ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ლორა

0 ხმა

თინა ახალაია

ბიოგრაფია

დავიბადე თბილისში, 1988 წლის 18 ივლისს.

 

საბავშვო ბაღი, სკოლა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე და შოთა რუსთაველის სახელობის კინოს და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩემი შეგნებული მეხსიერება თბილისში, საქართველოში თითქმის 21 წლამდე გაგრძელდა.

 

2011 წლიდან ვცხოვრობ ქალაქ ლოზანო, შვეიცარიაში. არ ვიცი რას ნიშნავს საყვარელი ქალაქი, მაგრამ, თუ საყვარელ ქალაქზე უნდა ვილაპარაკო, ეს ქალაქი ნამდვილად ლოზანოა.

 

მყავს 3 შვილი, დავით 11 წლის, ნიკოლა 9 წლის და ანნ 25 დღის.

 

2015 წლიდან, ვმუშაობ La bâtie festival de Genève (ქორეოგრაფია, მუსიკა, თეატრი) LUFF (Lausanne Underground Film Music Festival) Fête du slip (მულტიდისციპლინარული ფესტივალი, გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე, თანამედროვე ხელოვნებაში, კინოში, მუსიკაში, ვიზუალურ და საშემსრულებლო ხელოვნებაში) ასევე ვარ Cinéma l’oblo-ს (Lausanne) და Pride de nuit (ქვიარ, ფემინისტური, ანტირასისტული, ეკოლოგიური, ანტიკაპიტალისტური და რევოლუციონერული კომიტეტის წევრი.

 

ლორა ჩემი პირველი რომანია. 186 გვერდი. ლორამდე არასდროს გამჩენია ასეთი კატეგორიული თუ მკაცრი სურვილი რამის დაწერისა.

 

გიგზავნით ლორას.

 

პატივისცემით, თინა ახალაია

სინოპსისი

„ლორა“ ვიტყოდი რომ ავტობიოგრაფიული ისტორია/ რომანია.

ლორა ჩემი მეზობელი 38 წლის ქალია. 

 

2021 წლის 14 აგვისტოს, სახლი და ქალაქი შევიცვალე. დიდი დღე და მოვლენა იყო ეს ჩემს ცხოვრებაში. რვა წლიანი ცხოვრების შემდეგ ჩემი საყვარელი ქალაქი ბაზელი დავტოვე და იქვე ახლოს, პატარა ქალაქ რაინახში გადავედი. ახალი იმედებით და შემართებით.

ამბავი კი რომელსაც მოგითხრობთ, გადმოსვლის დღიდან დაიწყო და ორმოცდაექვსი დღე გაგრძელდა, ამბავი მეზობელ ქალთან ერთად. ქალმა რომელმაც პირველივე დღიდან შეცვალა და უფრო მეტიც, ვიტყოდი, თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება. გიყვებით 46 დღეს ახალ სახლში, ოღონდ ეს არ არის დღიური, ეს არის ჩემი ამბავი ლორასთან ერთად. ლორას და ჩემი ამბავი, ჩვენი ამბავი.

 

 

ლორა, შიში, სიკვდილი და ალბათ სიყვარული.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური