლედ იყო თუ გრძლად, დავბადებულვარ კახელი გლეხის ოჯახში, უფრო სწორედ კი თელავის სამშობიაროდან მოვხვდი იმ პატარა და მყუდრო სოფელ ალმატში,სადაც გავიზარდე ჩემს ერთადერთ, როგორც შემდეგ გავარკვიე ჩემამდე 1 წლით ადრე დაბადებულ დასთან ერთად და რომელშიც 1995 წლიდან მოყოლებული გლეხის ბავშვური, მაგრამ  სოფლის მეურნეობის კომპონენტებით, უხვად გაჯერებული ცხოვრებით. სწორედ იქ ცხოვრებისას აღმოვაჩინე, რომ ხალხისთვის სულიერებეაზე უფრო მნიშვნელოვანი გამხდარა მატერიალური კეთილდღეობა. ეს მოსაზრება ქალაქში სასწავლებლად გადმოსვლის შემდეგ უფრო მეტად გამიმყარდა, ამიტომ გამიჩნდა ძლიერი სურვილი, დამეწერა და მეთქვა რაიმე ფორმით ამის შესახებ ჩემი საზოგადოებისთვის.

ვსწავლობდი ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, თუმცა მოგვიანებით ისტორიის მიმართულებით გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება. დედაჩემისა და ალბათ მისი გენეტიკის დამსახურებითაც(დედა მუსიკის მასწავლებელი გახლდათ) მუდამ მჭიდრო კავშირი მქონდა მუსიკასთან, თუმცა „შვიდწლედის“ დამთავრება ვერ მოვახერხე, რადგან ჩვენს ქვეყანაში არსებული საერთო სოციალური პრობლემების გამო, ჩემს ოჯახშიც სხვა პრიორიტეტები გამოიკვეთა. ხელოვნების სამყაროში დარჩენის სურვილმა ლიტერატურა კიდევ უფრო ახლობელი გახადა ჩემთვის. რაც უფრო მეტ წიგნს ვკითხულობდი,მით მეტად ვხვდებოდი, რომ ეს იყო საუკეთესო საშუალება ჩემი ჩანაფიქრის განსახორციელებლად.  ეს იყო გზა, რომლითაც შევძლებდი მკითხველის შინაგან სამყარომდე მიღწევას, იმის შეხსენებას, რომ რწმენა უფრო საიმედო ხელჩასაჭიდია გადარჩენისთვის, ვიდრე მატერიალიზმი.

ეს არის ჩემი სადებიუტო ნამუშევარი, რომლითაც ვცდილობ, გავეცნო და დავუახლოვდე მკითხველს.მათთან ერთად გადავეშვა ფანტასტიკურ ისტორიებსა და თავგადასავლებში.

სინოპსისი

,,ამოფრინდი ნასარაზე“ - ეს არის ახალი პლანეტების ისტორია,სადაც ფრთოსანი ქალ-ღვთაებები მატრიარქატულად განაგებენ ნასარას პლანეტას.თითოეული ღვთაება განსაკუთრებული უნარით არის დაჯილდოებული უზენაესის მიერ.ამბავი იწყება ახალი თაობის ღვთაებათა დაბადებითა და მათი ჩამოყალიბებით. მთავარი ქალ-ღვთაებები განსაკუთრებული სიფრთხილით შეირჩა, ვინაიდან მათ დაევალებათ ძირეული ცვლები მოახდინონ პლანეტაზე,რასაც დედამიწელი მამრის გამოჩენა შეუწყობს ხელს.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური