ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

გაფრენილები

0 ხმა

ლაშქარა ქეცბაია

ბიოგრაფია

დავიბადე და გავიზარდე თვრამეტ წლამდე აფხაზეთში, გალის რაიონში. აფხაზეთი საქართველოა, მაგრამ დროებით დაკარგული და იმედია დროებით მარტო და ეს დროებით ჩემთვის იქიდან იწყება როცა სკოლა დავამთავრე და იმავე წელს გამოგვყარეს მე და ასი ათასი ადამიანი და იმის მერე დღემდე დევნილობის სტატუსით გზაში ვარ. საქართველოს ბევრ კუთხეში მომიწია ცხოვრება, აფხაზეთშიც შემოვლითი და დეფაქტო. დღეს დღეობით ქალაქ რუსთავს შემოვრჩი და აქაც გავიმეორებ იმედია დროებით. ამ ქალაქში ორი ახლობელი ვცხოვრობთ, მე და ჩემი ცოლი. პროფესიით ვარ მხატვარი... მეტი ბევრი სათქმელი არაფერი მაქვს რადგან რაც არ უნდა დავწერო მაინც არაფერია. უბრალოდ ვცხოვრობ, ვწერ, ვხატავ, ბევრს ვფიქრობ და ცოტას ვმედიტირებ და უფრო სიჩუმეს მივესწრაფი და დრამები და ამბის მოსაყოლი თემები ნაკლებად მაქვს ან მაქვს და ვერ ვყვები და ამიტომ არის წუთები რომ უხვი ამბავ მეტყველთა და ბევრი დრამიანების მშურს ან უფრო ვინტერესდები საიდან ამდენი მოსაყოლი თემებითქო.

სინოპსისი

გაფრენილების ამბავი ის არის რომ ქვეყანაში პირველად რომ შეიცვლება მთავრობა მერე კვარტალობით ბევრჯერ შეიცვლება და ამ შეცვლა გამოცვლაში გააფრენს ადამიანი და მერე გაფრინდება საერთოდ ქვეყნიდანაც ან კოსმოსიდან ან გადაიმალება სადღაც დასალიეში. მოკლედ დაუჯერებელი ამბავია გადაგვარებულ ქვეყანაში და ამ არეულობის და ქაოსის შემყურე პირველად ვინ გაფრინდება აბა? რათქმაუნდა ყველაზე გამბედავი ქალი და მერე მიყვება მას სხვა ქალებიც და რაღა დარჩენია დარჩენილ ქმრებს? თავი უნდა იმართლონ და ამ დრამის ფუსფუსში და თუხთუხში ხმაურობენ და აგვარებენ მოუგვარებელ საქმეებს. ვნახოთ სანამდე და როდემდე და შემდეგში ვინ და როგორ და როდის გააფრენს და გაფრინდება კიდევ.  

მიმდინარე ტური არ არის აქტიური