გაფრენილები
გაფრენილები
დიდი რევოლუციური ჟამიანობა.
ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა შეიცვალა ხელისუფლება და ეს იყო უკვე რვაჯერ ან ცხრაჯერ. პირველად რომ შეიცვალა, ქვეყანაში იყო დიდი მასიური ზეიმი, ის დღე მერე უკუნისამდე შეუცვლელი დღესასწაული და დასვენების დღედ გამოცხადდება. მეორე სამთავრობო შეცვლა უკვე ტრაგედია იყო და მერე გაიხსენებს ბევრი ბევრის წინასწარმეტყველებას, აი იმ დროიდან, პირველად რომ მოხდა რევოლუცია და ზეიმ დღესასწაული იყო მთელ ქვეყანაში იქიდან და აქამდე. ზოგიერთები, ზოგიერთები რაა, ნაწილობრივ ისინი ვინც გადააყენეს, გადააგდეს, პენსიაში გაუშვეს და ზოგიც გააპანღურეს, მეტიც გააციმბირეს, არა ეგ გაციმბირება მანამდე იყო ახლა უბრალოდ პასუხისმგებლობაში მიეცნენ. მოკლედ ასეთები და კიდევ უსაქმურები და მუქთახორები, ბიუჯეტ მამლები და კარგად ქონ მოდებულები და კიდევ მხარზემოთ გაკაჟებულები, აქვე ბარემ ისინიც ვინც ბელადებს ორგაზმამდე ყვარობდნენ და იყვარებენ შემდეგშიც და ათასი რჯულისა და წონის ადამიანები მასიურად დაიწყებენ წინასწარმეტყველობებს და იყო ასეთი შინაარსის:
„მოვა დრო და ერთმანეთს დაჭამთ როცა არაფერი გექნებათ შესაჭამი“.
„ძმა დას და ძმა ძმას და და დას იმას ჰქვია და იმას უზამს და ამას იზამს“.
კიდევ ბევრს ამბობდნენ. ამ შემთხვევაში ანუ მეორე რევოლუციის დროს ეგ არ მომხდარა მაგრამ ეს რომ გაახსენდათ გული შეუტოკდათ, მერე მესამედაც გაადაგდეს მთავრობა და აქ წამიერად შეუქანდათ ყველას გული და მერე მერამდენედ მოხდება სულ ზეიმი იქნება და ბოლოს რომ იყო მერვედ და შეიძლება მეცხრეთაც და ამაზე მთელი დიდი შოუ დისკუსიებიც ჩატარდა, მერვე იყო თუ მეცხრე და იყვნენ რომ ამრგვალებდნენ და ათამდე აყავდათ. მაინც უმრავლესობას ეგონა მერვედ იყო და მერვეს დროს წინასარმეტყველება ახდება სრული სიცხადით. თითქმის.
მერვედ რომ გადააყენეს ხელისუფლება, „გადააყენეს“ მსუბუქ ადეკვატურობის ფორმაშია ნათქვამი, რადგან უკვე ამდენჯერ ერთი და იგივე ფორმით მომხდარი ისტორიული ფაქტი ყოველ ჯერზე ბრუტალურად და უტაქტო ტერმინოლოგიით ხომ არ მოიხსენიება, ამიტომაც და სადღაც მესამე ეტაპის მერე კონტექსტიც გასწორდა და დამკვიდრდა მოვლენად: „გადააყენეს“ ან „შეცვალეს,“ ჰოო და მაშინაც პირველის დარი ზეიმი იყო მთელ დუნიაში, აღმოსავლეთიდან დასავლეთის კარიბჭემდე და სამხრეთიდან ჩრდილოეთის მდინარეებამდე.
-ბოლო ბოლო გვეშველებაო. - სხაპასხუპ ფრაზებს გადაატარებდა და გადმოატარებდა იმედ დაუკარგავი ხალხი. კონტრ -ნიჰილისტური ნარატივიც შემოუბერავდა მოზეიმე სამშობლოს „უკვე მერამდენედო“ მაგრამ სადაც ბევრი იტყვის გვეშველებაო სხვა გზა ჯერ არ შობილა დღიან და მზიან მხარეში, ასეა თუ ისეა ეს „მერვე გვეშველება“ იყოფოდა კვარტლებად და თითო კვარტალში ცხრა ან რვა ნახევარწლიანი პერიოდები იყო. დაიწყო ისევ ბიუჯეტის ათვისება და მანამდე დათვლა დაბუღალტერება და ჰოი საოცრება და არც არაფერი გასაკვირი, უკვე მერამდენედ ბიუჯეტი ტრაკში დაუსვია წინა ხელისუფლებას და იწყებოდა ისევ თავიდან ქამრების მოჭერა და ტრაკის მოხუჭვა. მაგრამ ამ მერვე წრიულ მოხუჭვას სულ სხვა გამოწვევა ეჯახებოდა და ამჟამად კიდევ სხვა ეტაკა. მსოფლიო კრიზისი, ჯერ არ ნახული და გაგონილი, ხეთა რიგივით და ჯარის სიმწყობრით, ერთი ერთზე მიყოლებით მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციები, კომპანიები, ბრენდები და ბანკები კაპიტულაციას აცხადებდნენ უსირცხვილოდ. როგორც ახალი გამოჩეკილი წინასწარმეტყველები იუწყებოდნენ, „ხანა და დიდი ქაოსი ახლოვდებოდა მთელ დუნიაზე.“ ზოგან მოდიოდა და ზოგან მოსულიც იყო და ზუსტად მერვე ციკლის მესამე თვის ბოლოს მოვიდა და მოვიდა ფესვგადგმული მყარად. ჯერ დაიწყო გამოსვლები და მოთხოვნები, ყვირილი და კივილი, წივილი და წყევლა კრულვა და არც ეს რომ გაჭრა და რას უნდა გაეჭრა როცა ახალი მოსულები იყვნენ ცარიელ ტარიელ ხაზინაში და ხელები გაავიშვიშეს ჯერ და მერე რომ არ დაუჯერეს გამოსულებს და ურჩ-ყრუებს გაზის თოფები დააყარეს ამ „მიწა დასაყარებს“, როგორც ბრძანებდა მაშინ იმა დროის პრემიერ მინისტრი. მერე რეზინის ტყვიები და წყალიც მიასხეს და ესეც რომ არ ეშველა ნაღდი მკვლელი ტყვიები დაუშინეს და მერე აირია დუნია და მონასტერი და დაერივნენ ერთმანეთს და მტყუან მართალიც აირია, ჯერ ვითომ პატიოსნად მოინდომეს ნადავლის დანაწილება და დაინაწილეს. ქრონოლოგიურად ასე აეწყო: ჯერ თვითონ ზემდგომებმა და ვისაც სიტყვა ეთქმოდა, მერე ტყვია ვისაც ერჩოდა და აქ რომ მორჩა განაწილება დაიწყო მეორე ტალღა ქაოსისა და ახლა, აქ ამათმა დასცხეს ამბოხებულებს და მერე ისევ დატრიალდა წრე, მერე დასაყოფიც და დასარიგებელიც არაფერი დარჩა და აქ როგორც თეორია „გადარჩენის“ ღაღადებს, დაუწერელი კანონი აღსრულდა, ყველამ ინდივიდუალურად და ეგზისტენციალურად დაიწყო გადარჩენაზე ზრუნვა, მორჩა კოლექტიური მოთხოვნა და თანადგომა. ეს კი ასე იყო. ყველა ქალაქის „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტამდე და სოფლის „გ“ ცენტრიდან „ჟ“ ბირჟამდე და ანი დან ჰოემდე ყველა ადამიანი გავარდა საშოვარზე და ლოკაციებზე განლაგდნენ ფილოსოფიურად, კონცეფტუალურად და აზრობრივად. ტექსტუალურად და ცნობიერად საშოვარზე გასვლა ნიშნავდა საქურდლად და საყაჩაღოდ გავარდნას. ჯერ პროფესინალებს ხვდა წილად კარგი ლოკაციები და ნაკოლები და მერე თვითშემოქმედებს და დილიტანტებს, ამის მერე მაღალი მატერიალური შემოქმედ პროფესიის პროფესორებს და პროფესიონალებს, აქ ბევრ ქვე ჯგუფებად იყოფოდა და მოკლედ ყველა გამოვიდა თავ თავიანთი ლოკაციებზე, ყველაზე ბოლოს თუ გაინტერესებთ, პროფესორები და ლაბორანტ მეცნიერები გამოვიდნენ. იარაღი კიდევ მათი იყო ლაბორატორიაში გამოგონილი ხსნარები და იქვე ლაბორატორიიდან გამოტანილი დიდი შპრიცები და ათასი უცნაური ხელსაწყოები. მეთოდი და სტილი ეგეთი იყო, თუ გაუმართლებდათ და გამვლელი მსუყე გამოჩნდებოდა, გააჩერებდნენ:
-ფული ან რამე ძვირფასობაო ეტყოდნენ. დაყაჩაღებული რომ შეხედავდა ამათ, გაოცდებოდა, რაღაც აპარატით ხელში თეთრი ხალათით, ზოგჯერ ცისფერით და ან ნაცრისფერით. პოტენციური დაზარელებული აწონიდა და დაწონიდა და ეტყოდა არ მოგცემთო, მაშინ ესენი იტყოდნენ მივალთ და კუნთზე ნემს გაგიკეთებთო და ის კიდევ გავიქცევიო და აი მაშინ იმ დიდ შპრიცს ატაკებდა ვინმე უკანალში და დაყაჩაღებული გაოგნებული კი არა გაშლიგინებული, პარალიზებული რჩებოდა კაი ხანი, ესენი რასაც აციციქნიდნენ იმის მერე კარგა ხანი გამვლელ-გამომვლელი ციცქნიდა და ციცქნიდა, ბევრჯერ ესე ხდებოდა რომ სრულიად დედა შობილი რჩებოდა და თუ რამეა აჰა წინდების გაძრობამდე თუ გაიღვიძებდა. რატომღაც ბოლოს წინდებს აძრობდნენ ყველას. მოიშალა ყველაფერი თუ რამეს სისტემა და ორგანიზაცია და პასუხისგებლობა ექრვა. ყველა შეძლებისდაგვარად მოსმართლე იყო, პროკურორი, ყაჩაღი, ქურდი, მერი, მღვდელი, გუბერნატორი და პრეზიდენტი. ყველა ყველას აყაჩაღებდა, პარავდა, ცემდა, ძიძგნიდა, ესლასებოდა, ეზასავებოდა, ეფერებოდა წინ და აფურთხებდა უკან, შესაძლებელი სიტუაციისდამიხედვით ხდებოდა ყველაფერი. მაღაზიები, საწყობები, სახლები, ქარხნები, ფაბრიკები, თუ რამე სადმე გასატანი და საჭირო და აუცილებელი საქონელი იყო ყველგან და ყველაფერი გაიტანეს, ნებით თუ უნებლიედ. საჭირო და უცილებელი ყველაფერი იყო, ყველა ნივთი გამოსადეგი იყო, ატომური ბომბიდან შურდულამდე. თუ რამე მუქთად ხელწვდომადი იყო ყველფერი გაწიკეს სახლში. თვითფრინავიდან ველოსიპეტამდე, ნემსიდან აქლემამდე და ნემსის ყუნწში ბოლო ბოლო აქლემიც გაძვრა და ადამიანიც. მდიდარი გაღარიბდა და ღარიბი გამდიდრდა, ბოზი გოთვერანი გაკეთილშობილდა და კეთილშობილი გაგოთვერენებული ბოზი გახდა. ავაზაკობაშიც მაგდაგვარობა მოხდა და მოკლეთ ვინ სად ძვრებოდა ეგზისტენციალური საკითხი გახდა რადგან სულ ახლახანს კოლექტიურობაზე ხომ უარი ითქვა და ამის შეგუებაც ჭირდა. კიდევ ის დაემატა რომ აქ საშინელებები გაქრა, საზიზღრობებით და საშინელობებით ვერავის და ქალაქს მითუმეტეს ვერ გააკვირვებდი. სიკვდილი საშინელი მოვლენად ითვლებოდა და მომაკვდავი ცუდ გზაზეც არ ადგიაო ითქმოდა ქვეყნად. არც ახალდაბადებულს კრავდა ხელს ვინმე, მაგრამ დიდი ზეიმი, ვიშ-ვიში და შუშხუნები არ მოყვებოდა ხოლმე და ამ ეპოქის ბავშვები დაწერენ უგენიალურეს სიმღერას
„ ჩემს დაბადებას შუშხუნები არ მოჰყოლიააა დედიიი ჩემო დედიიი“.
და აქ თამამად და ამაყად ითქმის რომ მემლიონედ მოსმენისას ერი კოლექტიურად შეჟრიალდება ცრემლნარევად. ამ უძლიერეს სიმღერის ფონზე ავადმყოფობაც გაქრა, სამაგიეროდ ან არც გაქრა მაგრამ აქტუალური აღარ იყო და სიკვდილიც ისეთი გაყეყეჩებული იყო რომ ავადმყოფობას არ კადრულობდა.
2
აქ გურამის ამბავი რევოლუციის ჟამს
გურამის ახსოვს ახლა რომ კითხო ის დღე და საათიც როცა დაკეტა თავის ქსელური მარკეტის ბოლო ქსელი, ბოლო კლიენტიც და ზუსტადაც ბოლო კლიენტმა დაუსვა ძახილის ნიშანი მასში გაღვივებულ ეჭვებს დაკეტვა არ დაკეტვაზე და აი ზუსტად ბოლო კლიენტმაც ააწკარუნა კარის ზანზალაკი რომელიც დიდი სიამაყით ჩამოკიდა თავის დროზე. გული შეუქანდა გურამის, ბოლო დროს დასჩემოდა გულის პრანჭვები ზანზარაკის ხმაზე. იმის მაგივრად დახლები დაეთვალიერებინა კლიენტს, პირდაპირ გურამის წინ დადგა და ენის ბორძიკით რაღაცა უთხრა, გურამიმ ვერაფერი გაიგო და ცოტა გადაიხარა უცნობისკენ და მიაყურადა დიდი შიშისთვალება ცნობისმოყვარეობით.
-გისმენთ...
- ფული...- ცოტა ხმამაღლა და გასაგონად უთხრა უცნობმა.
-ბატონო?
-ფული და კიდევ რამეები..- ახლა ტონი და რიხ მომატებულმა უთხრა და გურამმა ცივი მეტალი იგრძნო საფეთქელთან. აი აქ მიხვდა რაშია საქმე. იმასაც მიხვდა რომ ყაჩაღი არაორდნინალურია სხვაა ყაჩაღებისგან, მორცხვი და გაუბედავიც და საშიში თვალებით, არა უფრო დაბნეული.
-არ ხარ შენ ყაჩაღი და ცუდი კაცი და მითხარი რა გინდა იმის გარეშეც მოვრიგდეთ.- ასე პირდაპირ აჯახა სიმართლე გურამამ.
-ეჰ ამ ცხოვრების დედაცო...
-მესმის მეგობარო... -თუ კააცი ხარ მოაშორე აქედან ეე პისტოლეტი დ მითხარი ვინა ხარ.
-ეხ, აბა რა გითხრა ოქრო კაცო, ლექტორი კაცი ვარ და ახლა ამას უნდა ვშვრებოდე მეე? - და თან პისტოლეტი პალტოს გულის ჯიბეში ჩაიდო.- არ გამომდის ეგ საქმე და კი მიკვდება შიმშილით ოჯახი.
-ურიკა მაინც გააქვს, რომ რამე წაიღო?
-ველსიპედით ვარ. - უთხრა ლექტორ ყაჩაღმა.
გურამიმ შეიყვანა დახლის შიგნით და ტომრებში ჩაუყარა, დაპაჭკოებული პროდუქტები, ბრინჯი, მაკარონი,შაქარი, მარილი, მჭადის ფქვილი და პურის ფქვილი, ცოტა ტკბილეულობაც და მერე ზედ სიგარეტიც დაუდო.
-სიგარეტს არ ვეწევი... - დამორცხვით უთხრა ლექტორმა
-მოჰსწევ.. - უწინასწარმეტყველა გურამიმ და დასამშვიდებლად ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. „გურამი, ნოდარი, სასიამოვნოა გაცნობა“. როგორც კი გავიდა ნოდარი ყაჩაღი ეგრევე, იმ მინუტში გადაწყვიტა საბოლოო დაეკეტა მარკეტი და სახლში წაეღო სურსათ სანოვაგე რაც ებადა, ზოგი ნათესავბისთვის გაენაწილებინა და დანარჩენი სახლში შეენახა და სახლშივე გამაგრებულიყო ოპერატიულად და სტრატეგიულად, ორი საფანტის თოფი ქონდა და ერთი კისტის თოფი. აიღო და გაანაწილა დოვლათი და სტრატეგიული დაცვაც დააწესა სახლის შიგნიდან. თვითონ და ცოლი აირა დათვზე სანადირო ტყვიებით შეიარაღებული დაიკავეს პოზიციები კარის მიმართულებით, ფანჯრის მხრიდან კისტის თოფით დააზღვევდა იაკობა.
3
აქვე ჩემი ქალაქი ჩემი ტოლიააა ანუ ჩემი და ჩემი ქალაქის ამბავი.
( გურამისთან ერთად რევოლუციის ჟამიანობისას.)
ჟანგის ფერია ქალაქი და დღეს ასე ქვია თორემ ოდიდგან ძველის ძველი სახელი ერქვა და გაკომუნისტობის მერე პარტ დამსახურებული ვიღაცის სახელი დაერქვა და მერე კომუნიზმის გატრუხებისას გადმოერქვა ძველის ძველი სახელი და ეს ისევ გახეხილი და მორეცხილი ძველის ძველმა კომუნისტებმა ქნეს დიდი სიამაყით და ახლა, ახალი სახელით აღშფოთებული იქნებოდნ და იქნებიან ჯერაც ცოცხლები და ახალი და ძველ შესვენებულები და მარტო ამ ქალაქს არ ქვია ასე და მარტო ეს ქალაქი არაა ჟაანგიანი და გამოჟანგული, სხვაცაა და ყველა ასეთია. მაგრამ ახლა ამ ქალაქში ვცხოვრობ და აქ ვიღვიძებ როგორც უცხო სხვა ჟანგიან ქალაქში და ბედნიერება იცით რაა? რა და რომ დილით მაინც პოულობ რამე სილამაზეს ასეთ ქალაქში და თუ დაიჯერება ჩემი, არის დილა რომელიც განსხვავებულია და სხვანაირ სილამაზეს ვპოულობ ამ ქალაქში და ყოველი ასეთი გაელვება ნაპერწკალის იმედს ჩააგდებს დახშულ გულის სარქველში და დიდად ძირი არ უგემია იმ ნაპერწკალ იმედს, ვერ ყოფნია ენერგია. გადავიხედები დასაზვერად, სადარბაზოში იციან გაჩერება და გამვლელზე თავდასხმები, აქაურები არ არიან. აქ ყველა თავის უბანს უფრთხის და მეზობელ უბანში გადადის, ღამე გამოძვრებიან და ზოგჯერ დილამდე შემორჩებიან. ყოველშემთხვევაში სანამ გამოხვალ უნდა დასმოტრო სიტუაცია, ამჯერად სიწყნარეა, ჟანგიანი ბუტკები გაუხსნიათ მეპატრონეებს და მოწყენილი ნირწამხდარი იერ სახით მოსკუპებულან მეპატროონები. გასაყიდად უდევთ პური მარილი შაქარი, მზესუმზირა და კიდევა ასეთი აუცილებელი და მერე პირის საცმაცუნო. ბებიები არიან და არავინ ერჩით და არც თვითონ არიან გაავებულები, თუ გამოჩნდა ერთი ორი უვარგისი და აიჩემა არ გადავიხდიო ძაანაც არ აწვებიან თუ ძვირიან რამეს არ წაავლეს ოხერი ხელი და მამაძაღლი და თუ მაინც მერე ყველა ერთად აკივლდება და ამ ხმაურ გნიასში ზემოდან ან ქმარი ან შვილი გამოაკაკანებს ავტომატს და დალაგდება ყველაფერი, ურჩი გადაიხდის და მოქუსლავს.
ნისლიანი დილაა, ღამე სულ ცრიდა და სველი დანამულია ქალაქი, ასეთ დროს მძაფრად ჩანს ქალაქის ფერი და ეშხი. ჟანგებს ჩამოღვითნავს სისველე და განფენს გზაზე, ჟანგი კი ყველაფერს აქვს მოდებული, ბუტკებს, ავტოფარეხებს, აივნებს და მოაჯირებს, ბოძებს და დანგრეულ და გადამწვარ ურნებს და ასევე მანქანებს. ჟანგდება ყველაფერი, ხეებიც, რკინა ხომ ისედაც და უკვე ადამიანებს მოედო ჟანგისფერი. ქუჩაში მოხეტიალე უპატრონო კატებს და ძაღლებს, ესენი კიდევ ყველა ერთი ფერისაა, შავი თეთრი და წითელი ისედაც ჟანგისფერს ეხამება და არც შავი დაუდებს შავობით რამეს იმდენად ჩამჯდარა ჟანგი რომ ვერაფრით მიხვდები შავი ან წითელი ფერის თუ იყვნენ ოდესმე, ისე ფერებს არაფერი დაუკლია ამ ცხოველებისთვის და საერთოდაც ეს ჭუჭყიანები და ჟანგისფერი ცხოველები გადაშენების პირას არიან, ჯერ სადღაც მოარულად გაიგებდი ძაღლის ხორცი იჭმევაო, მერე ჭამენო და მერე კიდევ ვხედავდი როგორ იყიდებოდა ხორცად, მერე ესე კატებზეც გავრცელდა და ამის მერე არაფერი იყო გასაკვირი. აი მე კიდევ ძაღლისა და კატის ხორცი რომ არ მეჭამა ამიტომ კალიები დავიჭირე ბლომად და მერე მომზადება ნანახი მქონდა იუთუბში და მსგავსად მეც მოვხრაკე და მივირთვი ასე მშვენიერი მოხტუნავე მოხრაკული პროტეინები, ძაღლ და კატას კიდევ ვერ ვაკადრე და კალიები ისედაც დამშეულ და თითქმის უნაყოფო მიწებს დასეულიყო ბლომად და ვალიც იყო მათი განადგურება. მაინც ლამაზია ჩემი ქალაქი და მაინც ნოსტალგიურია, რაღაცნაირია, ერთ დროს სიყვარულის ქალაქი იყო ასე ამბობდნენ და ახლა კიდევ გაგების, გატანის და მოგონების ქალაქიაო, აქედან გამომდინარე ურთიერთობის ქალაქია და ურთიერთობისა და გაგების გარეშე საერთოდ არაფერს ფასი არ აქვს და მოგონება და წარსულს ხომ საერთოდ, ჩვენ ვართ წარსულის დიდი პატივცემელი ქვეყანა და ჩვენი ისტორია და კულტურა და სიმდიდრე წარსულის სიამაყეზა დაშენებული და ეს მარტო ჩემ ქალაქში არ ფასდება ყველა ქალაქში და ეს ფასეულობა რომ არ იყოს ძამაო აქამდე დედაბუდიანად ამოვწყდებოდით და ჩვენზე ნაკლებები ამომწყდარან თუ რაა და კედევაც ბევრი დიდი ჩვენზე ამოწყდება თუ დაივიწყეს წარსულის ისტორია და წინაპრების სიტყვები და ღირსებები. აი წინაპრების დანატოვარი ღირსებები და წესები და ადათები რომ არის ამიტომაა კიდევ ფეხზე ვდგევართ, თორემ აქ ყოველ წუთს და წამს რაღაცა ხთეფა, ვიღაცა ვიღაცას აყაჩაღებს და ცემს და აშინებს და შეიძლება კლავს, მაგრამ ყველაფერ ახსნა უნდა მიეცეს, ქურდია და უნდა იქურდოს, ყაჩაღაი და უნდა იყაჩაღოს, თუ ვინმე ღირსებას შეეხო უნდა მოკლა თორემ აქეთ მოგეკითხება ძმაო და თუ უღირსად მოკალი ან დააყაჩაღე მაშინაც მოგეკითხება და ამიტომ ამ ყველაფრის ავტორები არიან წინაპრები თორემ აი დღეს ვინაა კანონის დამწერი და ამსრულებელი ან რატომ უნდა დაუჯეროს ადამიანმა ვიღაცა შიბლაპიტოს დაწერილ კანონს, ჩვენი წინაპარზე მეტი იცის ვინმემ? არა, ხო და მორჩა და ამიტომაცაა ეს ქვეყანა მაინც კარგი და ყველაზე მეტი კულტურული ძმაო, არც კაცობა გვეშლება და არც კინო და რომანები და პოეტებიც არ გვაკლია, გესმიიის ძმაოო და ისე ჩამჩხავლა მთვრალმა ყორყოტა უჩაშვილმა რომ გული შემიქანდა, სხვა გზა არ მქონდა ახალი მოსული ვიყავი დაპატიჟებულ სუფრაზე და რა ვიცოდი ეს ყორყოტაც თუ იქ იქნბეოდა, არადა მეფიქრა მეც რომ იქ იქნებოდა, ამას დაპატიჟება რათ უნდა თუ ახლო მახლოს მოხვდა, ყველას იცნობს, ცოცხალ მკვდარს, ყაჩაღსა და დედამოტყნულ მანიაკსაც, მერს და გუბერნატორსაც და რავიცი ეგეთი რაა მაგრამ ბეგ რაუნდი კი აქვს მოწესრიგებული პორთფელიოსავით. როგორც კი დამინახა ხელები გაშალა და იყვირა ჩემი ძმაც მოსულაო და აქვე გვერდზე დამისვითო, ფეხი ვითრიე მაგრამ მასპონძელმა უნამუსოდ თვალი ამარიდა და ეგ იმას ნიშნავდა სხვა ადგილი არც არისო და მივეთირიე ძალად გაკრეჭილი სახით. გულში ვიფიქრებ რამე საბაბს ვიპოვნი და აქედან მალე ავითესებითქო, მაგრამ მანამდე ნახევარი ცხოვრება მომაკლო ამან თავისი იდეოლოგიური ბაზრობით, ერთი ჭიქა რომ გადავკარი იმის მერე ამას ვუყურებ და სხვა არაფერს ვაკეთებ, საჭმელიც გადასანსლული აქვს და კუჭი მაგიდასთან ერთად აოხრებული, მაგიდა აცარიებული და კუჭი გადავსებული, პატრონა არც დასამატი ქონდა არაფერი ეტყობა და ან არც სურვილიც. მაინც მარტო სასმის მივეძალე რადგან ამ ყიამყრალის მოსმენას მშიერ კუჭით დათრობა ვარჩიე, როცა შევხურდი ყორყოტაც წამი დაუჭერე და ახლა მისი ყური მე ვითხოვე და არ მივეცი საშუალება რამე ჩაეკვეხა, ყველაფერზე ვსაუბრობდი და ვფიქრობდი ღმერთო რამე თემა გამახსენე და არ გამაჩერო თორე ახლა ამან თუ იხელთა დრო და ჩემი ყური ითხოვა ვერ ავაწიწკნი და დავრჩები მთელი ღამე აქ. ეს სტრატეგია ხშირად ამართლებდა ასეთ ორატორებთან და მივყევი მეც მერე ვიგრძენი დრო დამშვიდობებისა მოვიდა რადგან თვითონ ყორყოტა მოითენთა და თვალბში ეტყობოდა რომ ყაბულზე იყო ოღონ მე გავჩერებულიყავი და ხმასაც არ გამცემდა, გადავეხვიე და დავემშვიდობე მას და მასპინძელსაც და სხვა სტუმრებს და სანამ მთლა დაღამებულა გავარდი და სირბილით გავექანე სახლისკენ, გზა და გზა ვაყურადებდი სიტუაციას, ასე ბრმად სიარულიც არ შეიძლება ასეთ დროს. ეს ღამე გამართლების ღამე გამოდგა და მშვიდობინად შევყავი სადარბაზოში თავი და კარებს ვეცი ხმაურით, სიბნელის ბრალი იყო ხმურით კარის ჯაჯგური და თურმე ისედაც მელოდებოდა მეზობელი. სანამ გასაღებებს გადავატრიალებდი სრულიად და ყველა საკეტებს მოვიგერიებდი მანამდე დამასწრო და მეზობელმა თავისი კარიბჭე გააღო და ფანარი მომანათა დამნაშავესავით ხელები ავწიე მეც. შემაშინე მეთქი და რამ შეგაშინაო და ნეტავ რამ შემაშინა მეთქი. რამეა ამბავი თორემ გურამი არ დამხვდებოდა ასე ღამე და თან ხმაშიც გარღვევები აქვს, ვიცნობ მე გურამის და ვეკითხები რა ხთეფა? ხდებაო.. მანაც
-ვაა მშვიდობა გაქვთ?
-შემო ერთი და აქ გეტყვი... - ხმაში ბზარი აქვს მე ვიყო.
შევედი მეც. ბიჯოო გაიპარა აირა... რას ქვია გაიპარამეთქი და ვჭყიტე თვალები. აი ასეო და გაშალა ხელები და ჰაერში წრე შემოკრა, მერე ტაში შემოკრა.
-ფაფუ აირა... თვალები აუწყლიანდა და მეც ამეტირა კინაღამ. ოთახში შემიყვანა და აირა გაშოლტილი ღამისპერანგის ამარა იწვა, ოდნავ მომღიმარი სახით. ჯოკონდას იმიტაციით. ვაახ ჩემითქო და შევიგინე.
-გელოდები, მთელი დღეა გიყარაულებთ კარზე მე და ჯაკობი რიგრიგობით...
-სადაა ჯაკობი?
-ძინავს, დეიღალა ბაღანა...
ვაახ ჩემითქო და შევიგინე კიდე ერთხელ, რა ერთხელ, სულ მინდება გინება რადგანაც გავიჭედე ფიქრებში. ჯაკობას რო ძინავს კაიათქო ჩავილაპარაკე.
-ჰოო. -დამეთანხმა გურამი.
ჯაკობა შვილია ერთადერთი, თერთმეტი წლისაა და იაკობი ქვია მაგრამ ბავშვობაში ჯაკობა მქვიაო თქვა თვითონ ენის ჩლიფინით და დაეთანხმა მშობლებიც და შერჩა ეს სახელიც. მგრძნობიარე და ფიქრებიანი ბავშვია, სუუ ფიქრობს და ცოტას ლაპარაკობს.
-შენ მიშველი თუ მიშველის ვინმე და მიშველე გევედრები და თუ კაცი ხარ და ჯაკობა თუ გეცოდება და თუ გიყვარს ჩემი ოჯახი... რაღაცეებს ხო გიყვებოდა აირა? აა? ხო გიყვებოდა აირა ამ გაპარვებზე?... ღამე ისა დავწექით და ისაა...- ძან არეული იყო გურამი და სიტყვებს და აზრს ვერ ალაგებდა...- ხო, სექსი გვქონდა, კაი იყო... ფუ შენი, კაი რაა, დაგვეძინა კარგად, დაძინებამდე ხვალე რა ვჭამოთო, რა გავაკეთო და რა ვჭამოთო, გესმის?... აბა ახლა როგორა გაიპარა აა? დილა გავხედე და არ იძვრის არ სუნთქავს და არის ასე გაშლიგინებული... არა, სუნთქვით სუნთქავს და ამოიკვნესავს მაგრამ იმნაირად და შენ ხომ იცი ეს სუნთქვა ის სუნთქვა და კვნესა ის კვნესა არაა და მიშველე გეხვეწები...- უკვე ცრემლებს ვერ იკავებს გურამი.
-დაძინებამდე კიდევ რამე გითხრა? -ვკითხე და მიპასუხა ჰოო მითხრაო და მე რო რა გითხრა და რაოდა ახლა ცოტაც გავისეირნებო და მე კიდევ შენი და შენი გასეირნებათქო და გადავბრუნდი ძმაო, ხოო და ის კიდევ ადგა და ფანჯარა გამოაღოო და მე კიდევ არა მციოდა და ხმა არ ამომიღია და მალევე ჩამეძიანაო და ჰაა დილით რა დამხვდა ქე ხედავო... კიდევ ერთხელ ვაახ ჩემითქო და შევიგინე.
4
აირას საიდუმლოებები
ხომ დილაა მაგრამ ღამისგან არაფრით განხვავდება, მზე ამოდის თუ ჩადის ერთი ფასი აქვს და ფასი არაფერია, დამპალი დილა, ნაბოზარი ღამე და ამათი მოლოდინი მაინც ყოველჯერ, აქ ყველაფერი გაჩათლახებულია და მყრალი სუნია ქალაქში რადგან ყარს ყველაფერი, კედელი, მიწა, ცა, ადამიანებიც, ცხოველი და სადღაა ცხოველები, ყველაფერი შეჭამეს. დგები ფანჯარასთან მიდიხარ და ეს გაბოზებული სამყარო გინდა ლამაზად მოგეჩვენოს და ბედნიერების ყიამყრალი სუნი შეიგრძნო და გრძნობ მერე, რადგან შენც ისეთი ხდები და რატომაც არ ხდები? აქ იძინებ და აქ იღვიძებ, ამ ყველაფერ შეიგრძნობ და აბა რაღა ხარ მეტი ან უკეთესი და აქ სიტყვა უკეთესი, კარგი და ბედნიერება არც არსებობს. უბრალოდ რამე ხომ უნდა დაერქვას ამჟამინდელ მდგომარეობას? ქალაქს სახელი ხომ ქვია? ჟანგის ქალაქი და მორჩა. ფანჯარას არ ვაღებ რადგან არც შაშვის ხმას გავიგებ და არც ბეღურის და არც იხვების გადაფრენას ნახავ და ყვავებიც არსად არიან ჯაზი რომ დაუკრან ზეცაში, მარტო ადამიანები დადიან, დადიან და საშოვარზე გარბიან, საშოვარი კიდევ რაც არის ვთქვი და ვინც მეტს შოულობს ის უკრავს, ის მღერის და ისაა ბედნიერი. აქ ჭიკჭიკის ხმაა ვიღაცის კივილი და იცი რომ ვინმეს კლავენ ან აყაჩაღებენ, ართმევენ, აუპატიურებენ და ეს ხმა არავის უკვირს და არავის აშინებს. აქ შიშიც არ არის, შიშს რა უნდა იქ სადაც არაფერია, სიცარიელე და ყველაფერი ერთ ფერშია, ჟანგის ფერში და ნაცრისფერში, ხო ეს ფერიც ურევია ამ ქალაქს. ერთი დიდი ცოცხალი სასაფლაო. მზე თავისას შვრება და ზანტად შლის სხივებს და ფენს მხურვალებას. არავის ადარდებს ამოვა თუ არ ამოვა, მაინც ერთი ფასი აქვს ფასი კიდევ არაფერია. დღეს რა ვქნა ვფიქრობ და ვერაფერიც მაფიქრდება, სადღაც შორს მინდა გავიდე და ეგებ რამე უღრან ადგილას ველური ხილი დავკრიფო, რომელიც იჭმევა. მივდივარ, ვპოულობ, ვკრიფავ და მერე მომაქვს, ბევრი მომიგროვდა, ვინახავ და ვღოღნი დრო და დრო. მეზობლები მყავს, კარის მეზობლები, მათ შერჩა ადამიანურის ფერი და მერე საღამოს მათ ვესტუმრები ან დღისით, სულ ერთია როდის, კარს მარტო მე მიღებენ და მეც მარტო მათ ვუღებ და მათ ვსტუმრობ. დანარჩენები ერთმანეთს გაურბივართ, ვემალებით და თავს ვესხმით, მეც ვესხმი თავს, მაგრამ მე მცირე შეიარაღება მაქვს და ამ შეიარაღებით უფრო თავდაცვას ვირჩევ, კარებს ვკეტავ და ბაბუაჩემის ცალ ლულიანი თოფით ვზივარ და რადიოს ვუსმენ, ერთი ესღაა ამ ქვეყანაში გამართული, ყველაფერი გაქრა ერთ დღეს, ჰოოპ და გაქრა, ინტერნეტი, ტელევიზია და ვიღა შერჩა ტელევიზორი ან სხვა ტექნიკა, გაიტანა ყველამ და გაყიდა ან გაცვალა რამე რუმეებში. და თუ ვინმე ჭკვიანს შერჩა ტელევიზორი მხოლოდ პირატულ კინოებს თუ ნახავ, არც ამბები და ნიუსები და შემეცნებითობა, ეგ მოკვდა მაშინვე ან ცოცხლიც არც ყოფილა ოდესმე და ჭკვიანი კიდევ ჩემი მეზობლებია გურამი, აირა და ჯიაკობი. ჯიაკობი პატარაა და ამ წინგახედულობაში წვლილი არაფერი აქვს და მშობლებს კი ნამდვილად აქვთ და ამიტომაც შერჩათ ტელევიზორი ჩემგან განსხვავებით, არც მე ვარ ხელწასაკრავი უჭკუო მაგრამ ძლიან დამჭირდა მისი გაცვლა სხვა საჭირო ნივთზე და რადიოთაც კარგად ვგრძნობ თავს და თუ რამე მაინც და მაინც ყოველ საღამოს გადავდივარ ამ კეთილ მეზობლებთან, ამ დუხჭირ ჟამობას ერთმანეთს ვამხნევებთ და ვუკლავთ დარდს წუხილებს და ვამხნევებთ ერთმანეთს. ზოგჯერ მე ჩემი ნობათით შევდივარ, ველად გავარდნილ ველური ხილ-კენკრები მიმაქვს, საცმუცნაოთ კარგია, ისინი კიდევ თავთავიანთებით მხვდებიან, უფრო ხშირად ათასნაირი სასმელებითაც, ამ დარგშო გურამი და მე გამომგონლობას ვეწევით და ვიგონებთ სასმელებს, მერე ვჯდებით და ათასჯერ ნაამბობებს გადაკეთებულად ვყვებით ან საზიზღრაად თარგმნილ კინოებს ვუყურებთ, ზოგჯერ ისეც არის რომ კაი ნაათარგმნიც გხვდება და ან სალაპარაკოდ ახალი თემა გამოგვიჭყიტავს თვალებს, აი როგორიც იყო ჩემთვის უცნობი და საინტერესო თემა, რომელიც გურამის სულ აღიზიანებდა და ბუზღუნებდა ყოველჯერზე. ყოველჯერზე იმიტომ რომ როცა აირამ დააღო მისი მშვენიერი ბაგე და მიამბო ამბავი იმის მერე ყოველ საღამოს ვუსმენ და ვუსმენ გურამას ჯიჯღინის თამდებში, ყოველჯერზე ერთი და იგივე ამბავს სულ არ მიყვებ, შეიძლება მე ვეკითხები, მაგრამ როგორც შეუძლია აირას, ისე მიხსნის.
ამბავი კიდევ ასე დაიწყო რომ ჩვენი გამოგონილ სასმელს ვადეგუსტარებდით მე და გურამი და აირა გვბალეშიკობდა მისი ჩვეული მდუმარე მომღიმარი სახით და ალაგ ალაგ კომენტარებით. ჯიაკობი კინოს ყურებაში ჩასთვლემია და დასაწვენად გაიყვანა გურმა.
-გურამის გარეშე არ იძინებს. -მითხრა დაღვრემილი თვალებით
-ეშინია?. -ვიკითხე
-ხო ეშინია, ტრამვირებულია ძაან, ამბობს არ მეშინიაო მაგრმ ხომ ვხედავ...
-ვაახ, რად დრო დადგა ამისი...- ეს ამოკვნესა ყოველდღიური და საათობრივი გვაქვთ
-ეეხ ჩემო კარგო ამ დროს და მდგომარეობას და მოვლენებს რომ ვუყუროთ, სულ ასე იქნება... არაფერი გამოასწორებს თვითონ თუ არ გამოვსწორდით და არ შევცვალეთ სიტუცია.
ამდენი აირას გდამბული სიტყვები და ემოცი არ მახსოვს, ემოცია ტრაგიკული არ იყო პირიქით შემოძახება და იმედი იყო და კი გამიკვირდა მაგრამ მისი ბუნებისგან გამომდინარე არც გამკვირვებია. რაღაცნირი ამ დაწყევლილ დროში აირა თუ იკავებდა წონასწორობას და კოსმიურ სიმშ