ოცნება: ავსტრალია
0 ხმა
თინა დალაქიშვილი
თინა დალაქიშვილი. 34 წლის. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ამჟამად ვცხოვრობ საზღვარგარეთ და წერა ძალიან მეხმარება, გავექცე იმ ერთფეროვან რეალობას, რასაც ემიგრაცია ჰქვია. აქ გატარებული დრო დაკარგულად მიმაჩნია, ამიტომ ვცდილობ ვაკეთო რაიმე ღირებული. წერის გარდა, ვქარგავ, ვსწავლობ უცხო ენებს და ბევრს ვკითხულობ. მომინდა სხვისთვისაც მიმენიჭებინა ის სიამოვნება, რასაც მე წიგნებიდან ვღებულობ. მოზარდობისას შეწყვეტილი წერის შემდეგ, კიდევ ერთხელ მოვუხმე ჩემს მუზებს და რა გამომივიდა ამას მკითხველი შეაფასებს. ამ ნაწარმოების რამდენიმე თავი გამოქვეყნებული მაქვს ლიტერატურულ პორტალ ,,ურაკპარაკზე''. მონაწილეობას ვღებულობ კონკურსებში, რადგან ყოველი წარმატება მოტივაციით მავსებს. წიგნი ეძღვნება ყველა ემიგრანტს!
ავსტრალიის კონტინენტით შეპყრობილი, ქართველი გოგონა ოცნების ასასრულებლად მიემგზავრება. ის, სრულიად მოულოდნელად, დატყვევებული აღმოჩნდება. მის დახმარებას კი, გაურკვეველი მიზეზით, თავად დაჯგუფების წევრი შეეცდება.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური