ამოფრინდი ნასარაზე
ამოფრინდი ნასარაზე
ნასარას არქიტექტორი
ძნელად ნახავდით უფრო მოწესრიგებულსა და დაუღალავ ქალ-ღვთაებას.მისი მკაცრი ხასიათი კარგად იჩენდა თავს მის ნაგებობებში. თითოეულისგან ითხოვდა აღიარებასა და თავის სახელს,თავადვე უკვდავყოფდა საკუთარი ინიციალებით,რომელსაც ყველგან ტოვებდა,დაწყებული შადრევანითა და დამთავრებული მუზეუმის კედლებით.
მას შემდეგ,რაც არქიტექტორად ცარიე დაინიშნა,ნასარამ ფერი იცვალა.
ის იმ იშვიათ ღვთაებათთაგანი იყო,რომელსაც ნანახი ჰქონდა სხვა პლანეტები,როგორებიცაა დამალული პლანეტაებიდან უსერა,ხილულიდან კი - დედამიწა.
ცარიემ თავისი ყოვლისმომცველი გონებით, კარგად აითვისა ორივე პლანეტის კულტურული და ხურითმოძვრული ღირებულებები,იმდენად დიდი იყო გავლენა,რომ მათგან გათავისუფლებას დიდხანს ვერ ახერხებდა.ამიტომაც,პირველი რამდენიმე წელი,ვიდრე შთაბეჭდილების ემოცია არ გაუნელდა და ახალი,სინთეზური ხედვა არ ჩამოუყალიბდა,იქამდე არაფერს მოჰკიდა ხელი.უცნაური იყო მისი საუბრის მანერაცა და მისი ხასიათიც.უცნაური იყო მისი ჩაცმის სტილიც და ვარცხნილობაც.ცარიე არც ცხოველთა ბეწვს, და არც მათ ტყავს არ იყენებდა შესამოსელად.გარდა ამისა,ის არ იცვამდა ისე შიშვლად,როგორც ყველა დანარჩენი.წაბლისფერი თმა კი,მუდმივად აკოსებული ჰქონდა სხვადასხვა საგნებით,იქნებოდა ეს ხის ჯოხი,თუ ფარგინოსის ფრთის ბუმბული.ამაყობდა,რომ რჩეულ ღვთაებათა რიგებს მიეკუთვნოდა,თუმცა თავს რჩეულებზე მაღლა არ აყენებდა,იცოდა,რომ ისინიც მასავით განუმეორებლები იყვნენ.
მისი დამსახურებით ნასარა ეკოლოგიურად ჯანსაღი იყო.ტყის ხშირი და გაუვალი ნაწილი ხელუხლებლად დატოვა,დასახლების ახლო-მახლო ტერიტორია კი ისე აითვისა,რომ არცერთი ხე არ გაუნადგურებია.ამაში მას მკურნალი ღთაება,არბა დაეხმარა,რომელიც ამ უნიკალურ მცენარეებს იყენებდა საკურნებლად.ამიტომაც,თუ რომელიმე ხე,ან მცენარე გაანადგურეს,მხოლოდ მას შემდეგ,რაც ახლიდან დაამყნეს და გაახარეს.ნასარაში ბუნებას ყველა სათანადო პატივს სცემდა.
ნასარას მთავარი მოედანი ქვაფენილიანი ბილიკებით იყო მოკირწყლული. სხვადასხვა ფორმის გაზონებს ყვავილთა ნაირსახეობა ამშვენებდა,რომელსაც ორივე სეზონზე უწყვეტად ესხმებოდა წყალი,კარგი საირიგაციო სისტემის დამსახურებით.რადგანაც ნასარელებს წყალი განსაკუთრებით უყვართ,ცარიემ გადაწყვიტა,სულიერი სიმშვიდისთვის,მათთვის შეეთავაზებინა ხელოვნური ჩანჩქერები,მათ შორის შუა მოედანზეც.ამიტომაც იყო,რომ მოედანზე ჩანჩქერი ძლიერი წნევით მოედინებოდა და უზარმაზარი ზომის შადრევანში,განათებების ფონზე საზეიმოდ ჩაედინებოდა. შადრევნის ცენტრში ამაყად იდგა ორ მეტრიან კვარცხლბეკზე ფრთოსანი ქალის მრგვალი ქანდაკება.ძნელი სათქმელია,რომელიმე მათგანი იგულისხმა მასში მოქანდაკემ,თუ მხოლოდ მატრიარქატიზმის სიმბოლოს წარმოადგენდა.
მოედანზე ასევე იდგა სიმართლის შუშის დეპარტამენტი.იგი 120 სართულისგან შედგებოდა. პირველი ნახევარი საგულდაგულოდ იყო დახურული სქელი ხის დარაბებით,ზედა ნაწილი კი სრულად გამჭირვალე. მიწის ქვევით არსებობდა კიდევ ორი ბნელი სართული,რომელიც საპყრობილის ფუნქციას ასრულებდა. ის ყველაზე მაღალ შენობას წარმოადგენდა,აესოს სათათბიროს შემდეგ. მოედნის ცენტრალურ ნაწილში იდგა მუზეუმი.სადაც თავმოყრილი იყო ნასარას უძველესი ეთნოგრაფიული ნივთები.ასევე არქეოლოგიური და სხვა მატერიელური არტეფაქტები სხვადასხვა პლანეტებიდან.მუზეუმი წითელი აგურისგან იყო აგებული. იგი თაღოვანი ფანჯრებისგან შედგებოდა.ხოლო მის გრანდიოზულობას ფერადი ვარდული წარმოადგენდა,რომელსაც მთელი ზედა ფასადის კედელი ეკავა.ვარდული ფერადი მინის მოზაიკისგან შედგებოდა და განსაკუთრებულ სილამაზეს ჰმატებდა მზის სხივების სიკაშკაშე და ღამის ხელოვნური განათება. მუზეუმში გამოყოფილი იყო კულტურული ღირსშესანიშნებისთვის დარბაზი,სადაც გამოფენები ყოველი სეზონის პირველ უქმეებზე იმართებოდა.მუზეუმის ფასადი სავსე იყო ფაუნისა და ფლორის სამშვენისებით. შენობა მარტივი კონსტრუქციის იყო,თუმცა შთამბეჭდავი.
რაც შეეხება სახლებს - იგი აუცილებლად აივნებით იგებოდა.მაცხოვრებლის მიხედვით წყვეტდა ნასარას არქიტექტორი სახლის ტიპს.თითოეული სახლი,ისე ერწყმოდა გარემოს,თითქოს ბუნების ნაწილი ყოფილიყოს.მის დახვეწილიობასა და სასწაულებრივობას მხოლოდ მათი ჰაერში ჩამოკიდება როდი განაპირობებდა წყალდიდობის ან დიდ თოვლობის დროს,არამედ ისიც,რომ აივანი იმ ფერად ანათებდა,რა ფერის ფრთებიც ჰქონდა მასში მცხოვრებ ქალ-ღვთაებებს.ამიტომაც ყველამ იცოდა, ვინ სად უნდა ეძება.
არქიტექტორ ცარიეს მოსწონდა საკუთარი შემოქმედებით ტკბობა,იგი ყველაფერს თავად აკონტროლებდა.მისი გუნდი მთავარი არქიტექტორის გარეშე უბრალო კოტეჯსაც ვერ ააგებდა.ამიტომაც იყო ის სულ დაკავებული და ამიტომაც იყო რომ ძნელად თუ ნახავდით გარეთ სასეირნოდ გამოსულს. მისი ფრთები მანათობელი ნარინჯისფერი გახლდათ,შავად დაზოლილი.ფრთები კი გრძელი და ძერის ფორმის.ცარიეს ყველაზე ხშირად მეისტერ ვეიჟერის სამუშაო ოთახში ნახავდით,სადაც საათობით იჯდა და მუსიკას უსმენდა.მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდებოდა ხოლმე უძრაობისგან,როცა ვეიჟერი დაკვრას წყვეტდა.
თავი II
დედამიწელი
უკანასკნელი რაც მახსოვს სირბილია.-მიპასუხა იკუ ლაიმ და მომნუსხველად გაიღიმა. - სანაპიროზე ღამის ცას ვუყურებდი,როცა მოულოდნელად ციდან ვარსკვლავის მსგავსი სხეული დედამიწიკენ გამოექანა.ვიფიქრე,რომელიმე საფრენი აპარატი იქნებოდა,თუმცა იმდენად ახლოს ჩამოვარდა,ცნობისმოყვარეობას ვერაფერი მოვუხერხე და ენთუზიაზმით წამოვენთე.სირბილის დროს მუხლებამდე სითბო და უჩვეულო ნიადაგი ვიგრძენი,იმ წამსვე დავიხედე ფეხებზე,თუმცა სრული უკუნეთი დამხვდა,აღარც ზღვის ტალღების ხმა მესმოდა,არც ადამიანების,არც ბუნების.სინათლის სხივიც კი არსაიდან მოსჩანდა,სვლა რომ მისკენ დამეწყო.
-შემდეგ ? - დაძაბულმა ვკითხე მე.
-დანარენი თავადაც ნახე.
-სიბნელეში დაეცი ? -ჩავეძიე მეტის გასაგებად.
-არ ვიცი,არ მახსოვს ამ ფიქრებისა და განცდების შემდეგ რა მოხდა.
-შიში?
-იმ დროს? - ლაიმ ტუჩები მოკუმა და დაფიქრდა.-არ შემშინებია.
-მაშინ აქ მოსვლის შემდეგ რა იყო,ის მომიყევი. -ვუთხარი მე და შავი მელანის საღებავი ახლოს მოვიდგი.
-თავადაც ხომ ნახე?
-ჩემი თვალით დანახულის დაწერა არ მევალება. - გავუღიმე მეც და დავამატე.- ვიცი რომ უკვე ბერვჯერ მოყევი,მაგრამ ეს უანასკნელია.
-თვალი რომ გავახილე მეგონა საიქიოში ვიყავი.
-სად?
- ს ა ი ქ ი ო. - დამიმარცვლა დედამიწელმა.-სწორად ჩაწერე.-ფურცლებს გადმოხედა შორიდანვე და მომცინარი სახით კვლავ სავარძელზე ჩაეშვა.
-პირველად რა დაინახე?
-ფრთოსანი ადამიანები. -მიპასუხა ლაიმ და გაჩუმდა.
თავი III
ცის ზღრუბლის მცველები
ლომსუ და აკაჩა ზამთრისა და ზაფხულის მცველები არიან .ისინი ყველაზე მაღალ ადგილებს იკავედნენ ნასარაზე - ცის კარიბჭესთან,რომელიც ერთადერთ გასასვლელსა და შემოსასვლელს წარმოადგენდა ღვთაებათა პლანეტაზე.
ზამთარს ღვთაება ლომსუ დარაჯობდა.ის იყო პირველი,რომელმაც ადამიანის სხეული გამოჩენის პირველივე წამს შენიშნა,ხელებზე გადაიწვინა და აკაჩასთან ერთად მიწისკენ დაეშვა.მათი მხედველობის არეში იყო ყოველივე,ხედავდნენ და ესმოდათ პლანეტის თითოეული ხმა და ბგერა. ისინი მცველებად უზენაესის სურვილისამებრ დაიბადნენ,როგორც მე,ჟამთა აღმწერელი,არქიტექტორი ცარიე,აღმსარებელი მირემი,სიმართლის მცველი ვაეო,მოსინები და სხვანი…
დედამიწელის გამოჩენისას ნასარა თოვლით იყო დაფარული.უზენაესის ძალით სახლები ჰაერში ეკიდა. გაყინული ტბებიდან ღვთაებათა თავაშვებული გართობის ხმები მოისმოდა. მას შემდეგ,როცა აკაჩამ შეკრების ნიშნად ოქროსფერი ქვიშა მოაბნია თოვლზე,თითოეულმა მათგანმა მზერა ცას მიაპყრო.განა ხშირად იყო,როცა მცველები ყურადღებას ითხოვნენ,ეს მხოლოდ მაშინ,როცა ზედმეტად მნიშვნელოვანი იყო. ამიტომაც თოვლიანი ქვიშა საკმარისი იყო,რამდენიმე წუთში მოედანი რომ ღვთაებათა რაოდენობით გადაჭედილიყო.
-რა ხდება?-ჰკითხა ელეიმ ვაეოს.
-ოჰ უზენაესო,-ზეცას ახედა ღვთაებამ.-არ ვიცი.-ლურჯი ფრთები მოკეცა ვაეომ და ნერვიულად დაიწყო აღმსარებლის ძებნა.
-აქ ვარ.-მირემი ვაეოს წინ დაფრინდა.
-აღმსარებელო,თქვენთვისაც უცნობია რა ხდება?
-უცნობია,მაგრამ … -მირემი მცველებს აკვირდებოდა.
-რა არის? - ვერ მოითმინა ელეიმ.
-მეცნიერო,რას ხედავთ?
-ზევით მცველებს,ქვევით თქვენ. - ტუჩი აიბზიკა ელეიმ.
- მეჩვენება თუ ისინი უჩველოდ მოფრინავენ?
-მგონი ერთმანეთის ფრთებში არიან გადახლართულნი.- დაუდასტურა ლურჯფრთებინმა.
-ტემპერატურა.- წამოიყვურა ელეიმ და ორივე ღთაებამ მისკენ მიაპყრო მზერა.- ტემპერატურას ქმნიან,უცხო სხეული მოაქვთ.
-თქვენ რა,სულ გაგიჟდით?- შეუბღვირა მირემმა.
-აღმსარებელო,მეცნიერი აქ მე ვარ.
-მაშინ ისიც მოგეხსენებათ,რომ ნასარაზე ან მტერი შემოიჭრება ან არავინ.
-ეგ ადრე იყო.- ნიშნის მოგებით უპასუხა მირემს.მირემმა ყავისფერი ფრთები მოიქნია და ელეის გაშორდა.-სიმართლის მცველო!-დაუძახა მირემმა ვაეოს.-ზევით დავხვდეთ მათ.
-რატომ?
-თუ ღვთაება ელეი მართალია,უმჯბესია პირველებმა გავიგოთ და გავანეიტრალოთ.
-მართალს ამბობს.-დაასწრო ელეიმ და ზევით აფრინდა ბზინვარე ფრთების ნაზი მოქნევით.
-დავიახსოვრებ.- ჩაილაპარაკა ვაეომ.
-რას? - გაიგონა მეცნიერმა.
-თქვენს დიალოგს,როცა ერთმანეთს დაეთანხმეთ. - მეცნიერს გაეღიმა და მოკლე თმა ყურს უკან გადაიწია.
აკაჩა ცეცხლოვან ფრთებს დაზოგვით არხევდა,მეტად რომ არ გავარვარებულიყო,ლომსუ კი ყინუილიანი ფრთებით მის სიმხურვალეს ირეკლავდა.
ზამთრის მცველმა ფრთის ბოლოდან ყინული მოტეხა და ქვევით ისროლა და გონების ხმით აკაჩას მიმართა: - არინა დგას ტყის საზღვარზე და ჩვენ გვიყურებს.
-როგორი მამაცია.-მოიხბლა აკაჩა.
-თუ დაინახეს,სასჯელი დაუმძიმდება.
-ვერ დაინახავენ.-დარწმუნებით თქვა ცეცხლოვანმა აკაჩამ და არინას ნაბიჯებს დაუგდო ყური.-ტყისკენ გარბის.
-ალაბთ ფიქრობს,რომ ჩვენგანაც საფრთხე ელის.
-დამფრთხალი და სულელია. - ალერსიანად ადევნებდნენ თვალს არინას.
-ძალიან ხომ არ შევაშინე?-იკითხა ლომსუმ.
-არა,მიხვდა,რომ გამოვიჭირეთ,დამნაშავესავით გარბის.
-აკაჩა,ლომსუ! - თავი დაუკრა ვაეომ მცველებს.- რა ხდება,აქ რამ მოგიყვანათ?
-დედამიწელის სხეული მოვიტანეთ.
არ ვიცით.-უპაუხეს მცველებმა.
-ასე რომ იყოს,მე მაინც მეეცოდინებოდა.-აღნიშნა მირემმა.
-თქვენს გარეშეც შეუძლია მოქმედება უზენაესს აღმსარებელო.-გაღიზიანდა ელეი.
-თქვენს გარეშეც შეუძლია გამოიგონოს ვარსკვლავთ მრიცხველი.-შეეპასუხა მირემიც.
-ვაეო,აელსოს დარბაზში წავიდეთ?-ჰკითხა ლომსუმ.
-ცხადია.- დაბნეულმა უპასუხა სიმართლის მცველმა ცის მცველებს და აელსოსკენ გაუძღვა.
თავი IV
აღმსარებელი
მისი ფიქრები გამუდმებით 40 წლის წინანდელ ნასარაზე დააბიჯებდა.იმ ჩანჩქერთან,სადაც ხვდებოდა ულამაზეს,ხვეულთმებიან საყვარლებს. გულს სიხარულით უვსებდა მათი ერთაირი სახეების დანახვა.მოსწონდა იდენტური ნაკვთებიდან მათი თვალების მიხედვით გამორჩევა.
გეომი...
ვიელი..
ავიკე...
სამივე მათგანში იყო განსაკუთრებული ძალა.მირემი ამას ამჩნევდა და ცდილობდა,გაფრთხილეებოდა მათ.ამ უკანასკნელს,სწორედ ისეთი ფრთების ფორმა ჰქონდა,როგორც მირემს,ისეთივე ფერის,ისეთივე სიგრძის.განსხვავება მხოლოდ ავიკეს ყავისფერ ფრთებზე იისფერი ლაქები წარმოადგენდა. მათ მალულად ასწავლიდა ფრთების შესაძლებლოლების გამოყენებს.ხშირად უმეორებდა,რომ დადგებოდა დღე,როცა მათი ძალის გამოყენება სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნებოდა ნასარათვის.მამრები პატივს სცემდნენ მირემს,როგორც აღმსარებელს,მაგრამ მაინც ფიქორბდნენ,რომ ამ სიტყვებს მათ საიმედოდ ამბობდა.ვინაიდანაც საუკუნეებია მამრები ჩრდილში დგანან და ასპარეზზე არ გამოდიან,როგორც ეს ხდებოდა დიდი ხნის წინათ.მიზეზი კი სასჯელია,უზარმაზარი სასჯელი,რომლის მიღებასაც ჩრდილში დგომა ურჩევიათ.განა მეამბოზე ამრები არ იჩენდნენ ხოლმე თავს? მაგრამ მიზანს ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია.განა შეუძლია ვინმეს,ისე იმოქმედოს,რომ ცის მცველებს დაემალოს ?
გეომი ფოსფორისფერ ფრთებს ფლობდა,რომელიც უნიკალური იყო ნასარის ისტორიაში,ის არც მანამდე და არც შემდეგ არავის ჰქონია.
ხოლო ვიელი,ნაცრისფერ ფრთებს ატარებდა,სქელი,ლურჯი წრეებით.
ოთხივე ერთად დაუვიწყარ დროს ატარებნენ.მათი ჰარმონია წლები გაგრაძელდა.იქამდე,ვიდრე გეომი მისი უნიკალურობის გამო,ელეის ლაბორატორიაში არ მოხვდებოდა.
ელეი ვალდებული იყო ყველა უჩვეულო მოვლენა,რომელიც მის ძალებს ხელეწიფებოდა გამოეკვლია.გეომის ფრთების შესწავლამ იმდენად გაიტაცა მეცნიერი,რომ მისი დიდი ნაწილი უნებურად დააზიანა,რის გამოც გეომი ხანგრძლივად ფრენას ვეღარ ახერხებდა.
ეს იყო ის უბედურება,რომელმაც დაიწყო დასასრუის მოახლოება. გეომი,როგორც სხვა მამრები,სიამოვნებასა და თავისუფელბას ცაში აჭრილები განიცდიდნენ.ისინი შეუზღუდავები იყვნენ მაღლა.არავინ იყო იქ,ვინც ეტყოდათ,რომ მის ტერიოტორიას არ გაჰკარებოდენ.
რამდენიმე კვირაში გეომმა თავი უკეთ იგრძნო,ფრთში ძალა მოემატა და სიხარულს აყოლილი,მაღლა აიჭრა.ძლიერად მიაპობდა ფოსფორისფერი ფრთებით ნასარას ქარიან პლანეტას,ჰაერში ტრიალებდა და ხმამაღლა ყვიროდა.ყვრილმა და ქარის სიძლიერემ ენერგია გამოაცალა.რამდენიც შეძლო წინააღმდეგობა გაუწია ძლიერ ქროლვას,თუმცა ამან ერთი-ორად დააჩქარა მისი ენერგიების სრულად გამოფითვა და დაიწყო კიდეც დაბლა სვლა.ქარის უღონო სხეულით ინერციას უფრო მიჰყვებოდა,ვიდრე საკუთარ ფრთებს,სურდა მათი მოქნევა და დამორჩილება,მაგრამ ახლად აღდგენილმა ფრთამ ვერ გაუძლო. იფიქრა,რომ ქარს მიჰყვებოდა,ხოლო ცუდ შემთხვევაში უმნიშვნელოდ დაიზიანებოდა.ღვთაებები ხომ ფიზიკურ იარებს მალე იშუშებენ,სასიკვდილოდაც იშვიათად ზიანდებიან,მეტადრე ბრძოლოს დროს,იარაღით ან სისხლდენით. გეომი ქარს ჩამოჰყვა,მაგრამ გვიან დაინახა კლდე,სადაც იგი მიიყვანა ქარმა.ფრთების გაშლისას კი მოტეხილმა ფრთამ საკმარისი ინერცია ვერ მისცა და კლდეზე დაგორდა.დაცემისას გონება დაკარგა,იარებიდან სისხლდენამ კი სიცოცხლეს გამოასალმა.ის მხოლოდ მესამე დღეს იპოვეს,ფარგინოსის გაბმული კივილით.
ელეი,მკურნალ არბასთან ერთად ცდილობდა აღედგინა მისი დაზიანებული ფრთა,თუმცა შედეგის მიღწევამდე გეომს ნებისყოფა არ ეყო.მეცნიერი აფრთხილებდა,არ ეფრინა არათუ მაღლა,სულაც ფეხით ევლო.
ამის შემდეგ ელეი დიდხანს იჯდა ლაბორატორიაში და ფიქრობდა.ფიქრობდა უსასრულოდ,დაშვებულ შეცდომაზე,მისი განკურნების საუკეთესო ვერსიებზე.ხშირად ესიზმრებოდა,რომ გეომი ცოცხალი იყო.სიზმარში განცდილ ბედნიერებას ვერ ელეოდა და ხშირად ორი დღე-ღამე გადაბმით იძნებდა. ელეი ვერ ახერხებდა ძალების მოკრეფასა და საქმის გაგრძელებას.სინდისი ვერადავერ დაიმშვიდა,ზედემტად ამაყი იყო, ეს მარცხი რომ ეღიარებინა. მირემს გრძნობების გამომჟღავნება არ სურდა,რადგან ფიქრობდა,რომ თუ ვინმე მათზე გაიგებდა,ბედნიერებაც მალე დასრულდებოდა.განა ბევრჯერ არ უთქვამს ბიბლიოთეკის კედლებში,რომ არავის უყვარს,სხვისი ბენდიერი პირადი ცოვრების ყურება ნასარაზეო?
ეს არ იყო პირველი მიზეზი,რის გამოც მეცნიერსა და აღმსარებელს გაუჭირდათ ურთიერთობა.მიზეზი ჯერ კიდევ ელეის დაბადებამდე გაჩნდა...
გეომის სიკვდილის შემდეგ,საყვარლებმა იმდენად დიდი დანაკლისი განიცადეს,რომ სრულყოფილება ვეღარ შეინარჩუნეს.ეს უნიკალური მოვლენა იყო, ნასარას მიწას სამი ტყუპი ვაჟი შეეძინა.ნათესაური კავშირების თავიდან ასაცილებლად,უზენაესებმა მსგავსი შემთხვევები მინიმუმანდე დაიყვანეს.თუმცა, უკანასკნელი მოქმედი უზენაესი,არც აქ დამორჩილდა წესებს.
წყვილად დარჩენილმა ძმებმა ტრაგედიას გაუძლეს.თუმცა,ვიელისა და ავიკეს გონებაში ავმა ფიქრებმა მაინც შეაღწიეს.გადაწვიტეს იქამდე წასულიყვნენ ნასარას დასახლებული მიწიდან,ვიდრე გამოუსწორებელ შეცდომას ჩაიდენდნენ.იცოდნენ,რომ მკვლელობის შემთვევაში,ერთ-ერთ მთავარ ღვთაებას მოკლავდნენ,რაც საკუთარი თავის გარდა,მირემსაც დააზარელებდა.ამიტომაც ერთმანეთის გვერდით დგომითა და მირემის სიყვარულით,ავ ზრახვებზე უარი თქვეს.
ვიელი უსიტყვოდ გაუჩინარდა,მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.
მირემის თქმით ავიკემ იცოდა,მაგრამ დანარჩენებს მოაჩვენა თავი,ვითომ არ იცოდა. მირემის ღრმა რწმენა რომ არა უზენაესისადმი,დანამდვილები ვიცი,რომ მეც არ გამანდობა თავისი ცხოვრების ამ დეტალებს.თუმცა,ჩვენ,როგორც მთავარი ღვთაებები,ვიცოდით,რომ განსაკუთრებულებული მისი გვქონდა.ამიტომაც არ უნდა დაგვერღვია ის,პირადი სიამოვნებისა და კეთილდღეობისთვის.
მირემი სულაც არ იყო მკაცრი.,რც უხეში ყოფილა,ანდაც სიტყვა ძუნწი,ის უბრალოდ გულნატკენი იყო.
ვიელის წასვლიდან რამდენიმე დღეში,მირემი და ავიკე ერთმანეთს ჩანჩქერთან შეხვდნენ.
შუა ღამე ჩამოდგა თუ არა,მირემს მონატრების გრძნობამ თავბრუ დაახვია და ჩვეულ ადგილას მივიდა,იმის იმედით,რომ თუ ავიკეც დაივიწყდება მას,ან გამოუმშვიდობებლად გადაწყვეტდა წასვლას და ჩვეულ ადგილასაც აღარ დახვდებოდა ,აურა და მოგენონებები მაინც გამოუკეთებდა გუნებას. ეჭვები არ გაუმართლდა,იქ მიფრენილს ავიკე ადგილზე დახვდა:
-დიდხანს გელოდი. - მოწყენით უთხრა ავიკემ.
-რატომ არ მოხვედი ჩემთან?
-არ მსურს კიდევ დამინახოს ვინმემ.
-წასვლას აპირებ?-ტკივილმა სხეული ელდასავით გაირბინა და ენერგია გამოაცალა.
-ვიელმა იპოვა მთის უკიდურესში საცხოვრებელი.
-რატომ არ დამემშვიდობა? - თვალზე ცრემლი მოადგა მირემს.
-მითხრა, რომ ვერ შეძლებდა.
-მე ხომ თქვენ მიყვარდით.-ცხელმა ცრემლებმა ლოყები ჩამოიქროლეს და ნიკაპზე ჩამოეკიდნენ.ქალი სველ ქვაზე ეღონოდ დაეშვა და გაჩუმდა.
-მთხოვა,უკანასკენლად ისე მოგფერებოდი,რომ მისი დანაშაული ოდნავ მაინც გამომესყიდა.-დამაყრუებული სიჩუმე დაარქვია მამრმა.
-რატომ მიდიხართ? - ვერ შეიკავა თავი მირემმა.
-აქ ყველაფერი ჩვენი მკვდარი ძმის ფერია.-უპასუხა ავიკემ და მირემის წვივებთან ჩამოჯდა.
-მათ შორის მეც.- ტკივლიანი ხმით დაუმატა მირემმა და ლურჯ თვალებში მიაჩერდა.
-მათ შორის შენც.-დაუდასტურა მამრმა.
-ის ისე კარგად ისვრის მიზანში,სთხოვე ხშირად იმეცადინოს.-მამრმა მირემს ტანსაცმელი შეუხსნა. -შენ კი საოცარი უნარი გაქვს,ადამიანებს საკუთარი ნათქვამი დააჯერო.ისე იცხოვრე,რომ არცერთი არსება არ დაგეუფლოს. შენ და შენი ძმები,თავისუფელბისთვის დაიბადეთ.ახლა კიდევ უფრო მეტად უნდა ეცადოთ,გეომის მაგივრადაც.
-და მაინც გამოტყდი,ჩემსავით არცერთმა ძმამ არ იცოდა შენი სუსტი წერტილები. -ავიკემ უდარდელი გამომეტყველება მიიღო,მირემს ფეხებში ჩაავლო ხელები,თავისკენ მიიზიდა და გაშმაგებული დააცხრა ბაგეებზე.
მირემი ატირდა,ის მთელი აარსებით გრძნობდა,რომ ეს დასასრული იყო.ემშვიდებოდა ნაცნობ სურნელსა და სხეულს.რა უნდა ეღონა შესაჩერებლად? უძლური იყო სიტყვები,ამიტომაც ერთადერთი რაც დარჩენოდა ეს მოქმედება იყო. ქალ-ღვთაებამ კისერი უკან გადასწია,თავზე ხელები მოჰხვია მამრს და სიმოვნების მორევში ჩაიძირა უკანასკნელ ძმასთან ერთად.
თავი V
ელეის დაბადება.
ზღვის ქალ-ღვთაების დაბადება უზენაესის ყურადღების ცენტრში მოექცა.მირემის შემდეგ,ის ხუთიდან მეორე იყო,რომლითაც დაინტერესდა უზენაესი.
ელსის ცხოვრება მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა.იგი ფიქრობდა,რომ ზუსტად ისეთი უნდა ყოფილიყო მისი ცხოვრება,როგორიც იყო.ის ბუნებას ემორჩილებოდა,ბუნების გარკვეული ნაწილი კი მას.ზედემტად სხვისი კი არა,საკუთარ ცხოვრებაშიც არ ერეოდა.მას არც განსაკუთრებული თავგადასვლები ჰქონია მამრებთან.ერთადერთი რაზეც უარს ვერ იტყოდა ზღვა იყო.იმდენად მოსწონდა ზღვის წიაღში ცხოვრება,რომ დღის უმეტეს ნაწილსაც იქ ატარებდა,არათუ მხოლოდ ღამეს,როდესაც მის სადარაჯოზე ყოფნა ევალებოდა. ამიტომაც იყო,როცა იგი ქარიშხალთან ერთად დაფრინდა სიმას სპილენძისფერ აივანზე,სიმამ გაოცებისგან შეჰყვირა. მამრი შემოსასვლელში შეეგება.მას უზარმაზარი შავი თვალები და ხშირი წამწამები ჰქონდა.თხელი ტუჩები და აპრეხილი წვერი,მომცრო ცხვირზე.
-ბუნების მორჩილი რომ არ იყოთ,ვიფიქრებდი,ერთსქესიანთა მოტრფიალე იყავით. - თამამი ხუმრობით შეეგება სიმა და ხელები მხრებზე მოჰკიდა.
-იმედი მაინც უნდა გაგიცრუოთ.-ზღვისფერი თვალებითა და მომცინარი ბაგეებით უთხრა ქალ-ღვთაბამ და სალმად თავი დაუკრა.
-ნუთუ აქ სხვა საქმისთვის ხართ? -მამრმა უმალ მოაშორა ხელები ღვთაებას და ორი ნაბიჯით უკან დაიხია.
-არა,ზუსტად მაგ საქმისთის ვარ.-კვლავ იღიმოდა ელსისი და ზღვის ტალღისებურ ფრთებს ჰაეროვნად აქნევდა.
-რადგან ასეა,ვფიქრობ იმედი არ გამიცრუვდება.-თუმცა ნაბიჯის გადადგმა მაინც ვერ გაბედა.
-აღმსარებელი მირემი მესტურმა.-დაიწყო ელსისმა.-მითხრა,რომ შთამომავლისთვის უნდა მოვსულიყავი თქვენთან.
-უზენაესო.-გაოცდა სიმა.-ეს ნიშნავს,რომ ჩვენი მომავალი შვილი მიისით უნდა დაიბადოს?
-თქვენ ეს საიდან იცით?
-ხომ იცით,ნასარაში ბევრი მითები დადის ჭორების სახით.
-აკრძალული წიგნები ხომ არ წაგიკითხავთ? - წარბის აწევით ჰკითა ზღვის ღვთაებამ.
-ცხადია არა.-მორიდებით უპასუხა მამრმა.
-შესაძლებელია მიისით დაიბადოს,თუმცა მე ეს წინასწარ არ ვიცი.
-ცხადია ასეა.-სიამოვნების ღიმილი დასთამაშებდა მამრს.წარმოიდგინა როგორ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება ორმოცი კვირის შემდეგ.რამდენად გაიზრდებოდა მისი ავტორიტეტი მამრთა ქალაქში.იცოდა ის პრივილეგიები,რაც ერგეობდა მას შემდეგ,რაც მთავარი ღვთაება მისი შვილის მამად აირჩევდა და სიხარულის ეიფორიამ მოიცვა.-იქნებ ის დედოფლადაც აირჩიონ ?
-დედოფალი უკვე დაბადებულია.
-მართალია,ის ხომ ღვთაება ვიერიუა.-გაახსენდა სიმას.
-იცნობთ მას?
-არა,ჯერ ხომ არ არის ის 17 წლის?
-მართალია,ჯერ კიდევ არ არის ზრდასრული.
-საეჭვოა,რომ მე მისი გაცნობის შანსი კიდევ მომეცეს,მე ხომ თქვენი შვილის მამობის პატიცი მხვდა წილად?
-ასეა.-ქალმა თვალები იატაკს მიაჩერა. - დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით ღვთაება სიმა.
-რატომ ? - შეცბა მამრი.
-მე ერთადერთი ქალ-ღვთაება არ ვარ,რომელიც დღეს მირემის დავალებას აღასრულებს.
- სულ ერთია.-მამრმა ნაბიჯი გადადგა.-კავშირი როდის უნდა შედგეს?
-ახლავე.-უპასუხა ელსისმა,ცისფერი კაბა ხელის მარტივი მოძრაობით შეიხსნა და ზღვის ტალღებს ადიდებისკენ მოუწოდა. მამრი ჯერ ხელზე ეამბორა,შემდეგ კი თმებში ჩაავლო ხელი,მკკერზე მიიხუტა და ალერსიანი ხმით დასძინა:
-თქვენს სხეულს ზღვის სურნელი აქვს.
-რა გასაკვირია.-ქალმა მკლავები გაითავისუფლა,ძლიერი ფრთები წინ ისროლა,მამრი აიტაცა და სანაპიროს ქვიშაზე დაეშვა.
-ახლა თქვენ დაისვენეთ.-სთხოვა მამრმა. ქვიშიდან ქალის სხეული ასწია,ზღვის თავზე შეყოვნდა,აბრეშუის შარვალი გაიხადა და ქალს ხელი გამოართვა.-თავად იგრძენით,რაოდენ დიდია თქვენი დაუფლების სურვილი.-ქალი დამორჩილდა და ორივე მათგანი ვნებას აყოლილი სწრაფად ჩაეშვა ფსკერისკენ,სადაც აღსრულდა უზენაეის სურვილი.
სიმას თესლიდან აღმოცენდა შთამომავალი,რომელიც გახდა ერთ-ერთი მთავარი ღვთაებათთაგანი.ეს იყო მეცნიერ-გამომგონებელი ელეი,რომლის ფრთებიც უფერო იყო,ხოლო დიდებულის გამოსახატავად,ისინი ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ.