ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ზედსართავი სახელი

0 ხმა

თამთა ცირამუა

ბიოგრაფია

თამთა ცირამუა, 31 წლის.

დავიბადე და გავიზარდე ქ. რუსთავში. (რუსთავის მე-20 მკრ 18 /30). ბაღში სიარულისას მხოლოდ ზეიმების ეპიზოდი მიყვარდა. სკოლაში კი, გაკვეთილებს შორის, ზარიდან-ზარამდე 10 წუთი.

აბსოლუტური გაუაზრებლობით ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიაზე. ინერციით მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაამართლა, ეს დარგი დღემდე მაინტერესებს და მუდმივად მიზიდავს, თუმცა... ინერციას შემთხვევითობამ აჯობა და ჟურნალისტიკაში სრულიად შემთხვეთ მოხვედრილმა აქ დარჩენა გადავწყვიტე.

პროფესიით ფსიქოლოგი და პრაქტიკული გამოცდილებით ჟურნალისტი, ახლა ვცდილობ ძალები მწერლობაში მოვსინჯო. დიდი მოწიწებით და კიდევ უფრო დიდი თავმდაბლობით, მინდა შემოგთვაზოთ ჩემი ნააზრევი, ხედვები და პროტესტები, უსამართლობები რომელსაც ვაწყდებოდი კარიერულ თუ პირად ცხოვრებაში და რომელიც შეიძლება ითქვას ბავშვობიდან მწიფდებოდა ჩემში...

პ.ს. აქამდე არსად არაფერი გამოიქვეყნებია.

სინოპსისი

მაინც რამხელა ადგილი უკავია ჩვენში - ჩვენს თავს?! რა უფრო მეტია ჩვენში? თავად ჩვენ, თუ გარშემომყოფების მიერ აკინძული ადამიანი...

სად გადის ზღვარი, საზოაგადოების მიერ შექმნილ არსებასა და სუფთა, „ტოქსინებისგან“ გამოთავისუფლებულ პიროვნებას შორის...

ნაწარმოების სახელწოდება „ზედსართავი სახელი“ პირველი მინიშნებაა იმისა თუ რაზეა ტექსტი.

 მე, (ავტორი) საკუთარი ცხოვრებისეული მაგალითებით ვცდილობ ავღწერო, ჩვენი ქვეყნის კულტურულ/რელიგიურ/საგანმანათლებლო რეალობიდან ნაკარნახევი - მუდმივი შეფასებების, კრიტიკის, ეპითეტების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე.

საბოლოო ჯამში კი „ზედსართავი სახელი“ ერთგვარ გასაღებად იქცევა, საიდანაც იწყება გამიჯვნა იმისა თუ - რა უფრო მეტია ჩვენში? თავად ჩვენ, თუ გარშემომყოფების მიერ აკინძული ადამიანი...

მიმდინარე ტური არ არის აქტიური